სომალი

სომალი (სომალ.

Soomaaliya, არაბ. الصومال ას-სუმალ), ოფიციალური სახელი სომალის ფედერაციული რესპუბლიკა (სომალ. Jamhuuriyadda Federaalka Soomaaliya, არაბ. جمهورية الصومال الفدرالية (Jumhūrīyat aṣ-Ṣūmāl al-Fidirālīyah)) — სახელმწიფო აფრიკაში, სომალის ნახევარკუნძულზე. ჩრდილო-დასავლეთიდან ესაზღვრება ჯიბუტი, სამხრეთ-დასავლეთიდან კენია, ჩრდილოეთით მდებარეობს ადენის ყურე, რომლის მეშვეობითაც ხდება დაკავშირება იემენთან, აღმოსავლეთიდან სომალს ესაზღვრება ინდოეთის ოკეანე, ხოლო დასავლეთიდან ეთიოპია. სომალის რელიეფი ძირითადად შედგება ვაკეებისგან და მაღლობებისგან. სომალის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი მდებარეობს ამავე სახელწოდების ნახევარკუნძულზე, მოსახლეობის უდიდეს ნაწილს შეადგენენ სომალელები.

სომალის ფედერაციული რესპუბლიკა
სომალ. Jamhuuriyadda Federaalka Soomaaliya
არაბ. جمهورية الصومال الفدرالية
(Jumhūrīyat aṣ-Ṣūmāl al-Fidirālīyah)
სომალი
სომალი სომალის
ჰიმნი: Soomaaliyeey Toosoow
სომალი
სომალის მდებარეობა
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
მოგადიშო
2°02′ ჩ. გ. 45°21′ ა. გ. / 2.033° ჩ. გ. 45.350° ა. გ. / 2.033; 45.350
ოფიციალური ენა სომალური, არაბული
მთავრობა გარდამავალი მთავრობა
 -  პრეზიდენტი მუჰამედ აბდულაჰი მუჰამედი
 -  პრ.-მინისტრი მოჰამედ ჰუსეინ რობლე
ფართობი
 -  სულ 637 657 კმ2 (42-ე)
 -  წყალი (%) 1,6
მოსახლეობა
 -  2008 შეფასებით 9 558 666 (89-ე)
 -  2014 აღწერა 12 316 895 
 -  სიმჭიდროვე 19,32 კაცი/კმ2 (198-ე)
მშპ (მუპ) 2004 შეფასებით
 -  სულ $5.26 მილიარდი (157-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $600 (148-ე)
ვალუტა სომალის შილინგი (SOS)
დროის სარტყელი UTC+03:00
 -  ზაფხულის (DST) UTC+03:00 (UTC)
ქვეყნის კოდი SOM
Internet TLD .so
სატელეფონო კოდი 252

ისტორია

უძველესი დრო

ჩვენს წელთაღრიცხვამდე III ათასწლეულის შუიდან დაწყებული სომალის ჩრდილოეთ სანაპიროებთან (რომელსაც ისინი „პუნტის ქვეყანას“ ეძახიან) დაცურავდნენ ძველი ეგვიპტელები, რომლებსაც აქედან გაჰქონდათ ოქრო, სურნელოვანი ფისი, ხე-ტყე და გაჰყავდათ მონები. ამ ტერიტორიაზე საკუთარი ბატონობის დამყარების მიზნით, ეგვიპტელი მმართველები თავიანთ სასახლეებში ზრდიდნენ ადგილობრივი არისტოკრატიის ბავშვებს.

ჩვენს წელთაღრიცხვამდე III საუკუნეში სომალის ჩრდილოეთში საკუთარი ფაქტორიები დააარსეს პტოლემეების დინასტიის ქვეშევრდომებმა — ბერძნებმა და ეგვიპტელებმა. სხვა საქმიანობის გარდა ისინი ასევე დაკავებული იყვნენ სპილოების დაჭერით და მათი ეგვიპტეში გაგზავნით.

იმ დროს სომალის ძირითად მოსახლეობას შეადგენდნენ მომთაბარე მესაქონლეები, მაგრამ ადენის ყურის სანაპიროზე უკვე არსებობდა პორტის დასახლებები, რომლებსაც ადგილობრივი არისტოკრატია მართავდა. ჩვენი წელთაღრიცხვის I-II საუკუნეებში ჩრდილოეთ სომალის სანაპიროს მოსახლეობა ავალიტის, მალაოს, ოპონას პორტების მეშვეობით აწარმოებდა ვაჭრობას რომის იმპერიასთან, სამხრეთ არაბეთთან, ინდოეთთან. სომალიდან გაჰქონდათ სურნელოვანი ფისი, სანელებლები, სპილოს ძვალი, კუს ჯავშანი, მონები, ხოლო შემოჰქონდათ ხელნაკეთი ნაკეთობანი და საკვები პროდუქტები.

აქსუმის სამეფოს (ძველი ეთიოპია, ჩვენი წელთაღრიცხვის IV-VI საუკუნეები) აყვავების პერიოდში მისი ხელისუფლების ქვეშ მოექცა სომალის ჩრდილოეთი ნაწილი, აღმოცენდა მთავარი პორტი ზეილა (დღევანდელი ჯიბუტის აღმოსავლეთით).

აქსუმის სამეფოს გავლენის შესუსტების შემდეგ სომალის ჩრდილოეთით აღმოცენდა ბერბერას ადრესახელმწიფოებრივი წარმონაქმნი და ჰავიას ტომების კავშირი. მათში შედიოდნენ სანახევროდ მუდმივად მცხოვრები მიწადმოქმედი-მესაქონლეები, ასევე მომთაბარეები.

შუა საუკუნეები

XII-XIII საუკუნეებში სომალის ტერიტორიაზე გავრცელდა ისლამი, თუმცა მას ადგილობრივი რელიგიური კულტები ბოლომდე არ განუდევნია.

XII-XVI საუკუნეებში თანამედროვე სომალის ტერიტორიაზე პერიოდულად ჩნდებოდნენ ხოლმე სასულთნოები, რომლებიც მალევე იშლებოდნენ.

XIV-XV საუკუნეებში მიმდინარეობდა მუდმივი ომები სომალის ისლამურ სასულთნოებსა და ქრისტიანულ ეთიოპიის იმპერიას შორის. ეთნონიმ „სომალის“ პირველი ხსენება ჩნდება XV საუკუნის დასაწყისის ამხარულ სიმღერაში, ეთიოპიის იმპერატორ იისჰაკის გამარჯვების პატივსაცემად.

1499 წელს სომალის ნაპირებთან გამოჩნდნენ პორტუგალიური გემები ვასკო და გამას მეთაურობით. პორტუგალიელებმა დაიპყრეს სომალის ქალაქები — მოგადიშო 1499 წელს, ბაროუე 1506 წელს, ზეილა 1517 წელს. საბოლოოდ პორტუგალიელებმა დაიმორჩილეს სომალის მთელი სანაპირო.

მაგრამ პორტუგალიელების წინააღმდეგ გამოვიდნენ ეგვიპტის მამლუქები და თურქები, რომლებსაც მხარი დაუჭირეს ადგილობრივმა სომალელებმა. პორტუგალიის მხარეზე დადგა ეთიოპია. 1530-1559 წლებში სომალის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა სომალელების, მამლუქების და თურქების სისხლისმღვრელი და დამანგრეველი ომები ეთიოპელებთან და პორტუგალიელებთან. საბოლოოდ გაიმარჯვა ეთიოპიამ, ხოლო სომალელი ტომები დაიშალნენ ერთმანეთთან მეომარ პატარ-პატარა ჯგუფებად.

ერთმანეთს შორის ომების შედეგად სომალის ქალაქების მოსახლეობა მკვეთრად შემცირდა. ზოგიერთი ქალაქი საერთოდ გაუკაცრიელდა. ქალაქი ზეილა XVII საუკუნეში გადავიდა თურქეთის ხელისუფლების ხელში. XVII საუკუნის შუიდან სომალის აღმოსავლეთის სანაპირო ქალაქები დაიმორჩილა ომანის სასულთნომ. ომანის სულთნების რეზიდენციის ზანზიბარში გადატანისა და შემდგომ სასულთნოს აფრიკულ და აზიურ ნაწილებად გაყოფის შემდეგ სომალის აღმოსავლეთი სანაპირო გადაეცა ზანზიბარს, ხოლო ჩრდილოეთი თურქეთს. ამასთან სომალის შიდა ნაწილებში წარმოიქმნა ბევრი ადგილობრივი სასულთნო (რაჰანვეინი, მიჯურტინი, გელედი, ტუნი და სხვა), რომლებიც არ სცნობდნენ თურქეთის და ზანზიბარის ხელისუფლებას, აკონტროლებდნენ შიდა სავაჭრო გზებს და მთიანეთის და მდინარის ხეობების ნაყოფიერ მიწებს.

XIX საუკუნე

XIX საუკუნეში სომალიში გახშირდა ძმათამკვლელი ომები სასულთნოებსა და ტომებს შორის, რომელსაც თან ახლდა მოსახლეობის დიდი ჯგუფების მიგრაცია, განსაკუთრებით სამხრეთ რაიონებში.

XIX საუკუნის დასაწყისში სომალიში გავრცელება დაიწყო მუსულმანური რელიგიის სხვადასხვა მიმდევრობებმა და სექტებმა, რომლებიც პერიოდულად «ჯიჰადს» უცხადებდნენ მეზობლებს.

1819 წელს ერთ-ერთმა სექტამ დააარსა თეოკრატიული სახელმწიფო ბარდერა, რომელმაც ომი დაუწყო გელედის, ტუნის და ბარაუეს სასულთნოებს. XIX საუკუნის შუაში ბარდერა დაამარცხეს მეზობლებმა, მაგრამ ჯიჰადის ფესვები მაინც ვერ აღმოიფხვრა.

XIX საუკუნის შუაში ზანზიბარი ცდილობდა გაეძლიერებინა საკუთარი კონტროლი სომალის ქალაქებზე (1843 წელს დაიპყრო მოგადიშო, 1862 წელს მერკა), მაგრამ ამ ცდებმა განსაკუთრებული წარმატებები ვერ მოიტანა.

1869 წლიდან სომალის პორტების დაპყრობა დაიწყო ეგვიპტემ. მაგრამ 1885 წლისთვის ეგვიპტელებმა დატოვეს სომალი, რადგან ვერ გაუძლეს ადგილობრივი მმართველების წინააღმდეგობებს.

1884-1888 წლებში დიდმა ბრიტანეთმა, იტალიამ და საფრანგეთმა ერთმანეთში გაინაწილეს სომალის მთელი სანაპირო.

სომალის სამხრეთმა ნაწილმა (მიჯურტინის და ობიას სასულთნოები) მიიღო იტალიის პროტექტორატი. სომალის სამხრეთ რეგიონებზე ასევე პრეტენზიას აცხადებდა გერმანიაც, მაგრამ დიდმა ბრიტანეთმა ეს არ დაუშვა. ჩრდილოეთი სანაპირო გადავიდა ბრიტანეთის ხელისუფლების კონტროლის ქვეშ, ჯიბუტი კი საფრანგეთის. სომალის ზოგიერთმა ტომმა ქვეყნის შიდა რაიონებში მიიღო ეთიოპიის მმართველობა.

XX საუკუნე

1899 წლიდან მუსულმანი მოძღვარი საიდ მოჰამედ აბდილე ჰასანი დიდი ხნის განმავლობაში ებრძოდა იტალიელებს და ბრიტანელებს ჯიჰადის ლოზუნგებით. მას უნდოდა უცხოელების გაყრა და სრულიად ისლამური სახელმწიფოს დაარსება. პირველი მსოფლიო ომის დროს ჰასანს იმედი ჰქონდა თურქეთის და გერმანიის დახმარებისა. ჰასანის დამარცხება მოხდა მხოლოდ 1920 წელს; დამოუკიდებელ სომალიში ის ითვლებოდა ეროვნულ გმირად, მისი სახელი დაერქვა ქვეყნის სამხედრო აკადემიასაც კი.

1920-იან წლებში იტალიელმა კოლონიზატორებმა სომალიში დაიწყეს ევროპული ტიპის პლანტაციურ-ფერმერული მეურნეობის სისტემის განვითარება. ამ მიზნისათვის ბენიტო მუსოლინის ფაშისტური მთავრობა გამოჰყოფდა მნიშვნელოვან ფინანსურ სუბსიდიებს, ასევე სომალიში აშენებდა გზებს და საირიგაციო ნაგებობებს. იტალიის ფაშისტური ხელისუფლება ასევე ხელს უწყობდა იტალიელი გლეხების გადასახლებას სომალიში.

იმავე პერიოდში ბრიტანელი კოლონიზატორები სომალის საკუთარ ნაწილში ძირითადად დაკავებულები იყვნენ გზების მშენებლობით, პორტების გაუმჯობესებით და ტყავის ექსპორტით (ძირითადად თხების).

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში სომალი გაერთიანდა ჯერ იტალიის დროშის ქვეშ, შემდეგ დიდი ბრიტანეთის იმპერიის. კოლონიის შემდგომმა მომავალმა გამოიწვია დიდი კამათი საერთაშორისო დონეზე და საბოლოოდ გადაწყდა, რომ მიენიჭებინათ მისთვის დამოუკიდებლობა ხანგრძლივი გარდამავალი პერიოდის შემდეგ.

დამოუკიდებლობის პერიოდი

1960 წელს სომალიმ მიიღო დამოუკიდებლობა და მაშინ ფორმალურად გაერთიანდა ორი ყოფილი კოლონია — იტალიის სომალი და ბრიტანეთის სომალი (სომალილენდი). პირველი პრეზიდენტი გახდა ადენ აბდულა ოსმან დაარი. 1960 წლის სექტემბერში სსრკ-მა დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა სომალისთან. ექვსი თვის შემდეგ სომალიში გაემგზავრა ოფიციალური სახელმწიფო დელეგაცია. 1961 წელს საბჭოთა კავშირს მცირე დელეგაციით ესტუმრა სომალის პრემიერ-მინისტრი აბდირაშიდ ალი შერმარკე. ვიზიტის დროს ხელი მოეწერა შეთანხმებებს ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ. შეთანხმება ითვალისწინებდა საბჭოთა კავშირის დახმარებას სოფლის მეურნეობის და კვების მრეწველობის განვითარებაში; წყალსაცავის და საზღვაო პორტის მშენებლობაში; კალის და ტყვიის მოსაპოვებლად გეოლოგიურ-სამძებრო სამუშაოების ჩატარებაში; წყალში ჭაბურღილების ბურღვაში. 1963 წლიდან 1967 წლის ჩათვლით სომალი მხარს უჭერდა სომალელების ამბოხებულთა მოძრაობას კენიაში.

