პაკისტანი

პაკისტანი (ურდუ پاکستان‎) ოფიციალურად პაკისტანის ისლამური რესპუბლიკა (ურდუ اسلامی جمہوریہ پاکستان‎) — ფედერალური საპარლამენტო რესპუბლიკა, რომელიც მდებარეობს სამხრეთ აზიისა და დასავლეთ აზიის გზაჯვარედინზე.

მსოფლიოს მეექვსე ყველაზე ხალხმრავალი ქვეყანაა, სადაც მოსახლეობა 200 მილიონ ადამიანზე მეტია. ფართობის მიხედვით არის 36-ე უდიდესი ქვეყანა მსოფლიოში, ფართობი მოიცავს 881 913 კმ²-ს. პაკისტანს აქვს 1046 კმ სანაპირო ხაზი არაბეთის ზღვისა და სამხრეთში ომანის ყურის გასწვრივ, აღმოსავლეთით ესაზღვრება ინდოეთს, დასავლეთით ავღანეთს, სამხრეთ-დასავლეთით ირანს და უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთით, შესაბამისად, ჩინეთს. იგი გამოეყოფა ტაჯიკეთს ავღანეთის ვიწრო ვახანის დერეფნით ჩრდილოეთში და ასევე იყოფს საზღვაო საზღვარს ომანთან.

პაკისტანის ისლამური რესპუბლიკა
ურდუ اسلامی جمہوریہ پاکستان
პაკისტანი
პაკისტანი პაკისტანის
დროშა გერბი
დევიზი: Īmān, Ittiḥād, Naẓm
ایمان، اتحاد، نظم
რწმენა, ერთობა, დისციპლინა
ჰიმნი: პაკისტანის ჰიმნი

პაკისტანი
პაკისტანის მდებარეობა მსოფლიოში
დედაქალაქიპაკისტანი ისლამაბადი
33°40′ ჩ. გ. 73°10′ ა. გ. / 33.667° ჩ. გ. 73.167° ა. გ. / 33.667; 73.167
უდიდესი ქალაქი კარაჩი
ოფიციალური ენა
აღიარებული ეროვნული ენები ურდუ
აღიარებული რეგიონული ენები
სია
  • პენჯაბური · სინდჰური · პუშტუ · სირაიკი · ბელუჯური · ქაშმირული · ბრაჰუიური · შინა · ბალტი · ქჰოვარული · ბურუშასკი · იიდგა · დამელი · კალაშური · გავარ-ბატი · დუმაკი
ეთნიკური ჯგუფები (2016) 44,68 % პენჯაბელები
15,42 % პუშტუნები
14,1 % სინდჰები
8,38 % სერაიკები
7,57 % მუჰაჯირები
3,57 % ბელუჯები
6,28 % სხვა
რელიგია 96,4 % ისლამი (ოფიციალური)
3,6 % სხვა
ეთნოქორონიმი პაკისტანელი
მთავრობა ფედერალური საპარლამენტო რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი არიფ ალვი
 -  პრემიერ-მინისტრი შეჰბაზ შარიფი
 -  სენატის თავმჯდომარე სადიქ სანჯრანი
 -  ასამბლეის თავმჯდომარე რაჯა ფერვაიზ აშრაფი
 -  მთავარი მოსამართლე უმარ ათა ბანდიალი
საკანონმდებლო ორგანო პაკისტანის პარლამენტი
 -  ზედა პალატა პაკისტანის სენატი
 -  ქვედა პალატა პაკისტანის ეროვნული ასამბლეა
დამოუკიდებლობა გაერთიანებული სამეფოსგან
 -  იდეა 29 დეკემბერი 1930 
 -  დეკლარაცია 28 იანვარი 1933 
 -  რეზოლუცია 23 მარტი 1940 
 -  დომინიონი 14 აგვისტო 1947 
 -  ისლამური რესპუბლიკა 23 მარტი 1956 
ფართობი
 -  სულ 881 913 კმ2 (33-ე)
 -  წყალი (%) 2.86
მოსახლეობა
 -  2016 შეფასება 201 995 540 (მე-6)
 -  სიმჭიდროვე 244,4 კაცი/კმ2 (56-ე)
მშპ (მუპ) 2017 შეფასება
 -  სულ $1.060 ტრილიონი (25-ე)
 -  ერთ სულ მოსახლეზე $5,374 (137-ე)
მშპ (ნომინალი) 2017 შეფასება
 -  სულ $304.4 მილიარდი (42-ე)
 -  ერთ სულ მოსახლეზე $1,468 (145-ე)
ჯინი (2013)30.7
საშუალო
აგი (2015)0.550
საშუალო · 147-ე
ვალუტა პაკისტანური რუპია (₨) (PKR)
სასაათო სარტყელი პსდ (UTC+05:00)
მოძრაობა მარცხენა
სატელეფონო კოდი +92
ISO 3166 კოდი PK
ინტერნეტ-დომენი .pk
საიტი
www.pakistan.gov.pk

