ლურჯი ვეშაპი (ლათ.
Balaenoptera musculus) — ძუძუმწოვარი ცხოველი ზოლიან ვეშაპისებრთა ოჯახისა. ტანად ყველაზე დიდი ცხოველია, მისი სხეულის სიგრძე 33 მ, მასა 150 ტ აღემატება. აქვს პატარა ზურგის ფარფლი, ზედა ყბაზე — 350-800 წყვილი რქოვანი შავი ფირფიტა. ლურჯი ვეშაპის არეალი ძალზე ფართოა, თუმცა თითქმის განადგურებულია. გვხვდება ერთეულებად, იშვიათად წყვილად ან 3 ერთად. იკვებება კიბოსნაირებით (თევზს არ ჭამს). ყოველ 2-3 წელიწადში დედალი შობს 1 ნაშიერს, რომლის სიგრძეა 6-8 მ, მასა 2-3 ტ. ნაშიერი 7-8 თვე რძით იკვებება (ვეშაპის რძე 35-60%-მდე ცხიმს შეიცავს). მაკეობა 11 თვემდე გრძელდება. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 4-5 წლისა. ერთი ლურჯი ვეშაპი საშუალოდ იძლევა 15-20 ტ ცხიმს და 35-40 ტ ხორცს. 1966 წლიდან ლურჯ ვეშაპზე ნადირობა აკრძალულია.
ლურჯი ვეშაპი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Balaenoptera musculus | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
საფრთხეში მყოფი IUCN 3.1 Endangered : 2477 | |||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||
|
This article uses material from the Wikipedia ქართული article ლურჯი ვეშაპი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.