ბარაკ ობამა: აშშ-ის 44-ე პრეზიდენტი

ბარაკ ჰუსეინ ობამა II (ინგლ.

Barack Hussein Obama II; დ. 4 აგვისტო, 1961, ჰონოლულუ, ჰავაი, აშშ) — ამერიკელი იურისტი და პოლიტიკოსი-დემოკრატი, აშშ-ის 44-ე პრეზიდენტი 2009–2017 წლებში. პირველი აფრო-ამერიკელი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტად აირჩიეს. პრეზიდენტობამდე, წარმოადგენდა ილინოისის შტატს აშშ-ის სენატში 2005–2008 წლებში.

ბარაკ ობამა
Barack Obama
ბარაკ ობამა Barack Obama
აშშ-ის 44-ე პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
20 იანვარი, 2009 – 20 იანვარი, 2017
ვიცე-პრეზიდენტი  ჯო ბაიდენი
წინამორბედიჯორჯ უოკერ ბუში
მემკვიდრედონალდ ტრამპი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
3 იანვარი, 2005 – 16 ნოემბერი, 2008
წინამორბედიპიტერ ფიცჯერალდი
მემკვიდრეროლანდ ბურისი

ილინოისის სენატის წევრი მე-13 ოლქიდან
თანამდებობაზე ყოფნის დრო
8 იანვარი, 1997 – 4 ნოემბერი, 2004
წინამორბედიალის პალმერი
მემკვიდრექუამ რაოული

დაბადებული4 აგვისტო, 1961
ჰონოლულუ, ჰავაი
ეროვნებაამერიკელი
პოლიტიკური პარტიადემოკრატიული პარტია
მეუღლემიშელ ობამა
პროფესიაიურისტი
რელიგიაპროტესტანტი
ჯილდოებინობელის პრემია ნობელის მშვიდობის პრემია, 2009
ხელმოწერაბარაკ ობამა: ადრეული ცხოვრება, საპრეზიდენტო კამპანიები, პრეზიდენტობა (2009–2017)

ობამა დაიბადა ქალაქ ჰონოლულუში, ჰავაის შტატში. 1983 წელს დაამთავრა კოლუმბიის უნივერსიტეტი, რის შემდეგაც მუშაობდა ჩიკაგოში ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების დამცველად. 1988 წელს, ჩაირიცხა ჰარვარდის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, იყო გაზეთ „Harvard Law Review“-ის პირველი შავკანიანი პრეზიდენტი. ჰარვარდის დამთავრების შემდეგ, გახდა სამოქალაქო უფლებების დამცველი ადვოკატი, ასწავლიდა ჩიკაგოს უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე კონსტიტუციურ კანონებს. წარმოადგენდა მე-13 ოლქს შტატ ილინოისის სენატში 1997–2004 წლებში, სანამ აირჩევდნენ აშშ-ის სენატში. მიიღო მთელი ქვეყნის ყურადღება 2004 წლის მარტში პრაიმერის გამარჯვების შემდეგ, კვლავ მიიქცია ყურადრება 2004 წლის ივლისში დემოკრატიული პარტიის ნაციონალური კონვენციაზე გამოსვლით და ნოემბერში არჩევნებში გამარჯვებით. 2008 წელს, გახდა დემოკრატიული პარტიის კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებზე, მას შემდეგ რაც ერთწლიანი დაძაბული ბრძოლის შემდეგ პრაიმერში დაამარცხა ჰილარი კლინტონი. ნოემბერში, უკან ჩამოიტოვა რესპუბლიკელთა კანდიდატი ჯონ სიდნი მაკ-კეინი და აირჩა აშშ-ს პრეზიდენტად; მისი ინაუგურაცია ჩატარდა 2009 წლის 20 იანვარს. ცხრა თვის შემდეგ, დასახელდა ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად.

თანამდებობაზე ყოფნის პირველი ორი წლის განმავლობაში, ობამა ხელი მოაწერა არაერთ მნიშვნელოვან კანონპროექტს: პაციენტთა დაცვისა და ხელმისაწვდომი ჯანდაცვის (ხშირად მოხსენიებული როგორც „Obamacare“ ან „ხელმისაწვდომი ჯანდაცვის აქტი“), დოდ–ფრენკის უოლ სტრიტის რეფორმის და მომხმარებელთა დაცვის აქტებს და მხარი დაუჭირა Don't Ask, Don't Tell-ის პოლიტიკის გაუქმებას. ხელი მოაწერა ამერიკის გამოჯანმრთელებისა და რეინვესტირების, საგადასახადო ტვირთის შემსუბუქების აქტს, უმუშევრობის დაზღვევის რეავტორიზაციას და სამუშაო ადგილების შექმნის 2010 წლის აქტს. ეროვნული ვალის ლიმიტებთან დაკავშირებით ხანგრძლივი დებატების შემდეგ, ხელი მოაწერა ბიუჯეტის კონტროლის და ამერიკელ გადასახადების გადამხდელთა ტვირთის შემსუბუქების აქტებს. საგარეო პოლიტიკაში, გაზარდა ამერიკული კონტიგენტი ავღანეთში, რუსეთთან ერთად შეამცირა ბირთვული იარაღის რაოდენობა და გამოიყვანა ამერიკული ჯარი ერაყიდან. ამასთან ერთად, გასცა ლიბიის მმართველის, მუამარ კადაფის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების ჩატარების ბრძანება. მისივე ბრძანებებით ჩატარდა სამხედრო ოპერაციები, რომელთა შედეგადაც შედგა ოსამა ბინ ლადენის და ალ-ქაიდას სასარგებლოდ ოპერატიულ მუშაობაში ანვარ ალ-ავლაკის ლიკვიდაცია.

ობამამ მინაწილეობა მიიღო 2012 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში, დაამარცხა რესპუბლიკელთა კანდიდატი მიტ რომნი; მისი მეორე ინაუგურაცია შედგა 2013 წლის 20 იანვარს. მეორე საპრეზიდენტო ვადის დროს, ობამა აქტიურად ცდილობდა ლგბტ-საზოგადოების უფლებების დაცვას. მისი ადმინისტრაცია ურჩევდა აშშ-ის უზენაეს სასამართლოს, არაკონსტიტუციურად ეცნო ერთსქესიანთა ქორწინების აკრძალვა. უზენაესმა სასამართლომ ობერგფელისა და ჰოდჯის საქმის განხილვის შემდეგ, არაკონსტიტუციურად ცნო ერთსქესიანთა ქორწინების აკრძალვა. ობამა მხარს უჭერდა ცეცხლსასროლი იარაღის კონტროლს სენდი ჰუქის სკოლაში სროლის საპასუხოდ. ობამამ აგრეთვე გამოსცა რამდენიმე აღმასრულებელი ბრძანება, რომლებიც ძირითადად ეხებოდა კლიმატის ცვლილებასა და იმიგრაციას. საგარეო პოლიტიკაში, ობამამ კვლავ გასცა ერაყში სამხედროების დისლოცირების ბრძანება, განაგრძო ავღანეთში აშშ-ის ოპერაციების დასრულების პროცესი, მონაწილეობა მიიღო პარიზის შეთანხმების შექმნა-გავრცელებაში, წამოაყენა ყირიმსა და უკრაინაში ინტერვენციის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღების ინიციატივა, მოახდინა კუბასთან ურთიერთობების ნორმალიზაცია. მისი პრეზიდენტობის დროს, აშშ-ის რეპუტაცია მსოფლიოს მასშტაბით საკმაოდ გაუმჯობესდა.

მის პრეზიდენტობას ისტორიკოსები და საზოგადოება ძირითადად დადებითად აფასებენ. ობამამ პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა 2017 წლის 20 იანვარს, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ და ამჟამად ცხოვრობს აშშ-ის დედაქალაქში, ვაშინგტონიში. 2018 წლის დეკემბერში, „Gallup“-ის გამოკითხვამ აჩვენა, რომ ობამა 11 წლის განმავლობაში ამერიკაში ყველაზე აღტაცებული მამაკაცი იყო.

ადრეული ცხოვრება

ბარაკ ობამა დაიბადა 1961 წლის 4 აგვისტოს, ქალებისა და ბავშვების კაპიოლანის სამედიცინო ცენტრში ქალაქ ჰონოლულუში, ჰავაი. იგი არის ერთადერთი პრეზიდენტი, რომელიც 48 კონტინენტური შტატის გარეთ დაიბადა. ობამას დედა იყო თეთრკანიანი, ხოლო მამა — შავკანიანი. დედამისი, ენ დანემი (1942–1995) დაიბარდა ქალაქ უიჩიტაში, კანზასის შტატში. მისი წინაპრები ძირითადად იყვნენ ინგლისიდან, თუმცა, მასში აგრეთვე ირეოდა ცოტაოდენი გერმანული, ირლანდიული, შოტლანდიური, შვეიცარიული და უელსური სისხლი. ობამას მამა, ბარაკ ობამა უფროსი (1936–1982) იყო კენიიდან. ის და ენ დანემი შეხვდნენ 1960 წელს, რუსული ენის გაკვეთილზე ჰავაისუნივერსიტეტის მანოას ფილიალში, სადაც ობამა უფროსი უცხოელი სტუდენტის სტატუსით სწავლობდა. წყვილი დაქორწინდა ქალაქ ვაილიკუში (ჰავაის შტატი) 1961 წლის 2 თებერვალს, ობამას დაბადებამდე ექვსი თვით ადრე.