ტერიტორია, რომელსაც დღეს პაკისტანი ეწედობა, ცივილიზაციის აკვანად ითვლება, რომელიც ადრე რამდენიმე უძველესი კულტურის სამშობლო იყო, მათ შორის ნეოლითის მერგარჰი და ბრინჯაოს ხანის ინდის ცივილიზაცია, ხოლო მოგვიანებით ამ ტერიტორიაზე, სხვადასხვა სასულიერო და კულტურული ერების სამეფო არსებობდა, მათ შორის ჰინდუბების, ინდო-ბერძნების, მუსლიმების, თურქ-მონღოლების, ავღანელებისა და სიქების. ტერიტორიას მმართავდა ან იმყოფებოდა მრავალი იმპერიებისა და დინასტიის შემადგენლობაში, მათ შორის სპარსეთის აქემენიანთა იმპერია, ალექსანდრე მაკედონელი, ინდოეთის მაურიების იმპერია, არაბების ომაიანთა სახალიფო, დელის სასულთნო, მონღოლთა იმპერია, დიდ მოგოლთა იმპერია, დურანის სახელმწიფო, სიქებისს იმპერია, და ბოლოს ბრიტანეთის იმპერია.

პაკისტანი უნიკალურია მუსლიმურ ქვეყნებს შორის იმით, რომ იგი ერთადერთი ქვეყანას, რომელიც შეიქმნა ისლამის სახელით (ისლამისთვის). პაკისტანის მოძრაობის შედეგად, რომლის სათავეში მუჰამედ ალი ჯინა იდგა და სუბკონტინენტის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა, 1947 წელს შეიქმნა პაკისტანის სახელმწიფო, როგორც სამხრეთ აზიის მუსლიმების დამოუკიდებელი სამშობლო. სახელმწიფო ეთნიკურად და ენობრივად მრავალფეროვანი ქვეყანაა, ისევე, როგორც მრავალფეროვანია გეოგრაფიულად და ველური ბუნებით. თავდაპირველად როგორც დომინიონმა, პაკისტანმა მიიღო თავისი კონსტიტუცია 1956 წელს და გახდა ისლამური რესპუბლიკა. 1971 წელს, ეთნიკური სამოქალაქო ომის შედეგად, აღმოსავლეთ პაკისტანმა გამოაცხადა თავისი დამოუკიდებლობა და შეიქმნა ახალი სახელმწიფო — ბანგლადეში. 1973 წელს, პაკისტანმა მიიღო ახალი კონსტიტუცია, რომელიც მის ადრე არსებულ საპარლამენტო რესპუბლიკის სტატუსს ინარჩუნებდა, ფედერალური მთავრობით ისლამაბადში, რომელიც შედგებოდა ოთხი პროვინციისა და ოთხი ფედერალური ტერიტორიისგან. ახალმა კონსტიტუციამ ასევე დაადგინა, რომ ყველა კანონი უნდა შეესაბამებოდეს ისლამის წესებს, როგორც ყურანს, ასევე სუნას.

