გლობალური დათბობა

გლობალური დათბობა — დედამიწის ზედაპირის, ატმოსფეროსა და ოკეანის საშუალო წლიური ტემპერატურის თანდათანობითი ზრდის პროცესი.

წარმოადგენს დედამიწის კლიმატური სისტემის საშუალო ტემპერატურის გრძელვადიან მატებას, რომელიც გამოხატულია ტემპერატურის პირდაპირი გაზომვითა და დათბობის სხვადასხვა ეფექტების მაჩვენებლით. ეს არის კლიმატის ცვლილების მთავარი ასპექტი, რომელიც გარდა ზედაპირის გლობალური ტემპერატურის მატებისა, აგრეთვე შეიცავს ისეთ შედეგებს როგორიცაა ატმოსფერული ნალექების ცვლილება. მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა გლობალური დათბობის ისტორიამდელი პერიოდები XX საუკუნის შუა ხანებიდან მოყოლებული დაკვირვებადი ცვლილებები უპრეცენდენტოა სისწრაფესა და ზომაში.

გლობალური დათბობა
2010-2020 წლის საშუალო გლობალური ტერპერატურა შედარებული 1951-1980 წლის საშუალო დონესთან. წყარო: NASA
გლობალური დათბობა
NASA-ს დაფიქსირებული ტემპრატურა 1850-1900 წლის საშუალოსთან შედარებით, გამოყენებული IPCC-ს მიერ პრე-ინდუსტრიულ დონედ. ინდუსტრიულ ერაში მზარდი გლობალური დემპტერატურის მთავარი მამოძრავებელი ფაქტორი არის ადამიანის საქმიანობა, ბუნებრივი ძალების მიერ გამოწვეულ ცვალებადობასთან ერთად.
გლობალური დათბობა

კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ექსპერტთა ჯგუფი (IPCC) იმ დასკვნამდე მივიდა, რომ „ადამიანის ზემოქმედება კლიმატზე XX საუკუნის შუა ხანებიდან მოყოლებული კლიმატის დათბობის დომინანტური ფაქტორია“. კვლევის ეს შედეგები აღიარებულია მრავალი ქვეყნის სამეცნიერო აკადემიების მიერ და არ წარმოადგენს დავის საგანს რომელიმე ეროვნული ან საერთაშორისო დონის სამეცნიერო კორპუსის მხრიდან. ადამიანი დიდ გავლენას ახდენს სათბურის აირის გამოყოფაზე, ამასთან დარტყმის 90%-ზე მეტი მოდის ნახშირორჟანგსა და მეთანზე. წიაღისეული საწვავის წვა ამ აირების ძირითადი წყაროა, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ აგრეთვე აგრიკულტურილი ემისიები და გაუტყეურება. კლიმატის მგრძნობელობა ამ აირებთან მიმართებაში შეკავშირებულია ისეთ უკუკავშირთან, როგორებიცაა თოვლის საფარველის დაკარგვა, წყლის ორთქლის მომატება და მზრალი ნიადაგის გალღობა.

ხმელეთის ზედაპირი თბება უფრო სწრაფად, ვიდრე ოკეანის ზედაპირი, რასაც თან ახლავს სითბური ტალღა, ტყის ხანძარი და უდაბნოების გაფართოება. მზარდი ატმოსფერული ძალა და აორთქლების სიჩქარე ხდება მეტი ინტენსიური შტორმებისა და ექსტრემალური ამინდის მიზეზი, ინფასტრუქტურისა და აგრიკულტურის ზიანის მომტანი. ზედაპირის ტემპერატურის ზრდა ყველაზე დიდია არქტიკაში და გავლენას ახდენს მყინვარების უკუსვლაზე, მრავალწლოვან მზრალობასა და ზღვის ყინულზე. გარემოზე ზემოქმედების შედეგია მრავალი სახეობის ამოწყდომა ან გადასახლება მათი ეკოსისტემის ცვლილების გათვალისწინებით უშუალოდ მარჯნის რიფებზე, მთებსა და არქტიკაში. ხმელეთის ზედაპირის ტემპერატურა სტაბილიზებული იქნებოდა და ოდნავ დაეცემოდა თუკი ემისიები შემცირდებოდა, თუმცა სხვა ზემოქმედებები საუკუნეები გაგრძელდება, მათ შორის ზღვის დონის მატება მყინვარული საფრების დნობის, ოკეანის ტემპერატურის მატებისა და ოკეანის გამჟავიანება ნახშირორჟანგის მაღალი დონის გამო.

