ლუდივინ სანიე (ფრანგ.
3 ივლისი, 1979, ლა-სალ-სენ-კლოდი, იველინი, საფრანგეთი) — ფრანგი მსახიობი და მოდელი. ნომინირებული იყო სეზარის პრემიაზე მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის ფილმებში: „აუზი“ და „საიდუმლო“.
ლუდივინ სანიე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 3 ივლისი, 1979 ლა-სალ-სენ-კლოდი, იველინი, საფრანგეთი |
საქმიანობა | მსახიობი მოდელი |
აქტიური | 1989–დღემდე |
ლუდივინ სანიე დაიბადა 1979 წლის 3 ივლისს. დედამისი ექს მდივანია, ხოლო მამამისი პარიზის უნივერსიტეტის პროფესორი. თეატრალურ კურსებზე გამოსვლები ჯერ კიდევ 6 წლის ასაკში დაიწყო. მისი კინოკარიერა ათვლას 1989 წლიდან იწყებს, როდესაც იგი გადაიღეს ფილმში „ქმრები, ცოლები, საყვარლები“. იმ დროისათვის სანიე მხოლოდ 8 წლისა იყო.
ერთი წლის შემდეგ, სანიემ კვლავ მიიღო როლი კინოში. ამჯერად მონაწილეობა მიიღო ფილმში „სირანო დე ბერჟერაკი“, სადაც მისი პარტნიორი გახდა ფრანგული კინოს ვარსკვლავი ჟერარ დეპარდიე. შემდეგ როლი მიიღო სერიალში. 1990-იან წლებში უმეტესწილად სერიალებში მონაწილეობდა. ამავე წლებში ეპიზოდური როლები მიიღო რამდენიმე კინოფილმში. 2000 წლის შემდეგ იგი რეგულარულად იღებს კინოში როლებს. 2000 წელს ითამაშა ფრანსუა ოზონის ფილმში „წვიმის წვეთები გაბზარულ კლდეებზე“, 2002 წელს ფილმში „8 ქალბატონი“, ხოლო 2003 წელს ფილმში „აუზი“.
2008 წელს ითამაშა ფილმში „მერინი“, სადაც მოთხრობილია ისტორია მძარცველსა და საზოგადოდ ცნობილ ჟაკ მერინზე.
წელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
1990 | ფ | სირანო დე ბერჟერაკი | Cyrano de Bergerac | უმცროსი და |
1999 | ფ | საუკუნის შვილები | Children of the Century | ჰერმინ დე მუსე |
2000 | ფ | წვიმის წვეთები გახურებულ ქვებზე | Gouttes d'eau sur pierres brûlantes | ანა |
2001 | ფ | ჩემი ცოლი მსახიობია | Ma Femme est une actrice | ჯერალდინა |
2002 | ფ | 8 ქალბატონი | 8 femmes | კატერინა |
2003 | ფ | აუზი | Swimming Pool | ჯული |
2003 | ფ | პატარა ლილი | La Petite Lili | ლილი |
2003 | ფ | პიტერ პენი | Peter Pan | ტინკერ ბელი |
2006 | ფ | მე შენ მიყვარხარ პარიზო | Paris, je t'aime | კლერი |
2007 | ფ | სიმღერები სიყვარულზე | Love Songs | ჯული პომერაიე |
2007 | ფ | მოლიერი | Molière | სელიმენი |
2008 | ფ | მერინი | Mesrine | სილვია ჟანჟაკო |
2010 | ფ | კრიმინალური სიყვარული | Love Crime | იზაბელ გუერინი |
2011 | ფ | ეშმაკის ორეული | The Devil's Double | სარაბი |
This article uses material from the Wikipedia ქართული article ლუდივინ სანიე, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.