1969 წელს სამხედრო გადატრიალების შედეგად ხელისუფლებაში მოვიდა გენერალი მოჰამედ სიად ბარე, რომელმაც განაცხადა ქვეყანაში ისლამური სპეციფიკის სოციალიზმის მშენებლობის შესახებ. 1970-1977 წლებში სომალიმ მიიღო მნიშვნელოვანი საბჭოთა სამხედრო და ეკონომიკური დახმარება, საბჭოთა სამხედრო ფლოტმა თავის განკარგულებაში მიიღო ბერბერის ბაზა. სომალიში მომუშავე საბჭოთა სპეციალისტების რაოდენობა 1970-იანი წლების შუაში შეადგენდა რამდენიმე ათას ადამიანს.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სომალიმ ტერიტორიული პრეტენზიები წაუყენა მეზობელ ქვეყნებს და ტერიტორიებს — კენიას, ეთიოპიას და ჯიბუტის (მაშინ აფარების და ისას ტერიტორია), და ხელს უწყობდა ადგილობრივი სომალელი თემების ირედენტისტურ მისწრაფებებს. 1977 წელს მოჰამედ სიად ბარე მოულოდნელად თავს დაესხა სსრკ-ს მეორე მეკავშირეს აფრიკის რქის რეგიონში — ეთიოპიას და დაიწყო ოგადენის ომი. მან გადაწყვიტა ესარგებლა მეზობლის (ეთიოპიის) ეკონომიკური სიძნელეებით და დიდი სომალის შექმნის პოლიტიკით გამსჭვალულმა სცადა მისთვის წაერთმია სომალელებით დასახლებული ოგადენის რეგიონი, რომელიც ეთიოპიამ ხელში ჩაიგდო XX საუკუნის დასაწყისში. რადგანაც იმ დროს ორივე ქვეყანაში ხელისუფლებაში იმყოფებოდა პროსაბჭოთა ორიენტაციის მთავრობა, სსრკ იძულებული იყო მხარი ერთ-ერთისათვის დაეჭირა და მათ ეთიოპიის მთავრობა უფრო საიმედოდ ჩათვალეს. ომის შედეგად ეთიოპიის არმიამ, რომელიც იყენებდა საბჭოთა იარაღის მუდმივ მოწოდებას და კუბელ სამხედროებს, გაანადგურა სომალელები. 1978 წელს სომალიში მოხდა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა პროსაბჭოთა განწყობილების არმიის ოფიცრების მიერ, რომელშიც მონაწილეობას იღებდა აბდულაჰი იუსუფ აჰმედი — 2004-2008 წლებში სახელმწიფოს ფორმალური მეთაური.

ოგადენის ომის შემდგომ პერიოდში ეკონომიკურ და პოლიტიკურ სფეროში მოხდა საერთო კრიზისი. 1980-იან წლებში ქვეყნის ჩრდილოეთში დაიწყო სამოქალაქო ომი, ხოლო 1991 წელს გაგრძელებული კრიზისის შედეგად პრეზიდენტი მოჰამედ სიად ბარე გადააყენეს და ქვეყანა მოიცვა საერთო, მასიურმა ქაოსმა. მხოლოდ იემენში გაიქცა არანაკლებ 60 ათასი ადამიანი.

ქაოსის პერიოდი

სომალიმ, როგორც სახელმწიფომ, ფაქტობრივად შეწყვიტა თავისი არსებობა, დაკარგა რა ერთიანი სახელმწიფოებრიობის ყველა ატრიბუტი და დაიშალა ბევრ პატარ-პატარა ნაწილებად, რომლებსაც აკონტროლებდნენ ერთმანეთის მიმართ მტრულად განწყობილი საველე მეთაურები. ქვეყნის ჩრდილოეთმა ნაწილმა გამოაცხადა თავისი დამოუკიდებლობა, როგორც სომალილენდის რესპუბლიკა და რჩება შედარებით სტაბილური. ზოგიერთი წყაროები ემხრობიან იმ აზრს, რომ ქვეყანაში დღეისათვის არსებული მდგომარეობა არის ანარქიული.

1991-1992 წლებში ყველა სოციალური სტრუქტურების დაშლის შედეგად სომალიში დაიწყო ძლიერი შიმშილი, რის შედეგადაც დაიღუპა 300 000 ადამიანი. 1992 წლის დეკემბერში „იმედის აღორძინების“ ოპერაციის ფარგლებში ქვეყანაში შეიყვანეს გაეროს სამშვიდობო ძალები, რომლებიც იცავდნენ ჰუმანიტარული დახმარების გამანაწილებელი ორგანიზაციების თანამშრომლებს ადგილობრივი საველე მეთაურების მოქმედებებისაგან. ოპერაცია წარმატებული გამოდგა, მაგრამ გაეროს ძალები შეეცადნენ ჩარეულიყვნენ სომალის საშინაო კონფლიქტში, რამაც გამოიწვია მათი დაპირისპირება ქვეყნის პრეზიდენტობაზე ერთ-ერთი პრეტენდენტის, საველე მეთაურის — მოჰამედ ფარაჰ აიდიდის ბოევიკებთან. 1993 წლის 3 ოქტომბერს ბოევიკებსა და სამშვიდობოებს შორის რამდენიმე შებრძოლებისა და კონფლიქტის ესკალაციის შემდეგ ბრძოლებში დაიღუპა 18 ამერიკელი ჯარისკაცი და ჩამოგდებული იქნა ორი ვერტმფრენი. აშშ-ში ეს მოვლენები საზოგადოებამ აღიქვა, როგორც ქვეყნის ჩათრევა სომალის სამოქალაქო ომში, რის გამოც პრეზიდენტ ბილ კლინტონს მოუწია გამოეყვანა აშშ-ის ჯარი სომალიდან. 1995 წლის მარტში ქვეყანა დატოვეს გაეროს სხვადასხვა ქვეყნის სამშვიდობოებმაც. 1996 წელს აიდიდის დაღუპვის შემდეგ ლიდერის როლი გადავიდა მისი შვილის — ჰუსეინ მოჰამედ ფარაჰ აიდიდის ხელში, მაგრამ მისი ფუნქცია უკვე ვერასოდეს ვეღარ ასრულებდა დიდ როლს ქვეყნის ცხოვრებაში.

კონფლიქტი გადავიდა ფარულ სტადიაში, საბრძოლო შეტაკებები ხდებოდა მხოლოდ ისეთი ეკონომიკური მიზეზების გამო, როგორებიცაა იარაღის გაყიდვებისგან მიღებული შემოსავლების განაწილება ან რესურსების გატანაზე კონტროლი. სომალი გადაიქცა ინდოეთის ოკეანეში მეკობრეების ბაზად. გემების და მძევლების აყვანა გახდა ხშირი მოვლენა. მეკობრეები სარგებლობდნენ კატერებით, ავტომატებით და ყუმბარმტყორცნებით.

2000 წელს იყო მცდელობა ქვეყნის გაერთიანებისა, როდესაც საველე მეთაურების წარმომადგენლებმა, რომლებიც შეიკრიბნენ ჯიბუტის ქალაქ არტაში, პრეზიდენტად აირჩიეს საბჭოთა კავშირში უმაღლესგანათლებული აბდიქასიმ სალად ჰასანი. მაგრამ მასზე დამორჩილებაზე უარი განაცხადეს საველე მეთაურები, რომლებსაც ეთიოპია უჭერდა მხარს. 2004 წელს ეთიოპიის მხარდაჭერით შეიქმნა ალტერნატიული დროებითი მთავრობა, რომელსაც სათავეში ჩაუდგა აბდულაჰი იუსუფ აჰმედი.

2004 წელს სომალის გარდამავალი ფედერალური მთავრობის შექმნის შემდეგ, გარდამავალმა პარლამენტმა 2006 წლის დასაწყისში ჩაატარა პირველი სხდომა ქალაქ ბაიდოაში. იმ მომენტში სომალის გარდამავალი ფედერალური მთავრობა აკონტროლებდა პრაქტიკულად ყველა ტერიტორიას, სამხრეთი „მიკრო-ზონების„ ჩათვლით. 2006 წლის მაისისათვის სომალის სამხრეთში დაიწყო ფრაქციებს შორის ბრძოლა, გაცილებით დიდი, ვიდრე უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში. ისლამური სასამართლოების კავშირი დაუპირისპირდა სომალის გარდამავალი ფედერალური მთავრობის კონფედერაციას, რომელსაც მხარს უჭერდა ამერიკის შეერთებული შტატები.

2006 წლის გაზაფხულზე მოგადიშო გახდა ბრძოლების არენა ისლამური სასამართლოების კავშირის ისლამისტებსა და მშვიდობის აღორძინების კონტრტერორისტული ალიანსის პროამერიკულად განწყობილ საველე მეთაურებს შორის. 2006 წლის 5 ივნისს ისლამური სასამართლოების კავშირმა დაამყარა მთლიანი კონტროლი დედაქალაქზე, რომელშიც გადამწყვეტი როლი ითამაშა საველე მეთაურ „ინდაადის“ ფორმირებებმა. 24 სექტემბერს ისლამური სასამართლოების კავშირმა უბრძოლველად დაამყარა კონტროლი კისმაიოს სტრატეგიულ პორტზე.

რამდენიმე თვის შემდეგ ისლამური სასამართლოების კავშირი უკვე აკონტროლებდა ათიდან შვიდ რეგიონს სომალის სამხრეთში, მოგადიშოს ჩათვლით. მათ ამას დაარქვეს „უპრეცედენტო სტაბილურობის“ პერიოდი და „დანაშაულთან ბრძოლაში უზარმაზარი წარმატება“. ბლოკპოსტების მოხსნამ, ნაგვისგან გასუფთავებამ, აერო- და საზღვაო პორტების გახსნამ, ასევე ფართე სასამართლო სისტემის აქცენტირებამ მოიტანა უსაფრთხოების და თავისუფლების ამაღლება. ჩამოყალიბებულმა რეჟიმმა დიდი მხარდაჭერა მოიპოვა (95 %), რომელიც პირველად აღინიშნა 1991 წელს სომალის დაშლის შემდეგ. ისლამური სასამართლოების კავშირის გავლენის გაფართოების საპასუხოდ ეთიოპიამ გაზარდა საკუთარი სამხედრო შენაერთები ბაიდოაში, ბაკულაში და გედოში სომალის გარდამავალი ფედერალური მთავრობის მხარდასაჭერად. ისლამური სასამართლოების კავშირი ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა და ამტკიცებდა, რომ ყველა უცხოურ ჯარს უნდა დაეტოვებინა ქვეყანა. შემდგომმა მოლაპარაკებებმა ხელი შეუწყო დიალოგს ისლამური სასამართლოების კავშირსა და სომალის გარდამავალ ფედერალურ მთავრობას შორის, მაგრამ ამ მოლაპარაკებებმა მარცხი განიცადა 2006 წლის მეორე ნახევარში. ასე რომ, ისლამურმა სასამართლოების კავშირმა და ეთიოპიამ მობილიზაცია გაუკეთეს თავიანთ ჯარს. 2006 წლის ნოემბერში გამოქვეყნებულ მოხსენებაში გაერომ გამოთქვა წუხილი ქვეყანაში იარაღის უკონტროლო ნაკადის დინების მიმართ, რომელშიც მის მიწოდებაზე არსებული ემბარგოს დამრღვევი ათობით სახელმწიფო იყო გარეული. ამავდროულად გაჩნდა საშიშროება, რომ სომალი შეიძლება გახდეს საბრძოლო მოქმედებების არენა ეთიოპიასა და ერიტრეას შორის. უცხოელი ბოევიკების მონაწილეობა ისლამური სასამართლოების კავშირის შემადგენლობაში იწვევდა შეშფოთებას დასავლეთში. აშშ-ის პოლიტიკამ სომალისთან მიმართებაში შეიძინა განსაკუთრებული ხასიათი. ამერიკელი ოფიციალური პირები ამტკიცებდნენ, რომ ისლამური სასამართლოების კავშირის ხელმძღვანელობა იმყოფება ალ-ქაიდას კონტროლ ქვეშ და ეს განხილული იქნება იმის საფუძვლად, რომ აშშ მიემხრობა ეთიოპიის მოქმედებებს.

2006 წლის ბოლოს ეთიოპია ჩაერია სომალის ომში საველე მეთაურების მხარეზე. ეთიოპიის ძირითადი სამხედრო ოპერაცია გაიშალა 24 დეკემბერს, რომლის დროსაც ისლამური სასამართლოების კავშირმა განიცადა სასტიკი მარცხი. ეთიოპიამ გაანადგურა მათი სამხედრო დაჯგუფებები და ხელისუფლებაში დააბრუნა იუსუფ აჰმედის მთავრობა. ამ მოვლენის შემდეგ, ეთიოპიამ და სომალის გარდამავალმა ფედერალურმა მთავრობამ განაცხადეს სამშვიდობო კონფერენციის ჩატარების შესახებ 2006 წლის ბოლო დღეებში და ამავე დროს მათ დაიკავეს მოგადიშო და სხვა საკვანძო ობიექტები. გამარჯვებულმა მხარემ მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას დაუყოვნებლივ განელაგებინათ აფრიკის კავშირის ძალები სომალის გარდამავალი ფედერალური მთავრობის მხარდასაჭერად, რადგანაც მოგადიშოს ქუჩებში ისევ გამოჩნდნენ შეიარაღებული დამნაშავეები, ამასთან ერთად ისლამისტი ლიდერები პირობას იძლეოდნენ, რომ დაიწყებდნენ ასიმეტრიულ ომს ეთიოპიისა და გარდამავალი მთავრობის წინააღმდეგ. ეთიოპიის ჩარევის მიუხედავად, სიტუაცია მაინც დაძაბული დარჩა, იუსუფ აჰმედის ადმინისტრაცია ვერ აკონტროლებდა ქვეყნის დიდ ნაწილს. 2008 წლის 29 დეკემბერს სომალის პრეზიდენტი აბდულაჰი იუსუფ აჰმედი გადადგა. 2009 წლის 25 იანვარს ეთიოპიამ დაამთავრა თავისი ჯარების გამოყვანა სომალიდან. ისლამური დაჯგუფება «აშ-შაბააბის» ფორმირებებმა თავიანთ კონტროლ ქვეშ აიღეს სომალის დედაქალაქ მოგადიშოს დიდი ნაწილი.

2009 წლის 31 იანვარს ჯიბუტიში სომალის პარლამენტის სხდომაზე სომალის პრეზიდენტად აირჩიეს ზომიერი ისლამისტების ლიდერი შარიფ შეიხ აჰმედი. 2009 წლის 18 აპრილს სომალის პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება ქვეყანაში შარიათის კანონების შემოღების შესახებ. ამ კანონის მიღებას პარლამენტში ელოდნენ 10 მარტიდან, როდესაც ამ გადაწყვეტილებას ხმა მისცა ქვეყნის ახალი პრეზიდენტის — შარიფ შეიხ აჰმედის მინისტრთა კაბინეტმა. ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ ახალი პრეზიდენტის ეს ნაბიჯი დაასუსტებდა ბოევიკების პოზიციებს, რომლებიც თავს აფარებდნენ ისლამის იდეებს. ამას გარდა, ელოდნენ, რომ ეს გამოიწვევდა კეთილგანწყობას სპარსეთის ყურის მდიდარი ქვეყნების პოტენციური სპონსორების მხრიდან.

მაგრამ, ამ ღონისძიებების მიუხედავად, „აშ-შაბააბის“ ფორმირებები ინარჩუნებენ საკუთარ დომინანტურ პოზიციებს სომალიში. შარიფ შეიხ აჰმედის მთავრობა აკონტროლებს დედაქალაქის მხოლოდ რამდენიმე კვადრატულ კილომეტრს, ძირითადად აფრიკული სამშვიდობო ძალების მეშვეობით, რომლებიც ძირითადად უგანდის და ბურუნდის სამხედრო ნაწილებისგან შედგება. დედაქალაქის ეს ნაწილი მუდმივი ცეცხლის ქვეშაა ამბოხებულთა მხრიდან. „აშ-შაბააბის“ ისლამისტებმა თავიანთ კონტროლირებად ტერიტორიებზე შემოიღეს შარიათის კანონები. ქურდობაში ეჭვმიტანილი სომალელი მოსახლეობის ხელების სახალხო ამპუტაცია გახდა ჩვეულებრივი მოვლენა. ამბოხებულები აფინანსებენ თავიანთ მოღვაწეობას, ნაწილობრივ კენიის საზღვარზე კონტრაბანდული ვაჭრობის დახმარებით, ნაწილობრივ მხარდამჭერი ვაჭრების და მცირე მეწარმეების დახმარებით. საერთაშორისო მიმომხილველები ეჭვობენ კონტაქტების არსებობის შესაძლებლობას „აშ-შაბააბსა“ და ალ-კაიდას შორის.

2010 წლის 31 ოქტომბერს სომალის პრემიერ-მინისტრი გახდა მოჰამედ აბდულაჰი მოჰამედი, რომელსაც ჰქონდა ორმაგი — სომალურ-ამერიკული მოქალაქეობა.

