1947-1949 პალესტინის ომი

1947-1949 წლების პალესტინის ომი, ცნობილია ისრაელში დამოუკიდებლობისთვის ომის სახელით (ებრ.

— ბრძოლა, რომელიც მოხდა პალესტინის ტერიტორიაზე ბრიტანეთის მანდატის ქვეშ. ეს არის ისრაელ–პალესტინის ხანგრძლივი კონფლიქტის პირველი ომი და შემდეგ ფართო ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი. ამ ომის დროს ბრიტანეთის იმპერიამ დატოვა პალესტინა, რომელიც 1917 წლის ბრიტანეთის ოკუპაციამდე იყო ოსმალეთის იმპერიის პროვინცია. ომი დასრულდა ებრაელთა მიერ ისრაელის სახელმწიფოს დაარსებით და გამოიწვია პალესტინის სრული დემოგრაფიული ტრანსფორმაცია, დაახლოებით 700,000 პალესტინელი არაბის გადასახლებით და მათი სოფლების და ქალაქების სრული განადგურებით. პალესტინის არაბები დარჩნენ საცხოვრებლის და სახელმწიფოს გარეშე, გადაადგილდნენ ან ეგვიპტისა და იორდანიის მიერ დაკავებული პალესტინის ტერიტორიებზე, ან მის მიმდებარე არაბულ სახელმწიფოებზე; ბევრი მათგანი, ისევე როგორც მათი შთამომავლები, რჩებიან მოქალაქეობის გარეშე და ლტოლვილთა ბანაკებში ცხოვრობენ. ტერიტორია, რომელიც ომამდე ბრიტანეთის ადმინისტრაციის ქვეშ იყო, დაყოფილი იქნა სახელმწიფოების: ისრაელის (რომელმაც დაიპყრო მისი დაახლოებით 78%), იორდანიის სამეფოს (მაშინდელ ცნობილი იყო როგორც ტრანსიორდანია, რომელმაც დაიპყრო და მოგვიანებით ანექსია მოახდინა იმ ტერიტორიის, რომელსაც ეწოდამდინარე იორდანეს დასავლეთის სანაპირო) და ეგვიპტეს შორის, რომელმაც დაიპყრო ღაზის სექტორი, ზღვისპირა ტერიტორია ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, რომელზეც არაბული ქვეყნების ლიგამ დააარსა პალესტინა.

ისტორიული ფონი

1948 წლის ომი იყო ებრაელების და არაბების სამოცწლიანი დაძაბულობის შედეგი. მათ ჰქონდათ დაკავებული ტერიტორია [[[ხმელთაშუა ზღვა]]სა და მდინარე იორდანეს შორის. ებრაელები ამ ტერიტორიას უწოდებენ „Eretz Yisrael“-ს, ანუ „ისრაელის მიწას“, ხოლო არაბები „Falastin“-ს ან „პალესტინას“. ეს ადგილი ებრაელი ხალხის და მათი რელიგიის დაბადების ადგილია, თუმცა საუკუნეების განმავლობაში ამ ტერიტორიაზე კონტროლს ამყარებდა უამრავი სხვადასხვა უცხო ძალა აღმოსავლეთიდან, დასავლეთიდან და სამხრეთიდან და, შესაბამისად, ებრაელების სამშობლო ძირითადად ოკუპირებული იყო. ერთ-ერთი ასეთი დამპყრობელი იყო რომის იმპერია, რომელმაც ჩაახშო ადგილობრივების აჯანყება ახალი წელთაღრიცხვით II საუკუნეში და იერუსალიმიდან გამოყარა ისინი, რამაც გამოიწვია ებრაელი დიასპორის მთელ მსოფლიოში გაფანტვა. რომაელებმა ამ არეას (იუდეა) სახელი გადაარქვეს და პალესტინა (ფილისტინელების მიწა) — იმ ხალხის სახელი უწოდეს, ვინც ამ ტერიტორიის სამხრეთი ნაწილი ძველ დროში დაიკავა. სახელი დღემდე შემორჩა და ფართოდ გამოიყენება არა-ებრაელებში.

1947-48 წლის სამოქალაქო ომი პალესტინაში

ომის პირველი ეტაპის დაწყების მიზეზი გახდა გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1947 წლის 29 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილება პალესტინის დაყოფის შესახებ. ამასთან ერთად, 1948 წლის 14 მაისს ბრიტანეთის მანდატი პალესტინაში დასრულდა და შესაბამისად, იმავე დღეს გამოცხადდა ისრაელის სახელმწიფოს შექმნა. ამ მოვლენას მოჰყვა არაბული სამყაროს ნაწილის (ეგვიპტე,ტრანსიორდანია,ერაყი და სირია) უკმაყოფილება და მყისიერი თავდასხმა ებრაულ დასახლებებზე. ამრიგად, კონფლიქტი გადაიზარდა 1948 წლის არაბ-ებრაულ ომში. ბრიტანელებმა მათი ძალების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს და მხოლოდ ზოგ შემთხვევაში ერეოდნენ ომის მიმდინარეობაში. სამოქალაქო ომის პირველ ორ თვეში დაახლოებით 1000 ადამიანი დაიღუპა და 2000 დაშავდა, მარტის ბოლოს კი ეს რიცხვი გაიზარდა 2,000 დაღუპულამდე და 4000 დაჭრილამდე. ამ მონაცემებიდან ვიგებთ, რომ სულ რაღაც ორმილიონიან მოსახლეობაში კვირაში საშუალოდ 100 გარდაცვალებას და 200 დაშავებას ჰქონდა ადგილი.

