გეოდინამიკა

გეოდინამიკა (ბერძ.

gē – მიწა და დინამიკა) — გეოლოგიური მეცნიერების დარგი, რომელიც მიზნად ისახავს ენდოგენური პროცესების შესწავლას. ამისათვის იგი კომპლექსურად იყენებს კვლევის გეოლოგიურ, გეოფიზიკურ და გეოქიმიურ მეთოდებს. გეოდინამიკა მჭიდროდა არის დაკავშირებული გეოფიზიკასთან, გეოქიმიასთან, პეტროლოგიასთან, ტექტონიკასთან.

გეოდინამიკა
დედამიწა

იგი ემყარება საერთო ფიზიკისა და ქიმიის კანონებს. ფართოდ იყენებს ასევე პლანეტოლოგიურ ცნობებს.

გეოდინამიკამ როგორც მეცნიერებამ ჩამოყალიბება XX საუკუნის 50-იან წლებში დაიწყო. მის სათავეებთან იმთავითვე დადგა გერმანელი მეცნიერი ალფრედ ვეგენერი და ამერიკელი გეოლოგი ართურ ჰოლმზი. გეოდიმანიკის შემდგომ განვითარებაზე დიდად იზრუნეს ვლადიმერ მაგნიცკიმ, ვლადიმერ ბელოუსოვმა, პეტრე კროპოტკინმა და სხვებმა.

შიდა ღრმა პროცესების შესასწავლად საჭიროა მზის სისტემის პლანეტების წარმოშობისა და ევოლუციურ თეორიული კონცეფციების დამუშავება. ამასთანავე გეოდინამიკა იკვლევს ლითოსფეროს ფილების მოძრაობის მექანიზმს, რის საფუძველზე სწავლობს დინამიკურ პირობებს.

გამოიყოფა გეოდინამიკის რამდენიმე განხრა:

  • ზოგადი გეოდინამიკა (ე.ი. საკუთრივ გეოდინამიკა, რომელიც სწავლობს დედამიწის შიდა გარსებს);
  • კერძო გეოდინამიკა (შეისწავლის დედამიწის გარეგან გარსებს);
  • რეგიონული გეოდინამიკა (შეისწავლის ლითოსფეროს ფილებს დედამიწის ზედაპირის კონკრეტულ ტერიტორიებზე);
  • ისტორიული გეოდინამიკა (ახდენს გეოლოგიურ წარსულის გეოდიმანიკური გარემოების აღდგენას).

ლიტერატურა

  • Батугин А.С. Геодинамическое районирование. Москва. МГГУ. 2003. ISBN 5-94999-007-2.

რესურსები ინტერნეტში

Tags:

ბერძნული ენაგეოლოგიაგეოფიზიკაგეოქიმიაენდოგენური პროცესებიმეცნიერებაპეტროლოგიატექტონიკა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ფუტურიზმიბარსელონაბორჯომიდედამიწააფხაზეთის ომი (1992-1993)გურამ დოჩანაშვილისეფსისიქართლის ცხოვრებაიტალიასინონიმებითხის რქა (ასტროლოგია)ნათურაკატაუკრაინაპოლონეთიდიდი პანდამართკუთხედისაქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიაალკანიპოპ-მუსიკაქართული გვარინაკიანი წელიწადიევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითმუსიკამურვან ყრუს შემოსევა საქართველოშიფოლკლორიბიშკეკიძაღლიგიორგი XIIკახა კალაძეშინაური კატაწმინდა სამების საკათედრო ტაძარისოციალიზმიუილიამ შექსპირიინგლისისაბერძნეთიმარი ანტუანეტიწყალი26 აპრილიქუნთრუშაქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებაკაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდასილიციუმიმოსკოვიოქსიდიკორდილიერებივარძიასტეფანე მღებრიშვილიმსოფლიოს ქვეყნები მოსახლეობის მიხედვით (2006-2012)ფრანც შუბერტიკონტინენტიანბანივერსალის საზავო ხელშეკრულება (1919)ვიკიპედიარუსეთის შეჭრა უკრაინაში (2022)კონსტანტინე გამსახურდიაელექტრობაშავი ზღვააღმოსავლეთი საქართველოსაქართველოს დაცული ტერიტორიებიზვიად გამსახურდიაგიორგი ყარყარაშვილიდიმიტრი ყიფიანიმდინარეხინკალივახტანგ I გორგასალისაქართველოს მდინარეების სიამსოფლიოს შვიდი საოცრებაადამიანიერითროციტებიმეორე მსოფლიო ომიბერძნული მითოლოგიაკავკასიართველიოტო ფონ ბისმარკიალუდა ქეთელაურიქართული სამზარეულონარკომანია🡆 More