1961 წლის აგვისტოს ბოლოში (ობამას დაბადებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ), დედასთან ერტად პატარა ობამა გადაბარგდნენ სიეტლში, ვაშინგტონის შტატში, სადაც ენ დანემი ვაშინგტონის უნივერსიტეტში სწავლობდა; დედა-შვილმა სიეტლსი ერთი წელი გაატარეს. ამავე დროს, ობამა უფროსმა 1962 წლის ივნისში დაამთავრა სწავლა ჰავაის უნივერსიტეტში და დატოვა ჰავაი ჰავრვარდის უნივერსიტეტში სასწავლებლად, სადაც მიიღო მაგისტრის ხარისხი ეკონომიკაში. ის და ენ დანემი 1964 წლის მარტში განქორწინდნენ. იმავე წელს, ობამა უფროსი დაბრუნდა კენიაში, სადაც მესამეჯერ დაქორწინდა და დაიწყო მუშაობა უფროს ეკონომიკურ ანალიტიკოსად კენიის ფინანსთა სამინისტროში. ობამა უმცროსი მან მხოლოდ ერთხელ, 1971 წელს, შობის დროს ინახულა. დაიღუპა 1982 წელს, ავტოკატასტროფაში, როცა უმცროსი ობამა 21 წლის იყო. ბავშვობაზე საუბრისას, ობამამ გაიხსენა: „მამაჩემი არ ჰგავდა ხალხს, ჩემ გვერდით რომ ტრიალებდა. ის იყო კუპრივით შავი, ხოლო დედაჩემი რძესავით თეთრი. ეს გონებაში ჩამიბეჭდდა“. ობამამ დაამატა, რომ ახალგაზრდობაში უჭირდა დაეძლია საზოგადოებრივი წარმოდგენები მულტიკულტურულ დედ-მამასთან დაკავშირებით.

1963 წელს, დანემი შეხვდა ლოლო სოეტოროს კვლავ ჰავაის უნივერსიტეტში; სოეტორო იყო ინდონეზიელი გეოგრაფი. წყვილი დაქორწინდა 1965 წლი 15 მარტს, მოლოკაიში. სოეოტორომ ორჯერ, ერთწლიანი ვადით გაახანგრძლივა თავისი ვიზა, ხოლო 1966 წელს ინდონეზიაში დაბრუნდა. მისი მეუღლე და გერი ინდონეზიაში თექვსმეტი თვის შემდეგ ჩავიდნენ, 1967 წელს. თავიდან ისინი ცხოვრობდნენ სამხერთ ჯაკარტას მენტენგ დალამის რაიონში, ხოლო 1970 წლიდან მოყოლებული მათი რეზიდენციის ადგილი ცენტრალური ჯაკარტის შეძლებული უბანი იყო.

განათლება

სამიდან ხუთ წლამდე ობამა სწავლობდა წმინდა ფრანსისკეს სკოლაში, ხოლო ექვსიდან ათ წლამდე სწავლობდა ადგილობრივ ინდონეზიურ სკოლებში: ჯერ, ორი წლის განმავლობაში წმინდა ფრანსისკეს სახელობის დაწყებით სკოლაში, ხოლო შემდეგ ადგილობრივ საჯარო დაწყებით სკოლაში. სახლში, ობამას დედა ინგლისურ ენაზე ასწავლიდა. ჯაკარტაში გატარებული ოთხი წლის ხარჯზე, ობამას თავისუფლად შეეძლო ინდონეზიურ ენაზე საუბარი. ინდონეზიაში ყოფნისას, ობამას მამინაცვალმა მას „ასწავლა, თუ როგორ იყო მოწყობილი სამყარო“.

1971 წელს, ობამა დაბრუნდა ჰონოლულუში და დაიწყო ცხოვრება ბებია-ბაბუასთან, მადელინ და სტენლი დანემებთან. ჰავაიში ის სწავლობდა პუნაჰოუს სკოლაში, რომელიც მან 1979 წელს დაამთავრა. ახალგაზრდობაში, ობამას ფსევდონიმი იყო „ბარი“ (ინგლ. Barry). 192–1975 წლებში, ობამა დედასთან და ნახევარდასთან ერთად ცხოვრობდა ჰავაიში. ამ პერიოდში, დედამისი სწავლობდა ანთროპოლოგიის ჰავაის უნივერსიტეტში. 1975 წელს ენ დანემი თავის ქალიშვილთან ერთად ინდონეზიაში დაბრუნდა, ობამამ კი ამჯობინა დარჩენილიყო ჰავაის კუნძულებზე, რათა სკოლაში სწავლა დაემთავრებინა. ენ დანემმა მომდევნო ოცი წელი ძირითადად ინდონეზიაში გაატარა. 1980 წელს ის მეორე მეუღლეს, ლოლოს გაეყარა და 1992 წელს მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიიღო. 1995 წელს კიბოთი გარდაიცვალა.

მოგვიანებით, ობამამ გაიხსენა ჰონოლულუში გატარებული წლები და დაწერა: „შესაძლებლობები, რომლებსაც ჰავაი მთავაზობდა, ანუ, კულუტურათა მრავალფეროვნება ურთიერთპატივისცემის ატმოსფეროში გახდა ჩემი მსოფლთმხედველობის მნიშვნელოვანი ნაწილი და ნიადაგი იმ ღირებულებებისთვის, რომლებიც მე მწამს“. ობამამ აგრეთვე დაწერა, რომ ახალგაზრდობაში იღებდა ალკოჰოლს, მარიხუანას და კოკაინს „რათა გაენდევნა გონებიდან კითხვები, თუ ვინ იყო“. ობამა ასევე იყო ჯგუფ „choom gang“-ის წევრი. ჯგუფში გაერთიანებულნი იყვნენ მეგობრები, რომლებიც ერთად ატარებდნენ დროს და ზოგჯერ მარიხუანას ეწეოდნენ.

1979 წელს სკოლის დამთავრების შემდეგ, ობამა გადავიდა ლოს ანჯელესში და დაიწყო სწავლო ოქსიდენტალის კოლიჯში და 1981 წლის თებერვალში პირველად გამოვიდა სიტყვით, სადაც მოუწოდა კოლეჯის ხელმძღვანელობას სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის აპარტეიდის სახელმწიფო პოლიტიკის საპასუხოდ ქვეყნიდან დეინვესტიციის პროცესში მიიღო მონაწილეობა. 1981 წლის შუა პერიოდში, ობამა ჩავიდა ინდონეზიაშა, მოინახულა და და დედა, ხოლო შემდეგ გაემგზავრა პაკისტანსა და ინდოეთში, სადაც თანაკურსელების ოჯახებს ესტუმრა. 1981 წლის ბოლოში, ობამა გადავიდა სასწავლებლად კოლუმბიის უნივერსიტეტში, სადაც სწავლობდა პოლიტიკურ მეცნიერებას საერთაშორისო ურთიერთობებისა და ინგლისური ლიტერატურის განხრით. ცხოვრობდა ქალაქ ნიუ-იორკში, 109-ე ქუჩის დასავლეთ ნაწილში. სწავლა ობამამ 1983 წელს, ბაკალავრის ხარისხით დაამთავრა და დაახლოებით ერთი წელი იმუშავა „ბიზნესის საერთაშორისო კორპორაციაში“ ფინანსურ მკვლევარად და მწერლად, ხოლო შემდეგ, 1985 წელს, სამი თვის განმავლობაში, „New York Public Interest Research Group“-ის მიერ ორგანიზებული პროექტის კოორდინაატორი იყო.

