ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა (შემოკლებით „ბმა“) — მრავალბინიან სახლში მდებარე საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი, მათ შორის, კომერციული მიზნებისათვის გამოყენებული ფართობის მესაკუთრეთა გაერთიანება, შექმნილი საერთო ქონების მართვის, ექსპლუატაციისა და განვითარების მიზნით.

ზოგიერთ ქვეყანაში ბმა წარმოადგენს იურიდიულ პირს, თუმცა საქართველოში მას ამგვარი სტატუსი არ გააჩნია. საქართველოში ბმა დაფუძნებულად ითვლება „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებიდან (2007 წ) ისეთ მრავალბინიან სახლში, რომელიც განთავსებულია ერთ მიწის ნაკვეთზე და რომელშიც მდებარეობს ორზე მეტი ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ბინა.

საქართველოში ბმა შეიძლება ჰქონდეს საანგარიშგებო და სხვა ანგარიშები ბანკში, აგრეთვე სხვა საჭირო რეკვიზიტები, განცალკევებული ქონება. სამართლებრივ ურთიერთობებში ბმა წარმოადგენს თავმჯდომარე ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირი. ბმა პასუხს არ აგებს თავისი წევრების ვალდებულებებზე. მიზნის მისაღწევად ბმა უფლება აქვს ეწეოდეს არასამეწარმეო ეკონომიკური საქმიანობას.

საქართველო

სტატუსი და უფლებები

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა არ არის იურიდიული პირი. მას შეიძლება ჰქონდეს საანგარიშგებო და სხვა ანგარიშები ბანკში, აგრეთვე სხვა საჭირო რეკვიზიტები.

მართვა

თავმჯდომარე

ბმა საქმიანობას უძღვება თავმჯდომარე, რომელიც განსაზღვრული ვადით აირჩევა წევრთა კრების მიერ, წევრთა ხმების 2/3-ით. თავმჯდომარედ შეიძლება არჩეულ იქნეს ბმა ნებისმიერი წევრი ან მოწვეული მმართველი. თამვჯდომარე, როგორც წესი:

  • იწვევს და უძღვება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებას;
  • უზრუნველყოფს წევრთა კრების გადაწყვეტილებების შესრულებას;
  • წევრთა კრებასთან შეთანხმებით იღებს აუცილებელ ზომებს წევრთა საერთო ქონების სათანადო მოვლა-პატრონობის, ექსპლუატაციისა და განვითარების უზრუნველსაყოფად;
  • წევრთა კრებასთან შეთანხმებით განსაზღვრავს ბმა ხარჯებს მიმდინარე სამეურნეო წლისათვის;
  • წევრთა კრებასთან შეთანხმებით განსაზღვრავს წევრთა რეგულარული ხარჯებისა და წევრთა საერთო ქონების განვითარებასთან დაკავშირებული დამატებითი სადანახარჯო შენატანების ოდენობას ამ კანონის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად;
  • წევრთა კრებასთან შეთანხმებით უზრუნველყოფს წევრთა საერთო ქონების გასხვისებას, გაქირავებას, იჯარით გაცემას, დაგირავებას, აგრეთვე სერვიტუტისა თუ სხვაგვარი უფლებით სხვა პირებისათვის გადაცემას;
  • წევრთა კრებასთან შეთანხმებით უზრუნველყოფს სესხის აღებასა და გაცემას;
  • იღებს ზომებს, რომლებიც აუცილებელია რაიმე ვადის დასაცავად ან რომელიმე უარყოფითი სამართლებრივი შედეგის თავიდან ასაცილებლად;
  • იღებს და იხდის გაწეული ხარჯებისა თუ ვალების დასაფარავ თანხას, თუ ეს მესაკუთრეთა საერთო საქმეებს შეეხება;
  • დებს ხელშეკრულებებს და წარადგენს საჭირო დოკუმენტაციას, თუ ეს დაკავშირებულია წევრთა საერთო ქონების მოვლა-პატრონობასთან, ექსპლუატაციასთან და განვითარებასთან და წევრთა საერთო ინტერესებთან;
  • უზრუნველყოფს ბმა მიერ ნაკისრი სახელშეკრულებო პირობებისა და მოვალეობების შესრულებას;
  • გამოდის სასამართლოში ან სხვა ორგანოებში ბმა სახელით.

წევრთა კრება

ბმა მართვის უმაღლესი ორგანოა წევრთა საერთო კრება, სადაც მიიღება საერთო ქონების მართვასთან დაკავშირებული და აგრეთვე, საერთო და ინდივიდუალური ქონების განვითარებასტან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილება.


ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა  ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი.
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.


სქოლიო

რესურსები ინტერნეტში

Tags:

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა საქართველობინათმესაკუთრეთა ამხანაგობა სქოლიობინათმესაკუთრეთა ამხანაგობა რესურსები ინტერნეტშიბინათმესაკუთრეთა ამხანაგობაიურიდიული პირი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ყვავილოვანი მცენარეებიმსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატისიმკვრივებელგიადიმიტრი ყიფიანივულკანირელიგია საქართველოშიბაგრატის ტაძარიმეორე მსოფლიო ომიალექსანდრე მაკედონელითემურლენგითხის რქა (ასტროლოგია)კალანდაჯაყოს ხიზნებიჯულიანო მედიჩიტაჯიკეთიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2004ჰეკლაკვადრატიაუტიზმიაჭარაფემინიზმიგლობალიზაციავერის უბნის მელოდიებიკლიმენტი წიტაიშვილიმიქელანჯელო ბუონაროტისაქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებისაქართველოს ისტორიაჩემი ცოლის დაქალებიაფხაზებიესპანეთიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2008არიადნა გუტიერესილოცვა ეფრემ ასურისაუჯრედინატრიუმიაქლემიადმირალი (პეპელა)ოკეანეევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითბალეტიდუბაიგალაკტიონ ტაბიძეჩარლი ჩაპლინიქანი (გეოლოგია)ბახტრიონი (პოემა)ზაქარია ფალიაშვილიაბსცისასაქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკარკინაპოლონეთიებრაელებიმერწყულისისხლის მიმოქცევის სისტემარომისაქართველოს დამოუკიდებლობის აქტისულხან-საბა ორბელიანიქართლიუეფა-ს ევროპა ლიგასაქართველო XVIII საუკუნეშიმთვარეკარტოფილიმსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2022საჰარასამეგრელოთბილისის ისტორიამუშთაიდის ბაღიგრიგოლ ხანძთელიჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაირაკლი ღარიბაშვილიდიდგორის ბრძოლაღირსების მედალიქაქუცა ჩოლოყაშვილიგვირილაგიორგი მიქაუტაძეირემიმიხეილ სააკაშვილიბიპოლარული აშლილობა🡆 More