ანდრეი კარლოვის მკვლელობა

რუსეთის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში ანდრეი კარლოვის მკვლელობა მოხდა 2016 წლის 19 დეკემბერს, თურქეთის დროით 19:30 სთ-ზე, ქალაქ ანკარის თანამედროვე ხელოვნების ცენტრში.

დიპლომატი იმყოფებოდა ფოტო-გამოფენის „რუსეთი მოგზაურის თვალით: კალინინგრადიდან კამჩატკამდე“ გახსნის ცერემონიალზე, მაშინ როცა მას დაესხა საქმიან კოსტუმში გამოწყობილი ახალგაზრდა მამაკაცი — პოლიციის ოფიცერი, 22 წლის მევლუთ მერთ ალთინტაში (თურქ. Mevlüt Mert Altıntaş). მკვლელობა მოხდა სირიის სამოქალაქო ომში რუსეთის ჩარევის წინააღმდეგ გამართული ფართომასშტაბიანი პროტესტის შემდეგ.

ანდრეი კარლოვის მკვლელობა
ანკარა — თურქეთი
ანკარა
ანკარა
ანკარა (თურქეთი)
მდებარეობა თანამედროვე ხელოვნების ცენტრი (თურქ. Çağdaş Sanatlar Merkezi), ანკარა, თურქეთი
თარიღი 19 დეკემბერი, 2016
სამიზნე ანდრეი კარლოვი
თავდასხმის ტიპი
სროლა • ტერორისტული აქტი
იარაღი პისტოლეტი
დაღუპულები 2 (მათ შორის თავდამსხმელიც)
თავდამსხმელები მევლუთ მერთ ალთინტაში (22 წლის, პოლიციის ოფიცერი)
მოტივი სირიის სამოქალაქო ომში რუსეთის ჩარევის პროტესტი

თავდამსხმელი

შეძახილით „დიდება ალაჰს“ თავდამსხმელმა ესროლა რუს დიპლომატს, ანდრეი კარლოვი ზურგზე დაეცა, მას შემდეგ თავდამსხმელმა კიდევ ერთხელ ესროლა მას. შემდეგ ალთინტაშმა განახორციელა რამდენიმე გამოსროლა შეძახილებით „ეს თქვენ ალეპოსთვის“, „ჩვენ ვიხოცებით იქ, შენ დაიხოცები აქ“, „დიდება ალაჰს!“. აღსანიშნავია, რომ ალთინტაში იყო თურქეთის პოლიციის ოფიცერი, თუმცა 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობის გამო ის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ტერორისტის ლიკვიდაცია პოლიციამ მოახდინა.

საერთაშორისო რეაქცია

საერთაშორისო თანამეგობრობამ რუსი დიპლომატის მკვლელობა დაგმო, მათ შორის გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებმა ერთხმად აღიარეს ეს მოვლენა ტერორისტულ აქტად.

სქოლიო

Tags:

19 დეკემბერი2016ანდრეი კარლოვიანკარათურქეთითურქული ენარუსეთისირიის სამოქალაქო ომი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ივანე მაჩაბელიფრინველებიჩუტყვავილაოქროს საწმისიმსოფლიოს ქვეყნების დედაქალაქების სიასტოიციზმივეფხისტყაოსანიალმასისომხეთიდაუნის სინდრომინიკო ნიკოლაძეელისაბედ IIუნგრეთიშინაური ცხენიმენისკიელექტრული დენიყვარელივეფხვიბარდა სკლიაროსისაჰარაBMW M5სამასი არაგველიკათოლიციზმიმსოფლიოს უდიდესი ქალაქებიათენიმსოფლიოს ვალუტებივირუსებიისრაელიენგურიდავით IIIცხენიაბო თბილელის წამებაზღარბისებრნიავსტრალია (კონტინენტი)თემურლენგის ლაშქრობები საქართველოშიაბანოთუბანიWizz Airპოლონეთიხალხთა დიდი გადასახლებამინერალებიცივი ომიმსოფლიოს ქვეყნები მოსახლეობის მიხედვით (2005)ადამიანის მსგავსი მაიმუნებიბიოლოგიური სისტემატიკალურჯი ვეშაპისოკოებიირემიბენიტო მუსოლინიხელოვნური ინტელექტისაქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკამალტარონალდოქართული გვარიGoogle Translateგიორგი VII (საქართველოს მეფე)კუთხეაფხაზეთის ომი (1992-1993)ქართული მითოლოგიამიხეილ სააკაშვილიიალბუზიდედამიწის დღეალცჰაიმერის დაავადებაგია ყანჩელიტოლგვერდა სამკუთხედილუდომანიაოკეანელეონიდ ბრეჟნევიფსიქოლოგიაწინადადებასაქართველოს სამეფობიძინა ივანიშვილისამკუთხედილელა წურწუმიაპოლიმერებიწმინდა გიორგიკესანემართლმადიდებლობაისლანდიაკილომეტრი🡆 More