ოჯახი და პირადი ცხოვრება

ბარაკ ობამა: ადრეული ცხოვრება, საპრეზიდენტო კამპანიები, პრეზიდენტობა (2009–2017) 
ობამა ოჯახთან ერთად თეთრი სახლის მწვანე ოთახში, 2009

2006 წელს მიცემულ ინტერვიუში, ობამამ აღნიშნა მისი ოჯახის მრავალფეროვნება: „ეს მინი გაეროს წააგვს“; „მე მყავს ნათესავები, რომლებიც ჰგვანან ბერნი მაქს და ნათესავები, რომლებიც ჰგვანან მარგარეტ ტეტჩერს. ობამას ჰყავს ნახევარდა, რომელთანაც ერთად ინდონეზიაში იზრდებოდა და შვიდი სიბლინგი კენიელი მამისგან, რომელთაგანაც ექვსია ცოცხალი. ობამას დედა გარდაიცვალა 1995 წელს, ხოლო ბებია, მადელინ დანემი ამ ქვეყნიდან წავიდა 2008 წლის 2 ნოემბერს, შვილიშვილის პრეზიდენტად არჩევამდე ორი დღით ადრე. ობამას ასევე ჰყავს ნათესავები ირლანდიაში, რომლებსაც ის 2011 წლის მაისში შეხვდა. თავის წიგნში, ობამა წერს, რომ დედამისის ოჯახს აქვს ნათესაობრივი კავშირები ინდიელ ამერიკელებთან და ჯეფერსონ დეივისთან, აშშ-ის სამოქალაქო ომის დროს კონფედერაციის პრეზიდენტთან. აღსანიშნავია, რომ ობამას და პრეზიდენტის თანამდებობაზე მის წინამორბედს, ჯორჯ უოკერ ბუშს და ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ დიკ ჩეინის საერთო წინაპრები ჰყავთ.

ბარაკ ობამა: ადრეული ცხოვრება, საპრეზიდენტო კამპანიები, პრეზიდენტობა (2009–2017) 
ობამა ჯონათან თოუზთან და სტენლის თასის გამარჯვებულ „Chicago Blackhawks“-სთან ერთად, 2010

ობამა მხარს უჭერს ბეისბოლის გუნდ „ჩიკაგო უაით სოქსს“. 2005 წელს, ჯერ კიდევ სენატორობისას, ამერიკის ბეისბოლის ჩემპიონატზე ობამამ „პირველი ბურთი“ ისროლა. 2009 წელს, ყველა ვარვსკვლავის თამაშის დროს, ობამამ „პირველი ბურთი“ საყვარელი გუნდის მაისურში ჩაცმულმა ისროლა. ფეხბურთის ეროვნულ ლიგაში, ობამა მხარს უჭერს „Chicago Bears“-ს, თუმცა, ადრე იყო „Pittsburgh Steelers“-ის გულშემატკივარი და მხარს უჭერდა ამ გუნდს მათ გამარჯვებამდე „Super Bowl“-ში გამარჯვებამდე 2009 წელს. 2011 წელს, ობამამ თეთრ სახლში მიიწვია „Chicago Bears“-ს 1985 წლის შემადგენლობა, რომლებიც 1986 წელს „Super Bowl“-ში გამარჯვების შემდეგ ვერ ეწვიენ თეთრ სახლს კოსმოსური შატლის „Challenger“-ის კატასტროფის შემდეგ. ობამა ცაციაა; თამაშობს კალათბურთს, რომლის მოყვარულიც ჯერ კიდევ სკოლაში იყო.

ბარაკ ობამა: ადრეული ცხოვრება, საპრეზიდენტო კამპანიები, პრეზიდენტობა (2009–2017) 
ობამა თამაშობს კალათბურთს თეთრი სახლის კალათბურთის მოედანზე, 2009

1980-იან წლებში ობამა ხვდებოდა ანთროპოლოგისტ მიოში ჯაგერს, რომელსაც მან ორჯერ სთხოვა ხელი, თუმცა, ორჯერვე უარი მიიღო ჯაგერისგან და მისი მშობლებისგან. ამ ურთიერთობის შესახებ საზოგადოებისთვის ცნობილი მხოლოდ 2017 წლის მაისში, ობამას პრეზიდენტობის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

1989 წლის ივნისში, ობამამ გაიცნო მიშელ რობინსონი, როცა ბარაკი ჩიკაგოს იურიდიულ ფირმა „Sidley Austin“-ში მუშაობდა. მიშელ რობინსონი ფირმაში ობამას მრჩევლად დაინიშნა და მართალია, მასთან ერთად რაღაც ღონისძიებებს ესწრებოდა, თუმცა თავიდან უარს ამბობდა პაემანზე წასვლაზე. ობამასა და რობინსონის რომანი 1989 წლის ზაფხულის მიწურულს დაიწყო. 1991 წელს ისინი დაინიშნენ, ხოლო 1992 წლის 3 ოქტომბერს დაქორწინდნენ კიდეც. წყვილს პირველი შვილი მალია ენი 1998 წელს გაუჩნდა, ხოლო მეორე ქალიშვილი, ნატაშა („საშა“) 2001 წელს დაიბადა. გოგონები თავიდან ჩიკაგოს უნივერსიტეტის სკოლაში სწავლობდნენ, ხოლო ქვეყნის დედაქალაქში გადასვლის შემდეგ სწავლა განაგრძეს „სიდუელის მეგობრების სკოლაში“. ობამებს ჰყავთ ორი ძაღლი. პირველი, სახელად ბო, მათ საჩუქრად სენატორ ტედ კენედისგან მიიღეს, ხოლო მეორე, სანი, 2013 წელს მოიყვანეს.

ბარაკ ობამა: ადრეული ცხოვრება, საპრეზიდენტო კამპანიები, პრეზიდენტობა (2009–2017) 
ბარაკ და მიშელ ობამები სამოქალაქო უფლებების სამიტზე ლინდონ ჯონსონის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში, 2014

2005 წელს, ბარაკის მიერ დაწერილი წიგნის გაყიდვების შემოსავლით, ოჯახმა შეიძინა 1,6 მილიონი აშშ დოლარის (2018 წლისთვის, 2,1 მილიონი დოლარის ეკვივალენტი) ღირებულების სახლი კენვუდის რაიონში, ქალაქ ჩიკაგოში. ობამას მიერ მიწის ნაკვეთის შეძენამ და ამ ნაკვეთის ნაწილის მისდამი მიყიდვა ტონი როცკოს ცოლის მიერ მედიის ყურადღების მიზეზი გახდა. როცკო, ობამას საარჩევნო კამპანიის შემომწირველი და მისი მეგობარი პოლიტიკური კორუფციის ბრალდებით გაასამართლეს, თუმცა, ამ ბრალდებებს ობამასთან საერთო არ ჰქონდათ.

2007 წლის დეკემბერში, „Money Magazine“-მა ობამას ქონება 1,3 მილიონ აშშ დოლარად შეაფასა (2018 წლისთვის, 1,6 მილიონის ეკვივალენტი). 2009 წლის საგადასახო ანგარიშში, ობამების ოჯახის შემოსავალმა შეადგინა 5,5 მილიონი აშშ დოლარი, რომლის დიდი ნაწილიც წყვილმა გამოიმუშავა 2007 და 2005 წლებში, წიგნების გაყიდვის გზით. 2010 წელს, ობამამ შემოსავლის სახით მიიღო 1,7 მილიონი დოლარი, რისი 14% არაკომერციულ ფონდებს შესწირა. 131,000 დოლარი ერგო „Fisher House Foundation“-ს, საქველმოქმედო ორგანიზაციას, რომელიც დაჭრილი ვეტერანების ოჯახებს ეხმარება დაიწყონ ცხოვრება ადგილებში, რომლებიც ახლოსაა ვეტერანების სამედიცინო ცენტრებთან. 2012 წლის ანგარიშის თანახმად, ობამას ქონება შეიძლება დაახლოებით 10 მილიონ დოლარად შეფასდეს.

2010 წლის დასაწყისში, მიშელ ობამამ განაცხადა, რომ მის მეუღლე ყოფილი მწეველი იყო.

2016 წლის 4 აგვისტოს, თავის 55-ე დაბადების დღეზე, ობამამ დაწერა ესე ჟურნალ „Glamour“-ში, სადაც აღწერა, თუ როგორ გახდა ფემინისტი ქალიშვილებისა და პრეზიდენტობის გავლენით.

რელიგიური შეხედულებები

ობამა პროტესტანტი ქრისტიანი; მისი რელიგიური შეხედულებები ჩამოყალიბდა ზრდასრულ ცხოვრებაში. თავის წიგნში მანდ დაწერა, რომ „არ იყო აღზრდილი რელიგიურ ოჯახში. ობამა აგრეთვე წერდა, რომ დედამისი, აღზრდილი არარელიგიური მშობლების მიერ და რელიგიისან შორს მყოფი, „ბევრ ასპექტში იყო სულიერად ყველაზე საღი ადამიანი, რომელსაც მე ოდესმე ვიცნობდი“. ენ დანემის ცოლად მოყვანისას, მამამისი, ობამას თქმით, „ნაღდი ათეისტი“ იყო, ხოლო მისი მამინაცვალი აღწერა როგორც „კაცი, რომელიც რელიგიას უსარგებლოდ მიიჩნევდა“. ობამა წერდა, რომ ახალგაზრდობაში, მოსახლეობის ინტერესების დაცვისას, შავკანიანთა ეკლესიებთან ჰქონდა შეხება და გააცნობიერა, რომ „აფრო-ამერიკული რელიგიური ტრადიციების ძალა სტიმულირებდა სოციალურ ცვლილებებს“.