რეგიონალური და საშუალო ძალა, პაკისტანი მსოფლიოში მეექვსეა შეიარაღებული ძალების სიმძლავრით, რომელიც ასევე ბირთვული ძალაა, ასევე სამხრეთ აზიაში მეორე და მუსლიმურ სამყაროში ერთადერთი დეკლარირებული ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოა. პაკისტანს, ნახევრად ინდუსტრიალიზებული ეკონომიკა, კარგად ინტეგრირებული სოფლის მეურნეობისა და მზარდი მომსახურების სექტორი აქვს. პაკისტანის ეკონომიკა მსყიდველობითი უნარის მიხედვით მსოფლიოს 24-ე უმსხვილესი ეკონომიკაა და ნომინალური მშპ-ის თვალსაზრისით, 41-ე უდიდესი ეკონომიკაა. ქვეყანა მსოფლიოს განვითარებადი და ზრდადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებშია და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილი და სწრაფად მზარდი საშუალო კლასის ეკონომიკა გააჩნია.

პაკისტანის პოსტ-დამოუკიდებლობის ისტორია ხასიათდება სამხედრო მმართველობისა და 2008 წლიდან მოყოლებული დემოკრატიის გარდამავალი პერიოდებით, ასევე მეზობელ ინდოეთთან კონფლიქტიდ. ქვეყანა აგრძელებს ბრძოლას პრობლემებთან, როგორიცაა გაუნათლებლობა, ჯანდაცვა და კორუფცია, მაგრამ არსებითად შემცირდა სიღარიბისა და ტერორიზმის მაჩვენებელი და გაიზარდა ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი. პაკისტანი გაეროს, მიუმხრობლობის მოძრაობის, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის, ერთა თანამეგობრობის, ეთოს, SAARC-ის, განვითარებადი რვიანის, G20 განვითარებადი ერების ორგანიზაციის, ჯგუფი 24-ის, ჯგუფი 77-ისა და ეკოსოსის წევრია. ასევე ცერნის ასოცირებული წევრია. პაკისტანი კიოტოს ოქმის, პარიზის შეთანხმებისა და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის ხელმომწერი ქვეყანა.

ეტიმოლოგია

სახელი პაკისტანი, ურდუსა და სპარსულად, სიტყვასიტყვით ნიშნავს „სუფთა მიწას“.

სიტყვა „პაკისტანის“ წარმომავლობა სადავოა. სპარსულად და ურდუზე იგი „სიწმიდის ქვეყანას ნიშნავს“ (პაკ: სულიერი სიწმიდე; სტან: ქვეყანა). თუმცა ჩაუდჰური რაჰმათ ალიმ, რომელიც სუბკონტინენტზე დამოუკიდებელი ისლამური სახელმწიფოს შექმნის იდეის უმთავრეს მხარდამჭერად და ქვეყნის სახელწოდების ავტორად ითვლება, 1933 წლის 28 იანვარს თავის ესსეში Now or Never („ახლა ან არასდროს“) სახელწოდება „პაკ(ი)სტანს“ სხვაგვარი მნიშვნელობა მიანიჭა. მისი თქმით, ეს სახელი არის ჩრდილოეთის ინდოელ მუსლიმთა სამშობლოს აღმნიშვნელი, როგორც აკრონიმი სიტყვებისა ენჯაბი, ვღანეთი (დღევანდელი ხაიბერ პახტუნხვა), აშმირი, ინდჰი და ბელუშისტანი.

ისტორია

პაკისტანი უპირატესად მუსულმანური ქვეყანაა, რომელიც განლაგებულია მდიდარი წარსულის მიწაზე. ოდესღაც აქ დაფუძნდა ადამიანთა ერთ-ერთი პირველი დასახლება, ხოლო მოგვიანებით ჩაისახა ორი მსოფლიო რელიგია — ინდუიზმი და ბუდიზმი.

