ბეტმენი: დასაწყისი (ინგლ.
იგი ეფუძნება კომპანიის DC Comics პერსონაჟ ბეტმენის ისტორიებს. ფილმში მონაწილეობენ: კრისტიან ბეილი, მაიკლ კეინი, გერი ოლდმენი, ლიამ ნისონი, კეტი ჰოლმსი, კილიენ მერფი, მორგან ფრიმენი, ტომ უილკინსონი და რუტგერ ჰაუერი.
„ბეტმენი: დასაწყისი“ | |
---|---|
ფილმის ოფიციალური პოსტერი | |
რეჟისორი | კრისტოფერ ნოლანი |
პროდიუსერი | ემა თომასი ლარი ფრანკო ჩარლზ როვენი ბენჯამინ მელნიკერი მაიკლ ესლენი |
სცენარის ავტორი | დევიდ გოიერი კრისტოფერ ნოლანი |
ნაწარმოები | ბეტმენი, ბობ კეინი და ბილ ფინგერი |
როლებში | კრისტიან ბეილი მაიკლ კეინი ლიამ ნისონი კეტი ჰოლმსი გერი ოლდმენი კილიან მერფი მორგან ფრიმენი |
კომპოზიტორი | ჰანს ციმერი ჯეიმზ ნიუტონ ჰოვარდი |
ოპერატორი | უელი ფისტერი |
მონტაჟი | ლი სმითი |
სტუდია | DC Comics Legendary Pictures Syncopy Films Patalex Productions |
დისტრიბუტორი | Warner Bros. |
გამოსვლის თარიღი |
|
ხანგრძლივობა | 139 წთ. |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | 150 მილიონი აშშ დოლარი |
შემოსავალი | 374,218,673 აშშ დოლარი |
შემდეგი | ბნელი რაინდი |
ფილმის სიუჟეტი ძირითადად წარმოადგენს ბეტმენზე ფილმების სერიის ერთგვარ გადატვირთვას. მას შემდეგ, რაც ფილმი ბეტმენი და რობინი წარუმატებელი გამოდგა, 2003 წელს ნოლანმა და გოიერმა დაიწყეს ახალ სცენარზე მუშაობა, რომელსაც უფრო რეალისტური ტონი ექნებოდა, ჰუმანურ საკითხებსა და რეალიზმზე ყურადღების გამახვილებით. ამოცანას წარმოადგენდა მაყურებლის მხრიდან როგორც ბეტმენისადმი, ასევე მისი რეალური მხარის, ბრიუს უეინისადმი თანარგძნობის გამოწვევა. ფილმის დიდი ნაწილი გადაღებული იქნა ინგლისსა და ჩიკაგოში. გადაღებებისას გამოიყენებოდა როგორც ტრიუკები, ასევე ობიექტების გადიდებული მოდელები. მინიმალური რაოდენობით იქნა ინტეგრირებული კომპიუტერული გრაფიკა. ფილმისათვის სპეციალურად შეიქმნა ახალი ბეტმობილი და ბეტმენის ახალი ჩაცმულობა.
კრიტიკული და კომერციული თვალსაზრისით, ფილმმა დიდი წარმატება იქონია. 2005 წლის 15 ივნისს შედგა მისი პრემიერა აშშ-სა და კანადაში. გამოსვლიდან პირველივე კვირის ბოლოს მან შექმნელებს 48 მილიონი დოლარის შემოსავალი მოუტანა, შემდგომში კი 372 მილიონამდე გაიზარდა. რესურსმა Rotten Tomatoes მას 84%-იანი რეკომენდაცია მიანიჭა. კრიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ ფილმის ძირითადი თემა არის შიში და მას უფრო ბნელი ტონი აქვს, ვიდრე ბეტმენის შესახებ წინა ფილმებს. 2008 წლის ივლისში გამოვიდა მისი გაგრძელება ბნელი რაინდი, რომლის რეჟისორი ასევე კრისტოფერ ნოლანია.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ბეტმენი: დასაწყისი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.