სოფელი — დასახლების ერთ-ერთი უძველესი და საყოველთაოდ გავრცელებული ფორმა.
ხალხმრავლობის მიხედვით არჩევენ პატარასა (რამდენიმე კაცი ან კომლი) და დიდ (რამდენიმე ათასი) სოფლებს. სოფლების გარეგნული იერსახე განსხვავებულია ქვეყნის ბუნებრივი პირობებისა და საწარმოო მიმართულების გამო, მაგრამ მათი საერთო დამახასიათებელი ნიშანია ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებით განაშენიანებისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოების უპირატესი გავრცელება.
ისტორიულად ჩამოყალიბდა სასოფლო დასახლების რამდენიმე ფორმა:
ეს ორი ფორმა არქაულია, ამჟამად იშვიათად გვხვდება, რადგან სოფლად მოსახლეობის ზრდამ მათი ტრანსფორმაცია გამოიწვია.
ურბანიზაციის საყოველთაო გაძლიერებას თან სდევს სოფლების საერთო რაოდენობისა და მოსახლეობის შემცირების ტენდენცია.
საქართველოში სოფელი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის ძირეული ერთეულია. სოფელში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოა სოფლის საკრებულო. მცირე ზომის სოფლები გაერთიანებული არიან თემის საკრებულოში. კონფლიქტური რეგიონების გაუთვალისწინებლად საქართველოში 3668 სოფელია, რომლებიც მოსახლეობის რიცხოვნობის მიხედვით შემდეგნაირად ჯგუფდებიან:
ჯგუფი | ქვედა ზღვარი | ზედა ზღვარი | რაოდენობა |
---|---|---|---|
1 | < | 10 | 312 |
2 | 11 | 50 | 393 |
3 | 51 | 100 | 360 |
4 | 101 | 200 | 480 |
5 | 201 | 500 | 911 |
6 | 501 | 1000 | 621 |
7 | 1001 | 2000 | 373 |
8 | 2001 | 3000 | 124 |
8 | 3001 | 5000 | 64 |
9 | 5001 | > | 28 |
ეს სტატისტიკა არ ითვალისწინებს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს სასოფლო დასახლებებს, რადგან მათ შესახებ სარწმუნო ინფორმაცია არ არსებობს.
This article uses material from the Wikipedia ქართული article სოფელი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.