ვილა

ვილა (ლათ.

პირველი ვილა ძველ რომში ჯერ კიდევ ძვ. წ. III საუკუნეში გაჩნდა. ძვ. წ. II—ძვ. წ. I საუკუნეებში იგი გავრცელდა მთლ ხმელთაშუაზღვისპირეთში. იმხანად ყველაზე ხშირი იყო ე. წ. Villa rustica — საცხოვრებელ და სამეურნეო დანიშნულების ნაგებობათა კომპლექსი მამულის ცენტრი. ჩვეულებრივ შდგებოდა სახლის პატრონისა და მისი ოჯახისათვის განკუთვნილი საცხოვრებლისა და სამეურნეო ნაწილისაგან (მონათა საცხოვრებელი, ბოსელი, ბეღელი და სხვა). ყველა ნაგებობა თავმოყრილი იყო თავდაპირველად ღია, ხოლო შემდეგ ჩაკეტილი ეზოს ირგვლივ. ქალაქგარეთა ვილის ტიპი — villa urbana განკუთვნილი იყო გართობისა და დასვენებისთვის. ძვ. წ. II—ძვ. წ. I საუკუნეებში სამეურნეო დანიშნულების ნაგებობათაგან გამოყოფილ სახლის პატრონის სამყოფს ხშირად მოხატულობითა და მოზაიკით ამკობდნენ.

დიდ ვილებს (განსაკუთრებით იმპერიის ეპოქაში) გარს ერტყმოდა პავილიონებით, შადრევნებითა და ქანდაკებებით დამშვენებული ტერასული პარკები, დიდებულთა ქალაქგარეთა მამულ-რეზიდენციის ტიპის ვილა ფართოდ იყო გავრცელებული XV — XVI საუკუნეებში იტალიაში. აღორძინების ეპოქაში ვილის ანსამბლი ღერძული კომპოზიციიაა იყო, ცენტრალური ადგილი კსზინოდ მთავარ შენობას ეჭირა. ტერასების, საბჯენი კედლებისა და მათი შემაერთებელი კიბეების არქიტექტურის დამუშავების შედეგად შეიქმნა გარემოსთან შერწყმული შენობისა და პარკის ერთიანი ხედი (პაპი იულიუს III-ის ვილა რომში 1550–1555, არქიტექტორები ჯაკომო და ვინიოლა, ბ. ამანატი, ჯორჯო ვაზარი; როტონდა ვიჩენცის მახლობლად, 1551–1567, არქიტექტორი ანდრეა პალადიო, დასრულდა 1580–1591, არქიტექტორი ვინჩენცო სკამოცი)

ბაროკოს ხანაში ვილა კომპოზიციურად რთული და ეფექტური იყო. პავილიონებით, ქანდაკებებითა და კასკადებით დამშვენებული პარკი პერსპექტივაში კაზინოთი დასრულებულ, მრავალპლანიან ხელოვნურ პეიზაჟს ქმნიდა (ალდობრანდის ვილა ფრასკატიმში, 1598–1603, არქიტექტორი ჯ. დელა პორტა და ჯ. მადერნა, დაასრულა კ. ფონტანამ). XIX საუკუნეში ვილას უწოდებენ ქალაქის პრივილეგიურ რაიონებში ან გარეუბნებში, აგრეთვე სააგარაკო ადგილებში, აგებულ ბაღ-პარკიან კომფორტულ კერძო სახლს, ხოლო XX საუკუნეში ერთი ოჯახისათვის განკუთვნილ განცალკევებულ ნებისმიერ ქალაქგარეთა სახლს. საზღვარგარეთის თანამედროვე არქიტექტურაში ვილის მშენებლობა ხშირად ექსპერიმენტული ხასიათისაა, ჩანს მაქსიმალური კომფორტულობისა და ბუნებასთან შერწყმული ნაგებობების შექმნისაკენ.

ლიტერატურა

Tags:

ბეღელილათინური ენაძვ. წ. III საუკუნეძველი რომი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

სომხების გენოციდიბუნების დაცვაბიზანტიის იმპერიაჰორმონებიალკანიკონცეფციანიკო ნიკოლაძეჩრდილოეთი კორეამეიოზიდიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენაგასტრიტილარიგერმანიაკავკასიაეკონომიკაგიორგი II (საქართველოს მეფე)თევზები (ასტროლოგია)ბზობაეგზისტენციალიზმიაღმოსავლეთი საქართველოსაქართველოს მთებიგარემოს დაცვაჰიპოთეზასაქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტისახელმწიფომერწყულისაქართველოს გეოგრაფიაბგერასტეფანე მღებრიშვილიგიორგი IV ლაშამორალიისრაელიჯვაროსნული ლაშქრობებიხაჭაპურიდემეტრე Iსაფრანგეთ-რუსეთის ომი (1812)ჩინეთის დიდი კედელიბოშებისაქართველოს თავდაცვის ძალებიძახილის წინადადებაპოტსდამის კონფერენციაანემიაკოლხეთის სამეფოკორუფციაჯაყოს ხიზნებიზვიად გამსახურდიაამინომჟავებიაფხაზეთის ომი (1992-1993)წმინდა ნინორეზოლუციასომხეთიმიგრაციაჩრდილოეთი ამერიკავერსალის საზავო ხელშეკრულება (1919)ზვიგენებიილონ მასკიფოტოსინთეზივეშაპისნაირნისინონიმებიდიდი ხუთშაბათიგოდერძი ჩოხელიბათუმიპერსონალური კომპიუტერიგიორგი ყარყარაშვილიზამთარიქრისტიანობაშუშანიკის წამებალიონელ მესითვითმფრინავის ბიჭების საქმელამპრობაარაბთა დაპყრობითი ომებიწითელი წიგნითევზებიფრანც შუბერტისაქართველოს ბრძოლების სიამონანიება (ფილმი)ბენიტო მუსოლინი🡆 More