ილონ მასკი

ილონ რივი მასკი (ინგლ.

28 ივნისი, 1971) — ამერიკელი ბიზნესმენი, გამომგონებელი და ინვესტორი. SpaceX-ის დამფუძნებელი, აღმასრულებელი დირექტორი და წამყვანი დიზაინერი, აგრეთვე Tesla, Inc.-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. x.com-ის თანადამფუძნებელი, რომელსაც ერთი წლის შემდეგ შეეცვალა სახელი და დაერქვა PayPal. 2016 წელს „Forbes“-ის სიაში „მსოფლიოს ყველაზე ძლევამოსილი ადამიანები“ ილონ მასკმა 24-ე ადგილი დაიკავა. 2021 წლის ნოემბრის თვეში მისმა შემოსავალმა 300 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რითაც იქცა მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანად.

ილონ მასკი
ილონ მასკი
ილონ მასკი, 2015 წელი
მშობლიური სახელი Elon Musk
დაბადების სახელი ილონ რივი მასკი
დაბადების თარიღი 28 ივნისი, 1971 (1971-06-28) (52 წლის)
პრეტორია, ტრანსვაალი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
რეზიდენცია ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ
მოქალაქეობა
ალმა-მატერი
საქმიანობა
  • ინვესტორი
  • ბიზნესმენი
  • გამომგონებელი
აქტიური 1995-დღემდე
პარტია დამოუკიდებელი
მეუღლე(ები) ჯასტინ უილსონი (იქ. 2000; დაშ. 2008)
ტალულა რაილი (იქ. 2010; დაშ. 2012)
(იქორწინეს 2013; დაშორდნენ 2016)
შვილ(ებ)ი 6 (1 გარდაცვლილი)
მშობლები მამა: ეროლ მასკი
დედა: მეი მასკი
ჯილდოები სამეფო საზოგადოების წევრი
საიტი twitter.com/elonmusk/ elonmusk.com
ხელმოწერა ილონ მასკი

დაიბადა და გაიზარდა პრეტორიაში, სამხრეთ აფრიკაში. 17 წლის ასაკში საცხოვრებლად გადავიდა კანადაში და სწავლა დაიწყო კუინზის უნივერსიტეტში. ორი წლის შემდეგ სასწავლებლად გადავიდა პენსილვანიის უნივერსიტეტში. გარკვეული ხნის შემდეგ იგი გახდა კომპანია Zip2-ის თანადამფუძნებელი, რომელიც შეძენილი იქნა Compaq-ის მიერ 340 მილიონი დოლარად 1999 წელს. შემდეგში მან დააფუძნა X.com, რომელიც მოგვიანებით შეერწყა კომპანია Confinity-ის 2000 წელს, ხოლო მოგვიანებით დაერქვა PayPal და შეძენილი იქნა eBay-ის მიერ 1.5 მილიარდ დოლარად 2002 წელს.

2002 წელს მასკმა დააფუძნა SpaceX, კოსმოსური ხომალდების მწარმოებელი და კოსმოსური სატრანსპორტო მომსახურებების ამერიკული კომპანია, რომლის მთავარი დიზაინერი თავად არის. SpaceX-ის მიზანია უფრო იაფად შეასრულოს ფრენები კოსმოსში, რაც საბოლოოდ NASA-ს მისცემს საშუალებას არსებული ბიუჯეტით გააგზავნოს ადამიანები მარსზე. მთავარი განსხვავება სხვა მსგავსი პროექტებისგან არის ის, რომ SpaceX-მა შეძლო დაემზადებინა ისეთი ხომალდები, რომელთა მოდულები ან თუნდაც მთლიანი ხომალდები დაუზიანებლად ბრუნდებიან მიწაზე და მათი გამოყენება ხელმეორედაა შესაძლებელია. ეს მნიშვნელოვნად აიაფებს კოსმოსში ფრენებს, რადგან ყოველ ჯერზე არაა საჭირო ხომალდის თავიდან აგება.

