ოფრა ჰაზა

ოფრა ჰაზა (ებრ.

19 ნოემბერი, 1957, თელ-ავივი — გ. 23 თებერვალი, 2000, რამათ-განი) — ისრაელელი მომღერალი და მსახიობი, სიმღერების ავტორი, დასავლეთში ცნობილი, როგორც „ისრაელელი მადონა“, „ნაზი“ მეცო-სოპრანო.

ოფრა ჰაზა
ოფრა ჰაზა
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 19 ნოემბერი, 1957
დაბ. ადგილი Hatikva Quarter[1]
გარდ. თარიღი 23 თებერვალი, 2000 (42 წლის)
გარდ. ადგილი რამათ-განი
დასაფლავებულია Yarkon Cemetery
ეროვნება Yemenite Jews in Israel
ჟანრ(ებ)ი ეთნოფოლკი,
პოპი
საქმიანობა მომღერალი,
მსახიობი
აქტიური 1969-2000
ხელმოწერა ოფრა ჰაზა
საიტი ofrahaza.org
ოფრა ჰაზა ვიკისაწყობში

ისრაელში ოფრა ჰაზა საკმაოდ გავლენიანი კულტურის მოღვაწე იყო, რომელმაც პოპულარიზაცია გაუკეთა აღმოსავლეთის ებრაელების კულტურას.

ბიოგრაფია

ოფრა დაიბადა თელ-ავივში, მრავალშვილიან ოჯახში იემენიდან, რომელიც ისრაელში ჩამოვიდა 1949 წელს 8 შვილით. ის მეცხრე შვილი, ყველაზე უმცროსი იყო და-ძმებს შორის.

ყველაზე ადრეული მუსიკალური გავლენა ოფრაზე მშობლების ტრადიციულმა იემენურმა სიმღერამ მოახდინა. დედა იემენში პროფესიონალი მომღერალი იყო და ხშირად გამოდიოდა ოჯახურ წვეულებებზე. ჰაზა იხსენებდა, როგორ უმღეროდა დედა თავის შვილებს ადრეული ასაკიდან. გარდა ამისა, ოფრაზე გავლენა იქონია ისრაელის ხალხურ სიმღერებს, ბითლზს და ელვის პრესლის.

საერთაშორისო ასპარეზი

ოფრა ჰაზამ წარმოადგინა ისრაელი ევროვიზია-1983-ზე სიმღერით „Hi“ და 136 ქულით მეორე ადგილი დაიკავა. 1984 წელს ჩაწერილმა ალბომმა „Shirei Teiman“ („იემენური სიმღერები“) კი მას საერთაშორისო პოპულარობა მოუტანა. ალბომში ოფრამ შეიტანა იყო სიმღერები, რომელსაც ბავშვობიდან უსმენდა და გამოიყენა ორანჟირება აღმოსავლური ინსტრუმენტების შერწყმით კლასიკურთან. შემდეგი აღიარება მოვიდა სინგლით „Im Nin'alu“ 1988 წლის ალბომიდან, რომელიც გახდა „ახალი მუსიკის“ წლის საუკეთესო საერთაშორისო ალბომის პრემიის ლაურეატი. სიმღერა იმავე წლის ივსნისში ორი კვირის განმავლობაში ევროჩარტების სათავეში იდგა.

1992 წელს ოფრა გახდა პირველი შემსრულებელი ისრაელიდან, რომელიც „გრემის“ ნომინაციაზე გავიდა თავისი ალბომით „Kirya“.

ჰაზა თანამშრომლობდა სხვადასხვა ქვეყნის მომღერლებთან. მან თავისი ტალანტის დემონსტრირება მოახდინა რამდენიმე ფილმში, ყველაზე უკეთ კი 1998 წელს ფილმში „ეგვიპტის პრინცი“. მისი ხმა ისმოდა ასევე ფილმების „ველური ოქიდეას“ (1990) და „დედოფალი მარგოს“ (1994) საუნდტრეკებში.