  • XX ს.: პაკისტანის სახელმწიფო წარმოიქმნა 1947 წელს, როდესაც რელიგიური ნიშნით ორად გაიყო ბრიტანეთის ინდოეთი. პირველი ომი ინდოეთთან ქაშმირის გამო დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე დაიწყო. ეს არის ჩრდილოეთი პროვინცია, რომელიც ძირითადად მუსულმანებითაა დასახლებული, მაგრამ ადგილობრივი რაჯას ნებასურვილით გაყოფისას ინდოეთის შემადგენლობაში მოექცა. 1965 წელს მხარეებმა კვლავ მოსინჯეს თავისი ძალები. 1971 წლამდე იგი ორი ანკლავისაგან შედგებოდა — აღმოსავლეთი პაკისტანი და დასავლეთი პაკისტანი. ინდოეთის ხელშეწყობით აღმოსავლეთი პაკისტანი დამოუკიდებელ ბანგლადეშის რესპუბლიკად გამოცხადდა. 80-იან წლებში პაკისტანის აქტიური მონაწილეობა სსრ კავშირის წინააღმდეგ ავღანეთის ოკუპაციის დროს საერთაშორისო ფინანსური დახმარებით იქნა წახალისებული, რაც „ცივი ომის“ დასრულებისთანავე საგრძნობლად შემცირდა. 1999 წლის 12 ოქტომბერს შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსმა გენერალმა ფერვეზ მუშარაფმა მოახდინა სამხედრო გადატრიალება. კვლავ დაძაბული ურთიერთობაა ინდოეთთან, ამას ემატება ავღანელ ლტოლვილთა პრობლემა და ეთნო-რელიგიური კონფლიქტები სინდის პროვინციაში.

გეოგრაფია

პაკისტანი 

ქვეყანა სამხრეთ-დასავლეთ აზიაში, მდებარეობს ინდის აუზში, გადაჭიმულია არაბეთის ზღვის ნაპირებიდან ჰიმალაის მთიანეთამდე. მოსაზღვრე ქვეყნებია: ირანი, ავღანეთი, ჩინეთი, ინდოეთი.

სახელმწიფო

  • სახელმწიფო სისტემა: ფედერაციული ისლამური რესპუბლიკა.
  • სახელმწიფოს მეთაური: პრეზიდენტი ასიფ ალი ზარდარი (Asif Ali Zardari, 2008).
  • საკანონმდებლო ორგანო: ორპალატიანი პარლამენტი (100+342 წევრი).

ადმინისტრაციული დაყოფა

ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებია: 6 რეგიონი (province), 1 ტერიტორია და დედაქალაქი (Capital territory):

პროვინცია ადმ. ცენტრი მოსახლეობა
პაკისტანი  ბელუჯისტანი კვეტა 7 914 000
პაკისტანი  პენჯაბის პროვინცია ლაჰორი 101 000 000
პაკისტანი  სინდის პროვინცია კარაჩი 42 400 000
პაკისტანი  ხაიბერ-პახტუნხვა პეშავარი 28 000 000
გილგიტ-ბალტისტანი გილგიტი 1 800 000
პაკისტანი  ტომების ტერიტორიების ფედერალური მმართველობა 3 176 331
პაკისტანი  აზად-კაშმირი მუზაფარაბადი 4 567 982
პაკისტანი  ისლამაბადის ფედერალური ტერიტორია ისლამაბადი 1 151 868

დემოგრაფია

ეკონომიკა

  • ეროვნული პროდუქტი: მოცულობა - 65 მლრდ $ (45-ე ადგილი); სტრუქტურა (%) - სოფლის მეურნეობა 26, მრეწველობა 17, სხვა 55; 1 სულზე - 500 $.
  • ექსპორტი: ბამბა, ბამბის ნაწარმი, ბრინჯი, ხალიჩები, თევზი.
  • ბიუჯეტი: 12,600 მლნ $.
  • ვალუტა: პაკისტანური რუპია (PKR).

