ლუქსემბურგის სასახლე (ფრანგ.
თავდაპირველად სასახლე აშენდა (1615–1645) ფრანგი არქიტექტორის, სალომონ დე ბროსეს დიზაინით, როგორც მეფე ლუი XIII- ის დედის, დედოფალ-რეგენტ მარი დე მედიჩის სამეფო რეზიდენცია. რევოლუციის შემდეგ (1799–1805) არქიტექტორმა ჟან შარგრინმა ის საკანონმდებლო ორგანოსთვის გადააკეთა. 1835–1856 წლებში შენობა მნიშვნელოვნად გაფართოვდა არქიტექტორ ალფონს დე ჟიზორის ხელმძღვანელობით.
ლუქსემბურგის სასახლე | |
---|---|
Palais du Luxembourg | |
სასახლის ფასადი ბაღის მხრიდან | |
ზოგადი ინფორმაცია | |
არქიტექტურული სტილი | baroque architecture |
ქვეყანა | საფრანგეთი[1] [2] |
მდებარეობა | პარიზის მეექვსე რაიონი, საფრანგეთი |
მისამართი | 15 Rue de Vaugirard |
კოორდინატები | 48°50′54″ ჩ. გ. 2°20′15″ ა. გ. / 48.84833° ჩ. გ. 2.33750° ა. გ. |
მოქმედი არენდატორები | საფრანგეთის სენატი |
დაიწყო | 1615 |
დასრულდა | 1645 |
არქიტექტორ(ებ)ი | სალომონ დე ბროსე |
სხვა დიზაინერები |
|
სხვადასხვა დროს სასახლეში იყო განთავსებული საფრანგეთის საკანონმდებლო ორგანოების ზედა პალატები.
1958 წელს, მეხუთე რესპუბლიკის დაფუძნების დღიდან სასახლეში განთავსებულია საფრანგეთის სენატი.
სასახლის დასავლეთით Rue de Vaugirard-ზე მდებარეობს პატარა ლუქსემბურგი, რომელიც ამჟამად სენატის პრეზიდენტის რეზიდენციას წარმოადგენს. აქვე, ყოფილ ორანჟერეაში განთავსებულია მუზეუმი. სამხრეთ მხრიდან სასახლეს გარს ერტყმის ლუქსემბურგის ბაღი — 25 ჰექტარი ხრეშისა და გაზონის მწვანე პარტერი, ქანდაკებებითა და წყლის დიდი შადრევნებით.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ლუქსემბურგის სასახლე, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.