ფეხბურთი: სპორტის სახეობა

ფეხბურთი — გუნდური სპორტი, რომელშიც თერთმეტი წევრისგან შემდგარი ორი გუნდი ეთამაშება ერთმანეთს.

თამაში მიმდინარეობს მართკუთხა მინდორზე საგოლე კარით ორივე ბოლოში. თამაშის მიზანი გუნდის წევრებს შორის ბურთით მანევრირებაა მოწინააღმდეგე გუნდის კარში გოლის გასატანად. ამ სპორტის მთავარი დამახასიათებელი წესის მიხედვით, მოთამაშეებს, მეკარის გარდა, ბურთზე ხელის ან მკლავის გამოყენების უფლება არ აქვთ თამაშის პერიოდში. მატჩის გამარჯვებული ის გუნდია, რომელიც უფრო მეტ გოლს გაიტანს თამაშის ბოლომდე. ფეხბურთში არის ერთი მთავარი და ოთხი დამხმარე მსაჯი, აქედან 2 გვერდითი არბიტრი, 2 პირითი ხაზის დამხმარე მსაჯი. მთავარ მსაჯს აქვს უფლება მიიღოს გადაწყვეტილება – დააჯარიმოს თუ არა გუნდი კონკრეტულ ეპიზოდში თამაშის წესების დარღვევისთვის. მსაჯს შეუძლია ფეხბურთელს უჩვენოს ყვითელი ან წითელი ბარათი. ეს იმაზეა დამოკიდებული თუ რამდენად უხეშად ითამაშა ფეხბურთელმა. მსაჯის მიერ ყვითელი ბარათის ორჯერ ან პირდაპირ წითელი ბარათის ჩვენების შემთხვევაში ფეხბურთელი ტოვებს მინდორს და ავტომატურად ტოვებს მისი გუნდის მომდევნო შეხვედრასაც იმ კონკრეტულ ტურნირზე, სადაც მიიღო წითელი ბარათი. იმ შემთხვევაში თუ წითელი ბარათი ფეხბურთელმა არასპორტული საქციელის გამო მიიღო, შესაძლოა მას რამდენიმე თამაშის გამოტოვებაც მოუწიოს (მისი საკითხი განიხილება უეფას ან ფიფას სადისციპლინო კომიტეტზე).

ფეხბურთი
ფეხბურთი: სპორტის სახეობა
თავდამსხმელი (წითელ მაისურში) არღვევს დაცვას (თეთრებში) და კარში დარტყმას აპირებს. მეკარე ეცდება შეუშალოს ხელი ბურთის კარში მოხვედრას.
უმაღლესი ორგანო ფიფა
პირველი თამაში 1848
ტიპი სპორტის სახეობა, გუნდური სპორტი, ოლიმპიური სპორტი, სპორტი დამსწრე მაყურებლით და ბურთიანი სპორტი
აღჭურვილობა საფეხბურთო ფორმა, ფეხბურთის ბურთი, საფეხბურთო მოედანი, association football goal და association football boots
ქვეყანა/რეგიონი დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
მოთამაშეების მინიმალური რაოდენობა 7[1]
მოთამაშეების მაქსიმალური რაოდენობა 22[2]
ფეხბურთი: სპორტის სახეობა
ფეხბურთში, გულშემატკივრების ძირითადი მიზანია მატჩის განმავლობაში საკუთარი გუნდის წახალისება.

თამაში თანამედროვე სახით ჩამოყალიბდა ინგლისში, რასაც ფეხბურთის ასოციაციის შექმნა მოჰყვა, რომლის 1863 წელს შედგენილმა კანონებმა განაპირობა სპორტის განვითარება ისე, როგორც მას ამჟამად თამაშობენ. ფეხბურთის საერთაშორისო მმართველი ორგანიზაციაა ფიფა (ფრანგ. Fédération Internationale de Football Association; აკრონიმი - FIFA). ყველაზე პრესტიჟული საფეხბურთო შეჯიბრია ფიფა-ს მსოფლიო ჩემპიონატი, რომელსაც ყველაზე მეტი მაყურებელი ჰყავს მსოფლიოში სპორტულ ღონისძიებებს შორის.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

ფეხბურთი: სპორტის სახეობა 
არის გვერდი თემაზე:

Tags:

მეკარე (ფეხბურთი)სპორტი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

რევაზ ინანიშვილიგეორგიევსკის ტრაქტატიბაზალეთის ტბატყემილიმეტრიქანი (გეოლოგია)ლიონელ მესიშველისინგაპურიმინერალებიარისტოტელევერსალის საზავო ხელშეკრულება (1919)წნევადავით კლდიაშვილი22 აპრილიკოსმოპოლიტიზმიაზიის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითბატონებიდავით კაჭარავახევსურეთიანემიაანტარქტიდაგოგირდიმარქსიზმიეკოლოგიასიყვარულივაჟა-ფშაველალეონარდო და ვინჩიფოლკლორითორნიკე ერისთავირიონივარძიაფასკუნჯიკანიქართული ვაზის ჯიშებისაქართველოს მუნიციპალიტეტებითეიმურაზ IIფეხბურთის წესებიქართველებისაქართველო XII-XIII საუკუნეებშიუქმე დღეები საქართველოშისასწორი (ასტროლოგია)საქართველოს გეოგრაფიაპაბლო პიკასოეკა გიგაურიალმასიალექსანდრე მაკედონელიხვანჭკარა (ღვინო)საქართველო XV საუკუნეში1832 წლის შეთქმულებაალექსანდრე I დიდიკუბური მეტრიკვიპროსიწყალიგიორგი I (საქართველოს მეფე)მეტაფორანათურადავითგარეჯაბათუმის ბოტანიკური ბაღინაკიანი წელიწადიდუბაის საამიროზამთარიჰარი პოტერიაია-სოფიას ტაძარიიესო ქრისტესაქართველო XVIII საუკუნეშითითაობალაშა ტალახაძემონღოლთა ბატონობა საქართველოშიიასამანიჭიანჭველასებრნიჰაერიჯუზეპე ვერდითავისუფლება (ფილოსოფია)🡆 More