2003 წელს მასკი გახდა Tesla, Inc-ის თანადამაარსებელი — ელექტრომობილების და მზის პანელების მწარმოებელი. 2006 წელს მონაწილეობა მიიღო SolarCity-ის შექმნაში. SolarCity ილონ მასკის ერთ-ერთი პროექტია. ამ კომპანიის ბიზნეს გეგმა შედარებით განსხვავებულია სხვა მსგავსი კომპანიების ხედვისგან. ისინი უსასყიდლოდ ამონტაჟებენ საკუთარ მზის ელემენტებს სახლების სახურავზე და ამ სახლების მფლობელებს სთავაზობენ ელექტროენერგიას უფრო იაფად. 2016 წელს მასკმა სემ ოლტმენთან ერთად დააფუძნა OpenAI — არაკომერციული კვლევითი კომპანია, რომლის მიზანია მეგობრული ხელოვნური ინტელექტის განვითარება.

ილონ მასკი არის Tesla Motors-ის აღმასრულებელი დირექტორი და აგრეთვე მას ეკუთვნის უსწრაფესი სატრანსოპორტო სისტემის Hyperloop-ის შექმნის იდეა. ასეთი „ლუპის“ შექმნა ნიუ-იორკიდან სან-ფრანცისკომდე 6 მილიარდი დოლარი დაჯდება. ამ მანძილის დაფარვა „ლუპით“ ნახევარ საათში იქნება შესაძლებელი. მასკის განცხადებით, SpaceX, Tesla და SolarCity-ის მიზანია სამყაროსა და კაცობრიობის შეცვლა. მისი მიზანია აგრეთვე გლობალური დათბობის შემცირება და ადამიანთა გადაშენების რისკის შემცირება მარსის კოლონიზაციის მეშვეობით.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

19712016202128 ივნისიForbesPayPalSpaceXTesla, Inc.ინგლისური ენა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

კურდღელიჯანღაჟან-მიშელ ბასკიაფუტკრებიშუშანიკის წამებაქართველი მწერლების სიარუსეთ-საქართველოს ომი (2008)ჰარი პოტერიაგნოსტიციზმიტრეფიკინგინარკოტიკიკუთრი თბოტევადობაფრანკთა სახელმწიფოთბილისის ისტორიაშავი ზღვაანანურის ციხეტიციან ტაბიძეჯემალ ქარჩხაძებიშკეკიიმპრესიონიზმიდუბაიედუარდ შევარდნაძეEuropebetდედა ენაბიძინა ივანიშვილირაჭარომანტიზმიქართული საბჭოთა ენციკლოპედიაამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკაეგვიპტის პირამიდებიიმანუელ კანტიკუბიზმიყინწვისის მონასტერიწინადადებაბიზანტიის იმპერიაძალატუბერკულოზისაქართველოს სსრ წითელი წიგნიაშშ-ის შტატებისა და ტერიტორიების სიარაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარესალომე ზურაბიშვილიწმინდა გიორგიგაპიროვნებააჭარანაკიანი წელიწადიჭიანჭველასებრნიზმნაცილებიხვანჭკარა (ღვინო)საჰარაცისფერყანწელებიდავით IV აღმაშენებელიოპერაქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემაავტორიტარიზმიფოთიაბსცისაშავი ზღვის თევზების სიასოკოებიასტრიდ ლინდგრენიკონსტანტინოპოლის დაცემათემურლენგის ლაშქრობები საქართველოშიებრაული დღესასწაულები (2000-2050)ინფორმაციაქართლის ცხოვრებასაქართველოს ქალაქებიათენიაბას I (ირანი)ფობიების სიასვანებირომის დაარსებაგერმანიაანა კალანდაძენაღვლის ბუშტიჰოლოკოსტიგიორგი XIIსაქართველოს სახელმწიფო დროშა🡆 More