თავის ტკივილი

თავის ტკივილი — სხვადასხვა დაავადების ყველაზე ხშირი სიმპტომი; უმეტესად ტვინის გარსების, ვენური სინუსებისა და ტვინის სისხლძარღვების ნერვული დაბოლოებების გაღიზიანებისას აღინიშნება.

თავის ტკივილს იწვევს თავის ტვინის გარსების ანთებითი დაზიანება, სიმსივნე, თავზურგტვინის სითხის ცირკულაციის მოშლა, ქალასშიგა წნევის მომატება, ჰიპერტონიული დაავადება, ჰიპოტონია, გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული უკმარობა (ტვინის ვენებში სისხლის შეგუბება და სხვა), ინფექცია, ინტოქსიკაცია, აგრეთვე თავის ტვინის მსხვილი სისხლძარღვების პერივასკულარული ნერვული წნულების დაზიანება და სხვა. თავის ტკივილის მიზეზის დასადგენად დიდი მნიშვნელობა აქვს მის ლოკალიზაციას, დაწყების დროს, მიმდინარეობას და თანმხლებ ნიშნებს. აუცილებელია ავადმყოფის ყოველმხრივი (ნევროლოგიური, შინაგანი ორგანოების, თვალის, ყურისა და სხვა) გამოკვლევა. ზოგჯერ დიაგნოზის დასადგენად მიმართავენ ქალას რენტგენოგრაფიას, ელექტროენცეფალოგრაფიას, ანგიოგრაფიას, რეოგრაფიას და სხვა მეთოდებს.

თავის ტკივილი
თავის ტკივილი
ქალი, რომელსაც აწუხებს თავის ტკივილი
დარგი ნევროლოგია
კლასიფიცირება და გარე წყაროები
DiseasesDB 19825
ICD-10 G43.-G44., R51.
ICD-9 339, 784.0
MedlinePlus 003024
Patient UK თავის ტკივილი
MeSH D006261

საერთაშორისო კლასიფიკაციის თანახმად, გამოიყოფა 150-ზე მეტი სახის პირველადი და მეორეული თავის ტკივილი. თავის ტკივილის სიხშირე ცვალებადია. ზოგიერთ ადამიანს თუ თავი წელიწადში მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ სტკივა, ზოგი თვეში 15 დღეა თავმტკივანი. ზოგიერთ თავის ტკივილს განმეორებადობა ან კვირაობით და თვეობით გახანგრძლივება ახასიათებს. ტკივილი მსუბუქიც შეიძლება იყოს და ძლიერიც, თან ახლდეს გულისრევის შეგრძნება, ზემგრძნობელობა სინათლის ან ხმაურის მიმართ, რაც ტკივილის მიზეზზეა დამოკიდებული.

თავის ძლიერი ტკივილის შეტევას, მეტწილად თავის ერთ-ერთ ნახევარში ჰემიკრანია ანუ შაკიკი ეწოდება, რომელიც სისხლძარღვოვანი წარმოშობის თავის ტკივილია. თავის ტვინში დაქსაქსული სისხლძარღვის კედლებში არსებული ნერვული ბოჭკოების გააქტიურება სისხლძარღვების დროებით შევიწროებას იწვევს, სისხლის ნაკადი მცირდება და, შესაბამისად, ტვინი ვეღარ იღებს საკმარის ჟანგბადს. მკურნალობის გარეშე შეტევა 4-დან 72 საათამდეც კი გრძელდება.

თავის ტკივილის კლასიფიკაცია

  • პირველადი თავის ტკივილები:
    • შაკიკი
    • დაძაბული ტიპის თავის ტკივილი
    • კლასტერული (ჯგუფური) თავის ტკივილი და სხვა ტრიგემინალური ავტონომიური ცეფალგიები
    • სხვა პირველადი თავის ტკივილები
  • მეორადი თავის ტკივილები
  • კრანიალური ნევრალგიები, ცენტრალური და პირველადი სახის ტკივილი და სხვა თავის ტკივილები

სქოლიო

Tags:

თავის ტვინითვალიინფექციასიმსივნეტვინიყური

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ხელოვნური თანამგზავრიდავითგარეჯაჰარი პოტერივახტანგ I გორგასალიმცხეთის ჯვრის მონასტერიჭინჭარიალაზანიფერნანდო მაგელანიჰაერის დაბინძურებამეტაბოლიზმიმსოფლიოს ქვეყნების ეროვნული დროშები ფერების მიხედვითზმნასაფრანგეთის რევოლუციაზოროასტრიზმიბაბუაწვერამერაბ მამარდაშვილიდინოზავრებიმამუკა მდინარაძეგიორგობავენაოსმალეთის იმპერიამეწყერიმსოფლიოს ქვეყნები და ტერიტორიები მოსახლეობის მიხედვითგიორგი მამარდაშვილიინსულტიბიპოლარული აშლილობაბაგრატ IV (საქართველოს მეფე)ქუთაისიპაბლო პიკასონაპოლეონ ბონაპარტიბათუმიტოლგვერდა სამკუთხედიეპილეფსიატელეფონების ნომრები საქართველოშითვალიიბერიააბო თბილელის წამებასაჰარაგიორგი IV ლაშაალმასიფარნავაზ Iსტუმარ-მასპინძელიჰიდრავლიკახელისუფლების დანაწილებაკუნთებიაია-სოფიას ტაძარიმეგობრობაფილოსოფიასამკურნალო მცენარეებიაშშ-ის შტატებისა და ტერიტორიების სიასოფლის მეურნეობაიუდაიზმიბარსელონაბაში-აჩუკიგორიუფლისციხეშამქორის ბრძოლა (1195)ევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითსაქართველო IX-X საუკუნეებშიშაორის წყალსაცავინაღმილეონარდო და ვინჩილეიკოციტებიარასამთავრობო ორგანიზაციააქლემისატურნიკუებიბაგრატ III (საქართველოს მეფე)ნატრიუმიერეკლე IIსანქტ-პეტერბურგიაუტიზმირუსეთის იმპერიაალპებიმერაბ კოსტავახარებაჰიმალაიგისტოლა🡆 More