1948 წლის არაბ-ებრაული ომის მიმდინარეობა

1948 წლის არაბ-ებრაული ომი იყო 1947-1949 წლის პალესტინის ომის მეორე და ბოლო ნაწილი. ფორმალურად დაიწყო ბრიტანული მანდატის ამოწურვის შემდეგ პალესტინაში, 1948 წლის 14 მაისის შუაღამეს. ისრაელმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა იმავე ღამეს, ხოლო არაბული სახელმწიფოები შეიჭრნენ ბრიტანული პალესტინის ტერიტორიაზე 15 მაისის დილას.

15 მაისს, სამოქალაქო ომი გადაიზარდა ეთნიკურში, სადაც მონაწილეობდნენ ებრაელები და არაბთა გაერთიანებული ძალები. შემოჭრილმა ძალებმა მაშინვე შეუტიეს ებრაელებს და რამდენიმე ებრაულ დასახლებას. 10 თვის განმავლობაში ომი ბრძოლები ძირითადად მიმდინარეობდა ყოფილ ბრიტანულ მანდატში, სინაის ნახევარკუნძულსა და სამხრეთ ლიბანში. ადგილი ჰქონდა რამდენიმე შესვენებას.

ომის შედეგად, ისრაელის სახელმწიფომ მოიპოვა კონტროლი გაეროს ასამბლეის 181-ე რეზოლუციით ისრაელისთვის მიცემულ ტერიტორიაზე და ასევე 1947 წლის პალესტინის დაყოფის გეგმით გათვალისწინებულ არაბთა ტერიტორიის 60%-ზე. ტრანსიორდანიამ დაიკავა ყოფილი ბრიტანული მანდატის დარჩენილი ნაწილი, ხოლო ეგვიპტურმა არმიამ ღაზას სექტორი. ომმა გამოიწვია მასობრივი დემოგრაფიული ცვლილებები მთელი ახლო აღმოსავლეთის ტერიტორიაზე. დაახლოებით 700000 პალესტინელი არაბი ადამიანი გახდა დევნილი, რადგან გაიქცა ან გააძევეს თავისი სახლიდან. ამ მოვლენას არაბები უწოდებენ Al-Nakba-ს („კატასტროფა“). შეიარაღებული კონფლიქტის დასრულებიდან სამ წელიწადში, 700000-მდე ებრაელი ემიგრირდა ისრაელში (ძირითადად იმის გამო, რომ გამოაგდეს თავიანთი საცხოვრებლებიდან ახლო აღმოსავლეთში).

შედეგები

უბედური შემთხვევები

ისრაელმა ომში დაკარგა 6373 ადამიანი, რაც დაახლოებით იმდროინდელი მოსახლეობის 1%-ს შეადგენდა. ამათგან 4000 იყო ჯარისკაცი, ხოლო დანარჩენი მშვიდობიანი მოქალაქე. არაბთა ზუსტი დანაკარგის რაოდენობა დღემდე უცნობია, თუმცა, მიახლოებითი მონაცემები 4000-მდე მერყეობს და ქვეყნებს შორის ასე ნაწილდება: 2000 ეგვიპტელი, 1000 იორდანიელი და სირიელი (ცალ-ცალკე). პალესტინელთა დანაკარგი მერყეობს 3000-დან 15000-მდე.

დემოგრაფიული შედეგები

1947-48 წლის პალესტინის სამოქალაქო ომის და 1948 წლის არაბ-ებრაული ომის დროს, 700000 არაბი გახდა დევნილი. 1951 წელს, გაეროს პალესტინის კომისიამ გამოიტანა დასკვნა, რომ 711 ათასი არაბი გამოიქცა ისრაელიდან. არაბ-ებრაული კონფლიქტის გამო დაცარიელდა და განადგურდა ოთხასზე მეტი არაბული სოფელი და ათამდე ებრაული სოფელი და დასახლება. პალესტინელი დევნილეის დაბრუნება დღესაც განკითხვის საგანია ისრაელისა და პალესტინის კონფლიქტში. ამ თემაზე პალესტინელები აწყობდნენ ყოველწლიურ საპროტესტო აქციებს 15 მაისს.

