ლუბლინის უნია

ლუბლინის უნია — შეთანხმება პოლონეთისა და ლიტვის დიდი სამთავროს ერთ სახელმწიფოდ, რეჩ პოსპოლიტად (Rzeczpospolita, სიტყვასიტყვით - რესპუბლიკა), გაერთიანების შესახებ.

უნიის საკითხის განხილვა დაიწყო 1569 წელს ლუბლინში პოლონეთისა და ლიეტუვის ფეოდალთა საერთო სეიმზე. ხელი მოაწერეს 28 ივნისს, 1 ივლისს დაამტკიცეს პოლონეთისა და ლიეტუვის სეიმის დეპუტატებმა ცალ-ცალკე. ლუბლინის უნიით პოლონეთსა და ლიეტუვაში უნდა ყოფილიყო ერთგვაროვანი სახელმწიფო წესწყობილება, ერთიანი ფულადი სისტემა, საერთო სეიმი. სახელმწიფოს სათავეში იქნებოდა მეფე, რომელსაც ერთობლივად აირჩევდნენ ორივე ქვეყნის ფეოდალები. ლუბლინის უნიამ დაადასტურა ლიტვის დიდი სამთავროს ტერიტორიის ნაწილის პოლონეთის სამეფოსთან შეერთება; ლივონია ცხადდებოდა საერთო სამფლობელოდ, ურთიერთ შორის უქმდებოდა ბაჟები; რეჩ პოსპოლიტა ერთიან სახელმწიფოდ გამოდიოდა საერთაშორისო ასპარეზზეც. მიუხედავად ამისა, ლიეტუვის სახელმწიფოებრივი განცალკევებულობა მთლიანად არ ისპობოდა:შენარჩუნებული იქნა განსაკუთრებული კანონმდებლობა, სასამართლო, საკუთარი უმაღლესი ადმინისტრაციული თანამდებობები, ხაზინა, ჯარი. XVII-XVIII სს. განმავლობაში სახელმწიფოებრიობის ეს ელემენტები თანდათან უქმდებოდა, ხოლო 1791 წლის 3 მაისის კონსტიტუციამ ფაქტობრივად გააუქმა ლიეტუვის სახელმწიფოებრიობის ნარჩენები.

ლუბლინის უნია
ლუბლინის უნია

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

Tags:

15691791ლიეტუვალივონიალიტვის დიდი სამთავროლუბლინიპოლონეთიპოლონეთის სამეფორეჩ პოსპოლიტა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

მეტაფორამეგრული ენაბარსელონამონღოლთა იმპერიაუინსტონ ჩერჩილიმთვარეერითროციტებიეიფელის კოშკიფუტკრებიბენიტო მუსოლინიმესხეთიფრინველებიამასიის ზავითენგიზ აბულაძეენგურის ჰიდროელექტროსადგურივერსალის საზავო ხელშეკრულება (1919)მეორე მსოფლიო ომიფემინიზმისაქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკაინგლისური ენაქალაქირომიმოწამეთასაქართველოს ქალაქებიპოლონეთიფილიპინებიუკრაინასვეტიცხოველიმორალიდედა ენაენდომეტრიოზიგიორგი IV ლაშაპროტესტანტიზმისაქართველოს ისტორიაჯიქიბათუმის ბოტანიკური ბაღიპრომეთეს მღვიმეეგვიპტეგერგეტის სამების ეკლესიასაქართველოს დამოუკიდებლობის დღერეალ მადრიდი (საფეხბურთო კლუბი)ჯიხვიდუბაის საამირობიოლოგიური სისტემატიკაგამარჯვების დღეევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითთბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრიალექსანდრე მაკედონელიჰედონიზმიგიორგი III (საქართველოს მეფე)ყაყაჩოპარიზიხვიჩა კვარაცხელიააფხაზეთის ომი (1992-1993)მიწისძვრაიოსებ სტალინიკახეთის აჯანყება (1659)დედოფალაქართული ხალხური ცეკვებიბრიუს ლიასწლიანი ომიმარტყოფის ღვთაების მონასტერისაქართველო IX-X საუკუნეებშილევან აბაშიძე (მსახიობი)შუშანიკის წამებარაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარედიალექტილავრენტი ბერიაწყალიმთაწმინდასამხრეთი კორეაიასამანიკვიპროსითელავილუდვიგ ვან ბეთჰოვენიმზესისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო🡆 More