ქვეყნის პრეზიდენტ შარიფ შეიხ აჰმედსა და პარლამენტის სპიკერ შარიფ ჰასან შეიხ ადენს შორის კონფლიქტის ფონზე, 2011 წლის 28 ივლისს ჰარვარდის უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტის კურსდამთავრებული აბდიველი მოჰამედ ალი დაინიშნა სომალის ახალ პრემიერ-მინისტრად. მან მიზნად დაისახა ჩამოეყალიბებინა ახალი კაბინეტი დასავლეთში განათლებამიღებული სომალელებისაგან, მოუწოდა მათ დაბრუნებულიყვნენ სამშობლოში ათწლეულობით მიმდინარე სამოქალაქო ომის შემდეგ ქვეყნის ასაღორძინებლად. სომალის მთავრობის მეთაურის მოადგილე და საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა ინგლისური ენის მასწავლებელი ლონდონიდან მოჰამედ იბრაჰიმი.

თანამედროვე პოლიტიკური სიტუაცია

სომალიში არსებული ფედერალური მთავრობა აღიარებულია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, როგორც სომალის კანონიერი ხელისუფლება, მაგრამ სულ ბოლო დრომდე იგი რეალურად აკონტროლებდა დედაქალაქ მოგადიშოს მხოლოდ 60 %-ს და ქვეყნის ტერიტორიის არასრულ ნაწილს. სომალის სამხრეთის და სამხრეთ-დასავლეთის ტერიტორია დაპირისპირების არენაა „აშ-შაბააბის“ და „ჰიზბ-ულ-ისლაამის“ ისლამური მოძრაობის მოჯაჰიდებსა და სომალის ფედერალური მთავრობის მოკავშირე ჯუბალენდის და სამხრეთ-დასავლეთი სომალის ავტონომიურ ადმინისტრაციებს შორის. სომალის ჩრდილოეთ ტერიტორიას აკონტროლებს არააღიარებული სახელმწიფო სომალილენდი, რომელმაც 1991 წელს ცალმხრივად გამოაცხადა საკუთარი დამოუკიდებლობა. უკანასკნელ წლებში მიმდინარეობს სომალილენდის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხის განხილვა, ხოლო მსოფლიოს ზოგიერთმა ქვეყანამ მასთან დიპლომატიური ურთიერთობებიც კი დაამყარა (მათ შორისაა დიდი ბრიტანეთი, ბელგია, განა, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, შვედეთი, ჯიბუტი); სომალილენდის დედაქალაქ ჰარგეისაში ასევე მოქმედებს ეთიოპიის საელჩო. 2007 წლის 17 იანვარს ევროკავშირმა სომალილენდში გააგზავნა დელეგაცია შემდგომი ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობების განსახილველად. ამის შემდეგ 2007 წლის 29 იანვარს აფრიკის კავშირმა სომალილენდში მიავლინა თავისი წარმომადგენელი მომავალში სახელმწიფოს საერთაშორისო აღიარების საკითხების გადაწყვეტის მიზნით. მაგრამ ამის გარდა ამ პრობლემის გადასაწყვეტად არავითარი კონკრეტული ღონისძიება არ ჩატარებულა. გარდა ამისა, დღეისათვის სეპარატისტული მოძრაობები არსებობს თვითონ სომალილენდის ტერიტორიაზეც: ჯერ გამოეყვნენ ნორთლენდი და მაახირი (მოგვიანებით შეუერთდა პუნტლენდს), ხოლო 2010 წლიდან გამოყოფას აპირებს ავდალენდი, რომელიც მდებარეობს არაღიარებული ქვეყნის დასავლეთით.

ამასთან ერთად, სომალის ფედერალური მთავრობა ფლობს ფორმალურ სუვერენიტეტს თვითგამოცხადებული ავტონომიების — პუნტლენდის და გალმუდუგის ტერიტორიებზე, ასევე სომალილენდიდან გამოყოფილი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნების — მაახირის და ნორთლენდის ტერიტორიებზე, რომლებიც ფაქტობრივად უკვე შესულები არიან პუნტლენდის შემადგენლობაში. სავარაუდოდ ეს ტერიტორიები მომავალში შტატების სახით, სომალილენდთან, ჯუბალენდთან და სამხრეთ-დასავლეთ სომალისთან ერთად შექმნიან ერთიან სომალის ფედერაციულ სახელმწიფოს.

პუნტლენდის ავტონომიური რაიონი (პუნტლენდის 2001 წლის კონსტიტუციის თანახმად — პუნტლენდის სომალური სახელმწიფო), დღეისათვის მხარს უჭერს ფედერალურ მთავრობას და საკუთარ თავს მიიჩნევს მომავალი ერთიანი ფედერალური სომალის ავტონომიურ ნაწილად. რეალურად, თანამედროვე ეტაპზე სწორედ ის გახდა ახალი სომალის სახელმწიფოებრიობის გაერთიანების ბირთვი. ამასთან ერთად სომალის ცენტრალურ ნაწილში მოქმედებებს აგრძელებენ რამდენიმე მცირე მტრული შეიარაღებული დაჯგუფებები (სომალელი მეკობრეების ჩათვლით), რომლებსაც აქვთ აშკარად გამოხატული დამოუკიდებლობა ფედერალური ხელისუფლების მიმართ.

2012 წლის აგვისტოში მოგადიშოში საკონსტიტუციო ასამბლეამ მიიღო დროებითი სომალის კონსტიტუცია, რომელმაც სომალი გამოაცხადა, როგორც ფედერაციული სახელმწიფო. ჩამოყალიბდა სომალის ფედერალური მთავრობა — პირველი მუდმივი საერთაშორისო მთავრობა ქვეყანაში სამოქალაქო ომის დაწყების მომენტიდან.

პოლიტიკური მოწყობა

სომალი 
სომალის პოლიტიკური რუკა 2014 წლის ოქტომბრისთვის

სომალის ჰყავს საერთაშორისოდ აღიარებული ფედერალური მთავრობა. დღეისათვის სომალის ტერიტორიაზე არსებობს შემდეგი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები:

  • სომალის რესპუბლიკა (მოგადიშოს ძირითადი ნაწილი, იქ აფრიკის კავშირის ეგიდით განლაგებული უგანდელი და ბურუნდიელი სამხედრო კონტიგენტის დახმარებით) — გარდამავალი ფედერალური მთავრობის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიები, რომლებსაც ასევე ფორმალურად ექვემდებარება რამდენიმე თვითგამოცხადებული ნახევრადავტონომიური სახელმწიფო და „აშ-შაბააბთან“ და სომალილენდთან შეერთების მოწინააღმდეგე მცირე დაჯგუფებები.
  • ჯუბალენდი (სამხრეთ-დასავლეთი) — 2013 წლიდან ავტონომიაა. თავდაპირველად გამოაცხადა დამოუკიდებლობა, მაგრამ შემდეგ მოხვდა რადიკალი ისლამისტების კონტროლ ქვეშ. 2011 წელს ეთიოპიის საზღვართან არსებული ტერიტორიის ნაწილი განთავისუფლდა და გამოცხადდა ავტონომიად ფედერაციული სომალის შემადგენლობაში, ომში მონაწილეობს ფედერალური მთავრობის მხარეს. რეგიონის სამხრეთ ნაწილში კენიის ინიციატივით გამოცხადდა მეორე ავტონომიური სახელმწიფო — აზანია, რომელიც ნეიტრალურ პოზიციას იჭერდა სამოქალაქო ომში, მაგრამ აზანიამ ვერ შეძლო გაემყარებინა დამოუკიდებლობა და კონტროლ ქვეშ აეღო იმ ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელზეც ის პრეტენზიას აცხადებდა. 2013 წელს აზანია გახდა ჯუბალენდის ნაწილი, რომელიც ოფიციალურად იქნა ცნობილი ავტონომიად, სომალის ფედერალურ მთავრობასთან შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ.
  • გალმუდუგი (ცენტრი) — ავტონომიური რაიონი, თავდაპირველად გამოაცხადა თავისი დამოუკიდებლობა, მაგრამ დღეისათვის იგი აღიარებს გარდამავალ ფედერალურ მთავრობას და საკუთარ თავს ავტონომიად მიიჩნევს, ომში მონაწილეობს ფედერალური მთავრობის მხარეს;
  • ჰიმანი და ჰები (ცენტრი) — ნახევრადავტონომიური სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი გალმუდუგის ტერიტორიაზე, უკავია ნეიტრალური პოზიცია, დღეისათვის განიხილავს ფედერაციული სომალის შემადგენლობაში შესვლის შესაძლებლობას;
  • აჰლუ-სუნა-უალჯამა'ა (Ahlu Sunna Waljama'a, ASWJ („უმრავლესობა“); ეთიოპიის საზღვართან მიმდებარე ცენტრალური რაიონები) — გარდამავალი ფედერალური მთავრობის მხარდამჭერი და ომში მის მხარეზე მდგომი ზომიერი ისლამისტების დაჯგუფება, რომელიც მცირე ტერიტორიას აკონტროლებს ფრონტის ხაზზე, აქვს ავტონომიის სტატუსი;
  • პუნტლენდი (ჩრდილო-აღმოსავლეთი) — ცენტრალური გარდამავალი ფედერალური მთავრობის მხარდამჭერი ავტონომიური რაიონი, რომელიც დაახლოებით 2010 წლის მარტ-აპრილამდე მისი მთავარი საყრდენი იყო, მაგრამ პუნტლენდის ნავთობის საბადოებზე ფედერალური მთავრობის მიერ გაცემული კონცესიების ირგვლივ წარმოქმნილი კონფლიქტის შემდეგ განაცხადა თავის ნეიტრალიტეტზე, რამაც გამოიწვია სამთავრობო ჯარების შეტევის კრახი „აშ-შაბააბის“ შეიარაღებულ ძალებზე 2010 წლის თებერვალ-მარტში;
  • მაახირი (ჩრდილოეთი) — ავტონომიური სახელმწიფო, 2007 წლის 1 ივლისს გამოაცხადა თავისი დამოუკიდებლობა სომალილენდიდან, მაგრამ შემდეგ აღიარა გარდამავალი ფედერალური მთავრობა და საკუთარი თავი ავტონომიად გამოაცხადა, რომელმაც ფაქტობრივად ლიკვიდაცია განიცადა და მოექცა სომალილენდისა და პუნტლენდის კონტროლ ქვეშ. 2009 წლის 11 იანვრიდან მას მთლიანად აკონტროლებს პუნტლენდი, მაგრამ გამორიცხული არ არის მაახირს მიეცეს განსაკუთრებული სტატუსი პუნტლენდის შემადგენლობაში სომალის გაერთიანების შემდეგ;
  • ხატუმო (ჩრდილოეთი) — 2012 წლიდან ავტონომიაა. მანამდე საკუთარ თავს თვლიდა ეთნიკურად ახლო მდგომ პუნტლენდის ნაწილად. 2008 წელს გამოაცხადა თავისი დამოუკიდებლობა სომალილენდიდან და პუნტლენდიდან ნორთლენდის სახელით. სეპარატიზმი გამოწვეული იყო პუნტლენდის პასიური პოზიციით ტერიტორიების დაბრუნების საკითხზე, რომელიც დაიკავა სომალილენდმა 2007 წელს. 2009 წელს აღიარა გარდამავალი ფედერალური მთავრობა და საკუთარ თავს ავტონომიურად თვლიდა, მაგრამ მალე მან ლიკვიდაცია განიცადა და მოხვდა სომალილენდის და პუნტლენდის კონტროლ ქვეშ, შემდეგ აღიდგინა ავტონომიის სტატუსი სულ-სანააგ-აინის (SSC) სახელით. 2012 წლის იანვარში საკუთარი თავი გამოაცხადა ავტონომიად ხატუმოს სომალური სახელმწიფოს სახელით, რომელიც ამ სტატუსით აღიარა სომალის პრეზიდენტმა;
  • სომალის ისლამური ემირატი  — რადიკალური ისლამური მოძრაობა, რომელსაც კავშირი ჰქონდა „ალ-კაიდასთან “ და მჭიდროდ ურთიერთობდა მეზობელი იემენის რადიკალურ ისლამისტებთან, დღეისათვის აკონტროლებს მნიშვნელოვან ტერიტორიებს სომალის სამხრეთ-დასავლეთში და ცენტრში;
  • სომალილენდი (ჩრდილო-დასავლეთი) — საკუთარი თავი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოაცხადა 1991 წლის 18 მაისს. ოფიციალურად არ არის აღიარებული მსოფლიოს არც ერთი სახელმწიფოს მიერ, თუმცა აქვს არაფორმალური პოლიტიკური კავშირები ზოგიერთ ქვეყნებთან. აქვს ტერიტორიული კონფლიქტი მეზობელ პუნტლენდთან და ხატუმოსთან;
  • ავდალენდი (ჩრდილო-დასავლეთი) — 2010 წლის აგვისტოში თვითგამოცხადებული ავტონომიური რაიონი, საკუთარ თავს სომალილენდისგან დამოუკიდებლად თვლის და იმყოფება ფედერაციული სომალის შემადგენლობაში. ომში ფაქტობრივად არ არის ჩაბმული.

ადრე გამოცხადებული მთელი რიგი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები (ან შეიარაღებული დაჯგუფებები) დღეისათვის ფაქტობრივად უკვე აღარ არსებობენ:

  • ისლამური სასამართლოების კავშირი  — ფაქტობრივად დაიშალა რადიკალურ (სომალის სამხრეთი) და ზომიერ (სომალის ცენტრი) ისლამისტებად, რომლებიც რამდენიმე ხანს ერთმანეთს ებრძოდნენ, დღეისათვის რადიკალები („აშ-შაბააბი“) აკონტროლებენ თითქმის მთელ ტერიტორიას, რომელიც ეკავა ისლამური სასამართლოების კავშირს;
  • «ჰეზბ ალ-ისლამი»  — სომალიში ერთ-ერთი ძირითადი ფაქტობრივად დაშლილი რადიკალური ისლამური შეიარაღებული დაჯგუფება, მისი მეომრები შეუერთდნენ „აშ-შაბააბის“ დაჯგუფებას;
  • სომალის ცენტრალული შტატები (სომალის ცენტრი) — კლანებსშორისი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი, რომელიც ფაქტობრივად უკვე აღარ არსებობს, რადგანაც მას აკონტროლებენ ზომიერი ისლამისტები;
  • რაჰანიენის წინააღმდეგობის ფრონტი (სომალის სამხრეთ-დასავლეთი) — დღეისათვის კონტროლირდება რადიკალური ისლამისტების მიერ;
  • საველე მეთაურების ალიანსი (ქალაქ მოგადიშოს სხვადასხვა რაიონები) — ფაქტობრივად შეუერთდა გარდამავალ ფედერალურ მთავრობას.

ამას გარდა, ზოგიერთ ტერიტორიას ფაქტობრივად საერთოდ არა ჰყავს რაიმე ცენტრალიზებული ხელისუფლება და იმართება ადგილობრივი ტომების მეთაურების და ასევე სომალელი მეკობრეების მიერ.

გეოგრაფია

სომალი 
სომალის ტოპოგრაფიული რუკა
სომალი 
სომალის ხედი კოსმოსიდან

სომალი მდებარეობს აფრიკის აღმოსავლეთ ნაწილში და უკავია სომალის ნახევარკუნძულის უკიდურესი აღმოსავლეთი. სომალის გარდა ნახევარკუნძულზე ასევე მდებარეობენ ჯიბუტი, ეთიოპიის და ერიტრეის ნაწილი. ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილი უკავია ზეგნებს და პლატოებს. სომალის კლიმატი უპირველეს ყოვლისა არიდულია, ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე საკმაოდ იშვიათი ნალექებით. თავისი გეოგრაფიული მდგომარეობით სახელმწიფოს აქვს ყველაზე გრძელი სანაპირო ზოლი აფრიკის ყველა სახელმწიფოებს შორის, რომელიც გადაჭიმულია 3300 კმ-ზე.

