ეროვნული პარკი

ეროვნული პარკი — დაცული ტერიტორიის ერთ-ერთი სახე, რომელსაც მინიჭებული აქვს სპეციალური სტატუსი.

შეესაბამება IUCN II კატეგორიას.

ეროვნული პარკი
სპილოების საფარი ჯალდაპარას ეროვნულ პარკში, დასავლეთი ბენგალი, ინდოეთი
ეროვნული პარკი
ტეიდეს ეროვნული პარკი, ტენერიფე, ესპანეთი
ეროვნული პარკი
მანუელ ანტონიოს ეროვნული პარკი, კოსტა-რიკა. ფორბსის მიერ დასახელდა 12 ულამაზეს ეროვნულ პარკებს შორის.

ეროვნული პარკი იქმნება ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობის, შედარებით დიდი და ბუნებრივი მშვენიერებით გამორჩეული ეკოსისტემების დასაცავად სასიცოცხლო და რეკრეაციული საქმიანობისათვის.

ეროვნული პარკისათვის შეიძლება შეირჩეს შედარებით დიდი ბუნებრივი სახმელეთო ტერიტორია ან/და აკვატორია, სადაც წარმოდგენილია უნიკალური, იშვიათი ან საფრთხის წინაშე მყოფი ერთი ან რამდენიმე დაუზიანებელი ან ნაკლებად დაზიანებული ეკოსისტემა, ბიოცენოზი და „წითელ ნუსხაში“ შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობა.

ეროვნულ პარკში შეიძლება მოეწყოს შემდეგი ძირითადი ზონები:

  1. ბუნების მკაცრი დაცვის ზონა – ბუნების მკაცრი დაცვის ზონა ეწყობა ხელუხლებელი ბუნების შენარჩუნების, არამუნიციპალური მეცნიერების კვლევის და საგანმანათლებლო საქმიანობისათვის.
  2. ბუნების მართვავდი დაცვის ზონა – ბუნების მართვადი დაცვის ზონა ეწყობა სასიცოცხლო გარემოს დაცვის, მოვლა-პატრონობისა და აღდგენის, აგრეთვე მანიპულაციური მეცნიერული კვლევის, ტურიზმისა და საგანმანათლებლო საქმიანობისათვის.
  3. ვიზიტორთა ზონა – ვიზიტორთა ზონა ეწყობა ბუნების დაცვის, რეკრეაციისა და საგანმანათლებლო საქმიანობისათვის.
  4. აღდგენის ზონა – აღდგენის ზონა ეწყობა ანთროპოლოგიური ჩარევით დაზიანებული ბუნების ობიექტების და ტერიტორიების დაცვა-აღდგენისათვის.
  5. ისტორიულ-კულტურული ზონა – ისტორიულ-კულტურული ზონა ეწყობა ბუნებრივი გარემოს, ისტორიულ-კულტურული ობიექტებისა და/ან არქიტექტურული ძეგლების დაცვა-აღდგენის, რეკრეაციის, ტურიზმისა და საგანმანათლებლო საქმიანობისათვის (ზონა არ მოიცავს დასახლებებს).
  6. ადმინისტრაციის ზონა – ადმინისტრაციის ზონა ეწყობა ეროვნული პარკის ადმინისტრირებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის განსათავსებლად.
  7. ტრადიციული გამოყენების ზონა – ტრადიციული გამოყენების ზონა ეწყობა ბუნების დაცვის და განახლებადი ბუნებრივი რესურსების ტრადიციულად გამოყენებასათან დაკავშირებული სამეურნეო საქმია ნობისათვის. ზონაში დაიშვება ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებით და ბუნებრივი პროდუქტულობით ლიმიტირებული თიბვა, ძოვება, საშეშე მერქნის მოპოვება და სხვა. დაუშვებელია ხვნა-თესვა და სასოფლო-სამეურნეო ნაგებობების განთავსება.


ეროვნული პარკი შეიძლება მოიცავდეს სხვადასხვა კატეგორიის დაცულ ტერიტორიას (ბუნების ძეგლი, აღკვეთილი, მსოფლიოს მემკვიდრეობის უბანი) და/ან თვითონ ითავსებდეს ბიოსფერული რეზერვატის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის ან საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ტერიტორიის კატეგორიას.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირიდაცული ტერიტორია

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ტოლერანტობანილოსისოზარ სუბარიდუბაის საამირომელაქართული სამზარეულოსაქართველოს სახელმწიფო ჰიმნიდასავლეთ რომის იმპერიის დაცემაპანკრეასისაკურაკუთხეწნევაზვავიჰაერილონდონიპეპ გვარდიოლამინერალებიმტკვარისიტყვაჯაყოს ხიზნებიილია IIოქტავიანე ავგუსტუსიაფრიკის ქვეყნების სიაგაზაფხულიანტანტასაქართველოს ისტორიასანქტ-პეტერბურგიაჭარაპირველი მსოფლიო ომიმსოფლიოს მოსახლეობახინკალისაქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიაუშგულის თემისაქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტილავრენტი ბერიაპარადოქსისაბერძნეთიუქმე დღეები საქართველოშიქართლის გაქრისტიანებაგიორგი ლეონიძეტყერესპუბლიკაკონსტანტინოპოლიმიხეილ ყაველაშვილიბრაზილიაფოთიკვორუმი24 აპრილირომის იმპერიაიესო ქრისტემერაბ კოსტავაცოტნე დადიანიბუნებრივი რესურსებიწითელი წიგნიკუბური მეტრინერვული სისტემაგოტლიბ კურტ ჰაინრიხ ტოტლებენიერეკლე IIთეთრი დათვიშვედეთიკონსტანტინე გამსახურდიავეტონოდარ დუმბაძეიოთამ ზედგენიძეთბილისის ეროვნული პარკიაფხაზეთის ომი (1992-1993)ელინიზმისეკულარიზმიკატალიზატორიბიძინა ივანიშვილიადმირალი (პეპელა)ხელოვნებაემპათიაკაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდაადამიანიჩემი ცოლის დაქალებითუშეთიქუნთრუშა🡆 More