ლიბანის დემოგრაფია

ლიბანის დემოგრაფია ქვეყნის მოსახლეობის დემოგრაფიულ სტატისტიკურ სურათს წარმოაჩენს.

ქვეყნის დემოგრაფია მოიცავს ისეთ მაჩვენებლებს, როგორებიცაა: მოსახლეობის სიმჭიდროვე და განაწილება, ეთნიკური შემადგენლობა, განათლების დონე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დონე, ეკონომიკური სტატუსი, რელიგიური მიკუთვნება და სხვა მახასიათებლები.

ლიბანის დემოგრაფია
ლიბანის მოსახლეობის სქესობრივ-ასაკობრივი პირამიდა

ლიბანის მოსახლეობის 95%-მდე მუსლიმები და ქრისტიანები შეადგენენ, რომლებიც სხვადასხვა სექტას მოიცავენ. 1932 წლის შემდეგ ლიბანში მოსახლეობის რელიგიური მიკუთვნების შესახებ ოფიციალური აღწერა არ ჩატარებულა, რაც აღმსარებლობის ბალანსთან დაკავშირებით ლიბანის მგრძნობიარე პოლიტიკით აიხსნება. შესაბამისად, მოსახლეობის მთავარი რელიგიური ჯგუფების მიახლოებითი წილის შესახებ ზუსტი წყაროები არ მოიპოვება და აღმსარებლობის მიხედვით მონაცემების შესაგროვებლად სხვადასხვა წყარო გამოიყენება.

ყველაზე დიდი კვლევა სტატისტიკის ცენტრალურმა ადმინისტრაციამ (ფრანგ. Administration Centrale de la Statistique) ჩაატარა რობერტ კასპარიანისა და გრეგორი ჰადადის სოციალური მოძრაობის „L'enquête par sondage sur la population active au Liban en 1970“ („გამოკითხვა ლიბანის მოსახლეობის შესახებ 1970 წელს“) ფარგლებში, რომლის დროსაც 130 000 ადამიანი გამოიკითხეს.

მსოფლიო მასშტაბით 4 მილიონზე მეტი ლიბანელი და ლიბანური წარმოშობის ადამიანია გაფანტული. მათი დიდი ნაწილი ქრისტიანია. 2020 წელს ლიბანის მოსახლეობა 5 469 612 ადამიანს შეადგენდა.

ეთნიკური ჯგუფები

ლიბანის დემოგრაფია 
სამი ლიბანელი ქალი 1873 წელს.

ეთნიკური წარმომავლობა ლიბანში მნიშვნელოვანი ფაქტორია. ქვეყნის მოსახლეობა ადგილობრივი და არაადგილობრივი კულტურული, რელიგიური და ეთნიკური ჯგუფების, როგორებიცაა, არაბები, სომხები, ქურთები, თურქები და სხვები, ნაზავს წარმოადგენს. არაბეთის ნახევარკუნძულიდან წამოსულმა მუსლიმებმა თანამედროვე ლიბანის ტერიტორია VII საუკუნეში დაიპყრეს და ამ პერიოდიდანვე დაიწყეს აქ დასახლება. მას შემდეგ Lingua franca არაბული ენა გახდა და ლიბანის მოსახლეობის დიდა ნაწილმა (განსაკუთრებით მუსლიმები) არაბებული იდენტობა მიიღო. ეთნიკური იდენტობა წარმოშობაზე მეტად კულტურული თვითიდენთიფიკაციის ასპექტი გახდა. ასევე, ეთნიკური მიკუთვნების ზოგიერთ ასპექტში გადამწყვეტი რელიგიური მიკუთვნებაა.

რელიგიური ჯგუფები

ლიბანის დემოგრაფია 
ლიბანის რელიგიური ჯგუფების რუკა მუნიციპალიტეტების მიხედვით

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს Wordl Factbook-ის 2020 წლის მონაცემების მიხედვით, რომელიც ლიბანის სირიელ და პალესტინელ ლტოლვილებს არ ითვალისწინებს, მოსახლეობის 67.8%-ს მუსლიმები შეადგენენ (სუნიტები, შიიტები და მცირე რაოდენობით ალავიტები და ისმაილიტები), 32.4%-ს ― ქრისტიანები (უდიდეს ჯგუფს მარონიტები შეადგენენ), 4.5%-ს ― დრუზები, ხოლო დანარჩენ რელიგიურ ჯგუფებს ებრაელები, ბაჰაისტები, ბდუისტები და ინდუსები შეადგენენ.

ლიბანელი მუსლიმები მოსახლეობის დიდ ნაწილს შეადგენენ. ისინი რამდენიმე სექტად იყოფიან, რომელთა შორის უმრავლესობას სუნიტები, შიიტები, ალავიტები და ისმაილიტები შეადგენენ.

ლიბანური პოლიტიკური დაყოფის მიხედვით, დრუზების თემი და ლიბანის მუსლიმი თემი გაერთიანებული და პარლამენტის 50%-ს აყალიბებენ, მიუხედავად იმისა, რომ დრუზებსა და მუსლიმებს ძალიან განსხვავებული რწმენა აქვთ. დრუზების უმრავლესობა მუსლიმად არ აღიქვამს თავს და ისლამის ხუთ ბურჯს არ აღიარებს.