ტერიტორია და საზღვრები

სომალის აქვს სახმელეთო საზღვარი კენიასთან (სამხრეთ-დასავლეთში), ეთიოპიასთან (დასავლეთში) და ჯიბუტისთან (ჩრდილო-დასავლეთში). აღმოსავლეთიდან გარს ერტყმის ინდოეთის ოკეანის, ხოლო ჩრდილოეთიდან ადენის ყურის წყლები. საზღვრების საერთო სიგრძე შეადგენს 2366 კმ-ს, აქედან ეთიოპიასთან — 1626 კმ, კენიასთან — 682 კმ და ჯიბუტისთან — 58 კმ. სანაპირო ზოლის სიგრძე — 3300 კმ. ქვეყნის ფართობია — 637 657 კმ², აქედან ხმელეთის — 627 337 კმ², ხოლო შიდა წყლების — 10 320 კმ². ქვეყნის უმაღლესი წერტილი — შიმბირისის მთა ზღვის დონიდან იმყოფება 2416 მეტრ სიმაღლეზე; ყველაზე დაბალი წერტილი — ინდოეთის ოკეანის დონეზეა.

რელიეფი

სომალის ტერიტორია უპირველე ყოვლისა წარმოადგენს ოგადენის ზეგანს საშუალო სიმაღლით დაახლოებით 900 მეტრი ზღვის დონიდან, რომელიც ჩრდილოეთისაკენ თანდათან მაღლდება და ქმნის ჰაუდის პლატოს. პლატოს დიდი ნაწილი შედგება ახალგაზრდა კირქვებისაგან და ქვიშაქვებისაგან. უკიდურეს ჩრდილოეთში, ადენის ყურის გასწვრივ, მდებარეობს ვიწრო სანაპირო ვაკე, რომელიც მნიშვნელოვნად ფართოვდება დასავლეთით ქალაქ ბერბერიდან. მის გასწვრივ გადაჭიმულია ამოწეული ზეგნის სივრცე, რომელიც მკვეთრად ეშვება სანაპირო ვაკისკენ კლდოვანი საფეხურებით. სომალის სამხრეთ-დასავლეთში გადაჭიმულია გოლგოდონის ვრცელი პლატო, რომელიც თანდათან დაბლდება ინდოეთის ოკეანის მიმართულებით. ქვეყნის უკიდურესი სამხრეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი წარმოადგენს ალუვიალურ ზეგნებს, რომლებიც ოკეანიდან გამოყოფილია ძველი დიუნების წყებით, გადაჭიმული 1000 კმ-ზე მეტი მანძილით კისმაიოდან სამხრეთში ჰობიომდე ჩრდილოეთში.

სომალი საკმაოდ ღარიბია კუნძულების და განსაკუთრებით დიდი კუნძულების რაოდენობით. ყველაზე აღსანიშნავია ბაჯუნის კუნძულები, რომლებიც მდებარეობენ ინდოეთის ოკეანეში, ქვეყნის უკიდურეს სამხრეთში.

შიდა წყლები

სომალის ერთადერთი დაუშრობელი მდინარეებია — ჯუბა და უები-შაბელე, რომლებიც მდებარეობენ ქვეყნის სამხრეთ ნაწილში. ეთიოპიის მთიანეთიდან დაწყებული, ორივე მდინარე ღრმად იჭრება პლატოში იმ ადგილამდე, სადაც ისინი აღწევენ ალუვიალურ ზეგნებამდე. ჯუბას წყლები მიემართება პირდაპირ ინდოეთის ოკეანემდე, რომელსაც ის უერთდება კისმაიოსთან ახლოს. უები-შაბელე მკვეთრად უხვევს მოგადიშოდან ჩრდილოეთით და მიედინება სანაპიროს გასწვრივ იმ ადგილამდე, სადაც ის უერთდება ჯუბას. ჯუბა უფრო წყალუხვია, ვედრე უები-შაბელე, რომელიც თავის ქვედა დინებაში ხანგრძლივი გვალვების დროს ზოგჯერ იკარგება ქვიშებში. ქვეყნის დანარჩენი მდინარეების დიდი ნაწილი მიედინება პლატოების და ზეგნების ვიწრო ხეობებში და აქვთ სეზონური ხასიათი. ქვეყნის დიდ ნაწილზე გრუნტის წყლები მდებარეობენ დიდ სიღრმეზე და აქვთ მინერალების მაღალი კონცენტრაცია. უები-შაბელეს და ჯუბას აქვთ საკმაოდ დიდი მნიშვნელობა მოსახლეობისათვის და სომალის ბუნებისათვის, განსაკუთრებით გვალვიან სეზონებში.

კლიმატი

სომალისთვის დამახასიათებელია სუბეკვატორული მუსონური კლიმატი; ქვეყნის ჩრდილოეთში კლიმატი უდაბნოსა და ნახევარუდაბნოს ტროპიკულია. საერთოდ გამოყოფენ მშრალ სეზონს (იანვრიდან აპრილის ჩათვლით), წვიმების სეზონს (ივნისის ბოლოდან სექტემბრის ჩათვლით) და გარდამავალ პერიოდს, მაგრამ ნალექები გამოირჩევა თავისი არარეგულირებით. ქვეყნის მთელი ტერიტორია ხასიათდება საკმაოდ მაღალი საშუალო ტემპერატურებით მთელი წლის განმავლობაში, როგორც წესი დღის მაქსიმალური ტემპერატურა მერყეობს 30 °С-დან 40 °С-მდე, გარდა ყველაზე უფრო მაღალი და აღმოსავლეთ სანაპიროს ზოგიერთი რაიონებისა, რომლებიც მდებარეობენ ცივი სანაპირო დინების მოქმედების ქვეშ. თვის საშუალო ტემპერატურა ჩრდილოეთ სანაპიროზე იცვლება 34 °С-დან 42 °С-მდე და მთებში აღწევს 24 °С-ს. ქვეყანაში დაფიქსირებული იყო ერთ-ერთი ყველაზე უფრო მაღალი წლის საშუალო ტემპერატურა მსოფლიოში. ჩრდილოეთში და მთის რაიონებში ზოგჯერ ხდება ყინვებიც.

სომალისთვის დამახასიათებელია საკმაოდ დაბალი ნალექების რაოდენობა. როგორც წესი ჩრდილო-აღმოსავლეთში მოდის 100 მმ-ზე ნაკლები ნალექი წელიწადში (ზოგიერთ რაიონში 50 მმ-ზე ნაკლებიც კი), ცენტრალურ რაიონებში — 200 მმ-დან 300 მმ-მდე. ყველაზე უფრო დიდი ნალექი მოდის ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში და სამხრეთ-დასავლეთში, სადაც ნალექების რაოდენობა აღწევს 510 მმ-ს და ზოგჯერ 610 მმ-საც კი წელიწადში. ნალექები საკმაოდ არასტაბილურია, ჩვეულებრივ იღებენ თავსხმა წვიმების ფორმას.

ფლორა და ფაუნა

პლატოს მცენარეულობა მოიცავს მაღალ უხეშ ბალახს. ზოგჯერ გვხვდება ხეები და ბუჩქნარები, რომელთა შორისაც აღსანიშნავია მიმოზა, აკაცია, ალოე, ეთერზეთოვანი ბუჩქები. ქვეყნის ჩრდილოეთის მთებში არსებობს კედარის, ლეღვისა და ღვიის მცირე ნარგავები. მიწის გამოყენების უცოდინარობის გამო ბევრ რაიონში ბუნებრივი მცენარეულობა მთლიანად განადგურებულია. ფაუნა მოიცავს ისეთ სახეობებს, როგორებიცაა: ზებრები, აფთრები, მელიები, ანტილოპების სხვადასხვა სახეობები, ლომები, ჯიქები, მეჭეჭებიანი ღორები, სხვადასხვა ფრინველები და სხვა. ცხოველების ისეთი დიდი სახეობები, როგორებიცაა: სპილოები, ჟირაფები და მარტორქები სავარაუდოდ თითქმის მთლიანად გაანადგურეს ბრაკონიერებმა. 1991 წელს სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ სომალიში ბუნების დაცვის რაიმე ღონისძიებები საერთოდ არ არსებობს.

სასამართლო სისტემა

შარიათის კანონები — სომალის საზოგადოების ტრადიციული განსაკუთრებულებაა. კოლონიალური პერიოდის განმავლობაში, ასევე დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ, შარიათი ოფიციალურად იქნა აღიარებული სომალიში. სომალის კონსტიტუციის თანახმად, შარიათი გახდა საფუძველი ყველა ეროვნული საკანონმდებლო აქტისა. მიუხედავად ამისა პრაქტიკაში შარიათი მუდამ იყო პირველი ინსტანციის სასამართლოების სამართლის სისტემის სახე და გამოიყენებოდა მხოლოდ სამოქალაქო საქმეების განსახილველად, მათ შორის: ოჯახის, ქორწინების, განქორწინებისა და შთამომავლობის საკითხებში. 1990-იანი წლების დასაწყისიდან გაჩნდა შარიათის ახალი, უფრო მკაცრი კანონების ფორმა. ცენტრალიზებული მართვის არარსებობისა და სხვადასხვა სომალელი ლიდერების ხელში (შეიარაღებული დაჯგუფებების ლიდერები, ბიზნესმენები, კლანების უხუცესები და ისლამისტები) შეიქმნა შარიათის სასამართლოები, უკვე როგორც სახელმწიფოს სამართლის საფუძველი, ადგილებზე უსაფრთხოების სიტუაციის გაუმჯობესების მიზნით. სომალიში შარიათის ახალ სასამართლოებს ეკისრება სამი ფუნქცია: პირველ რიგში — მათი ეგიდით მოქმედებს შეიარაღებული რაზმები (რომელიც პასუხისმგებელია უსაფრთხოებაზე და იჭერს დამნაშავეებს); მეორე — მათ გამოაქვთ სასამართლო გადაწყვეტილება სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე; მესამე, ისინი პასუხისმგებლები არიან დაპატიმრებული განსჯილების მოვლა-პატრონობაზე. შარიათის სასამართლოებზე სხვადასხვა სომალელი ლიდერების მოტივებია: პირველი — გაუმჯობესდა ქვეყანაში ცხოვრების პირობები, შესაბამისად შეიარაღებული რაზმები მოსახლეობაში უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობენ. მეორე, სასამართლოების სიმრავლის გამო შემცირდა კონფლიქტების რაოდენობა კლანების წარმომადგენლებს შორის, ისინი კონფლიქტურ სიტუაციებს არჩევდნენ შარიათის სასამართლოებში და არა იარაღის საშუალებით. მესამე, სასამართლოებმა შექმნეს უსაფრთხო პირობები სომალელი მეწარმეებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ ბიზნესით დაკავდნენ და არ ეშინოდეთ, რომ მათ თავს დაესხმებიან შეიარაღებული რაზმები და ბანდიტები.

შეიარაღებული ძალები

სომალის ჯარი სომალის ფედერაციული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალებია., რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტი მეთაურობს, როგორც მთავარსარდალი. მათ კონსტიტუციურად ევალებათ უზრუნველყონ ქვეყნის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა.

შეიარაღებული ძალები შედგება სახმელეთო ჯარებისაგან, სამხედრო-საზღვაო ძალებისაგან, სამხედრო-საჰაერო ძალებისაგან, პოლიციისაგან და ეროვნული უსაფრთხოების სამსახურისაგან. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდგომ პერიოდში, ის გახდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამხედრო ძალა აფრიკის კონტინენტზე. 1991 წელს გაჩაღებულმა სამოქალაქო ომმა გამოიწვია სომალის ეროვნული არმიის დაშლა. 2004 წელს დაიწყო შეიარაღებული ძალების თანდათანობითი აღდგენის პროცესი, რაც შემდგომში კიდევ უფრო დააჩქარა გარდამავალი ფედერალური მთავრობის შექმნამ. სომალის შეიარაღებული ძალები დღეისათვის იმყოფება სომალის გარდამავალი ფედერალური მთავრობის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში, რომელიც შეიქმნა 2012 წლის შუაში. 2013 წლის იანვარში, სომალის გარდამავალმა ფედერალურმა მთავრობამ მოგადიშოში ასევე ხელახლა შექმნა ეროვნული სადაზვერვო სამსახური. სომალილენდში და პუნტლენდში რეგიონალურ მთავრობებს მხარს უჭერენ საკუთარი უსაფრთხოების ძალები და პოლიცია.

ადმინისტრაციული დაყოფა

სომალი 
სომალის რეგიონები

სომალი დაყოფილია 18 რეგიონად (gobolka):


რუკაზე
რეგიონი ადმინისტრაციული
ცენტრი
ფართობი,
კმ²
მოსახლეობა,
(2014) ად.
სიმჭიდროვე,
ად./კმ²
1 ავდალი ბორამა 21 374 673 263 31,50
2 ბაკული ჰუდური 26 962 367 226 13,62
3 ბენადირი მოგადიშო 370 1 650 227 4460,07
4 ბარი ბოსასო 70 088 719 512 10,27
5 ბეი ბაიდოა 35 156 792 182 22,53
6 გალგუდუდი დუსამარები 46 126 569 434 12,35
7 გედო გარბაჰაარეი 60 389 508 405 8,42
8 ჰირანი ბელედუეინი 31 510 520 685 16,52
9 შუა ჯუბა ბუალე 9 836 362 921 36,90
10 ქვემო ჯუბა კისმაიო 42 876 489 307 11,41
11 მუდუგი გალკაიო 72 933 717 863 9,84
12 ნუგალი გაროუე 26 180 392 698 15,00
13 სანაგი ერიგაბო 53 374 544 123 10,19
14 შუა შაბელე ჯოუჰარი 22 663 516 036 22,77
15 ქვემო შაბელე მარკა 25 285 1 202 219 47,55
16 სოლი ლასანოდი 25 036 327 428 13,08
17 ტოგდერი ბურაო 38 663 721 363 18,66
18 ვოკუი-გალბიდი ჰარგეისა 28 836 1 242 003 43,07
სულ 637 657 12 316 895 19,32

დემოგრაფია

  • მოსახლეობის რაოდენობა — 12 316 895 ადამიანი (2014 წლის შეფასება);
  • ქალაქის მოსახლეობა — 5 216 392 ადამიანი — 42,4 % (2014 წლის შეფასება);
  • გენდერული ბალანსი: მამაკაცები — 6 244 765 (50,7 %), ქალები — 6 072 130 (49,3 %) (2014 წლის შეფასება);
  • წლიური ზრდა — 1,75 % (2014 წელი);
  • შობადობა — 40,87 ბავშვი 1000 მოსახლეზე (ფერტილობა — 6,08 დაბადებული ერთ ქალზე) (2014 წელი);
  • სიკვდილიანობა — 13,91 ადამიანი 1000 მოსახლეზე (2014 წელი);
  • ბავშვთა სიკვდილიანობა — 100,4 ბავშვი 1000-დან (2012 წელი);
  • სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა — 51,58 წელი (49,58 წელი მამაკაცებში, 53,65 წელი ქალებში) (2014 წელი);
  • საშუალი ასაკი — 14,8 წელი
    • 0-4 წელი: 1 680 363 ადამიანი (13,6 %)
    • 5-9 წელი: 2 108 364 ადამიანი (17,1 %)
    • 10-14 წელი: 1 832 765 ადამიანი (14,9 %)
    • 15-64 წელი: 6 445 857 ადამიანი (52,5 %)
    • 65 წელზე უფროსები: 249 546 ადამიანი (2,0 %) (2014 წლის შეფასება
  • განათლება — მთლიანი მოსახლეობის 37,8 % (მამაკაცების — 49,7 % და ქალების 25,8 %) (2001 წლის შეფასება)
  • შიდსის ვირუსით დაავადება —

ეთნიკური ჯგუფები

მოსახლეობის რაოდენობა — 12 316 895 ადამიანი (2014 წლის შეფასება). მოსახლეობის დაახლოებით 85 % სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფებია საერთო თვითდასახელებით — „სომალი“, რომლების ეკუთვნიან ეთიოპიურ (აღმოსავლეთაფრიკული) რასას. არასომალელები შეადგენენ მოსახლეობის დაახლოებით 15 %-ს, მათ შორისაა ბენადირი, სომალელი ბანტუ, ბაჯუნი, ბარავანი, ეთიოპელები, ინდოელები, პაკისტანელები, სპარსელები, იტალიელები და ბრიტანელები.