ბარაკ ობამა: ადრეული ცხოვრება, საპრეზიდენტო კამპანიები, პრეზიდენტობა (2009–2017) 
ობამები ეკლესიაში, 2013 წლის იანვარი; ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი

2008 წლის იანვარში ობამამ განაცხადა: „მე ქრისტიანი ვარ, თავგამოდებით მორწმუნე ქრისტიანი. მწამს გამოსასყიდი სიკვდილის და იესო ქრისტეს აღდგომის. მწამს, რომ მრწმენა მაძლევს საშუალებას, ვიპოვო ცოდვებისგან გათავისუფლების გზა და სამუდამოდ ვიცხოვრო“. 2010 წლის 27 სექტემბერს ობამამ თავის რელიგიურ შეხედულებებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა: „მე ვარ ქრისტიანი, არჩევანით. ჩემი ოჯახი ქრისტიანული რწმენის მიმდევარი არ ყოფილა. ისინი არ იყვნენ ადამიანები, რომლებიც ყოველ კვირა დღეს ეკლესიაში დადიოდნენ. დედაჩემი იყო სულიერად ყველაზე საღი ადამიანი, რომელსაც ვიცნობდი, მაგრამ მან ეკლესიაში კი არ გამზარდა. ქრისტიანულ რწმენამდე ჩემით, მოგვიანებით მივედი. ეს მოხდა იმიტომ, რომ იესო ქრისტეს მცნებები შეესაბამებოდა იმას, რაც მე მინდოდა ჩემი ცხოვრების ნაწილი ყოფილიყო — ვყოფილიყავი ჩემი ძმებისა და დების დამცველი, მოვქცეოდი სხვებს ისე, როგორც მინდოდა, რომ მე მომქცეოდნენ“.

1987 წლის ოქტომბერში, ობამამ გაიცნო ქრისტეს გაერთიანებული სამების ეკლესიის მღვდელს ჯერემია რაიტს და გახდა ეკლესიის მრევლის წევრი 1992 წელს. ობამას პირველი საპრეზიდენტო კამპანიის დროს, 2008 წლის მაისში, ობამამ დატოვა ზემოთხსენებული ეკლესიის მრევლი მას შემდეგ, რაც რაიტის ზოგიერთი განცხადება კრიტიკის მიზეზი გახდა. აშშ-ის დედაქალაქში, ვაშინგტონში გადასვლის შემდეგ ობამათა ოჯახი დადიოდა სხვადასხვა პროტესტანტულ ეკლესიებში, თუმცა ოჯახის არც ერთი წევრი ეკლესიაში რეგულარულად არ დადიოდა.

ილინოისის შტატის სენატორი (1997–2004)

ბარაკ ობამა: ადრეული ცხოვრება, საპრეზიდენტო კამპანიები, პრეზიდენტობა (2009–2017) 
შტატის სენატორი ობამა სხვებთან ერთად ზეიმობს „ShoreBank“-ის თანადამფუძნებლის, მილტონ დეივისის პატივსაცემად ქუჩის დარქმევას. 1998.

ილინოისის შტატის სენატში ობამა 1996 წელს აირჩიეს, დემოკრატი ალის პალმერის მემკვიდრედ. ობამა აირჩიეს მე-13 ოლქიდან, რომელიც იმ დროს მოიცავდა ჩიკაგოს სამხრეთ ნაწილის უბნებს. არჩევის შემდეგ, ობამამ მოიპოვა ორივე პარტის მხარდაჭერა მისი კანონპროექტებისთვის, რომლებიზ მიზნად ისახავდა ეთიკასთან და ჯანდაცვასთან დაკავშირებული კანონების რეფორმაციას. ობამა იყო თანაავტორი კანონპროექტისა, რომელმაც გაზარდა საგადასახდო კრედიტები მწირშემოსავლიანი ოჯახებისთვის და მიიღო მონაწილეობა სოციალურ პროგრამებთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში. ობამა აგრეთვე მხარს უჭერდა გაზრდილ სუბსიდიებს ბავშვთა ჯანდაცვის პროგრამისთვის. 2001 წელს, როგორც ორპარტიული ადმინისტრაციული წესების კომიტეტის თანათავმჯდომარემ, ობამამ მხარი დაუჭირა შტატის რესპუბლიკელი გუბერნატორის, რაიანის რეგულაციებს ფინანსურ სექტორზე.

ობამა კიდევ ერთი ვადით აირჩიეს სენატში 1998 და 2002 წლებში. 2000 წელს, იგი მონაწილეობას იღებდა დემოკრატთა პრაიმერში ილინოისის პირველი საარჩევნო ოლქის კონგრესში წარმოდგენის უფლებისთვის, მაგრამ, დამარცხდა მოქმედ კონგრესმენ ბობი რაშთან.

2003 წლის იანვარში, ობამა გახდა ილინოისის სენატის ჯანდაცვის და სოციალური სერვისების კომიტეტის თავმჯდომარე მას შემდეგ, რაც ათწლიანი უმცირესობის შემდეგ, დემოკრატებმა საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობა მოიპოვეს. მისი და ორივე პარტიის მხარდაჭერით, მიიღეს კანონები, რომლის თანახმადაც პოლიციელებს უნდა ჩაეწერათ რასობრივი კუთვნილება მძღოლებისა, რომლებსაც დააკავებდნენ. ილინოისი აგრეთვე გახდა პირველი შტატი, რომელმაც მოითხოვა პოლიციისგან, გადაეღო ვიდეოები სახლებში იმ შეჭრისა, რომლებსაც შეიძლებოდა ეჭვმიტანილის მკვლელობა მოჰყოლოდა. აშშ-ის სენატში ასარჩევად 2004 წლის არჩევნების დროს, პოლიციის წარმომადგენლებმა შეაქეს ობამა მისი მუშაობისვის საპოლიციო ორგანიზაციებთან სიკვდილით დასჯის რეფორმაციის საქმეში. ობამა გადადგა შტატის სენატორის პოსტიდან 2004 წელს, აშშ-ის სენატში არჩევის შემდეგ.

არჩევნები აშშ-ის სენატში (2004)

ბარაკ ობამა: ადრეული ცხოვრება, საპრეზიდენტო კამპანიები, პრეზიდენტობა (2009–2017) 
არჩევნების შედეგები რაიონების მიხედვით. ლურჯად ნაჩვენებია რაიონები, სადაც ობამამ გაიმარჯვა.

2002 წლის მაისში, ობამას დაკვეთით ჩატარდა გამოკითხვა იმის გასაგებად, თუ როგორ მიიღებდა საზოგადოება მის კანდიდატურას 2004 წლის არჩევნებზე აშშ-ის სენატში. ობამამ შექმნა კამპანიის კომიტეტი, დაიწყო თანხების მოგროვება და 2002 წლის აგვისტოსთვის დაიქირავა პოლიტიკური კონსულტანტი დეივიდ აქსელროდი, ხოლო 2003 წელს იანვარში ფორმალურად გამოაცხადა თავისი კანდიდატურის შესახებ.

ობამა თავიდანვე ეწინააღმდეგებოდა ჯორჯ უოკერ ბუშის ადმინისტრაციის შეჭრას ერაყში 2003 წელს. 2002 წლის 2 ოქტომბერს, როდესაც კონგრესმა ნება მისცა ბუშს, ერაყის წინააღმდეგ ომი წამოეწყო, ობამა სიტყვით გამოვიდა ჩიკაგოში ანტი-საომარ ყრილობაზე და ომის წინააღმდეგ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. 2003 წლის მარტში, მან კვლავ მიიღო მონაწილეობა ანტი-საომარ ყრილობაზე და უთხრა შეკრებილ საზოგადოებას, რომ ომის შესაჩერებლად „ჯერ კიდევ არ იყო გვიანი“.

მოქმედმა სენატორმა, რესპუბლიკელმა პიტერ ფიცჯერალდმა და პოსტზე მისმა წინამორბედმა, კეროლ მოსლი ბრაუნმა გადაწყვიტეს არჩევნებში მონაწილეობა არ მიეღოთ, რის გამოც რესპუბლიკელთა და დემოკრატთა პრაიმერში მთლიანობაში 15 კანდიდატი იყრიდა კენჭს. 2004 წლის მარტში, ობამამ მოულოდნელად გაიმარჯვა, რის გამოც დაიწყო საუბარი მასზე, როგორც დემოკრატიული პარტიის ამომავალ ვარვსკვლავზე და შესაძლო მომავალ პრეზიდენტობაზე. მეორედ გამოიცა მისი წიგნი „ოცნებები მამაჩემისგან“. 2004 წლის ივლისში, ობამა სიტყვით გამოვიდა 2004 წლის დემოკრატთა ნაციონალურ კონვენციაზე, რაც 9,1 მილიონმა ადამიანმა იხილა. ობამას გამოსვლას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა დემოკრატიულ პარტიაში.