ლიბანელ ქრისტიანებს მიეკუთვნებიან: მარონიტები, ბერძენი კათოლიკეები, ბერძენი მართლმადიდებლები, აღმოსავლური მართლმადიდებლობის მიმდევრები, ასირიელები და პროტესტანდები.

ლიბანელი მარონიტები დიდი ბეირუთის ჩრდილოეთ ნაწილში ცხოვრობენ, მთიანი ლიბანის მუჰაფაზაში, ჩრდილოეთის მუჰაფაზის სამხრეთ ნაწილში და ასევე, ბექაას მუჰაფაზასა და სამხრეთის მუჰაფაზაში.

სტატისტიკა

ლიბანის დემოგრაფია 
სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა ლიბანში

ქვემოთ მოცემული ინფორმაცია ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს Wordl Factbook-ის მონაცემებს ეყრდნობა, თუკი სხვა წყარო არ არის მითითებული.

2018 წლისთვის ლიბანის მოსახლეობა 6 100 075 ადამიანს შეადგენს. მათგან ლიბანელიი 4 680 212 ადამიანია, 944 613 ადამიანი ― სირიელი ლტოლვილია (2019), 175 555 ადამიანი ― პალესტინელი ლტოლვილი (2018), ხოლო 5 695 ადამიანი 16.04% ერაყელი ლტოლვილი.

მოსახლეობის ასაკობრივი განაწილება შემდეგნაირად გამოიყურება: 0-14: 23.32% (728 025 კაცი/694 453 ქალი); 12-24: 16.04% (500 592 კაცი/477 784 ქალი); 25–54: 45.27% (1 398 087 კაცი/1 363 386 ქალი); 55–64: 8.34% (241 206 კაცი/267 747 ქალი); 65+: 7.03% (185 780 კაცი/243 015 ქალი) (2018).

2018 წლის მონაცემებით, ლიბანის მოსახლეობის მედიანური ასაკი 31.3 წელია: 30.7 წელი ― კაცებისთვის და 31.9 წელი ― ქალებისთვის.

2005 წელს მოსახლეობის ზრდის ტემპი 1.04%-ს უდრიდა, 2011 წელს ― 0.96%-ს, ხოლო 2018 წელს -3.13%-მდე დაეცა. 2018 წლის მონაცემებით ყოველ 1000 ადამიანზე -40.3 მიგრანტი მოდის.

მოსახლეობის სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 77.9 წელია: 76.6 წელი ― კაცებისთვის, 79.3 წელი ― ქალებისთვის.

სქოლიო

Tags:

ლიბანის დემოგრაფია ეთნიკური ჯგუფებილიბანის დემოგრაფია რელიგიური ჯგუფებილიბანის დემოგრაფია სტატისტიკალიბანის დემოგრაფია სქოლიოლიბანის დემოგრაფიადემოგრაფიალიბანიმოსახლეობის სიმჭიდროვე

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ვერძი (ასტროლოგია)საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტიანტანტა26 მარტიჯვაროსნული ლაშქრობებიარაბთა გაერთიანებული საამიროებიპომპეისაქართველო IV საუკუნეშიანგარიშთა გეგმალიბერალიზმიძველი საბერძნეთისიმსივნელუი XIVსოციოლოგიანიუემიგრაციაარაგვისაქართველოს კონსტიტუციაქარილესოთოჯიქიამბროსი (კათოლიკოს-პატრიარქი)უქმე დღეები საქართველოშივიქტორ დოლიძეგნეუს პომპეუს მაგნუსიმარიხუანაქართველებიდიეგო მარადონაპროგრესული როკიბახტრიონის ბრძოლააზიალარიდიდი გეოგრაფიული აღმოჩენებიირაკლი კობახიძეგოჯი ბერიდავით გურამიშვილიმიქელანჯელო ბუონაროტიშუშანიკის წამებაჯაყოს ხიზნებიგიორგი ცაბაძეოფრეთის ციხეირემითავისუფლების მოედანი (თბილისი)ხავსებიიაპონიაალუდა ქეთელაურიკუნილინგუსიბაგრატის ტაძარილეხი (საფეხბურთო კლუბი)გრიგორიანული კალენდარილიმფოციტებიბაქტერიებიაქლემიგიორგი მიქაუტაძეინტერნეტივაჟა აზარაშვილიქაშვეთის ეკლესიაეოზონოფილებივერის უბნის მელოდიებიჰეკლადემეტრე Iგერმანიის ქალაქების სიაასტანასვანეთიუილიამ შექსპირიტაო-კლარჯეთიამასიის ზავიხეოფსის პირამიდასაქართველოს მთათაშორისო ბარიუკრაინასაქართველოს ქალაქებიქართლიმასტურბაციამორფოლოგია (ენათმეცნიერება)იუსტინიანე Iზვიგენებიჯო ბაიდენი🡆 More