ერთიანობის და ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების პრობლემას მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს მოსახლეობის მრავალეთნიკური ბუნება. ქვეყანაში 6 ძირითადი ეთნიკური ჯგუფია: დირი, დაროდი, იშააკი, ჰავიია, დიგილი და რაჰანვეინი, აქედან პირველი ოთხი მომთაბარე-მესაქონლეებია, ხოლო ბოლო ორი — ადგილზე დამკვიდრებული მიწადმოქმედები. მომთაბარე ტომები საკუთარ თავს თვლიან სომალელების წინაპრების შთამომავლებად. დაროდის და იშააკის ხალხი ერთმანეთს პირველობაში მძაფრად ედავება. ქვეყანაში სამოქალაქო ომის დაწყებამდე მოსახლეობის 25 %-ს შეადგენდა ჰავიიას ეთნიკური ჯგუფი, 22 %-ს იშააკი, 20 %-ს დაროდი, 17 %-ს რაჰანვეინი, 7 %-ს დირი და 3 %-ს დიგილი. თითოეული ეთნიკური ჯგუფი თავის მხრივ იყოფა კლანებად, რომლებიც ხშირად ერთმანეთთან მტრულ დამოკიდებულებაში იმყოფებიან.

ენა

სომალური და არაბული ენები სომალის ოფიციალური ენებია. სომალური ენა დედაენაა სომალელებისთვის, რომლებიც ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენენ. სომალური ენა ეკუთვნის აფრაზიული ენების მაკრო ოჯახის ქუშიტური ენების ჯგუფს და მისი უახლოესი მონათესავე ენებია: ორომოს ენა, აფარული ენა და საჰოს ენა.

სომალური დიალექტი იყოფა სამ ძირითად ჯგუფად: ჩრდილოეთის, ბენადირი და მააი. ჩრდილოეთი სომალის (ან სომალის ჩრდილო-ცენტრალური ნაწილი) დიალექტის საფუძველზე ჩამოყალიბებულია სტანდარტული სომალული ენა. ბენადირის დიალექტზე (ასევე ცნობილია, როგორც სანაპირო სომალური) ლაპარაკობენ ბენადირის პროვინციაში, ქალაქ ადალიდან სამხრეთით ქალაქ მარკამდე, დედაქალაქ მოგადიშოს ჩათვლით, ასევე უახლოეს რაიონებში. ამ დიალექტში არსებობს დამატებითი ფონემა, რომელიც არ არსებობს სტანდარტულ სომალის ენაში. მააიზე ძირითადად ლაპარაკობენ დიგილის და რაჰანვეინის წარმომადგენლები სომალის სამხრეთ რეგიონებში.

სომალური ენის დამწერლობა შეიქმნა 1972 წლის ოქტომბერში ლათინური ანბანის საფუძველზე.

სომალური ენის გარდა სომალიში და განსაკუთრებით ყოფილი ბრიტანეთის სომალის ტერიტორიაზე ფართედ გამოიყენება ინგლისური ენა, ხოლო ყოფილი იტალიის სომალის ტერიტორიაზე იტალიური ენა, თუმცა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ამ ენის ცოდნის მოთხოვნადობა გაცილებით შემცირდა და დღეს მასზე უფრო უფროსი ასაკის ადამიანები საუბრობენ. ეროვნული უმცირესობები ასევე საუბრობენ სუაჰილი ენაზე, ბარავანიზე, ბაჯუნიზე და სხვა ენებზე.

რელიგია

Pew Research Center-ის მონაცემებით სომალის მოსახლეობის 99,8 % მუსულმანია, რომელთა უმრავლესობა ეკუთვნის ისლამის ფიყჰის შაფიური სკოლის სუნიტურ მიმდინარეობას. სუფიზმი, ისლამის შინაგანი, მისტიკური, ფსიქო-სულიერი განზომილება, ასევე ფართედ ცნობილია ბევრი ადგილობრივი ზავიებით ან ტარიკატებით. სომალის კონსტიტუციის თანახმად ისლამი გამოცხადებულია სომალის ფედერაციული რესპუბლიკის სახელმწიფო რელიგიათ, ხოლო ისლამური შარიათი ეროვნული კანონმდებლობის ძირითადი საფუძველია. ის ასევე ითვალისწინებს, რომ კანონი, რომელიც არ შეესაბამება შარიათის ძირითად პრინციპებს შეიძლება იქნეს მიღებული.

ისლამი რეგიონში შევიდა საკმაოდ ადრე პერიოდში. დევნილი მუსულმანების ჯგუფმა წითელი ზღვის გავლით მონახა თავშესაფარი აფრიკის რქის რეგიონში წინასწარმეტყველი მაჰმადის მოწოდებით. ისლამი შესაძლოა ასეთი გზით შევიდა სომალიში და გაიდგა ფესვები მთელ ტერიტორიაზე.

ქრისტიანობა მოსახლეობის უმცირესობის რელიგიაა სომალიში, რომელთა რაოდენობა 2010 წელს Pew Research Center-ის მონაცემებით შეადგენდა 0,1 %-ზე ნაკლებს. ქვეყანაში არსებობს ერთი კათოლიკური მოგადიშოს ეპარქია, რომლის მონაცემებითაც 2004 წელს მისი მორწმუნეების რაოდენობა შეადგენდა დაახლოებით 100 ადამიანს.

Pew Research Center-ის მონაცემებით, 2010 წელს სომალის მოსახლეობის 0,1 %-ზე ნაკლები ტრადიციული რელიგიების მიმდევარი იყო. მათი რაოდენობა ძირითადად შედგებოდა რამდენიმე ეთნიკური უმცირესობის ჯგუფებისაგან ქვეყნის სამხრეთ რაიონებში, რომლებიც ანიმისტურ რელიგიებს აღიარებენ. სომალელი ბანტუს ხალხის შემთხვევაში ეს რელიგიური ტრადიციები აღმოსავლეთი აფრიკის წინაპრებიდანაა შთამომავლობით მიღებული.

ამას გარდა, Pew Research Center-ის მონაცემებით, 2010 წელს სომალის მოსახლეობის 0,1 %-ზე ნაკლები იუდაიზმის, ინდუიზმის, ბუდიზმის ან რომელიმე სხვა რელიგიის მიმდევარია.

საერთაშორისო საქველმოქმედო ქრისტიანული ორგანიზაცია „Open Doors-ის“ კვლევების შედეგად 2015 წელს სომალის მეორე ადგილი ეკავა ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც ყველაზე უფრო ხშირად ხდება ქრისტიანების უფლებების დარღვევა.

ეკონომიკა

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (ცსს) და სომალის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, სამოქალაქო ომების მიუხედავად, სომალიში დასტაბილებულია არაფორმალური ეკონომიკა, რომელიც ძირითადად დამყარებულია მეცხოველეობაზე, კომპანიების ფულად გადარიცხვებზე და უზრუნველყოფს მოსახლეობის კეთილდღეობის მინიმალურ ზომებს. მთავრობის ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების და უახლოესი სამოქალაქო ომის გამო ძნელია ეკონომიკის ზომებისა და ზრდის შეფასება. 1994 წელს ცსს-მ შეაფასა ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) $ 3,3 მილიარდად. 2001 წელს ის შეფასებული იყო უკვე $ 4,1 მილიარდად. 2009 წელს ცსს-მ დაითვალა, რომ მშპ გაიზარდა $ 5,731 მილიარდამდე, ხოლო ზრდის პროგნოზირებადი რეალური ტემპი შეფასებულია 2,6 %-ად. ბრიტანეთის ვაჭრობის სამინისტროს პალატის მოხსენების თანახმად 2007 წელს ასევე გაიზარდა კერძო სექტორი, განსაკუთრებით მომსახურების სფეროში. ომამდელი პერიოდისგან განსხვავებით, როდესაც მომსახურების და მრეწველობის სექტორების უმრავლესობა იყვნენ სახელმწიფოს მართვის ქვეშ. აღსანიშნავია მნიშვნელოვანი, თუმცა უმნიშვნელო, კერძო ინვესტიციები კომერციულ მოღვაწეობაში. ეს მნიშვნელოვანწილად ფინანსდება სომალელი დიასპორის მიერ და მოიცავს ვაჭრობას და მარკეტინგს, ფულადი გადარიცხვებით მომსახურებას, ტრანსპორტს, კავშირგაბმულობას, თევზჭერის მოწყობილობებს, ავიაკომპანიებს, ტელეკომუნიკაციებს, განათლებას, ჯანდაცვას, მშენებლობას და სასტუმროების ბიზნესს.

სომალის ცენტრალური ბანკის მონაცემების თანახმად ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) ერთ სულ მოსახლეზე 2012 წელს შეადგინა $226 (უმნიშვნელო კლება 1991 წლის რეალურ გამოთვლებზე). მოსახლეობის დაახლოებით 43 % ცხოვრობს 1 აშშ დოლარზე ნაკლები თანხით დღე-ღამეში, მათ შორის მათი 24 % ცხოვრობს ქალაქებში და 54 % სოფლებში.

როგორც მეზობელ ქვეყნებში, სომალის ეკონომიკა მოიცავს როგორც ტრადიციულ, ასევე თანამედროვე წარმოებას, თანამედროვე წარმოების ტექნოლოგიებისკენ თანდათანობითი გადასვლის სასარგებლოდ. სომალის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, მომთაბარე და ნახევრადმომთაბარე მოსახლეობის დაახლოებით 80 % უვლის თხებს, ცხვრებს, აქლემებს და მსხვილ რქოსან საქონელს. მომთაბარეები ასევე იმარაგებენ ფისსა და კამედს საკუთარი შემოსავლების შესავსებად.

სოფლის მეურნეობა

სოფლის მეურნეობა ეკონომიკის ყველაზე უფრო მთავარი სექტორია. მის წილზე მოდის მშპ-ის დაახლოებით 65 % და დასაქმებულია მოსახლეობის 65 %. მეცხოველეობა იძლევა მშპ-ის დაახლოებით 40 % და საექსპორტო შემოსავლების 50 %-ზე მეტი. ექსპორტის სხვა ძირითადი დარგებია: თევზი, ნახშირი და ბანანი; შაქარი, სორგო და სიმინდი იწარმოება შიდა ბაზრისთვის. სომალის ცენტრალური ბანკის მონაცემებით საქონლის იმპორტმა (საერთო ჯამში დაახლოებით $ 460 მილიონი წელიწადში), გადააჭარბა 1991 წლის სამოქალაქო ომის დაწყებამდე არსებულ ჯამურ იმპორტს. ექსპორტმა, რომელიც შეადგენს დაახლოებით $ 270 მილიონს წელიწადში, ასევე გადააჭარბა ჯამური ექსპორტის ომამდელ დონეს. სომალის აქვს სავაჭრო ბალანსის დეფიციტი წელიწადში დაახლოებით $ 190 მილიონის ოდენობით, მაგრამ ის გადაჭარბებულია სომალური დიასპორის ფულადი გადარიცხვების საშუალებით, რომლებიც აფიქსირებენ დეფიციტს დაახლოებით $ 1 მილიარდის ოდენობით.

იმ უპირატესობით, რომ სომალი მდებარეობს არაბეთის ნახევარკუნძულიდან ახლოს, სომალელი ვაჭრები სპარსეთის ყურის ხორცის ბაზარზე სულ უფრო ხშირად იწყებენ შეჯიბრს ავსტრალიელთა ტრადიციულ დომინირებასთან და ხორცს წარადგენენ საკმაოდ დაბალ ფასებში. ამის საპასუხოდ სპარსეთის ყურის არაბულმა ქვეყნებმა დაიწყეს სტრატეგიული ინვესტიციების შემოტანა ქვეყანაში. საუდის არაბეთი აშენებს ფერმებს საექსპორტო ინფრასტრუქტურისთვის, ხოლო არაბთა გაერთიანებული საამიროები იძენს უზარმაზარ სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებს. სომალი ასევე საკმეველისა და მურის ძირითადი მიმწოდებელია მსოფლიოში.

მრეწველობა

საწარმოო სექტორი, რომელიც დაფუძნებულია სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამუშავებაზე, შეადგენს სომალის მშპ-ის 10 %. 14 კერძო ავიაკომპანია, Daallo Airlines-ის ჩათვლით, რომლებსაც აქვთ 62 თვითმფრინავი, დღეისათვის ასრულებენ საერთაშორისო კომერციულ რეისებს. ბილეთების კონკურენტუნარიანი ფასების მეშვეობით ეს კომპანიები ეხმარებიან მხარში ამოუდგნენ სომალის გაცოცხლებულ სავაჭრო ქსელს. 2008 წელს პუნტლენდის მთავრობამ ხელი მოაწერა მრავალმილიონიან კონტრაქტს რეგიონალურ საწარმოო ჯგუფ Dubai Lootah Group-თან, რომელიც მოღვაწეობს ახლო აღმოსავლეთში და აფრიკაში. შეთანხმების თანახმად, პირველ ეტაპზე გაიცემა ინვესტიციები 170 მილიონი დირჰამის ოდენობით და საბოლოოდ ელოდება ბევრი ახალი კომპანიის გამოჩენას, რომლებიც იქმნება თავისუფალი ვაჭრობის ექსპლოატაციისათვის, მართვისათვის და ხელმძღვანელობისათვის ბოსასოს ეკონომიკურ ზონაში. კომპანია ასევე გეგმავს ავიაკომპლექსის განვითარებას ბოსასოში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მათ შორის ახალი 3,4 კმ-იანი ასაფრენ-დასაჯდომი ზოლის, ძირითადი და დამხმარე შენობების და პერიმეტრის დაცვის შენობის მშენებლობას.

1991 წელს სამოქალაქო ომის დაწყებამდე არსებობდა დაახლოებით 53 სახელმწიფო მცირე, საშუალო და მსხვილი მწარმოებელი ფირმა, ომის შემდეგ განადგურდა წარმოების ბევრი შემორჩენილი დარგი. მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, არსებული ადგილობრივი სომალური დიასპორის ინვესტიციების შედეგად, ბევრი ეს მცირე ქარხნები ხელმეორედ გაიხსნა და აღდგა. ესენია თევზის საკონსერვო და ხორცის გადამამუშავებელი საწარმოები ჩრდილოეთ რეგიონებში, ასევე დაახლოებით 25 ქარხანა მოგადიშოს რაიონში, რომლებიც აწარმოებენ მაკარონის ნაწარმს, მინერალურ წყალს, საკონდიტრო ნაწარმს, პოლიეთილენის პარკებს, ქსოვილებს, ტყავსა და ბეწვეულს, სარეცხ საშუალებსა და საპონს, ალუმინს, მატრასებსა და ბალიშებს, სათევზაო ნავებს, საქონლის შესაფუთ ყუთებსა და ქვის დამუშავების შედეგად მიღებულ პროდუქტს. 2004 წელს კოკა-კოლამ გახსნა ჩამოსასხმელი ქარხანა, სომალელი ინვესტორების დახმარებით $8,3 მილიონის ინვესტირება გაუკეთა მის მშენებლობას. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ასევე შემოაქვთ ტრანსნაციონალურ კორპორაციებს, ისეთებს, როგორებიცაა General Motors და Dole Fruit.

ნავთობის წარმოება

ავტონომიურ რეგიონ პუნტლენდში ნავთობის დაზვერვა, რომელიც მდებარეობს სომალის ჩრდილო-აღმოსავლეთში, დაიწყო 2000-იანი წლების შუაში, რეგიონის ადმინისტრაციასა და უცხოური სანავთობო კომპანიების თანმიმდევრული მოლაპარაკებების შემდეგ. 2012 წლისთვის რეგიონში სადაზვერვო ჭაბურღილების შექმნამ მოიტანა ნავთობის არსებობის პირველი ნიშნები.