ობამას ოპონენტი უშუალოდ სენატის არჩევნებში რესპუბლიკელი ჯეკ რაიანი უნდა ყოფილიყო, თუმცა იგი არჩევნებს საკუთარი ნებით 2004 წლის ივნისში გამოეთიშა. ექვსი კვირის შემდეგ, დიპლომატმა ალან ქეისმა რაიანი ჩაანაცვლა. 2004 წლის ნოემბრის არჩევნებში, ობამამ ხმათა 70 პროცენტით გაიმარჯვა.

აშშ-ის სენატორი ილინოისიდან (2005–2008)

ბარაკ ობამა: ადრეული ცხოვრება, საპრეზიდენტო კამპანიები, პრეზიდენტობა (2009–2017) 
ბარაკ ობამას, როგორც სენატორის ოფიციალური ფოტო.

სენატორ ობამას ინაუგურაცია შედგა 2005 წლის 3 იანვარს. ის გახდა სენატის ერთადერთი წევრი, რომელიც შედიოდა „კონგრესის შავკანიანთა კონფერენციაში“. 2005–2007 წლებში ობამას ხმისმიცემის ანალიზზე დაყრდნობით, ჟურნალ „CQ Weekly“-მ დაახასიათა ის, როგორც „ერთგული დემოკრატი“. 2008 წლის 13 ნოემბერს, ობამამ განაცხადა, რომ გადადგებოდა სენატორის პოსტიდან იმავე წლის 16 ნოემბერს, რათა მეტი დრო დაეთმო ხელისუფლების გადაცემის პროცესისთვის.

2018 წელს, გამოქვეყნდა ობამას ფოტო „ისლამის ერის“ ლიდერთან, სკანდალებით მოცულ ლუის ფარაკჰანთან, რომელიც 2005 წელს, ობამას სენატორობის დროს გადაიღეს. 2008 წლის არჩევნებში, ფარაკჰანმა მხარი ობამას დაუჭირა.

საკანონმდებლო ინიციატივები

ობამა იყო „ამერიკის დაცვისა და მოწესრიგებული იმიგრაციის“ აქტის ერთ-ერთი თანაავტორი. მის მიერ ინიცირებული ორი კანონპროექტი მის სახელს ატარებს: ლუგარ-ობამას აქტი, რომელმაცგააფართოვა ადრე მიღებული „ნუნ-ლუგარის საფრთხის შემცირების კოოპერაცია“ ჩვეულებრივ იარაღზეც; „ფედერალური დაფინანსების პასუხისმგებლობის და გამჭვირვალობის აქტი (2006)“, რის შედეგადაც შეიქმნა ინტერნეტ-პორტალი „USAspending.gov“, სადაც შესაძლებელი იყო ფედერალური დანახარჯის ნახვა. 2008 წლის 3 ივნისს, სენატორებმა ბარაკ ობამამ, ტომ კარპერმა, ტომ კობურნმა და ჯონ მაკ-კეინმა წარმოადგინეს „ფედერალური დანახარჯის გამჭვირვალობისა და პასუხისმგებლობის გაძლიერება (2008)“.

ობამა იყო თანაავტორი კანონპროექტისა, რომელიც მიზნად ისახავდა, მოეთხოვა ბირთვული ობიექტების მფლობელებისგან, შეეტყობინებინათ ადგილობრივი ხელისუფლება რადიოაქტიური გაჟონვების შესახებ. კანონპროექტი ვერ „გავიდა“ საბოლოო ხმისმიცემაზე კომიტეტში მიღებული მნიშვნელოვანი ცვლილებების მიუხედავად. ობამამ მხარი დაუჭირა „კოლექტიურ მოქმედებათა სამართლიანობის აქტს (2005)“ და „FISA-ს ცვლილებების აქტს (2008)“.

ბარაკ ობამა: ადრეული ცხოვრება, საპრეზიდენტო კამპანიები, პრეზიდენტობა (2009–2017) 
ობამა და სენატორი რიჩარდ ლუგარი რუსეთში რაკეტების დემონტაჟის პროცესს ესწრებიან (აგვისტო, 2005)

2006 წლის დეკემბერში, პრეზიდენტმა ბუშმა ხელი მოაწერა „კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დახმარების, უსაფრთხოების და დემოკრატიის განვითარების აქტს“, რის შედეგადაც ძალაში შევიდა პირველი ფედერალური კანონი, რომლის ავტორიც ობამა იყო. 2007 წლის იანვარში, ობამამ და სენატორმა ფაინგოლდმა შეიტანეს ცვლილებები „პატიოსანი ხელმძღვანელობის და ღია მთავრობის აქტში“ კორპორატიულ თვითმფრინავებთან დაკავშირებით. აქტი ძალაში შევიდა 2007 წლის სექტემბერში. ობამა აგრეთვე წარმოადგინა რამდენიმე კანონპროექტი, რომელიც ძალაში ვერ შევიდა. მათ შორის იყო „ერაყის ომის დე-ესკალაციის აქტი (2007)“.

2007 წელს, ობამა იყო „თავდაცვის ავტორიზაციის აქტში“ შეტანილი ცვლილებების, რომელსაც სენატის სრულმა შემადგენლობამ მხარი 2008 წლის გაზაფხულზე დაუჭირა. ობამამ აგრეთვე მხარი დაუჭირა „ირანის წინააღმდეგ სანქციების შემოღების აქტს“, რომელიც ითვალისწინებდა შტატების საპენსიო ფონდის აქტივების გამოტანას ირანის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიისგან. აქტი ძალაში არ შესულა, მაგრამ მოგვიანებით ის ჩართეს „ირანის წინააღმდეგ ყოვლისმომცველი სანქციების, პასუხისმგებლობის და დეინვესტიციის აქტში (2010)“ და იყო თანაავტორი კანონპროექტისა, რომელიც მიზნად ისახავდა ბირთვული ტერორიზმის რისკების შემცირებას. ობამა აგრეთვე იყო „შტატების ბავშვთა ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამის“ ცვლილებების თანაავტორი, რომლის თანახმადაც ბრძოლაში დაჭრილი ჯარისკაცებზე მზრუნველი ოჯახის წევრები სამუშაო ადგილის ერთწლიან დაცვას მიიღებდნენ.

კომიტეტები
ბარაკ ობამა: ადრეული ცხოვრება, საპრეზიდენტო კამპანიები, პრეზიდენტობა (2009–2017) 
ობამა ესაუბრება ერაყში დისლოცირებულ ჯარისკაცს, 2006

ობამა იყო სენატის საგარეო ურთიერთობების, გარემოსა და საზოგადოებრივი სამსახურის, ვეტერანთა საქმეების კომიტეტების წევრი 2006 წლის დეკემბრისთვის. 2007 წლის იანვარს, მან დატოვა გარემოსა და საზოგადოებრივი სამსახურის კომიტეტი, ხოლო სამაგიეროდ დაიკავა ადგილი ჯანდაცვის, განათლების, შრომისა და პენსიების და სამშობლოს უსაფრთხოების და სახელმწიფო საქმეთა კომიტეტებში. იგი აგრეთვე გახდა საგარეო ურთიერთობების ევროპულ საქმეთა ქვეკომიტეტის თავმჯდომარე. როგორც სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრი, ობამა ოფიციალური ვიზიტებით ესტუმრა აღმოსავლეთ ევროპას, ახლო აღმოსავლეთს, ცენტრალურ აზიასა და აფრიკას. იგი აგრეთვე შეხვდა მაჰმუდ აბასს, სანამ ის პალესტინის პრეზიდენტი გახდებოდა. ობამა აგრეთვე სიტყვით გამოვიდა ნაირობის უნივერსიტეტში, სადაც დაგმო კენიის მთავრობაში არსებული კორუფცია.

საპრეზიდენტო კამპანიები

2008

ბარაკ ობამა: ადრეული ცხოვრება, საპრეზიდენტო კამპანიები, პრეზიდენტობა (2009–2017) 
ობამა ცოლ-შვილთან ერთად, საკუთარი კანდიდატურის გამოცხადებამდე. სპრინგფილდი, ილინოისი, 2007 წლის 10 თებერვალი.