ღირსშესანიშნაობები

მოჰენჯო-დარო
პაკისტანი 
მოჰენჯო-დარო

ამ ანტიკური ქალაქის ნანგრევები მდინარე ინდის ნაპირებზეა შემორჩენილი. ის მდებარეობს პაკისტანის სინდის პროვინციაში. კარგად დაგეგმარებული ქალაქი დაახლოებით ძვ.წ. 3000 წელს გაშენდა. წარმოადგენს მდინარე ინდის ხეობის ერთ-ერთ უძველეს და აზიის პირველ ქალაქს, რომელიც იყო ძველი ეგვიპტისა და შუამდინარეთის ცივილიზაციების თანამედროვე. შენობები გამოუწვავი აგურით არის ნაგები. მოჰენჯო-დარო ძველინდური ცივილიზაციის ქალაქი იყო.

1980 წელს ძეგლი შეტანილ იქნა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.

ბადშაჰის მეჩეთი

ლაჰორში მდებარე ეს მეჩეთი უდიდესია ინდოეთის სუბონტინენტზე. ის 5000 მოწმუნეს იტევს. მისი შიდა სივრცე და დიდებული აუზი ისლამური არქიტექტურისთვის არის დამახასიათებელი.

მემკვიდრეობა

ჰარაპისა და მოხენჯო-დარის არქეოლოგიური ნანგრევები, ბუდისტური ნანგრევები თახთი ბაჰიში; ფორტი და შალამარის ბაღები ლაჰორში, ტატის ისტორიული მონუმენტები.

ლიტერატურა

პაკისტანი 
არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

Tags:

პაკისტანი ეტიმოლოგიაპაკისტანი ისტორიაპაკისტანი გეოგრაფიაპაკისტანი სახელმწიფოპაკისტანი ადმინისტრაციული დაყოფაპაკისტანი დემოგრაფიაპაკისტანი ეკონომიკაპაკისტანი ღირსშესანიშნაობებიპაკისტანი ბადშაჰის მეჩეთიპაკისტანი მემკვიდრეობაპაკისტანი ლიტერატურაპაკისტანი სქოლიოპაკისტანიავღანეთიარაბეთის ზღვადასავლეთი აზიაინდოეთიირანიმსოფლიოს ქვეყნები და ტერიტორიები მოსახლეობის მიხედვითომანიომანის ყურესამხრეთი აზიატაჯიკეთიურდუ ენაჩინეთი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

პრაგმატიზმიკრიშტიანუ რონალდუევროპავატიკანირესპუბლიკათურქეთიჩერნობილის კატასტროფამარსივალტორნაგიორგი VII (საქართველოს მეფე)საქართველოს პოლიტიკური კრიზისი (2007)ოქტავიანე ავგუსტუსიარწივიპითაგორააღდგომაამირანი (მითოლოგია)უქმე დღეები საქართველოშიბუსიზმარიგოგირდიევროკავშირითევზებიმინერალების სიამიხეილ სააკაშვილითირკმელიუკრაინადავით IV აღმაშენებელიდავით სარაჯიშვილიკალათბურთიიოთამ ზედგენიძეჯიხვიასპინძის ბრძოლასაკურაშხარანიკო ფიროსმანიალჟირიკუბური მეტრიგიორგი I (საქართველოს მეფე)ხელოვნებაგასტრიტიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატილიბერალიზმიქართული ფილმების სიალობიოქანი (გეოლოგია)ლეკებითორნიკე ერისთავიბაყაყიშარლ მიშელიქალწული (ასტროლოგია)სტიგმაკიბოსნაირნიკოლხეთის სამეფოFacebookბალდუინ IV იერუსალიმელიგერმანიარუსული დამწერლობარაჭასამკუთხედიასურეთი1924 წლის აგვისტოს აჯანყებაევროპის დროშაქართული დამწერლობასანქტ-პეტერბურგიბზობაგურიის მხარერომის დაარსებაკომუნიზმიჰაერივერცხლიმორფოლოგია (ენათმეცნიერება)ფეხბურთის წესებიმირიან IIIადამიანის ჩონჩხიბუნების დაცვა🡆 More