სომალის აქვს მრავალი ბუნებრივი რესურსების გამოუყენებადი რეზერვები, მათ შორის ურანი, რკინის მადანი, კალა, თაბაშირი, ბოქსიტები, სპილენძი, სუფრის მარილი და ბუნებრივი აირი.

ნავთობით მდიდარი სპარსეთის ყურის არაბულ სახელმწიფოებთან, როგორებიცაა საუდის არაბეთი და იემენი, სიახლოვის გამო დიდი ხანია ვარაუდობენ, რომ სომალის გააჩნია ნავთობის მნიშვნელოვანი გამოუყენებელი მარაგი. 1992 წელს მსოფლიო ბანკის და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკის კვლევამ აჩვენა, რომ სუდანის შემდეგ სომალი მეორეა ნავთობის არსებობის რაოდენობაში.

სომალის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე პუნტლენდის რეგიონი განიხილება, როგორც იემენის გეოლოგიური ანალოგი. ორივე რეგიონში ჩამოყალიბდა ხმელეთის ერთიანი მასივი დაახლოებით 18 მილიონი წლის წინ, რომელიც შემდეგ ადენის ყურის საშუალებით აფრიკის რქა გამოეყო არაბეთის ნახევარკუნძულს. იემენში აღმოჩენილი ნავთობის მარაგი, რომელიც ჩამოყალიბებულია ცარცული და იურული პერიოდის დროს, გვაფიქრებინებს, რომ იგი ასევე პოტენციურად შეიძლება არსებობდეს პუნტლენდში.

2000-იან წლებში პუნტლენდის მთავრობამ დაიწყო ოფიციალური მოლაპარაკებები უცხოურ სანავთობო კომპანიებთან ამ რეგიონში სასარგებლო წიაღისეულის დაზვერვის უფლებაზე. ადგილობრივმა ხელისუფლებამ 2005 წლის ოქტომბერში კომპანია Range Resources-ს მიანიჭა აქციების საკონტროლო პაკეტი ორ მნიშვნელოვან სახმელეთო მინერალურ და ნახშირბადის საბადოებზე გეოლოგიური დაზვერვის სამუშაოების ჩატარების ლიცენზიები.

2005 წელს პუნტლენდის მთელ რიგ რესურსებზე ლიცენზიების ოფიციალური გაცემის შეთანხმებაზე ხელის მოწერის მომენტში მთავრობამ შეიტანა მთელი ნუგაალის ხეობა. მაგრამ, 2007 წელს, სეპარატისტული სომალილენდის ჯარები შევიდნენ სომალის ჩრდილო-დასავლეთ რაიონში და მას შემდეგ დაიკავეს ხეობის დასავლეთი ნაწილი, მიუხედავად ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობისა. რეგიონში უსაფრთხოების გაურკვეველი სიტუაციის გამო, კომპანია Range Resources-მა 2011 წლის მდგომარეობით ბურღვების პრიორიტეტი მიანიჭა დარურის ხეობას.

2012 წელს პუნტლენდის მთავრობამ მწვანე შუქი აუნთო პუნტლენდის და მთლიანად სომალის ტერიტორიაზე ნავთობის დაზვერვის პირველ ოფიციალურ პროექტს. კანადურმა სანავთობო კომპანიამ Africa Oil-მა (ყოფილი Canmex Minerals) და მისმა პარტნიორმა Range Resources-მა დაიწყეს ბურღვა Shabeel-1-ზე, რომელმაც ამავე წლის მარტის თვეში დადებითი შედეგები მოიტანა.

ტრანსპორტი

ტრანსპორტი შედგება სომალიში მოქმედი სატრანსპორტო ქსელებისგან და ტრანსპორტის სახეობებისგან. ის მოიცავს საზოგადოებრივი და კერძო ავტომობილების, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის სხვადასხვა ფორმის შესაბამის ავტომაგისტრალებს, აეროპორტებსა და საზღვაო პორტებს.

საავტომობილო ტრანსპორტი

სომალის ავტოგზების ქსელის სიგრძე შეადგენს 21 830 კმ-ს. 2010 წლის მდგომარეობით, ქუჩების 2757 კმ (12 %) ასფალტირებულია, 844 კმ (3,9 %) ღორღიანია და 18 229 კმ (83,5 %) გრუნტიანი. 2559 კმ მაგისტრალური საავტომობილო გზებია, 4850 კმ მეორეხარისხოვანი გზები და 14 421 კმ სოფლის/მისასვლელი გზები. 2015 წლის მაისის მდგომარეობით, პუნტლენდში დარეგისტრირებულია 70 000 ავტომანქანაზე მეტი.

750 კმ-იანი ავტომაგისტრალი ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში არსებულ დიდ ქალაქებს, როგორებიცაა ბოსასო, გალკაიო და გაროუე, აერთებს ქვეყნის სამხრეთში არსებულ ქალაქებთან.

ავიაცია

სომალის სამოქალაქო ავიაცია (SOMCAA) სომალის სამოქალაქო ავიაციის ეროვნული სამმართველოს ნაწილია. მოგადიშოში არსებულ ადენ ადეს საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით ის იმყოფება საჰაერო და სახმელეთო ტრანსპორტის ფედერალური სამინისტროს ეგიდის ქვეშ. 2012 წელს სამინისტრო სომალის სამოქალაქო ავიაციის ხელმძღვანელ კომიტეტთან ერთად დააწესა სამწლიანი ვადა ეროვნული სამოქალაქო ავიაციის პოტენციალის რეკონსტრუქციისათვის. სომალის სამოქალაქო ავიაციის მმართველობის (CACAS) ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, 2014 წლის დეკემბერში SCAMA-მ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად ასევე გადაამუშავა პროცესი სომალის საჰაერო სივრცის კონტროლის დედაქალაქის ცენტრის ახალი საჰაერო სივრცისთვის გადასაცემად.

2012 წლის მდგომარეობით, სომალიში არსებობდა 62 აეროპორტი. მათ შორის 7-ს აქვს ასაფრენ-დასაჯდომი ზოლი. ამ შვიდიდან ოთხი აეროპორტის ასაფრენ-დასაჯდომი ზოლის სიგრძე 3047 მეტრზე მეტია; ორის სიგრძე 2438 მეტრიდან 3047 მეტრამდეა; ერთის სიგრძე 1524 მეტრიდან 2437 მეტრამდეა.

არსებობს 55 აეროპორტი გრუნტიანი ასაფრენ-დასაჯდომი ზოლით. აქედან ერთი აეროპორტის ასაფრენ-დასაჯდომი ზოლის სიგრძე შეადგენს 3047 მეტრზე მეტს; ოთხის სიგრძე 2438 მეტრიდან 3047 მეტრამდეა; ოცის 1524 მეტრიდან 2437 მეტრამდე; ოცდაოთხის 914 მეტრიდან 1523 მეტრამდე; და ექვსის 914 მეტრამდე.

ქვეყნის ძირითადი აეროპორტებია ადენ ადეს საერთაშორისო აეროპორტი მოგადიშოში, ჰარგეისას საერთაშორისო აეროპორტი ჰარგეისაში, კისმაიოს აეროპორტი კისმაიოში, ბენდერ ქასიმის საერთაშორისო აეროპორტი ბოსასოში, ბერბერას აეროპორტი ბერბერაში და გაროუეს საერთაშორისო აეროპორტი გაროუეში.

სომალის ავიახაზები ავიაგადამზიდავი და ავიაგადამყვანია ქვეყანაში. დაარსებულია 1964 წელს, ის ასრულებდა რეისებს, როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო მიმართულებით. 1990-იან წლების დასაწყისში სამოქალაქო ომის დაწყების გამო, გადაზიდვების ყველა ოპერაცია ოფიციალურად შეწყდა 1991 წელს. შემდგომში შეცვლილმა სომალის მთავრობამ 2012 წლისთვის დაიწყო გადაზიდვების სავარაუდო განახლებისათვის მომზადება, სომალის ავიაკომპანიების პირველი ახალი თვითმფრინავის გაფრენა იგეგმება 2013 წლის დეკემბრის ბოლოსათვის.

სომალის სავაჭრო საწარმოო პალატის მონაცემებით, სომალის ავიახაზების დახურვის შედეგად გაჩენილი ვაკუუმი შეივსო სომალიში არსებული სხვადასხვა კერძო კომპანიების მიერ შესრულებული გადაზიდვებით. მათგან ექვსზე მეტი კერძო ავიაკომპანია სთავაზობს კომერციულ რეისებს ადგილობრივ და საერთაშორისო მიმართულებით, მათ შორის არიან შემდეგი ავიაკომპანიები: Daallo Airlines, Jubba Airways, African Express Airways, East Africa 540, Central Air and Hajara.

ამას გარდა, სომალის ცენტრალური ხელისუფლება ფრინავს საკუთარი სახელმწიფო საჰაერო ტრანსპორტით.

საზღვაო პორტები

სომალის აქვს აფრიკაში ყველაზე გრძელი სანაპირო ზოლი, რის გამოც მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე მას გააჩნია სხვადასხვა საზღვაო პორტები. საერთო ჯამში, მათი რაოდენობა 15 საზღვაო პორტზე მეტია. დიდი პორტები მდებარეობენ მოგადიშოში, ბოსასოში, ბერბერაში და კისმაიოში. ორი საშუალო კლასის პორტი მდებარეობს ლას-ხორეიში და მარკაში. ამას გარდა, სომალის მცირე პორტებია: ალულა, მაიდი, ლუგაია, ეილი, ქანდალა, ჰაფუნი, ჰობიო, გარაკადი და ელ-მაანი.

რკინიგზა

სომალიში რკინიგზა არსებობდა ყოფილ მოგადიშო-ვილაბრუცის მონაკვეთზე, რომელიც მოგადიშოს აერთებდა ქალაქ ჯოუჰართან. ის აშენებული იყო იტალიის სომალის კოლონიალური ხელისუფლების მიერ 1910-იან წლებში და მისი საერთო სიგრძე შეადგენდა 114 კმ-ს. ლიანდაგის სიგანე იყო 950 მმ. ის დაიშალა 1940-იან წლებში ბრიტანელების მიერ, სომალის სამხედრო ოკუპაციის დროს, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში და მას მერე დღემდე აღარც აღდგენილა.

ტურიზმი

ტურიზმი სომალიში რეგულირდება ქვეყნის ფედერალური მთავრობის ტურიზმის სამინისტროს მიერ. დარგი ტრადიციულად წარმოადგენს თავის მრავალრიცხოვან ისტორიულ ძეგლებს, პლაჟებს, ჩანჩქერებს, მთის ქედებსა და ეროვნულ პარკებს. 1990-იან წლებში სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ, ტურიზმის სამინისტრომ დაასრულა თავისი მოღვაწეობა. მოგვიანებით, 2000-იან წლებში მან აღადგინა თავისი ფუნქციები და ისევ კურირებს ეროვნულ ტურისტულ ინდუსტრიას.

ტურიზმი სომალიში რეგულირდება ტურიზმის აღდგენილი ეროვნული სამინისტროს მიერ. პუნტლენდის და სომალილენდის ავტონომიურ რეგიონებში არსებობენ საკუთარი ტურისტული ოფისები.

მოგადიშოს შტაბ-ბინიდან ტურისტული ფირმები სტუმრებს სთავაზობენ მომსახურებას სავიზო პროცედურებში, აეროპორტში დახვედრაში, საცხოვრებელში და კვებაში, ასევე ტურისტული ტურების უსაფრთხოებაში.

სომალის ტურისტული ასოციაცია (SOMTA) ასევე ეწევა კონსალტინგურ მომსახურებას ქვეყნის შიგნით ტრადიციულ ტურისტულ ინდუსტრიაში.

სახელმწიფოებრივი რეგულირების ხანგრძლივი არარსებობის გამო, უცნობია წლის განმავლობაში რამდენი უცხოელი ტურისტი შემოდის ქვეყანაში. მაგრამ, ვიზები და ქვეყანაში ყოფნის ნებართვა დღეისათვის აუცილებელია ყველა უცხოელი მოქალაქისათვის. 2013 წლის აპრილის მდგომარეობით, სომალის ხელახლა შექმნილი იმიგრაციის დეპარტამენტი მოითხოვს, რომ ყველა დოკუმენტების არმქონე უცხოელი დარეგისტრირდეს დედაქალაქში.

სოციალური სფერო

ჯანდაცვა

1991 წელს ფედერალური მთავრობის კრახამდე, სომალის ჯანდაცვის სექტორის ორგანიზაციულ და ადმინისტრაციულ სტრუქტურებს კურირებდა ჯანდაცვის სამინისტრო. სამედიცინო მუშაკები რეგიონებში სარგებლობდნენ გარკვეული ავტორიტეტით, მაგრამ ჯანდაცვა მნიშვნელოვნად იყო ცენტრალიზებული. სომალის სოციალისტური მთავრობის ყოფილმა პრეზიდენტმა მოჰამედ სიად ბარემ გააუქმა კერძო სამედიცინო საქმიანობა 1972 წელს. ეროვნული ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი იხარჯებოდა სამხედრო ხარჯებზე, ხოლო ჯანდაცვისთვის და სხვა სფეროებისათვის მცირე რესურსებს ტოვებდა.

სომალის სახელმწიფო სისტემაში ჯანდაცვა მნიშვნელოვანწილად დაინგრა სამოქალაქო ომის პერიოდში. როგორც სხვა ადრე ნაციონალიზებული დარგები, არაოფიციალურმა მომწოდებლებმა შეავსეს ვაკუუმი და შეცვალეს ჯანდაცვის სახელმწიფო მონოპოლიები. ბევრი ახალი სამედიცინო ცენტრი, კლინიკა, საავადმყოფო და აფთიაქი იყო არაპროფესიონალურ დონეზე. სამედიცინო კონსულტაციები და მკურნალობა ასეთ დაწესებულებებში საკმაოდ იაფი ჯდებოდა.

თუ შევადარებთ 2005-2010 წლების პერიოდს სამოქალაქო ომის დაწყებამდე ათწლეულის ნახევრის პერიოდს (1985-1990 წლები), მამაკაცების სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზარდა საშუალოდ 47 წლიდან 48,2 წლამდე, ხოლო ქალების 51,0 წლამდე. ანალოგიურად, ბავშვების იმუნიზირება წითელის ვირუსზე 30 %-დან 1985-1990 წლებში გაიზარდა 40 %-მდე 2000-2005 წლებში, ხოლო იმავე პერიოდში ტუბერკულოზზე ის გაიზარდა დაახლოებით 20 %-ით, 31 %-დან 50 %-იმდე. ტენდენციის შესაბამისად, მცირე წონით დაბადებული ბავშვების რაოდენობამ დაიკლო 16-დან 0,3-მდე 1000 ბავშვზე, 15 %-იანი ვარდნა ამავე ვადაში. 2005-2010 წლებს შორის 1985-1990 წლების პერიოდთან შედარებით, ბავშვთა სიკვდილიანობამ 1000 დაბადებულზე ასევე დაიკლო 152-დან 109,6-მდე. მნიშვნელოვნად დაიკლო დედათა სიკვდილიანობამ, 100 000 მშობიარეზე 1600-დან 1985-1990 წლებში 1100-მდე 2000-2005 წლებში. ამავე პერიოდში ასევე მოიმატა ექიმთა რაოდენობამ 100 000 ადამიანზე — 3,4-დან 4-მდე. შეიცვალა მოსახლეობის პროცენტი, რომლებსაც აქვთ სანიტარიასთან შეხება, რომელიც გაიზარდა 18 %-დან 26 %-მდე.