1994 წელს ოფრა ჰაზამ გამოუშვა თავისი პირველი ებრაული ალბომი „Kol Haneshama“ („მთელი სული“). ალბომმა პროდიუსირება გაუკეთა დღეისათვის მის ერთ ყველაზე დიდ ჰიტს „Le'orech Hayam“ („ზღვის გასწვრივ“).

1997 წელს ოფრა ჰაზა ცოლად გაჰყვა ბიზნესმენს ისრაელიდან დორონ აშკენაზის. იმავე წლის დეკემბერში მან გამოუშვა თავისი ბოლო სტუდიური ალბომი „ოფრა ჰაზა“. ის აგრძელებდა მუსიკის ჩაწერას 1999 წლამდე, ძირითადად საუნდტრეკებს ფილმებისთვის და სხვა მომღერლებთან თანამშრომლობით. მან დაიწყო ახალ ალბომზე მუშაობა, მაგრამ სამწუხაროდ, ვეღარ დაასრულა.

2000 წლის 23 თებერვალს ჰაზა 42 წლის ასაკში შიდსით გარდაიცვალა. ერთი წლის შემდეგ მისი მეუღლე დორონ აშკენაზი გარდაიცვალა ნარკოტიკების ზედოზირებით.

გალერეა

რესურსები ინტერნეტში

ოფრა ჰაზა 
არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

-1'> Deutsche Nationalbibliothek Record #103411828 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  • Ofra Haza
  • Music / Ofra Haza
  • Ofra Haza: From Hatikva to Hollywood
  • Tags:

    ოფრა ჰაზა ბიოგრაფიაოფრა ჰაზა საერთაშორისო ასპარეზიოფრა ჰაზა გალერეაოფრა ჰაზა რესურსები ინტერნეტშიოფრა ჰაზა სქოლიოოფრა ჰაზა19 ნოემბერი1957200023 თებერვალიებრაული ენათელ-ავივიისრაელიმომღერალიმსახიობირამათ-განი

    🔥 Trending searches on Wiki ქართული:

    სტოიციზმიქართული სამზარეულოეგრისის დიდი ომიგიორგი VIIIგანმანათლებლობაჰიმალაიაფრიკის ქვეყნების სიაადამიანის ჩონჩხიკათოლიციზმითემურლენგის ლაშქრობები საქართველოშიმდინარეთერგდალეულებიGoogle Translateკარტოფილისპილოსებრნიბაკურიანიენგურის ჰიდროელექტროსადგურიბაგრატ III (საქართველოს მეფე)ანტარქტიდალაბრადორ რეტრივერისუნთქვარუსუდანიასტრიდ ლინდგრენისაქართველოს დამოუკიდებლობის დღელელობურთისაქართველოს სახელმწიფო ჰიმნიჰორმონებისიურრეალიზმიბაზალეთის ტბააჭარამყინვარწვერისულეიმან Iგულითბილისის მეტროსადგურების სიაწრეწირითეატრიზღვის კუებიალა პუგაჩოვათბილისის პანსიონებიალექსანდრე ყაზბეგისაჭმელი ხარისფაშვამალტაბატონები27აბრეშუმის დიდი გზაბგერასლოვაკეთიტემპერამენტის ტიპებიანემიასაქართველოს სატელეფონო კოდებიანა კალანდაძეპომპეისაბჭოთა ცენტრალური აზიაოქროს საწმისიდიდი პანდავინსენტ ვან გოგინუსხურიაბსცისაიბერიაბაგრატის ტაძარიუფლისციხებისექსუალობამორალიდისლექსიაგიორგი III (საქართველოს მეფე)კონტინენტიზებულონიგერმანიის ქალაქების სიაპრომეთეს მღვიმექალაქიეკოლოგიაშინაური ცხენისისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომინერალების სიააშშ-ის შტატებისა და ტერიტორიების სიააქლემითურქეთი🡆 More