ვიეტნამი (ვიეტ.
Việt Nam), ოფიციალურად ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკა (ვიეტ. Cộng hòa Xã hội chủ nghĩa Việt Nam) — ქვეყანა ინდოჩინეთის ნახევარკუნძულზე, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.
ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკა Cộng hòa Xã hội Chủ nghĩa Việt Nam ვიეტნამი | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
| ||||||
დევიზი: Độc lập – Tự do – Hạnh phúc | ||||||
ჰიმნი: Tiến Quân Ca | ||||||
| ||||||
დედაქალაქი | ჰანოი 21°02′ ჩ. გ. 105°51′ ა. გ. / 21.033° ჩ. გ. 105.850° ა. გ. | |||||
უდიდესი ქალაქი | ხოშიმინი | |||||
ოფიციალური ენა | ვიეტნამური | |||||
მთავრობა | სოციალისტური რესპუბლიკა | |||||
- | პრეზიდენტის მ/შ | ვო თჰი ან სუანი | ||||
- | პრ.-მინისტრი | ფამ მინ ჩინი | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 331 690 კმ2 (65-ე) | ||||
- | წყალი (%) | 1.3 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2009 შეფასებით | 94,569,072 (მე-14) | ||||
- | 1999 აღწერა | 76 323 173 | ||||
- | სიმჭიდროვე | 276 კაცი/კმ2 (46-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2006 შეფასებით | |||||
- | სულ | $262.5 მილიარდი (36-ე) | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $3100 (123-ე) | ||||
აგი (2007) | 0.733 (საშუალო) (105-ე) | |||||
ვალუტა | დონგი (VND ) | |||||
დროის სარტყელი | UTC+07:00 | |||||
ქვეყნის კოდი | VNM | |||||
Internet TLD | .vn | |||||
სატელეფონო კოდი | 84 |
1858-1884 წლებში ფრანგული კოლონიალური სამფლობელოს ნაწილი იყო ინდოჩინეთში. 1945 წელს ვიეტნამიდან გაყვანილ იქნა იაპონიის საოკუპაციო შენაერთები. 1946-დან 1954 წლამდე წარმოებდა ომი დამოუკიდებლობისათვის საფრანგეთის წინააღმდეგ. ჟენევის კონვენციის შესაბამისად ქვეყანა ორ ნაწილად გაიყო მე-17 პარალელით. ამის შემდეგ დაიწყო ომი ჩრდილოეთ ვიეტნამსა და სამხრეთ ვიეტნამს შორის (რომელსაც აქტიურად ეხმარებოდა აშშ). იგი 1976 წელს დასრულდა ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის შექმნით. 1978-79 წლებში ვიეტნამს ჰქონდა ომი კამბოჯასთან და სასაზღვრო კონფლიქტი ჩინეთთან. 90-იან წლებში ეს პრობლემები მოწესრიგდა.
ქვეყანა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ინდოჩინეთის ნახევარკუნძულზე. მოსაზღვრე ქვეყნებია: ლაოსი, კამბოჯა, ჩინეთი. ფართობი: 331 688 კვ. კმ.
ჰუეს მონუმენტური კომპლექსი, ძველი ქალაქი ჰოი ანი, ჰა ლონგის ყურე, ფონგ-ნაკე-ბანგის ეროვნული პარკი.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ვიეტნამი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.