განსახლების დარგში გაეროს ფონდის მონაცემებით სომალიში მუშაობს 429 მეანე, სიმჭიდროვით 1 მეანე 1000 დაბადებულზე. დღეისათვის ქვეყანაში არსებობს 8 სამეანო დაწესებულება, რომელთაგან 2 კერძოა. სამეანო საგანმანათლებლო პროგრამა საშუალოდ გრძელდება 12-დან 18 თვემდე, ხოლო შემდეგ გრძელდება მუშაობა შესაბამისი პროფილით. სტუდენტების რიცხვი შეადგენს მაქსიმუმ 100 %-ს, ანუ 180 სტუდენტს 2009 წლის მდგომარეობით. მეანობა რეგულირდება სახელმწიფოს მიერ, ხოლო ლიცენზია აუცილებელია პროფესიონალური მუშაობის დაწყების დროს. ამას გარდა, მეანეობა ქვეყანაში ოფიციალურად წარმოდგენილია ადგილობრივი მეანეების ასოციაციით, 350 დარეგისტრირებული მომხმარებლით.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 2005 წლის შეფასებების თანახმად, სომალელი ქალების და გოგონების დაახლოებით 97,9 %-მა განიცადა ქალთა წინადაცვეთა, ქორწინებამდელი წეს-ჩვეულებები ძირითადად ემთხვევა ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკისას და ახლო აღმოსავლეთის ნაწილისას. ამ წესების მიხედვით ქალების ერთ-ერთი ძირითადი მოვალეობაა საზოგადოებაში თავშეკავებული ქცევა. 2013 წლისთვის, გაეროს ბავშვთა ფონდმა სომალის ხელისუფლებასთან ერთად თანამშრომლობის შემდეგ განაცხადა, რომ დაავადების დონე პუნტლენდის და სომალილენდის ავტონომიურ რეგიონებში 1-დან 14-წლამდე გოგონებს შორის დაეცა 25 %-მდე შესაბამისი სოციალური და რელიგიური პროპაგანდისტული კამპანიების შემდეგ. სომალის მოსახლეობის მამაკაცთა დაახლოებით 93 % ასევე განიცდის წინადაცვეთას.

სომალიში აივ-ინფექციის გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია კონტინენტზე. ეს აიხსნება სომალის საზოგადოების მუსულმანური ხასიათით და მოსახლეობის მიერ ისლამური მორალის დაცვით. მაშინ როდესაც 1987 წელს სომალიში აივ-ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი (ანგარიშგების წლის პირველი შემთხვევა) შეადგენდა უფროსი ასაკის მოსახლეობის 1 %-ს, 2012 წელს UNAIDS-ის მოხსენება აღნიშნავს, რომ 2004 წლიდან დაწყებული, მათი რაოდენობა შეადგენდა მოსახლეობის 0,7 %-დან 1 %-მდე.

მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვა დღეისათვის ძირითადად თავმოყრილია კერძო სექტორში, ქვეყანაში საზოგადოების ჯანდაცვის სისტემა იმყოფება რეკონსტრუქციის პროცესში და მას კურირებს ჯანდაცვის სამინისტრო. დღევანდელი ჯანდაცვის მინისტრია კამარ ადან ალი. პუნტლენდის ავტონომიურ რეგიონს ჰყავს საკუთარი ჯანდაცვის სამინისტრო, როგორც სომალილენდის ავტონომიურ რეგიონს ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში.

განათლება

1991 წელს სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ, სომალიში სკოლების ამოქმედების საკითხი თავდაპირველად განიხილეს განათლების საკითხების კომისიაზე და აამოქმედეს ადგილობრივი სკოლების 94 %. განათლების მიღების მიმართ მრავალი პრობლემა შეიქმნა სოფლის რეგიონებში და გენდერულ თვალსაზრისში, განათლების ხარისხის მდგომარეობაში, სკოლებში სასწავლო გეგმების მიმართულებაში, საგანმანათლებლო სტანდარტების და მექანიზმების კონტროლში, მართვაში, დაგეგმვაში და ფინანსირებაში. ამ საგანმანათლებლო პოლიტიკის პრობლემების გადასაწყვეტად მუშავდება მიმართულებები, რომლებიც ორიენტირებულია მთელ სასწავლო პროცესზე. პუნტლენდის ავტონომიურ რეგიონში, ის მოიცავს განათლების დარგში ეროვნული პოლიტიკის გენდერულ ასპექტებსაც, რომლის დონე შეესაბამება მსოფლიო სტანდარტებს, ისეთებს რომლებიც ჩამოყალიბებულია ბავშვების უფლებების შესახებ კონვენციაში (CRC) და ქალების მიმართ ყველა სახის დისკრიმინაციის ლიკვიდაციის კონვენციაში (CEDAW). ამ და სხვა აღმრზდელობითი ღონისძიებების მაგალითია რეგიონალური მთავრობების მუშაობა, მათ მიერ მიღებული კანონები, რომლებიც მიმართულია გოგონების საგანმანათლებლო ინტერესების უზრუნველყოფაზე, ადრეულ ასაკში ბავშვების განვითარების ზრდისადმი (ECD) ხელშეწყობაზე. პროგრამა განკუთვნილია მშობლების და აღმზრდელების ინფორმირებაზე მათივე სახლებში, ასევე ECD-ს ცენტრებში 0-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის და სამოტივაციო პაკეტების დასანერგად მასწავლებელთა ხელშეწყობისათვის დაშორებულ სოფლის რაიონებში სამუშაოდ.

სომალიში განათლებაზე ოფიციალურად პასუხისმგებელია განათლების სამინისტრო, რომელიც კურირებს დაწყებით, საშუალო, ტექნიკურ და პროფესიონალურ სკოლებს, ასევე პედაგოგების გადამზადებისთვის დაწყებით და ტექნიკურ მომზადებას. სახელმწიფო ბიუჯეტის დაახლოებით 15 % გამოიყოფა განათლებაზე. პუნტლენდის და სომალილენდის ავტონომიური რეგიონებს ჰყავთ საკუთარი განათლების სამინისტროები.

2006 წელს, პუნტლენდი სომალიში სომალილენდის შემდეგ გახდა მეორე ავტონომიური ტერიტორია, სადაც შემოიღეს უფასო დაწყებითი სკოლები. აქ მასწავლებლები ხელფასებს იღებენ პუნტლენდის ადმინისტრაციისგან. 2005/2006 და 2006/2007 სასწავლო წლებში პუნტლენდში შეიმჩნეოდა სკოლების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა. ერთ სასწავლო წელს სკოლების რიცხვი გაიზარდა 137-მდე. ამავე პერიოდში კლასების რაოდენობა რეგიონში გაიზარდა 504-ით, ხოლო მასწავლებლების რაოდენობა აღემატება 762-ს. მოსწავლეთა საერთო რაოდენობა გაიზარდა 27 %-ით წინა წელთან შედარებით, მხოლოდ გოგონების რაოდენობა ცოტათი ჩამორჩება ბიჭების რაოდენობას რეგიონების უმრავლესობაში. საკლასო ოთახების განაწილება თითქმის თანაბარი იყო ქალაქის და სოფლის რაიონებს შორის.

სომალიში უმაღლესი განათლება დღეისათვის ძირითადად კერძოა. ქვეყნის რამდენიმე უნივერსიტეტი, მოგადიშოს უნივერსიტეტის ჩათვლით, შედიოდა აფრიკის 100 საუკეთესო უნივერსიტეტებს შორის. სხვა უნივერსიტეტებში, რომლებიც მდებარეობენ სომალის თითქმის ყველა რეგიონში, ასევე შესაძლებელია უმაღლესი განათლების მიღება.

მედრესე სკოლები (აგრეთვე ცნობილი როგორც dugsi quran ან mal'aamad quran) სომალიში რჩება ტრადიციული რელიგიური სწავლების ძირითად სისტემად. ისინი ბავშვებისათვის უზრუნველყოფენ ისლამური განათლების მიღებას, ამასთან ავსებენ მკაფიო რელიგიურ და სოციალურ როლს ქვეყანაში. ასევე ცნობილია განათლების ყველაზე უფრო სტაბილური ადგილობრივი, არაფორმალური სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ძირითად რელიგიურ-მორალურ პირობებს. მისი ძალა ეყრდნობა საზოგადოების მხარდაჭერას და ადგილობრივი ფართედ მიღებული სასწავლო მასალების გამოყენებას. ყურანის სისტემა, რომელსაც სწავლობს სტუდენტების ყველაზე უფრო მეტი რაოდენობა სხვა საგანმანათლებლო სუბ სექტორებთან შედარებით, ხშირად ერთადერთი მისაღები სისტემაა, მომთაბარე სომალელებისათვის ქალაქის რაიონებთან შედარებით. 1993 წელს ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მედრესეს სკოლების მოსწავლეთა დაახლოებით 40 %-ს შეადგენდნენ გოგონები. რელიგიური სწავლების ორგანიზებაში ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად, სომალის ხელისუფლებამ შემდგომში თავის მხრივ ასევე შექმნა სამინისტრო ისლამის საქმეების შესახებ, რისი მეშვეობითაც რეგულირდება მედრესეს სკოლებში სწავლება.

მასმედია

სომალის მასმედია მოიცავს სხვადასხვა რადიო, სატელევიზიო, ბეჭვდით და ინტერნეტ საშუალებებს. ფედერალური მთავრობა აკონტროლებს ორ ოფიციალურ რადიო და სატელევიზიო ქსელს, რომლებიც არსებობენ მთელ რიგ კერძო და უცხოურ კომპანიებთან ერთად. ქვეყანაში ბეჭვდითი მასმედია თანდათან ადგილს უთმობს რადიოსადგურების მიერ გადმოცემულ ახალ ამბებს და ინტერნეტ-პორტალებს. 2013 წლის თებერვალში ინფორმაციის, ფოსტის და ტელეკომუნიკაციების სამინისტრო ასევე აპირებს მასმედიის შესახებ კანონმდებლობის რეფორმირების ფართე განხილვის პროცესის დაწყებას.

რადიო

ქვეყანაში არსებობს რამდენიმე რადიო საინფორმაციო სააგენტოები. რადიო ყველაზე უფრო მთავარი და ეფექტური საკომუნიკაციო საშუალებაა ქვეყანაში და მასმედიის ყველაზე პოპულარული სახეობაა. საერთო ჯამში მუშაობს ერთი მოკლეტალღიანი და ათზე მეტი კერძო FM რადიოსადგური, რომლებიც მაუწყებლობენ დედაქალაქიდან, ცენტრალური და სამხრეთ რეგიონების რამდენიმე რადიოსადგურიდან და პუნტლენდიდან. სომალის რადიოსადგურების უმრავლესობა 2013-ის ქსელის, ადგილობრივი რადიოსადგურების ასოციაციის და ეროვნული მასმედიის ლიდერთა ფორუმის წევრებია.

ამას გარდა, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე სომალილენდის ავტონომიურ რეგიონში მაუწყებლობს ერთი სამთავრობო რადიოსადგური — რადიო ჰარგეისა (სომალილენდის რადიო).

ტელევიზია

სომალის აქვს ერთი ოფიციალური სახელმწიფო სატელევიზიო სადგური, სხვა რამდენიმე კერძო სატელევიზიო არხებთან ერთად. მოგადიშოში არსებული სომალის ეროვნული ტელევიზია (SNTV) სახელმწიფოს ცენტრალური სამაუწყებლო საკუთრებაა. 2011 წლის 4 აპრილს გარდამავალი ფედერალური მთავრობის ინფორმაციის სამინისტრომ ოფიციალურად განაცხადა ეროვნული სატელეკომუნიკაციო სექტორის შექმნის შესახებ. SNTV მაუწყებლობს 24 საათის განმავლობაში დღე-ღამეში და მისი გადაცემების ნახვა შესაძლებელია, როგორც სომალიში, ისევე მის ფარგლებს გარეთ სახმელეთო და თანამგზავრული ანტენების მეშვეობით. სომალილენდის რეგიონს აქვს ერთი ადგილობრივი სახელმწიფო ტელეარხი — Somaliland National TV (SLNTV), რომელიც მაუწყებლობს რეგიონის დედაქალაქ ჰარგეისიდან. პუნტლენდის ტელევიზია და რადიო ასევე მაუწყებლობს გაროუედან.

კერძო ტელევიზიები Eastern Television Network (ETN TV) და Somali Broadcasting Corporation (SBC TV) ეთერში გადიან ბოსასოდან, პუნტლენდის კომერციული ცენტრიდან. Horn Cable Television (HCTV) და Somaliland National TV სატელევიზიო არხები კი ჰარგეისადან.

ქვეყანაში შესაძლებელია ასევე ორი კერძო არხის — „ალ-ჯაზირას“ და CNN-ის გადაცემების რეტრანსლიაცია.

ასევე არსებობს სომალის რამდენიმე კერძო ტელეარხი, რომლებიც მაუწყებლობენ სომალიში, მაგრამ მათი შტაბ-ბინები იმყოფება უცხოეთში. მათ შორის არიან Somali TV, რომელიც მაუწყებლობს მინესოტიდან, და Dalmar TV, რომელიც მაუწყებლობს ოჰაიოს შტატ კოლუმბუსიდან. Universal TV ტრანსლირდება ლონდონიდან და იგი თავისი ტიპის პირველი და ყველაზე დიდი სომალის სატელევიზიო თანამგზავრული ქსელია. Royal TV და Somali Channel TV ასევე ტრანსლირდება სომალიში მათი სტუდიიდან დიდ ბრიტანეთში.

ბეჭვდითი საშუალებები

2000-იანი წლების დასაწყისში, ბეჭვდითმა მასმედიამ სომალიში მიაღწია თავისი აქტიურობის პიკს. ამ პერიოდის განმავლობაში დაახლოებით 50 გაზეთი გამოიცა მოგადიშოში, მათ შორის Qaran, Mogadishu Times, Sana'a, Shabelle Press, Ayaamaha, Mandeeq, Sky Sport, Goal, The Nation, Dalka, Panorama, Aayaha Nolosha, Codka Xuriyada და Xidigta Maanta. 2003 წელს, მათ, როგორც მასობრივი ინფორმაციის ახალმა უფასო ელექტრონულმა საშუალებებმა დაიწყეს სწრაფი მომრავლება. სარეკლამო სააგენტოები რეკლამის განსათავსებლად სულ უფრო ხშირად გადადიოდნენ ბეჭვდითი საშუალებებიდან რადიოზე და ონლაინ რგოლებზე იმისთვის, რომ მოეზიდათ უფრო მეტი კლიენტი. ზოგიერთმა შემდგომში შეწყვიტა მუშაობა, რადგანაც ისინი უკვე ვეღარ ფარავდნენ საკუთარ ხარჯებს პრესის გამოცემაზე ელექტრონული რევოლუციის პირობებში. როგორც იტუობინებიან, 2012 წელს დედაქალაქში ბოლო დაბეჭდილი უკანასკნელი გაზეთები იყვნენ პოლიტიკური Xog Doon და Xog Ogaal და სპორტული Horyaal Sports. გაზეთ Dalka broadsheet-ის ყოფილი რედაქტორის ისა ფარაჰის სიტყვებით, სომალიში საგაზეთო პუბლიკაციების აღდგენა უფრო მეტად მოხდება მაშინ, თუ სომალის ეროვნული ტიპოგრაფია განახლდება და ამ სექტორს მიეცემა შესაბამისი სახელმწიფო დახმარება.

ინტერნეტი

ახალი ამბების ინტერნეტ პორტალები, რომლებიც სომალის რეგიონებს მოიცავენ არიან: WardheerNews, Jamhuria, Keydmedia Online, Puntlandi, Hiiraan Online, Jowhar Online, Bar-Kulan, Saxafi Media News, Waheen Media Group, Dillapress, JubbaLand News, Somali Channel, Goobjoog, და Raxanreeb Online.

