თევზები

თევზები — წყლის ხერხემლიანი ცხოველები, რომლებსაც არ აქვთ სხეულის მუდმივი ტემპერატურა.

თევზები ტერმინს „თევზები“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ თევზები (მრავალმნიშვნელოვანი).

თევზების ზომა-წონა განსხვავებულია: პანდაკის სიგრძე 7,5 მმ-ს აღწევს, ხოლო ვეშაპისებრი ზვიგენისა 15-20 მ-ს. თევზების უმრავლესობას თითისტარისებრი სხეული აქვს, ზოგს — გვერდებიდან (კამბალა) ან ზურგ-მუცლისაკენ (სკაროსი) გაბრტყელებული, გველივით (გველთევზა) წაგრძელებული ან ნემსივით (ზღვის ნემსთევზა) წაწვრილებული, ზოგი ბურთისებრი (ზღარბთევზა) ან თასმისებრია (ქაშაყთმეფე).

თევზები
თევზები
აღწერა
ცხოველთა პარაფილეტური ჯგუფი
სამეცნიერო სახელი
Pisces (Linnaeus, 1758)
მშობლიური ტაქსონი
ყბიანები
კლასები
სურათები ვიკისაწყობში
Fish ვიკისახეობებში

თევზების სხეული სიმეტრიულია, გარდა კამბალასი, რომელსაც ორივე თვალი ცალ მხარეს აქვს. სხეული დაფარულია ქერცლით. ზღარბთევზას სხეული შემოსილია გრძელი ქიცვებით, ზუთხისნაირთა სხეულზე 5 მწკრივადაა განლაგებული ძვლოვანი ბალთები. ლოქოსა და სხვათა სხეული ტიტველია. თევზების კანი დიდი რაოდენობით შეიცავს ლორწოს გამომყოფ ერთუჯრედიან ჯირკვლებს. ღრმა ზღვის თევზების უმრავლესობას მანათობელი ორგანოები აქვს. თევზების შეფერილობა კანის ნაირგვარ პიგმენტებზეა დამოკიდებული. ჩვეულებრივ, მათი ზურგის მხარე უფრო მუქია, ვიდრე მუცლისა.

თევზების კუნთოვანი სისტემა საკმაოდ დიფერენცირებულია და მასთან დაკავშირებულია ზოგი თევზის ელექტრული ორგანოები, ხოლო უმრავლესობის — ძვლოვანი. ზვიგენების უმეტესებას და ზუთხისებრ თევზებს დაუნაწევრებელი ქორდა აქვთ.

თევზების ჯგუფი დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მსოფლიოში თევზების დაახლოებით 34 300 სახეობაა აღწერილი, თუმცა ყოველწლიურად კვლავ ხდება 250-მდე ახალი სახეობის აღმოჩენა. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ოკეანეებში წყლის მოცულობა 10 000-ჯერ აღემატება მსოფლიოს მტკნარ წყლებს, მასში თევზების სახეობათა 58% ბინადრობს, მტკნარ წყლებში თევზთა სახეობების 41%-ია, ხოლო 1% ანადრომულ ცხოვრების წესს ეწევა, რაც ოკეანის მარილიანი წლებიდან მტკნარი წყლებისკენ, ან პირიქით მუდმივ მიგრაციას გულისხმობს.

საქართველოს მტკნარ წყლებში გავრცელებულია თევზების 80-ზე მეტი სახეობა, რომელთა შორის ბევრი ენდემურია. მაგალითად, მტკვრის აუზში გავრცელებული 12 სახეობის თევზიდან, 9 მტკვრისა და მისი შენაკადების ენდემს წარმოადგენს. მათ შორის აღსანიშნავია მტკვრის წვერა (Barbus lacerta), მურწა (Barbus mursa), ჭანარი (Barbus capito) და სხვ. შავი ზღვის აუზის თევზებიდან 6 სახეობა ენდემურია; გარდა ამისა, აქ გავრცელებულია ზუთხისებრთა ოჯახის 5 სახეობა, რომელთა შორისაა გაქრობის პირას მყოფი ატლანტური ზუთხი (Acipenser sturio). გარდა ადგილობრივი სახეობებისა, საქართველოში გვხვდება 9 ინტროდუცირებული სახეობა, მათ შორის ყველაზე ფართოდ გავრცელებულია კარჩხანა (Carasius carasius).

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

Tags:

გველთევზავეშაპისებრი ზვიგენიზღარბთევზაზღვის ნემსთევზაცხოველებიხერხემლიანები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ნაცვალსახელივახტანგ VIთამარ მეფემუნიდისკრიმინაციათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიილია ჭავჭავაძეზოდიაქოქრომოსომაცადამაყვანამადაგასკარიბაგრატ IV (საქართველოს მეფე)ქვეყნების სიაკონსტანტინოპოლის დაცემაბრუნებამონარქიაცენტრალური პროცესორისაქართველოს სოფლებიქართველი მწერლების სიასახელმწიფო საზღვარილიტრირუსეთის იმპერიაპარაცეტამოლიქართველები რუსეთშიცხენიადამიანის ჩონჩხიგია ყანჩელიქუნთრუშაწითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობანაციონალ-სოციალიზმიგიორგი VII (საქართველოს მეფე)საქართველოს მევენახეობა და მეღვინეობაერლინგ ჰოლანიბაში-აჩუკისანქტ-პეტერბურგიმთვარის დაბნელებააშშ-ის ისტორიაიტალიაიმერეთის მხარემზეკონსტანტინოპოლიგურამ დოჩანაშვილიარგონავტებიქრისტიანობავაჟა-ფშაველაკანადამთვარემცხეთის ჯვრის მონასტერიკაცხის სვეტიავსტრალია (კონტინენტი)კრასუსიარასამთავრობო ორგანიზაციასუვერენიტეტიგიორგი XIIმზის სისტემამილიმეტრიიგავ-არაკითინათინ ბოკუჩავადევი ჭანკოტაძეანბანისაქართველოს ეროვნული პარკების სიაქართული საბჭოთა ენციკლოპედიასაქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტისოფლის მეურნეობაგიორგი I (საქართველოს მეფე)ამერიკის შეერთებული შტატებიჩემი ცოლის დაქალებიქართველ მოღვაწეთა პანთეონები მოსკოვშიათონის ივერთა მონასტერიტონაცენტნერიგასტრიტი14 აპრილიჩერნობილის კატასტროფასაქართველოს პარლამენტის მეათე მოწვევის დეპუტატებიალექსანდრე I დიდიარალის ზღვაპარტიკულარიზმიგიორგი V ბრწყინვალე🡆 More