ალეშა დიქსონი

ალეშა ანჯანეტ დიქსონი (ინგლ.

7 ოქტომბერი, 1978, უელვინ გარტენ სიტი, ჰერტფორდშირი, ინგლისი) — ინგლისელი მომღერალი, რეპერი, მოცეკვავე, წამყვანი და ავტორი. მან პოპულარობა მოიპოვა 2000-იანი წლების დასაწყისში. ამ პერიოდში ის იყო რიტმ-ენდ-ბლუზ/ჰიპ-ჰოპ ჯგუფის Mis-Teeq-ის წევრი. ჯგუფის შვიდი კომპოზიცია მოხვდა ბრიტანეთის სინგლების ჩარტის ტოპ 10-ში, ხოლო ალბომმა მიიღო პლატინის სერტიფიკატი. ბენდმა მთლიანად 12 მილიონზე მეტი ჩანაწერი გაყიდა მსოფლიოში. Mis-Teeq დაიშალა 2005 წელს. შემდეგ დიქსონმა დაიწყო საკუთარი მუსიკალური კარიერა. მან ხელი მოაწერა კონტრაქტს Polydor Records-თან და გამოუშვა თავისი პირველი სოლო ალბომი სახელწოდებით Fired Up 2006 წელს. 2007 წელს მოიგო კონკურსი Strictly Come Dancing, რამაც მას პოპულარობა მოუტანა და გააფორმა კონტრაქტი Asylum Records-თან. მისი მეორე ალბომი, The Alesha Show, გამოვიდა 2008 წელს.

ალეშა დიქსონი
ალეშა დიქსონი
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ალეშა ანჯანეტ დიქსონი
დაბ. თარიღი 7 ოქტომბერი, 1978 (1978-10-07) (45 წლის)
დაბ. ადგილი Welwyn Garden City[1]
წარმოშობა უელვინ გარტენ სიტი, ჰერტფორდშირი, ინგლისი
ჟანრ(ებ)ი რიტმ-ენდ-ბლუზი, პოპი, ჰიპ-ჰოპპი
საქმიანობა მომღერალი, რეპერი, მოცეკვავე, წამყვანი, ავტორი
აქტიური 1999 - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
საიტი aleshadixon.com
ალეშა დიქსონი ვიკისაწყობში

ადრეული ცხოვრება

ალეშა ანჯანეტ დიქსონი დაიბადა 1978 წლის 7 ოქტომბერს უელვინ გარდენ სიტიში. დიქსონს ექვსი ნახევარდა-ძმა ჰყავს. მან განათლება მიიღო Monk's Walk School-ში. მშობლები დაშორდნენ, როდესაც ის ოთხი წლის იყო.

კოლეჯში სწავლის დასრულების შემდეგ მუსიკოსს უნდოდა სპორტის მასწავლებელი გამხდარიყო. მან სწავლა განაგრძო Loughborough University-ში.

კარიერა

ალეშა დიქსონის კარიერა დაიწყო 1999 წელს, როდესაც ის შეხვდა საბრინა ვაშინგტონს. მათ სუ-ელისე ნაშთან ერთად გადაწყვიტეს ჯგუფის შექმნა, სახელად Mis-Teeq. ტრიომ ხელი მოაწერა კონტრაქტს Telstar Records-თან და მალე დაიმატა ახალი წევრი ზენა მაკნალი. 2000 წლის ოქტომბერში დიქსონმა Damage-თან ერთად ჩაწერა სინგლი „Rumours", რომელმაც 22-ე ადგილი დაიკავა ბრიტანეთის სინგლების ჩარტში.

2001 წლის იანვარში Mis-Teeq-მა გამოუშვა პირველი სინგლი „Why". ნამუშევარი თავიდან კომერციულად წარმატებული არ გამოდგა, თუმცა მოგვიანებით პოპულარობა მოიპოვა და მე-8 ადგილი დაიკავა ბრიტანეთის სინგლების ჩარტში. სიმღერისთვის გადაიღეს ორი მუსიკალური კლიპი. მალევე ჯგუფი დატოვა ზენა მაკნალმა. ტრიომ შემდეგ გამოუშვა კომპოზიცია „All I Want", რომელიც მე-2 ადგილზე გავიდა ბრიტანეთის სინგლების ჩარტში. 2001 წლის ოქტომბერში მათ გამოუშვეს სადებიუტო ალბომი Lickin' On Both Sides. 2002 წელს Mis-Teeq-მა მიიღო BRIT Awards-ის ნომინაცია. მოგვიანებით ჯგუფმა მოიგო MOBO Awards-ის ჯილდო საუკეთესო რიტმ-ენდ-ბლუზ შემსრულებლის კატეგორიაში.