მასმედიის თავისუფლება

ცენტრალური ხელისუფლების დაშლისა და სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ 1990-იანი წლების დასაწყისში მასმედია სომალიში დარეგულირდა. ჟურნალისტებს ჰქონდათ განუსაზღვრელი თავისუფლება დაეწერათ და გამოექვეყნებინათ სტატიები ყველანაირი ზედამხედველობის გარეშე და ბევრმა მიიღო აქტიური მონაწილეობა პროპაგანდისტული ომის დარეგულირებაში. სომალელი ჟურნალისტების ეროვნული კავშირი დაარსდა 2002 წელს, ხანმოკლე გარდამავალი ეროვნული მთავრობის ცდების პასუხად, რომელიც ცდილობდა მის რეგულირებას.

2011 წლის შუაში სომალის ეროვნული არმიის მიერ დედაქალაქ მოგადიშოში მშვიდობიანი პერიოდის დამყარების შემდეგ, დამოუკიდებელი „Radio Shabelle-ს“ და „HornAfrik-ის“ ჟურნალისტები, როგორც სხვა სომალური მედიასაშუალებები, ხშირად განიცდიდენ ისლამისტი ბოევიკების თავდასხმებს. შემდგომში ამბოხებულები ახორციელებდნენ ჟურნალისტების დაშინებასა და მიზანმიმართულ მკვლელობებს საკუთარი უკანონო ქმედებების დასაფარავად. უცხოელი ჟურნალისტების რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით გამოწვეულმა უკმაყოფილებამ, რომლებიც დაბრუნდნენ დედაქალაქში უსაფრთხოების შედარებით გაუმჯობესების შემდეგ, ბოევიკებმა 2012 წელს გაააქტიურეს საკუთარი ანტიკამპანია მასმედიის მიმართ, მოკლეს 18 რეპორტიორი წლის განმავლობაში. „რეპორტიორებმა საზღვრებს გარეთ“ დააფიქსირეს 2012 სიკვდილის შემთხვევა, როგორც მთავარი მიზეზი სომალის 2013 წელს 179 ქვეყნიდან 175-ე ადგილზე ყოფნისა პრესის თავისუფლების ინდექსის მიხედვით, რაც შეადგენს 11 პუნქტით დაცემას რეიტინგში 2011 წლიდან.

საერთო ჯამში გაკეთებული შეფასებების მიხედვით, ქვეყანაში მოქმედი 49 რადიო, ბეჭვდითი და სატელევიზიო რეპორტიორი დაიღუპა 1992 და 2013 წლებს შორის პერიოდში. ჟურნალისტების დაცვის კომიტეტის თანახმად, დაღუპულთა უმრავლესობა ადგილობრივი მაცხოვრებელია — 73 %, მამაკაცები — 96 %, ტელეჟურნალისტები — 45 %, რადიოჟურნალისტები — 65 % და არაფრილანსერი ჟურნალისტები — 82 %. მათი უმრავლესობა მოკლული იქნა (65 %), იმ პერიოდში, როდესაც რეპორტაჟი ხდებოდა საომარ პირობებში (49 %) და პოლიტიკური სიუჟეტების დროს (55 %). ზოგმა ჟურნალისტმა მუქარა სიკვდილამდეც კი მიიღო (22 %). თავდასხმის წყარო უფრო მეტად იყო სამხედრო დაჯგუფებების პოლიტიკური მოტივები (50 %), ძირითადად „აშ-შაბააბი“; თავდამსხმელთა კუთვნილება ცნობილი იყო მხოლოდ 22 % შემთხვევაში.

სომალის ფედერალური მთავრობა შეიქმნა 2012 წლის 1 აგვისტოს, რომელიც წარმოადგენს პირველ მუდმივ ცენტრალიზებულ მთავრობას ქვეყანაში სამოქალაქო ომის დაწყებიდან. ფედერალურ პარლამენტში შეიქმნა და მიღებული იქნა ახალი კონსტიტუცია. ასევე მრავალი წლის შემდეგ პირველად შეიქმნა სახელმწიფო სასამართლოები.

დაძაბულობა ცენტრალიზებულ ხელისუფლებასა და ჟურნალისტებს შორის შემდგომში გაძლიერდა, როდესაც მთავრობა ისწრაფოდა ფორმალური წესებისა და სტანდარტების დამყარებას. 2013 წლის იანვარში, „Radio Dalsan-ის“ კორესპონდენტი აბდიაზიზ აბდინურ იბრაჰიმი დაკავებული იქნა დედაქალაქში სექსუალური ძალადობის შედეგად სავარაუდო მსხვერპლის დაკითხვის შემდეგ და გასამართლდა სახელმწიფო ინსტიტუტების შეურაწყოფის და ცრუ ჩვენებების მიცემის ბრალდებით. ორივე გაასამართლა ადგილობრივმა სასამართლომ თებერვლის დასაწყისში, მოგვიანებით, იმავე თვეს, ორივე მათგანი გაამართლა სააპელაციო სასამართლომ არასაკმარისი მტკიცებულებებისგამო.

პრესის მობილურობის და უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად სომალის სამთავრობო ძალები სომალიში აფრიკის კავშირის მისიის ჯარისკაცებთან ერთად ერთდროულად ატარებენ რამდენიმე დიდ საპატრულო ოპერაციებს მოგადიშოში, რის შემდეგაც ორი ჩატარებული ოპერაციის შემდეგ მათ ხელში ჩაიგდეს იარაღი და დააპატიმრეს 1700 და 730 „აშ-შაბააბის“ ეჭვმიტანილი. ჟურნალისტების დაცვის კომიტეტის მონაცემებით, მოკლული ჟურნალისტების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა 2013 წლის შედეგებით, მხოლოდ ოთხი ჟურნალისტი დაიღუპა წლის განმავლობაში. ფედერალურმა მთავრობამ ასევე დააწესა მიზნობრივი ჯგუფი ჟურნალისტებზე გამოძალვის ბრალდებების გამოსაძიებლად, და გააიოლა მოლაპარაკებები მასმედიის შიდა და საერთაშორისო წარმომადგენლებს შორის სომალის მასმედიის შესახებ ახალი კანონის შესამუშავებლად.

კულტურა

სომალის მოსახლეობის უმრავლესობა — მომთაბარე-მეჯოგეებია. მათთვის მთავარი ფასეულობაა სიმდიდრის სიმბოლო — აქლემი. ათეულობით აქლემის (ასევე ასობით თხისა და ცხვრის) მქონე სომალელი — ითვლება კარგად მცხოვრებად. მაგრამ „ნამდვილად“ მდიდარი სომალელია — 100-დან 1000 აქლემის პატრონი.

მომთაბარეები ცხოვრობენ დროებით დასახლებებში, რომლებიც აგებულია იურტის ტიპის აქლემის ტყავისგან გაკეთებული დასაშლელი საცხოვრებლებით, სიმაღლით 1,5-2 მეტრი და დიამეტრით 3-5 მეტრი. ამ საცხოვრებლების გარშემო აგებენ ღობეს კაქტუსებისგან და ეკლიანი აკაციისგან, რომელიც ასევე პირუტყვის დასაბინავებლადაც გამოდგება.

მუდმივად მცხოვრები სომალელები (მიწადმოქმედები და მეთევზეები) თავის სოფლებში აშენებენ ცილინდრული ფორმის ქოხებს — მუნდულოებს, ალიზის კედლებით და თივის სახურავით. ასეთი ქოხების ზომები, ისეთივეა, როგორიც მომთაბარეების იურტების. მაგრამ დიდ სოფლებში სომალელები აგებენ მართკუთხა საცხოვრებლებს — არიშებს, ზომით 8 მეტრი 15 მეტრზე, ისეთივე ალიზის კედლებით, მაგრამ პალმის ფოთლებიანი სახურავით.

სადღესასწაულო დღეებში სომალელები მართავენ მასობრივ ცეკვებს სიმღერებით. აკომპანირებენ ტაშის კვრით, ფეხების მიწაზე დარტყმით, ხის ნაკეთობების ერთმანეთზე დარტყმით. უფრო დიდ დასახლებებში ცეკვავენ დაირების და ბარაბნების დაკვრის ხმაზე, ასევე ზღვის ნიჟარების ჩაბერვის შედეგად გაჩენილ ხმაზე. დღესასწაულისთვის ჩვეულებრივი საბაბია — ბიჭის დაბადება, აქლემის გამრავლება, ასევე რაიმე შემოსავლის მიღება.

სომალელი მამაკაცების ეროვნული სამოსი შედგება თეძოებზე შემოსახვევისგან და მხრებიდან ჩამოუვარდნი გულთან დიაგონალურად დაშვებული ქსოვილის გრძელი ნაჭრისაგან, რომელიც როგორც წესი ადგილობრივი ნაწარმია, შეღებილი თეთრ, ნარინჯისფერ ან ცისფერ ფერებში — ფუტა ბენადირი. ზოგჯერ მხრებზე ასევე მოისხამენ გადასაცმელს, რომელიც ცუდ ამინდში იცავს თავს. სომალელი ქალების კაბა — ქსოვილის ნაჭერია სიგრძით 10-15 მეტრი, რომლის ნაწილი შემოხვეულია თეძოების გარშემო, ხოლო დანარჩენი შემოხვეულია სხეულის ზედა ნაწილზე, ოღონდ ცალი მხარი მაინც შიშველი რჩება. მამაკაცების და ქალების ფეხსაცმელია — სანდალი დასი. ამას გარდა, ბევრი სომალელი ყელზე ატარებს ყურანის ციტატებიან ტყავის მედალიონებს.

მომთაბარე-მეჯოგეების ძირითადი საკვებია — აქლემის რძე (ახალი და მჟავე), ცხვრის ან თხის ყველი, ზოგჯერ ხორცი და ფაფა. მიწადმომქმედი მუდმივად დასახლებული სომალელები ძირითადად იკვებებიან ფაფით, ორცხობილებით და ზოგჯერ რძით. სომალელების დიდი უმრავლესობა საკვებში კატეგორიულად არ ხმარობს თევზსა და ფრინველს, ასევე კვერცხებს — ეს პროდუქტები სომალიში ითვლება „უწმინდურად“.

სომალის სამზარეულო სხვადასხვა რაიონში ერთმანეთისგან განსხვავებულია და ის მოიცავს კულინარიის განსხვავებულ სტილს. აუცილებელი პრინციპი, რომელიც აერთიანებს სომალის საკვებს, არის ჰალალი. მასში მთლიანად გამორიცხულია ღორის ხორცისგან დამზადებული კერძი, ალკოჰოლური სასმელები, სისხლის შემცველი კერძი, აკრძალულია მკვდარი ცხოველებისაგან ხორცის დამზადება. სომალელები სადილობენ საღამოს 9 საათზე, რამადანის დროს — ხშირად „ტარავის“ ლოცვის შემდეგ — საღამოს 11 საათზე.

სპორტი

ფეხბურთი ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობაა სომალიში. მთავარი შიდა საფეხბურთო შეჯიბრებებია სომალის ლიგა და სომალის თასი, სომალის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები თამაშობს საერთაშორისო შეჯიბრებებზე.

ქვეყანაში ასევე თამაშობენ კალათბურთს. 1981 წლის 15-დან 23 დეკემბრამდე მოგადიშოში კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით ჩატარდა აფრიკის ჩემპიონატი კალათბურთში, სადაც სომალის ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა მოიპოვა ბრინჯაოს მედალი.

აბდი ბილე იყო სომალის პირველი სპორტსმენი, რომელმაც მოიპოვა ოქროს მედალი 1987 წლის მძლეოსნობაში მსოფლიო ჩემპიონატზე, როდესაც ის გახდა ჩემპიონი 1500 მეტრზე გარბენში. მოჰამედ ფარაჰმა მოიპოვა სამი ოქროს მედალი მსოფლიო ჩემპიონატებზე და ორი ოლიმპიური ოქროს მედალი 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ლონდონში 5000 და 10 000 მეტრზე გარბენში.

საბრძოლო ხელოვნებაში, ფაისალ ჯეილანი ავეისიმ და მოჰამედ დექ აბდულემ შესაბამისად მოიპოვეს ვერცხლის მედალი და მეოთხე ადგილი, 2013 წელს „Open World-ის“ კლასის „Challenge Cup-ის“ ტაეკვონდოს ტურნირზე ბელგიის ქალაქ ტონგერენში. სომალის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა შეიმუშავა სპეციალური დახმარების პროგრამა მომავალ ტურნირებში შემდგომი წარმატებების უზრუნველყოფისათვის. ამას გარდა, მოჰამედ ჯამამ მოიგო ორივე მსოფლიო და ევროპული ტიტული К1-სა და ტაილანდურ კრივში.

დღესასწაულები

თარიღი დღესასწაული ადგილობრივი დასახელება
გრიგორიანული კალენდარი
1 იანვარი ახალი წელი
1 მაისი შრომის დღე
26 ივნისი ბრიტანეთის სომალილენდის დამოუკიდებლობის დღე
1 ივლისი დამოუკიდებლობის დღე
ისლამური მთვარის კალენდარი
12 რაბი ალ-ავალი მაჰმადის დაბადების დღე მავლიდი
27 რაჯაბი მაჰმადის ცაში ამაღლება ისრა და მირაჯი
1 შავალი რამადანის დასასრული ურაზა ბაირამი
10 ზულ ჰიჯა მსხვერპლშეწირვის დღესასწაული ყურბან ბაირამი
1 მუჰარამი მუსულმანური ახალი წელი
10 მუჰარამი აშურა

სქოლიო

სომალი 
არის გვერდი თემაზე:

Tags:

სომალი ისტორიასომალი თანამედროვე პოლიტიკური სიტუაციასომალი პოლიტიკური მოწყობასომალი გეოგრაფიასომალი სასამართლო სისტემასომალი შეიარაღებული ძალებისომალი ადმინისტრაციული დაყოფასომალი დემოგრაფიასომალი ეკონომიკასომალი სოციალური სფეროსომალი მასმედიასომალი კულტურასომალი სპორტისომალი დღესასწაულებისომალი სქოლიოსომალიადენის ყურეარაბული ენააფრიკაეთიოპიაიემენიინდოეთის ოკეანეკენიანახევარკუნძულისომალელებისომალი ენასომალის ნახევარკუნძულიჯიბუტი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

საჭმლის მომნელებელი სისტემასომხური სამოციქულო ეკლესიათორნიკე ოქრიაშვილიკალიებიბაგრატ III (საქართველოს მეფე)ადმირალი (პეპელა)მიხეილ ყაველაშვილიტემპერამენტის ტიპებიკახა კალაძეეოზონოფილებიტროპიკული სარტყლებისპილოსებრნისვანური კოშკივენდეტადედამიწის ისტორიავახტანგ I გორგასალიკორუფციაგიორგი I (საქართველოს მეფე)ხემარწყვაასპინძის ბრძოლაკოსმოპოლიტიზმიმიხეილ სააკაშვილიბიძინა ივანიშვილისაქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშიასომთავრულინიკა გვარამიასუვერენიტეტისუფრის მარილიმეორე მსოფლიო ომირომაული ხელოვნებადალი (მითოლოგია)აშშ-ის ისტორიაანგარიშთა გეგმაგულირიმა ბერაძეაჭარაიოჰან სებასტიან ბახიტოტალიტარიზმისქესობრივი აქტიარჩვიბაში-აჩუკიგიორგი XIIYouTubeჯანსუღ ჩარკვიანიავსტრიაჯონ მალკოვიჩიუნგრეთიEuropebetსამასი არაგველიცოტნე დადიანიჰაერივეფხვიავსტრალია (კონტინენტი)გიორგი სააკაძემარტივი რიცხვიდუბაიპოლიტიკაერითროციტებიმიხეილ ხერგიანიიეთიმ გურჯიანა დოლიძეკილომეტრიფრინველთა მიმოფრენამტკვარიკალათბურთისაქართველოს თავდაცვის ძალებიქართლის სამეფოსაკურაევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითსაქართველოს კანონიკუებიქართული დამწერლობაThe Beatlesიუსტინიანე Iნახშირწყლებინაღვლის ბუშტიმზეთბილისის ისტორია🡆 More