მიახლოებით 10000 ებრაელის ევაკუაცია გახდა საჭირო პალესტინასა და ისრაელში. ომმა არაპირდაპირ, თუმცა მაინც შექმნა მეორე დევნილების პრობლემა — ებრაელების მიგრაცია არაბული და მუსლიმური მიწებიდან. პალესტინის კონფლიქტის გამო, ასობით ათასი ებრაელი, რომლებიც ცხოვრობდნენ არაბულ სახელმწიფოებში, გახდა იძულებული გაქცეულიყო ისრაელში. ამის კიდევ ერთ მიზეზი გახდა გაუთავებელი სისასტიკე არაბთა მხრიდან, მათ შორის მასობრივი მკვლელობები. შემდეგი სამი წლის განმავლობაში 700000 ებრაელი გადავიდა ისრაელში, სადაც მათ დაეხმარნენ სურსათითა და საცხოვრებლით (მათი განლაგება ძირითადად მოხდა საზღვრების გასწვრივ და ყოფილ პალესტინურ დასახლებებში). მომავალში ისინი შეერივნენ ადგილობრივ მოსახლეობას. 1948 წლიდან მოყოლებული 1972 წლამდე, დამატებით 800000-დან მილიონამდე ებრაელმა დატოვა საკუთარი საცხოვრებელი მსოფლიოს გარშემო. 1945 წლიდან 1952 წლის ბოლომდე 250000 ებრაელი ცხოვრობდა დევნილთა ბანაკებში, მათგან 136000 გადასახლდა ისრაელში. ამას მოჰყვა რუმინეთიდან, პოლონეთიდან და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებიდან ჯამში 270000 ებრაელის მიგრაციაც. საბოლოოდ, ამ დროის განმავლობაში ისრაელში ებრაელთა რაოდენობა გაორმაგდა.

ლიტერატურა

  • Benny Morris (2008), p.419.
  • Pollack, 2004; Sadeh, 1997
  • Sandler, Stanley (2002). Ground Warfare: An International Encyclopedia. ABC-CLIO. p. 160.
  • Rosemarie Esber, Under the Cover of War, Arabicus Books & Medica, 2009, p.28.* Yehuda Zvi Blum (1987). For Zion's Sake. Associated University Presse. p. 69. ISBN 978-0-8453-4809-3.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

1947-1949 პალესტინის ომი ისტორიული ფონი1947-1949 პალესტინის ომი 1947-48 წლის სამოქალაქო ომი პალესტინაში1947-1949 პალესტინის ომი 1948 წლის არაბ-ებრაული ომის მიმდინარეობა1947-1949 პალესტინის ომი შედეგები1947-1949 პალესტინის ომი ლიტერატურა1947-1949 პალესტინის ომი რესურსები ინტერნეტში1947-1949 პალესტინის ომი სქოლიო1947-1949 პალესტინის ომი1917არაბული ენაახლო აღმოსავლეთის კონფლიქტიბრიტანეთის იმპერიაებრაული ენაეგვიპტეიორდანიაისრაელიმდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირიპალესტინის ტერიტორიებიღაზის სექტორიხმელთაშუა ზღვა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

საქართველო XV საუკუნეშიდოფამინიდელფინებიმედეა (მითოლოგია)ლადო გუდიაშვილიუქმე დღეები საქართველოშისაქართველოს ქალაქებინატრიუმიბულგარეთიისლამიმეგობრობაალექსანდრე ჭავჭავაძელუქსემბურგიაბსცისავატერლოოს ბრძოლასამკუთხედიფეხბურთიალცჰაიმერის დაავადებათურქეთის ისტორიაძახილის წინადადებალონდონიძველი ეგვიპტეგველებისოფლის მეურნეობახელისუფლების დანაწილებაუნგრეთისაქართველო VI საუკუნეშიგია ყანჩელიპროპაგანდაძილის პარალიზიადამიანიკოლხეთის სამეფომცხეთის ჯვრის მონასტერისაქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკაბალეტისომხეთის ისტორიამდგრადი განვითარებასაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკამსოფლიოს ქვეყნები და ტერიტორიები მოსახლეობის მიხედვითიესო ქრისტეჟანრი ლოლაშვილიჰიდრავლიკამცენარეებირევაზ ინანიშვილიკუებინატვრის ხე (ფილმი)არისტოტელეყივანახველაქართლის ცხოვრებატუბერკულოზიგარემოს დაბინძურებაპეტრე ჩაიკოვსკიიტალიასაბერძნეთიურანიჰიპერბოლა (ენა)ლეიკოციტოზიაია-სოფიას ტაძარიჯალალედინიკრიშტიანუ რონალდუაღდგომათევზები (ასტროლოგია)საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშიმაიმუნებიგიორგი III (საქართველოს მეფე)ცილებიფინეთისაქართველოს სსრ წითელი წიგნინატურალური რიცხვიაბანოთუბანინაღვლის ბუშტიკათოლიციზმისაქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2024ხმოვანილავრენტი ბერიასაქართველოს დაცული ტერიტორიებიპარიზივლადიმერ ლენინიდისკრიმინაცია🡆 More