2003 წელს Mis-teeq-მა გამოუშვა მეორე ალბომი Eye Candy. ალბომიდან გამოვიდა სამი სინგლი: „Scandalous", „Can't Get It Back" და „Style". 2004 წელს დიქსონი გამოჩნდა N.E.R.D-ის მუსიკალურ კლიპში „She Wants to Move". 2005 წლის მარტში გამოვიდა ჯგუფის კომპილაციური ალბომი Greatest Hits და ტრიო დაიშალა.

დიქსონი დაქორწინდა მაიკლ ჰარვი უმცროსზე 2005 წლის ივნისში. 2006 წლის ნოემბერში წყვილი დაშორდა. მალევე დისქონმა გააფორმა კონტრაქტი Polydor Records-თან. მან თავისი სადებიუტო სოლო ალბომი Fired Up გამოუშვა 2006 წელს. სინგლებს „Lipstick" და „Knockdown" კომერციული წარმატება არ ხვდა წილად, რის გამოც მუსიკოსს მოუწია Polydor-ის დატოვება.

2007 წელს დიქსონმა მონაწილეობა მიიღო BBC One-ის საცეკვაო კონკურსის, Strictly Come Dancing-ის მეხუთე სეზონში. ამან მას პოპულარობა მოუტანა, რის შემდეგაც მალევე ხელი მოაწერა კონტრაქტს Asylum Records-თან. 2008 წელს გამოუშვა თავისი მეორე ალბომი, The Alesha Show. ნამუშევარმა პლატინის სერტიფიკატი მიიღო ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაციისგან. ალბომიდან გამოვიდა ორი სინგლი „The Boy Does Nothing" და „Breathe Slow", ამ უკანასკნელმა კი მუსიკოსს მოუტანა Brit Awards-ის ნომინაცია.

2009 წელს დიქსონი იყო Strictly Come Dancing-ის მეშვიდე სეზონის ჟიურის წევრი. მომდევნო წელს გამოუშვა მესამე ალბომი, The Entertainer. იმავე წელს გახდა Britain's Got Talent-ის ჟიურის წევრი. მუსიკოსის მეოთხე ალბომი, Do It for Love, გამოვიდა 2015 წელს. 2020 წელს დიქსონი იყო America's Got Talent: The Champions-ის ჟიურის წევრი, ხოლო 2021 წელს გახდა Walk the Line-ის ჟიურის წევრი.

მუსიკალური კარიერის გარდა, დიქსონმა წაიყვანა რამდენიმე კონკურსი თუ გადაცემა, მათ შორის: Alesha's Street Dance Stars (2010), Your Face Sounds Familiar (2013), Text Santa (2014–2015), Dance Dance Dance (2017), The Greatest Dancer (2019–2020), Comic Relief (2019–2022) და 2023 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი. მან ასევე დაწერა საბავშვო წიგნი Lightning Girl.

დისკოგრაფია

  • Fired Up (2006)
  • The Alesha Show (2008)
  • The Entertainer (2010)
  • Do It for Love (2015)