შერბილების ძალისხმევა გლობალური დათბობის მისამართით შეიცავს ნახშირორჟანგის დაბალი ენერგიის ტექნოლოგიების განვითარებასა და მზადყოფნას, წიაღისეული საწვავის ემისიების შემცირების პოლიტიკას, გატყიანებას, ტყის დაცვას, ისევე როგორც კლიმატის ინჟინერიის ტექნოლოგიების პოტენციალის ზრდას. საზოგადოებები და მთავრობები მუშაობენ გლობალური დათბობის ზემოქმედების ამჟამინდელ და სამომავლო ადაპტაციაზე, რომელიც შეიცავს სანაპიროს დაცვის გაუმჯობესებას, კატასტროფის უკეთეს მენეჯმენტსა და გამძლე კულტურის შემუშავებას.

კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით ქვეყნები ერთად მუშაობენ გაერთიანებული ერების კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის ქოლგის ქვეშ, რომელსაც აქვს უნივერსალურთან მიახლოებული წევრობა. კონვენციის მიზანია „სახიფათო ანთროპოგენული ჩარევის პრევენცია კლიმატურ სისტემაში“. IPCC-მ ხაზი გაუსვა პრე-ინდუსტრიულ დონესთან შედარებით, გლობალური დათბობის შენარჩუნების საჭიროებას 1.5 °C (2.7 °F) ქვემოთ შეუქცევადი შედეგების არიდების მიზნით. მიმდინარე პოლიტიკითა და დაპირებებით, გლობალური დათბობის ნიშნული საუკუნის ბოლოს სავარაუდოდ მიაღწევს 2.8 °C (5.0 °F). მიმდინარე სათბურის აირის (GHG) ემისიების დონის გათვალისწინებით, საემისიო ბიუჯეტი 2028 წლისთვის 1.5 °C (2.7 °F) ქვემოთ ყოფნის პირობებში ამოწურული იქნება.

სქოლიო

Tags:

XX საუკუნეატმოსფერული ნალექებიდედამიწადედამიწის ატმოსფეროკლიმატიოკეანეტემპერატურახმელეთი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

საქართველოგია ყანჩელიმარსიმარკ ტვენირიცხვითი სახელისლოვაკეთივარძიაქართული ღვინოვენდეტაშარლ მიშელირომის რესპუბლიკაურანიკრიშტიანუ რონალდუსაქართველოს კლიმატიგიორგი III (საქართველოს მეფე)თხის რქა (ასტროლოგია)კუებიქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებადავითგარეჯამყინვარწვერიქართული ხალხური ცეკვებიდეციმეტრიკურო (ასტროლოგია)ცვალებადობათა ფორმებიქუნთრუშათეატრიფერების სიმბოლიზმი და ფსიქოლოგიაკახა კალაძენარიყალავოლფგანგ ამადეუს მოცარტიერითროციტებიხრესილის ბრძოლაავსტრიასასმელი წყალიგამზრდელი (პოემა)სულეიმან Iგაერთიანებული სამეფოსვანეთიპარაცეტამოლიევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითხარებაჭადრაკიხელოვნებალადო გუდიაშვილიატომირიტორიკანიკო ფიროსმანიძახილის წინადადებალეონარდო და ვინჩინიკოლოზ ბარათაშვილიელექტრობაბატონებისაფრანგეთიმედუზებიგაზაფხულიგარემოს დაბინძურებადურუჯისიყვარულიკონტინენტიბორჯომიშვეიცარიაბორის აკუნინიაპოლონ ჯინჭარაძებიძინა ივანიშვილიკვარციანალური სექსიგურამ პეტრიაშვილი (მწერალი)ექვთიმე თაყაიშვილიაღდგომაჯონჯოლიქართული საბჭოთა ენციკლოპედიასაქართველოს სამეფოთეთნულდიმშვილდოსანი (ასტროლოგია)მონღოლთა იმპერიაქაქუცა ჩოლოყაშვილიტიციან ტაბიძემინერალების სიამსოფლიოს უმაღლესი შენობების სია🡆 More