2007 წლის 10 თებერვალს, ილინოისის შტატში, ქალაქ სპრინგფილდში, ძველი კაპიტოლიუმის შენობის წინ ობამამ გამოაცხადა, რომ მონაწილეობას მიიღებდა 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. ობამას მიერ ამ ადგილის შერჩევამ განაპირობა, რომ საზოგადოების ნაწილმა ამაში სიმბოლური მნიშვნელობა დაინახა, რადგანაც ზუსტად აქ, 1858 წელს, ისტორიული სიტყვით, „სახლი გაყოფილია“ გამოვიდა აშშ-ის მე-16 პრეზიდენტი აბრაჰამ ლინკოლნი. ობამამ ყურადღება გაამახვილა ერაყის ომის სწრაფ დამთავრებაზე, ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გაზრდაზე და ჯანდაცვის სისტემის რეფორმაციაზე. ობამას კამპანია აგრეთვე დიდ ყურადრებას უთმობდა იმედსა და ცვლილებებს.

დემოკრატიული პარტიის პრაიმერში რამდენიმე კანდიდატმა მიიღო მონაწილეობა, თუმცა მალევე, მხოლოდ ორი, ბარაკ ობამა და ჰილარი კლინტონი დარჩნენ. ობამამ კლინტონს, სხვადასხვა ფატორების გავლენით, აჯობა და მოაგროვა დელეგატთა საკმარისი რაოდენობა პარტიის კანდიდატად გახდომისთვის. 2008 წლის 7 ივნისს, კლინტონმა დაასრულა თავისი კამპანია და ობამას დაუჭირა მხარი.

ბარაკ ობამა: ადრეული ცხოვრება, საპრეზიდენტო კამპანიები, პრეზიდენტობა (2009–2017) 
პრეზიდენტი ჯორჯ უოკერ ბუში ხვდება არჩეულ პრეზიდენტ ბარაკ ობამას ოვალურ კაბინეტში, 2008 წლის 10 ნოემბერი

23 აგვისტოს, ობამამ გამოაცხადა, რომ მასთან ერთად ვიცე-პრეზიდენტობაზე კენჭს იყრიდა სენატორი დელავერის შტატიდან, ჯო ბაიდენი. ბაიდენის გარდა, ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატებად განიხილებოდნენ ინდიანას ყოფილი გუბერნატორი და სენატორი ევან ბეი და ვირჯინიას გუბერნატორი ტიმ კეინი. კოლორადოში, ქალაქ დენვერში ჩატარებულ კონვენციაზე, ჰილარი კლინტონმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ობამას უჭერდა მხარს და მოუწოდა თავის მხარდამჭერებს, ხმა მისთვის მიეცათ. ობამას მხარდასაჭერი სიტყვით გამოვიდა ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონიც. თავად ობამა სიტყვით გამოვიდა არა კონვენციის ჩატარების ადგილას, არამედ ინვესქოს მინდვრებში, სადაც დაახლოებით 84,000 ადამიანი იმყოფებოდა. ობამას გამოსვლა მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 38-მა მილიონმა ადამიანმა იხილა.

პრაიმერის და შემდეგ უკვე ნოემბრის არჩევნების პროცესში, ობამას კამპანიამ რამდენიმე რეკორდი დაამყარა თანხის მოგროვებაში. კერძოდ, პატარა დონაციების რიცხვშიც. 2008 წლის 19 ივნისს, ობამა გახდა პირველი კანდიდატი მნიშვნელოვანი პოლიტიკური პარტიიდან, რომელმაც უარი თქვა კამპანიის საზოგადოებრივ დაფინანსებაზე.

ბარაკ ობამა: ადრეული ცხოვრება, საპრეზიდენტო კამპანიები, პრეზიდენტობა (2009–2017) 
2008 წლის არჩევნების შედეგები შტატების მიხედვით.

რესპუბლიკელთა კანდიდატი იყო ჯონ მაკ-კეინი, ხოლო ვიცე-პრეზიდენტობაზე კენჭს იყრიდა ალასკის გუბერნატორი სარა პეილინი. მაკ-კეინმა და ობამამ 2008 წლის სექტემბერ-ოქტომბერში სამ საპრეზიდენტო დებატში მიიღეს მონაწილეობა. 4 ნოემბერს, არჩევნების დღეს, ობამამ მოიპოვა 365 ხმოსნის ხმა, ხოლო მაკ-კეინმა — 173. არჩევნებზე მისული ამომრჩევლიდან 52,9 პროცენტმა მხარი დაუჭირა ობამას, ხოლო 45,7 პროცენტმა მაკ-კეინი ამჯობინა. ობამა გახდა პირველი აფრო-ამერიკელი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტად აირჩიეს. გამარჯვების შემდეგ, ობამა სიტყვით გამოვიდა ჩიკაგოში, გრანტ პარკში.

2012

ბარაკ ობამა: ადრეული ცხოვრება, საპრეზიდენტო კამპანიები, პრეზიდენტობა (2009–2017) 
ობამა ესალმება მიტ რომნის ოვალურ კაბინეტში, 2012 წლის 29 ნოემბერს, არჩევნების შემდეგ მათ პირველ შეხვედრაზე.

2011 წლის 4 აპრილს, ობამამ თავის ვებ-საიტზე განათავსა ვიდეო „It Begins with Us“ სადაც განაცხადა, რომ მონაწილეობას მიიღებდა 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. როგორც მოქმედმა პრეზიდენტმა, მან ადვილად მოიგო დემოკრატიული პარტიის პრაიმერი, რომელშიც მას კონკურენტიც კი არ ჰყოლია. 2012 წლის 3 აპრილს, ობამას უკვე ჰყავდა კონვენციის 2778 დელეგატი — საკმარისი პარტიის კანდიდატად გახდომისთვის.

ბარაკ ობამა: ადრეული ცხოვრება, საპრეზიდენტო კამპანიები, პრეზიდენტობა (2009–2017) 
2012 წლის არჩევნების შედეგები შტატების მიხედვით

დემოკრატიული პარტიის ნაციონალურ კონვენციაზე, ქალაქ შარლოტში, ჩრდილოეთ კაროლინას შტატში, ობამა და ჯო ბაიდენი პარტიამ და ყოფილმა პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა წარადგინეს პრეზიდენტობის და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატებად. მათი ოპონენტები რესპუბლიკელთა რიგებიდან იყვნენ მასაჩუსეტსის ყოფილი გუბერნატორი მიტ რომნი და უისკონსინის პირველი საარჩევნო ოლქის წარმომადგენელი კონგრესში პოლ დეივის რაიანი.

2012 წლის 6 ნოემბერს, ობამამ მიიღო ხმოსანთა 332 ხმა, მეტი საჭირო 270-ზე. არჩევნებზე მისული ამომრჩევლის 51,1 პროცენტმა მხარი ობამას დაუჭირა. ფრანკლინ დელანო რუზველტის შემდეგ, ობამა გახდა პირველი დემოკრატი პრეზიდენტი, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობა ორჯერ მიიღო. გამარჯვების შემდეგ, მან მიმართა მხარდაჭერებს: „დღეს თქვენ ხმა მიეცით მოქმედებას, არა პოლიტიკას. აგვირჩიეთ, რომ ყურადღება გავამახვილოთ თქვენს სამუშაოზე, არა ჩვენსაზე. მომავალ კვირებსა და თვეებში, ველი მუშაობის დაწყებას ორივე პარტიის ლიდერებთან“.

პრეზიდენტობა (2009–2017)

პირველი 100 დღე

ბარაკ ობამა: ადრეული ცხოვრება, საპრეზიდენტო კამპანიები, პრეზიდენტობა (2009–2017) 
ბარაკ ობამა დებს ფიცს. 2009 წლის 20 იანვარი.

ბარაკ ობამას, როგორც აშშ-ის 44-ე პრეზიდენტის ინაუგურაცია შედგა 2009 წლის 20 იანვარს. თანამდებობაზე ყოფნის პირველივე დღეებში, ობამამ გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება და საპრეზიდენტო მემორანდუმი, სადაც დაავალა აშშ-ის სამხედრო ძალებს მოემზადებინათ ერაყიდან ამერიკული ჯარის გამოსვლის გეგმები. მან აგრეთვე ბრძანა გუანტანამოს ციხის დახურვა, თუმცა, ეს ვერ მოხდა გამომდინარე იქიდან, რომ კონგრესმა ამის შესასრულებლად თანხა არ გამოყო და დაბლოკა გუანტანამოს ნებისმიერი პატიმრის სხვა ციხეში გადაყვანა. ობამამ აგრეთვე შეამცირა საპრეზიდენტო დოკუმენტების გასაიდუმლოების შემთხვევები და გააუქმა ჯორჯ უოკერ ბუშის მიერ აღდგენილი „მეხიკო სიტის პოლიტიკა“ (რომელიც ჯერ კიდევ რონალდ რეიგანმა შემოიღო), რომლის თანახმადაც ფედერალური ბიუჯეტი არ დაეხმარებოდა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომელთა მოღვაწეობის ნუსხაშიც აბორტის ჩატარება ან მასთან დაკავშირებული რჩევების გაცემა შედიოდა.

