მინისერიალი ლაზიერის გამბიტი

ლაზიერის გამბიტი — 2020 წლის ამერიკული ისტორიული დრამატული მინისერიალი, რომელიც ეფუძნება უოლტერ ტევისის 1983 წლის ამავე სახელწოდების რომანს.

მისი სათაური მომდინარეობს საჭადრაკო პარტიის საწყის სვლათა კომბინაციიიდან „ლაზიერის გამბიტი“. Netflix-ისათვის სერიალი შექმნეს ალან სკოტმა და სკოტ ფრენკმა. ეს უკანასკნელი სერიალის რეჟისორი და სცენარისტია. მინისერიალი, რომელშიც მოქმედება 1950-იან და 1960-იან წლებში ვითარდება, მოგვითხრობს ობოლი მოჭადრაკე ბეტ ჰარმონის (ანია ტეილორ-ჯოი) ცხოვრების შესახებ, რომელიც ალკოჰილიზმისა და ნარკოდამოკიდებულების ფონზე საჭადრაკო სამყაროს ერთ-ერთი მოწინავე ფიგურა ხდება.

ლაზიერის გამბიტი
მინისერიალი ლაზიერის გამბიტი
ჟანრი ისტორიული
დრამა
ავტორი სკოტ ფრანკი
ალან სკოტი
ეფუძნება უოლტერ ტეივისის ამავე სახელწოდების რომანს
მონაწილეობენ ანია ტეილორ-ჯოი
კომპოზიტორ(ებ)ი კარლოს რაფაელ რივერა
ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატები
ენა ინგლისური
სეზონი 1
სერია 7
კომპანია Netflix
პირველად ეთერში 23 ოქტომბერი, 2020
რესურსები ინტერნეტში
საიტი

„ლაზიერის გამბიტი“ გამოვიდა 2020 წლის 23 ოქტომბერს. ოთხ კვირაში „ლაზიერის გამბიტი“ იქცა Netflix-ის ყველაზე ნახვად სერიალად. კრიტიკოსთა აღიარება დაიმსახურა ანია ტეილორ-ჯოის მიერ შესრულებულმა ბეტ ჰარმონის როლმა. სერიალმა მიიღო დადებითი შეფასება საჭადრაკო საზოგადოებაში. მათი აზრით სერიალი ხელს უწყობს ხალხის ინტერესის გაღვივება ჭადრაკის მიმართ.

შინაარსი

„ლაზიერის გამბიტი“ მოგვითხრობს ობოლი მოჭადრაკის, ბეტ ჰარმონის ისტორიას, იგი ემოციური პრობლემების, ნარკომანიასა და ალკოჰოლთან დამოკიდებულების ფონზე ხდება მსოფლიოს საუკეთესო მოჭადრაკე. სერიალის სათაური მოდის ამავე სახელწოდების ნოველიდან. ისტორია იწყება 1950-იანი წლების შუა ნაწილში და ვითარდება 1960-იან წლებში.

ისტორია იწყება ლექსინგტონში, კენტუკის შტატში, სადაც ცხრა წლის ბეტი, რომელმაც ავარიის შედეგად დაკარგა დედა, გადაიყვანეს ბავშვთა სახლში. ბეტი შენიშნავს როგორ თამაშობს შენობის დარაჯი ლაიბერი ჭადრაკს და ჰკითხავს მას თამაშის შესახებ. ლაიბერი ასწავლის მას თამაშს. როგორც ეს გასული საუკუნის 50-იან წლებში იყო გავრცელებული, ბავშვთა სახლი გოგონებს ყოველდღე აძლევდნენ ტრანკვილიზატორის აბებს. ბეტს მალევე დაეწყო დამოკიდებულება აბების მიმართ. ის მალე იქცა ძლიერ მოჭადრაკედ თავისი ვიზუალიზაციის უნარის წყალობით, რომელიც მან ტრანკვილიზატორის აბების შედეგად მიიღო. რამდენიმე წლის შემდეგ, ლექსინგტონელმა ალმა ვიტლიმ და მისმა ქმარმა ბეტი შვილად აიყვანეს. ბეტი ერთვება საჭადროკო შეჯიბრებებში და უკონკურენტოდ ახერხებს მათში გამარჯვებას. ის უმეგობრდება კენტუკის შტატის ყოფილ ჩემპიონ ჰარი ბელტიკს. ნიჭიერი, მაგრამ ამპარტავანი მოჭადრაკე ბენი ვატსი და ჟურნალისტი, პოტოგრაფი და მოჭადრაკე დ.ლ. ტოუნსი. ბეტი აგრძელებს გამარჯვებას და იღებს კარგ ფინანსურ შემოსავალს. ამის ფონზე ბეტი ხდება უფრო მეტად დამოკიდებული სასმელსა და სხვადასხვა სახის ნარკოტიკებზე.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

1983Netflixანია ტეილორ-ჯოიბეტ ჰარმონი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

შხარაფეხბურთის წესებიოქსიდიხევსურეთიკონსტანტინე გამსახურდიამერკურიბერძნული მითოლოგიაარაგვიზლატან იბრაჰიმოვიჩიიუდაიზმიოთარ კაკაბაძეწინადადებაარგონავტებიკილოგრამიალეგორიაოპერათრომბოციტებივერძი (ასტროლოგია)მინერალებიტოტალიტარიზმიმიხეილ სააკაშვილილიმფოციტებიაფხაზებიბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონიცხოველებიპენალტი (ფეხბურთი)ნატურალური რიცხვითაშმიჯაბითუშეთიარჩვიაღა-მაჰმად-ხანიქართვლის დედაბაში-აჩუკიბალეტიზედსართავი სახელიჩრდილოეთი კავკასიაგელათის მონასტერიხვიჩა კვარაცხელიაბერძენ-სპარსელთა ომებიელდარის დაბლობიგარემოს დაცვავერის უბნის მელოდიებითბილისის კურორტების ჯგუფიკანონიერი ქურდიდედა ენაელინიზმირაფაელიარალის ზღვასამხრეთ აფრიკის რესპუბლიკარონალდინიოკარლეს პუჩდემონისომხური სამოციქულო ეკლესიასამკუთხედისაქართველოს დამოუკიდებლობის დღეფიზიკათბილისის ფუნიკულიორი1924 წლის აგვისტოს აჯანყებაკოლოსეუმივენერაგიორგი ქვილითაიასამცხე-ჯავახეთის მხარეილია ჭავჭავაძესაქართველო XVII საუკუნეშითურქეთ-საქართველოს ურთიერთობებითორნიკე ერისთავიმეორე მსოფლიო ომიქანი (გეოლოგია)ათენაბერძნები საქართველოშიკაპიტალიზმიბორჯომიშავი ზღვის თევზების სიაკონსტანტინოპოლის დაცემაზაგრებიიბერიაკასპიის ზღვაკვადრატული მეტრიპოსტერი🡆 More