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

-1'> https://web.archive.org/web/20121015075641/http://www.mtv.co.uk/artists/alesha-dixon
  • Alesha Dixon webchat. GMTV. ციტირების თარიღი: 17 August 2009
  • Tom Horan. (2 November 2001) Mis-teeq: It's a UK thing. ციტირების თარიღი: 27 February 2010[მუდმივი მკვდარი ბმული]
  • Smith 2012, p. 39
  • Smith 2012, p. 48
  • 2002 BRIT Awards. Brit Awards. ციტირების თარიღი: 7 November 2011
  • „Girl group Mis-Teeq to split up“. BBC. 1 February 2005. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 August 2017. ციტირების თარიღი: 9 August 2009.
  • Alesha Dixon takes on body image battle დაარქივებული 8 October 2018 საიტზე Wayback Machine. , Daily Telegraph, 11 April 2008, retrieved 5 December 2017
  • „Alesha discusses records label axe“. Digital Spy. 24 July 2008. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 October 2012. ციტირების თარიღი: 4 August 2009.
  • Caroline Briggs (7 August 2006). „Alesha returns with added gloss“. BBC. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 April 2009. ციტირების თარიღი: 5 August 2009.
  • Amelia Donovan (13 July 2009). „The Rise and Rise of Alesha“. MSN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 July 2009. ციტირების თარიღი: 13 July 2009.
  • Music – News – Alesha discusses record label axe (24 July 2008). ციტირების თარიღი: 12 July 2009
  • Certified Awards Search. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 ივნისი 2017. ციტირების თარიღი: 2 August 2012
  • „Alesha Dixon joins Strictly team“. BBC. 9 July 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 September 2013. ციტირების თარიღი: 7 November 2011.
  • Stephen Brook (21 September 2009). „Alesha Dixon's debut as Strictly judge draws more than 250 complaints“. The Guardian. London. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 December 2013. ციტირების თარიღი: 23 September 2009.
  • Do It For Love. Amazon.co.uk. ციტირების თარიღი: 13 August 2017
  • Sutton, Megan. (2020-07-02) Alesha Dixon on how her daughters have inspired her to write books en-GB. ციტირების თარიღი: 2021-10-20
  • Scholastic signs two more from Alesha Dixon | The Bookseller. ციტირების თარიღი: 2021-10-20
  • Alesha Dixon teams up with Katy Birchall for young teen series En. ციტირების თარიღი: 2024-02-06
  • Tags:

    ალეშა დიქსონი ადრეული ცხოვრებაალეშა დიქსონი კარიერაალეშა დიქსონი დისკოგრაფიაალეშა დიქსონი რესურსები ინტერნეტშიალეშა დიქსონი სქოლიოალეშა დიქსონი19782000-იანები20022005200620087 ოქტომბერიPolydor Recordsბრიტანეთის სინგლების ჩარტიინგლისიინგლისური ენარიტმ-ენდ-ბლუზიჰერტფორდშირიჰიპ-ჰოპი

    🔥 Trending searches on Wiki ქართული:

    სხალთის ტაძარისაქართველოს დამოუკიდებლობის აქტიდაუნის სინდრომიკომუნიზმისოლომონ Iტერორიზმიბაგრატიონებინიჰილიზმილურჯი ვეშაპიკაცია-ადამიანი?!მარტივი და შედგენილი რიცხვებიზუგდიდიოცდაათწლიანი ომიმეტაფორათხის რქა (ასტროლოგია)კონსტიტუციამიხეილ ჯავახიშვილიჩემი ცოლის დაქალებიდედამიწის დღექართული მითოლოგიაკვადრატული მეტრიმოსკოვიძველი ეგვიპტეხელოვნებაჯიხვიფრინველებიბერძნული ხელოვნებახევისბერი გოჩანაპოლეონის ომებიკანონიერი ქურდიმიხეილ ლომონოსოვისინგაპურიკონსტანტინოპოლიევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითარსებითი სახელითერგდალეულებიგეორგიევსკის ტრაქტატისაქართველო XVI საუკუნეშისტუმარ-მასპინძელიგარემოს დაბინძურებაკაპიტალიზმივოლფგანგ ამადეუს მოცარტილოცვა ეფრემ ასურისალაშა ბექაურიბასიანის ბრძოლაალბერტ აინშტაინიინდოეთიკუთხეჰიდრავლიკასაქართველოს ფრინველთა სიააჭარის ავტონომიური რესპუბლიკათემურლენგის ლაშქრობები საქართველოშიზმნაჯემალ ქარჩხაძერთველისაქართველოს თავდაცვის ძალებიალპებიქრისტიანობაწმინდა გიორგიალმასითავის ტვინისაქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2024ლუარსაბ IIკონსერვატიზმისაქართველოს დემოგრაფიავეშაპისნაირნიგიორგი I (საქართველოს მეფე)პითაგორას თეორემაფიოდორ დოსტოევსკიოტო ფონ ბისმარკიკახეთის აჯანყება (1812)შოთა რუსთაველიანტიკური ხანასასწორი (ასტროლოგია)ქართლის ცხოვრებაანდრია მოციქულიპოტსდამის კონფერენციამონოგამია🡆 More