შიდა პოლიტიკა

პირველი კანონპროექტი, რომელსაც ობამამ ხელი მოაწერა, იყო ლილი ლედბეტერის სამართლიანი ანაზღაურების აქტი, რომელიც ხსნიდა გარკვეულ შეზღუდვებს თანაბარ ანაზღაურებთან დაკავშირებული სარჩელებისთვის. ხუთი დღის შემდეგ, მან ხელი მოაწერა შტატთა ბავშვების ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამის რეავტორიზაციას, რის შედეგადაც კიდევ 4 მილიონი ბავშვი, რომელსაც იქამდე დაზღვევა არ ჰქონდა, დაზღვეული გახდა. 2009 წლის მარტში, ობამამ გააუქმა ბუშის ადმინისტრაციის დროინდელი წესი, რომელიც ზღუდავდა ემბრიონული ღეროვანი უჯრედების კვლევას.

ბარაკ ობამა: ადრეული ცხოვრება, საპრეზიდენტო კამპანიები, პრეზიდენტობა (2009–2017) 
ობამა მიმართავს კონგრესის ორივე პალატას, 24 თებერვალი, 2009. უკანა ფონზე — ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი.

პრეზიდენტობის პირველი ორი წლის განმავლობაში, ობამამ ორი ქალი დანიშნა აშშ-ის უზენაეს სასამართლოში. პირველი იყო სონია სოტომაიორი, რომელმაც მოსამართლე დეივიდ სოუტერი ჩაანაცვლა; სენატმა მისი კანდიდატურა 2009 წლის 6 აგვისტოს დაამტკიცა. სოტომაიორი გახდა უზენაესი სასამართლოს პირველი ესპანური წარმოშობის მქონე მოსამართლე. 2010 წლის 5 აგვისტოს, სენატმა მოსამართლედ დაამტკიცა ელენა კაგანი, რომელიც ჯონ პოლ სტივენსის მემკვიდრე გახდა. შედეგად, პირველად აშშ-ის ისტორიაში, უზენაეს სასამართლოში 3 ქალი მოსამართლე მსახურობდა.

2010 წლის 30 მარტს, ობამამ ხელი მოაწერა კანონს ჯანდაცვისა და განათლების შესახებ, რომელმაც დაასრულა ფედერალური მთავრობის მიერ კერძო ბანკეი~ბის სუბსიდირება, გაზარდა პელის გრანტით გათვალისწინებული თანხა და შეიტანა ცვლილებები პაციენტთა დაცვისა და ხელმისაწვდომი ჯანდაცვის აქტში.

ბარაკ ობამა: ადრეული ცხოვრება, საპრეზიდენტო კამპანიები, პრეზიდენტობა (2009–2017) 
ობამა და მისი მინისიტრთა კაბინეტი. 23 ნოემბერი, 2009.

2010 წლის აპრილში, ობამამ გამოაცხადა, რომ გეგმავდა ცვლილებებს ეროვნული კოსმოსური სააგენტოს საქმიანობაშიც. კერძოდ, მთვარეზე კიდევ ერთი მისიის გაშვების მაგივრად, ობამამ დაავალა სააგენტოს, ემუშავა რაკეტების ახალი ტიპის შექმნაზე, დაეწყო მარსზე გასაფრენად მზადება და ყურადღება გაემახვილებინა მიმდინარე მისიებზე საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე.

2011 წელს, კონგრესის ორივე პალატის წინაშე გამოსვლისას, ობამამ ფოკუსირება მოახდინა განათლებასა და ონივაციებზე. მან ხაზი გაუსვა ინოვაციური ეკონომიკის მნიშვნელობას, რომელსაც, მისი აზრით, აშშ გლობალურ დონეზე უფრო კონკურენტუნარიანი უნდა გაეხადა. ობამამ აგრეთვე განაცხადა, რომ ხუთი წლის განმავლობაში, აღარ გაიზრდებოდა შიდა ხარჯები, გაუქმდებოდა საგადასახადო ტვირთის შემსუბუქება ნავთობ-კომპანიებზე და ყველაზე მდიდარი ამერიკელებისთვის. ობამამ აგრეთვე ისაუბრა ჯანდაცვის მომსახურებებზე ფასის დაწევაზე. მან ასევე დადო პირობა, რომ 2015 წლისთვის აშშ-ში 1 მილიონი ელექტრომობილი იქნებოდა, რომელთა 80 პროცენტიც „სუფთა“ ელექტროენერგიით მომარაგდებოდა.

ლგბტ საზოგადოების უფლებები

2009 წლის 8 ოქტომბერს, ობამამ ხელი მოაწერა მეტიუ შეპარდის და ჯეიმზ ბიორდის ზიზღის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულების პრევენციის აქტს, რომელმაც გააფართოვა 1969 წელს მიღებული აშშ-ის ფედერალური კანონი ზიზღის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით და ნიადაგთა ნუსხაში შეიყვანა სქესი, სექსუალური ორიენტაცია, გენდერული იდენტობა ან ინვალიდობა.

2009 წლის 30 ოქტომბერს, ობამამ მოხსნა აკრძალვა, რომლის თანახმადაც აივ-ინფექციით დაავადებულებს ეკრძალებოდათ აშშ-ში მოგზაურობა.

2010 წლის 22 დეკემბერს, ობამამ ხელი მოაწერა „Don't Ask, Don'Tell“-ის პოლიტიკის გაუქმების აქტს. პოლიტიკა, მიღებული 1993 წელს, ითვალისწინებს, რომ ლესბოსელებს და გეებს არ ჰქონდათ უფლება აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში ღიად ემსახურათ. „Don't Ask, Don'Tell“-ის გაუქმება ობამას 2008 წლის კამპანიის ერთ-ერთი დაპირება იყო. 2016 წელს, პენტაგონმა აგრეთვე მოხსნა აკრძალვა, რომელიც ჯარში ღიად მსახურობის უფლებას ტრანსგენდერებს არ აძლევდა.

1996 წელს, ილინოისის სენატში მისთვის პირველი არჩევნების დროს, ობამამ განაცხადა, რომ ემხრობოდა ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციას. 2004 წელს, უკვე აშშ-ის სენატში კენჭის ყრისას, ობამამ განაცხადა, რომ მართებულად მიაჩნდა სამოქალაქო კავშირები და შიდა პარტნიორობა, მაგრამ არა ქორწინება. 2008 წელს, უკვე საპრეზიდენტო კამპანიის დროს, ობამამ განაცხადა: „მჯერა, რომ ქორწინება კაცსა და ქალს შორის არის. ერთსქესიანთა ქორწინებას მხარს არ ვუჭერ“. 2012 წლის 9 მაისს, უკვე მეორე საპრეზიდენტო კამპანიის დროს, ობამამ განაცხადა, რომ მისი შეხედულებები შეიცვალა და ის უკვე მხარს უჭერდა ერთსქესიანთა ქორწინებას. ამგვარად, ობამა გახდა აშშ-ის პირველი მოქმედი პრეზიდენტი, რომელიც ერთსქესიანთა ქორწინებას ემხრობოდა.

ბარაკ ობამა: ადრეული ცხოვრება, საპრეზიდენტო კამპანიები, პრეზიდენტობა (2009–2017) 
თეთრი სახლი განათებული ცისარტყელას ფერებში უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ. 26 ივნისი, 2015.

მისი მეორე ინაუგურაციის დროს, ობამა გახდა პირველი მოქმედი პრეზიდენტი, რომელმაც ლგბტ ამერიკელების თანასწორობა ახსენა: „ჩვენი გზა ვერ იქნება სრული მანამ, სანამ ჩვენ ჰომოსექსუალ ძმებს და დებს კანონი ყველა სხვის მსგავსად არ ექცევა — თუ ჩვენ მართლაც თანასწორნი ვართ შექმნილი, მაშინ სიყვარული, რომელიც სხვის მიმართ გვაქვს, ასევე თანასწორი უნდა იყოს“. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტმა საინაუგურაციო მიმართვაში სიტყვა „ჰომოსექსუალი“ ან ჰომოსექსუალთა უფლებები მოიხსენია.

2013 წელს, ობამას ადმინისტრაციამ მოუწოდა აშშ-ის უზენაეს სასამართლოს, სხვადასხვა საქმეებში ერთსექსიანი წყვილების სასარგებლოდ მიეღო გადაწყვეტილება (ჰოლინგსუორტი პერის წინააღმდეგ და აშშ უინძორის წინააღმდეგ). 2015 წელს, მას შემდეგ რაც უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ერთსქესიანთა ქორწინება ფუნდამენტური უფლება იყო (ობერგფელი ჰოდჯის წინააღმდეგ), ობამამ განაცხადა: „ეს გადაწყვეტილება მხოლოდ აძლიერებს რწმენას, რომელიც მილიონობით ამერიკელს აქვს გულში: როდესაც ყველა ამერიკელს თანასწორად ექცევიან, ყველა ჩვენთაგანი უფრო თავისუფალია“.

