კუთრი თბოტევადობა (ხვედრითი თბოტევადობა) (გახურების კუთრი სითბო ერთი გრადუსით, აღინიშნება როგორც c) ნივთიერებისათვის განისაზღვრება როგორც სითბური ენერგიის რაოდენობა, რომელიც საჭიროა ერთი კილოგრამი ნივთიერების ტემპერატურის ერთი გრადუსით მომატებისათვის.
კუთრი თბოტევადობის განზომილება სი სისტემაში წარმოადგენს ჯოული შეფარდებული კილოგრამი-კელვინთან. მაშასადამე, კუთრი თბოტევადობა შეიძლება განხილულ იქნას როგორც ნივთიერების ერთეული მასის თბოევადობად. კუთრი თბოტევადობის მნიშვნელობაზე მოქმედებს ნივთიერების ტემპერატურა. მაგალითად, წყლის კუთრი თბოტევადობის გაზომვისას სხვადასხვა ტემპერატურაზე მივიღებთ სხვადასხვა შედეგს 20 °C და 60 °C.
კუთრი თბოტევადობის გამოსათვლელი ფორმულა: , სადაც — კუთრი თბოტევადობაა, — სითბოს რაოდენობა, რომელიც მიღებულია ნივთიერების მიერ გახურებისას (ან გამოყოფილი გაცივებისას), — გასაცხელებელი (გასაცივებელი) ნივთიერების მასა, — ნივთიერების საბოლოო და საწყის ტემპერატურებს შორის სხვაობა.
ელემენტი | აგრეგატული მდგომარეობა | კუთრი თბოტევადობა კჯ·კგ−1·K−1 |
---|---|---|
ჰაერი (მშრალი) | აირი | 1,005 |
ჰაერი (100 % ტენიანობა) | აირი | ≈ 1,0301 |
ალუმინი | მყარი სხეული | 0,930 |
ბერილიუმი | მყარი სხეული | 1,8245 |
თითბერი | მყარი სხეული | 0,377 |
სპილენძი | მყარი სხეული | 0,385 |
ალმასი | მყარი სხეული | 0,502 |
ეთანოლი | სითხე | 2,460 |
ოქრო | მყარი სხეული | 0,129 |
გრაფიტი | მყარი სხეული | 0,720 |
ჰელიუმი | აირი | 5,190 |
წყალბადი | აირი | 14,300 |
რკინა | მყარი სხეული | 0,444 |
ტყვია | მყარი სხეული | 0,130 |
თუჯი | მყარი სხეული | 0,540 |
ვოლფრამი | მყარი სხეული | 0,134 |
ლითიუმი | მყარი სხეული | 3,582 |
ვერცხლისწყალი | სითხე | 0,139 |
აზოტი | აირი | 1,042 |
ზეთი | სითხე | ≈ 2,000 |
ჟანგბადი | აირი | 0,920 |
კვარცის მინა | მყარი სხეული | 0,703 |
წყალი 373К (100 °C) | აირი | 2,020 |
ლუდის დურდო | სითხე | 3,9269 |
წყალი | სითხე | 4,183 |
წყალი 273К (0 °C) | მყარი სხეული | 2,060 |
მნიშვნელობები მოყვანილია სტანდარტულ პირობებისთვის, თუ ეს არ არის განსაკუთრებულად აღნიშნული. |
ნივთიერება | აგრეგატული მდგომარეობა | კუთრი თბოტევადობა კჯ·კგ−1·K−1 | კუთრი თბოტევადობა კჯ·დმ³−1·K−1 |
---|---|---|---|
ასფალტი | მყარი სხეული | 0,92 | 1,012-1,38 |
მთლიანი აგური | მყარი სხეული | 0,84 | 1,344 |
სილიკატური აგური | მყარი სხეული | 1 | 1,2 — 2,2 |
ბეტონი | მყარი სხეული | 0,88 | 1,584 — 2,156 |
კრონგლასი (მინა) | მყარი სხეული | 0,67 | 1,709 |
ფლინტი (მინა) | მყარი სხეული | 0,503 | 1,761 — 2,414 |
ფანჯრის მინა | მყარი სხეული | 0,84 | 2,016 — 2,268 |
გრანიტი | მყარი სხეული | 0,790 | 2,014 — 2,22 |
გიფსი | მყარი სხეული | 1,09 | 2,507 |
მარმარილო, ქარსი | მყარი სხეული | 0,880 | 2,305 — 2,5 |
ქვიშა | მყარი სხეული | 0,835 | 1,19 — 1,336 |
ფოლადი | მყარი სხეული | 0,47 | 3,713 |
მიწა (ნიადაგი) | მყარი სხეული | 0,80 | |
მერქანი (ხე) | მყარი სხეული | 1,7 | 0,68 — 1,36 |
This article uses material from the Wikipedia ქართული article კუთრი თბოტევადობა, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.