2015 წლის 30 ივლისს, თეთრმა სახლმა შეცვალა პოლიტიკა შიდსთან მიმართებაში. კერძოდ, დაავადება ოფიციალურ დონეზე მიება ჯანდაცვას.

თეთრი სახლის მრჩეველთა ჯგუფები

2009 წლის 11 მარტს, ობამამ შექმნა თეთრი სახლის საბჭო ქალთა და გოგონათა საკითხებში. საბჭო შეიქმნა აღმასრულებელი ბრძანება 13506-ით. საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა ობამას უფროსი მრჩეველი ვალერი ჯარეტი. ობამას ინიციატივით, შეიქმნა თეთრი სახლის ოპერატიული ჯგუფი, რომელიც მიზნად ისახავდა მოსწავლეთა და სტუდენტების დაცვას სექსუალური შევიწროებისგან. შესაბამის მემორანდუმს ობამამ ხელი 2014 წლის 22 იანვარს მოაწერა. ჯგუფის თანათავმჯდომარეები იყვნენ ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და კვლავ ვალერი ჯარეტი. ჯგუფის შექმნის იდეა მოდიოდა ქალთა და გოგონათა საკითხების თეთრი სახლის საბჭოსგან და ვიცე-პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან.

ეკონომიკური პოლიტიკა

ობამა პირველი საპრეზიდენტო მიმართვა, რომელშიც ის ეკონომიკაზე საუბრობს. 2009 წლის 24 იანვარი.

2009 წლის 17 თებერვალს, ობამამ ხელი მოაწერა ამერიკის აღორძინებისა და რეინვესტირების აქტს, 787 მილიარდი დოლარის მოცულობის ეკონომიკური სტიმულირების კანონპროექტს, რომლის მიზანიც იყო აშშ-ის ეკონომოკის აღორძინება მსოფლიო რეცესიის შემდეგ. კანონპროექტით გათვალისწინებული იყო ფედერალური ხარჯების ზრდა ჯანდაცვაზე, ინფრასტრუქტურაზე, განათლებაზე, სხვადასხვა საგადასახადო შემცირებაზე, შემაგულიანებელ ნაბიჯებზე და კონკრეტული პირების პირდაპირ დახმარებაზე.

ბარაკ ობამა: ადრეული ცხოვრება, საპრეზიდენტო კამპანიები, პრეზიდენტობა (2009–2017) 
აშშ-ის ფედეერალური ბიუჯეტის დეფიციტები და ეროვნული ვალის ზრდა, 2001–16.

მარტში, ობამას ფინანსთა მინისტრმა, ტიმოთი გეითნერმა გადადგა სხვა ნაბიჯები ფინანსურ კრიზისთან გასამკლავებლად.

ობამა ჩაერია აუტოინდუსტრიის პრობლემებში და 2009 წლის მარტში, გაუხანგრძლივა სესხები „General Motors“-ს და „Chrysler“-ს. მომავალი თვეების განმავლობაში, თეთრმა სახლმა დაადგინა პირობები ორივე ფირმის ბანკროტად გამოცხადებისთვის. ადმინისტრაცია ჩაერია „Chrysler“-ის მიყიდვაში „Fiat“-სთვის და „General Motors“-ის რეორგანიზაციაში, რის სედეგადაც აშშ-ის მთავრობამ ფირმის აქციების 60% მიიღო, ხოლო კანადის მთავრობამ — 12%. 2009 წლის ივნისში, ობამა უკმაყოფილო იყო ეკონომიკური აღორძინების სიჩქარით და მოუწოდა მინისტრთა კაბინეტს, ზრდისთვის და ინვესტიციების გაზრდისთვის აუცილებელი ზომები მიეღო. მან ასევე ხელი მოაწერა მანქანებზე ფასდაკლების სისტემის კანონს, რომელმაც დროებითი პოზიტიური გავლენა იქონია ეკონომიკაზე.

ობამასა და ბუშის ადმინისტრაციებმა, ფინანსთა სამინისტროს და ფედერალური რეზერვის სესხების გარანტიებიეს ხარჯზე, მოახდინეს ხარჯვის ავტორიზაცია. ეს გარანტიები მოიცავდნენ დაახლოებით 11,5 ტრილიონ ამერიკულ დოლარს, თუმცა, 2009 წლის ნოემბერში მხოლოდ 3 ტრილიონი იყო დახარჯული. ობამასა და კონგრესის საბიუჯეტო სამსახურის მონაცემებით, 2010 წლის ფისკალური წლის საბიუჯეტო დეფიციტი იქნებოდა 1,5 ტრილიონი დოლარი, ანუ მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 10,6 პროცენტს. 2009 წელს, დეფიციტი შეადგენდა 1,4 ტრილიონ დოლარს, ანუ მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 9,9 პროცენტს. 2011 წლისთვის, ადმინისტრაციის პროგნოზებით, დეფიციტი შემცირდებოდა 1,34 ტრილიონ დოლარამდე, ხოლო ათწლიანი დეფიციტი მთლიანობაში იქნებოდა 8,53 ტრილიონი დოლარი, ანუ მშპ-ის 90%. 2014 წლის თებერვალში, გაიზარდა აშშ-ის ეროვნული ვალის ლიმიტი 17,2 ტრილიონ ამერიკულ დოლარამდე. 2011 წლის 2 აგვისტოს, კონგრესში ხანგრძლივი კამათს შემდეგ, ობამამ ხელი მოაწერა ორივე პარტიის მიერ მხარდაჭერილ კანონს ბიუჯეტის კონტროლის შესახებ. კანონმა დააწესა შეზღუდვები დისკრეციონალურ ხარჯვაზე 2021 წლამდე, დააწესა პროცედურა ვალის ლიმიტის გაზრდის შესახებ, შექმნა კონგრესის ორივე პალატის არჩევითი კომიტეტი დეფიციტის შემცირებაზე. კანონპროექტის მიღების შედეგად, ამერიკის მთავრობამ მოახერხა, არ გამოეცხადებინა დეფოლტი თავის მოვალეობებზე.

კომენტარები

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

ბარაკ ობამა ადრეული ცხოვრებაბარაკ ობამა საპრეზიდენტო კამპანიებიბარაკ ობამა პრეზიდენტობა (2009–2017)ბარაკ ობამა კომენტარებიბარაკ ობამა რესურსები ინტერნეტშიბარაკ ობამა სქოლიობარაკ ობამა19614 აგვისტოაფრო-ამერიკელებიაშშაშშ-ის პრეზიდენტიაშშ-ის სენატიდემოკრატიული პარტია (აშშ)ილინოისიინგლისური ენაპოლიტიკოსიჰავაის შტატიჰონოლულუ

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

მონარქიავლადიმერ პუტინიჭიანჭველასებრნივალტორნარუსეთ-საქართველოს ომი (2008)თამბაქოფემინიზმიეკვატორული კლიმატური სარტყელიუქმე დღეები საქართველოშიეგზისტენციაცენტნერიდედამიწის სტრუქტურაემპათიაქართული სამზარეულოთეთნულდიწითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობაფსორიაზისაქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2024გურიაკალათბურთინიკოლოზ ბარათაშვილინაწლავებისისხლის მიმოქცევის სისტემარომის დაარსებასაქართველოს სატელეფონო კოდებიგასტრიტიგიორგი ჩაკვეტაძეგიორგი XIმონღოლთა ბატონობა საქართველოშიებრაელებიაგენტიგრიგოლ ხანძთელინიკო ბაგრატიონიბათუმის ბოტანიკური ბაღისაფრანგეთის რევოლუციაასტიგმატიზმიბორის აკუნინიგიორგი III (საქართველოს მეფე)შვედეთიგელათის მონასტერიფრინველთა მიმოფრენაქართული ფილმების სიასითბოსაქართველო XVII საუკუნეშირელიგიანოდარ დუმბაძეთბილისის კლასიკური გიმნაზიარესპუბლიკასაქართველოს სამეფოდომენტი მშვენიერაძემიკროორგანიზმები1924 წლის აგვისტოს აჯანყებაპლურალიზმიიგავ-არაკისაქართველოს მევენახეობა და მეღვინეობაანბანიდელფინებინარიყალამგელითემურლენგიჩრდილოეთი ამერიკაევოლუციანაციონალ-სოციალიზმითახვისამასი არაგველითელავიპითაგორასაქართველოს სოფლებიწიგნი სიბრძნე სიცრუისარეალ მადრიდი (საფეხბურთო კლუბი)ჯვაროსნული ლაშქრობებიკავკასიაქართველ მოღვაწეთა პანთეონები მოსკოვშისაქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშიანტანტაბასიანის ბრძოლაბორჯომი (წყალი)🡆 More