ხურტკმელი

ხურტკმელი (ლათ.

Grossularia) — მცენარეთა გვარი ხურტკმელისებრთა ოჯახისა (ადრე ხუნწისებრთა ოჯახი). ეკლიანი ბუჩქებია. მორიგეობით განლაგებული 3–5-ფოთოლაკიანი ფოთლები და მტევნებად შეკრებილი ორსქესიანი ყვავილები აქვთ. ნაყოფი ნაირფერი (თეთრი, ყვითელი, მწვანე, წითელი ან შავი), მრავალთესლიანი ცრუ კენკრაა. გვარში გაერთიანებულია 50-მდე სახეობა, რომლებიც ბუნებრივადაა გავრცელებული ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპასა და აზიაში. ყოფილ სსრკ-ში ხურტკმელის სამი სახეობა იზრდებოდა, მათგან საქართველოში 1 — Grossularia reclinata იზრდება; გვხვდება მთის ზედა სარტყლის ტყეებში, ზღვის დონიდან 1500–2000 მ. ეს სახეობა ხურტკმელის მრავალი კულტურული ფორმის წინაპრად ითვლება.

ხურტკმელი
ხურტკმელი
ჩვეულებრივი ხურტკმელი (Ribes uva-crispa)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  ფხიჯასნაირნი
ოჯახი:  ხურტკმელისებრნი
გვარი:  ხურტკმელი
ლათინური სახელი
Grossularia (Miller)

თანამედროვე კლასიფიკაციაში ხურტკმელი, როგორც გვარი აღარ გამოიყენება და მისი სახეობები მოცხარის გვარში ერთიანდება. ხურტკმელი მიიჩნევა ქვეგვარად (ლათ. Ribes subg. Grossularia).

ხურტკმელი ერთ-ერთი ადრეულა კენკროვანი კულტურაა. მსხმოიარობას იწყებს დარგვიდან მე-2–მე-3 წელს. ზრდასრულ ნარგაობათა მოსავლიანობა 25–30 ტ/ჰა აღწევს. ხურტკმელის კენკრა შეიცავს (%-ობით): შაქრებს 8 — 11, ორგანულ მჟავებს 1,2–1,7, პექტინოვან ნივთიერებებს 0,88; C (30– 60 მგ 100 გ წვენში), B6, P ვიტამინებს, A პროვიტამინს (კაროტინი), რკინის მარილებს, ფოსფორს. ხურტკმელის მწიფე და მკვახე კენკრას იყენებენ გადასამუშავებლად (მურაბა, კომპოტი), მწიფეს — საჭმელად (როგორც ნედლად, ისე გაყინულს), აგრეთვე საღვინედ და წვენებისათვის.

ცნობილია ხურტკმელის 1500-მდე ჯიში, რომლებიც იყოფა ევროპული და ამერერიკული წარმოშობის ჯიშებად. ყოფილ სსრკ-ში დარაიონებული იყო 100-ზე მეტი ჯიში. ხურტკმელს შედარებით დიდ ზიანს აყენებენ ხერხიები.

ლიტერატურა

სქოლიო

Tags:

Grossularia reclinataაზიაგვარი (ბიოლოგია)ევროპაზღვის დონელათინური ენამცენარეებიოჯახი (ბიოლოგია)სახეობასსრკფოთლებიყვავილიჩრდილოეთ ამერიკახუნწისებრნიხურტკმელისებრნი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

მსოფლიო მემკვიდრეობაგიორგი მამარდაშვილიბურთი და მოედანიეგრისის დიდი ომისაქართველოს მდინარეების სიაზევსიტოტალიტარიზმიგაერთიანებული სამეფოპი (რიცხვი)თორმეტი ოლიმპოელიმსოფლიოს ქვეყნების ეროვნული დროშები ფერების მიხედვითმსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2022ბაყაყიალბერტ აინშტაინირომის რესპუბლიკაჩინგიზ-ყაენიედუარდ შევარდნაძეკულტურატოლერანტობალომიფშავიბიზანტიის იმპერიაMozilla Firefoxმონა ლიზაოქროს საწმისიცხინვალიიოსებ კეჭაყმაძე1832 წლის შეთქმულებაპროტესტანტული რეფორმაციააუტიზმიიგავ-არაკისალამურას თავგადასავალიდადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიკილიან მბაპეხორვატიაკონვექციაჯადოსნური ფლეიტალათინური ენამინერალების სიაპენალტი (ფეხბურთი)ვილი სანიოლიმასტურბაციაგლობალიზაციაპოლონეთირუსთავიმიტოზიერეკლე IIჰიპერბოლა (ენა)რომის იმპერიასაქართველო V საუკუნეშივახტანგ I გორგასალიაბსოლუტური მონარქიამურა დათვიდავით სარაჯიშვილირიცხვითი სახელიზვიად გამსახურდიაშუა საუკუნეებიანტარქტიდაჯაბა კანკავათემურლენგის ლაშქრობები საქართველოშიტბასაჭმლის მომნელებელი სისტემაზედსართავი სახელი26 მარტიამასიის ზავისიონის ტაძარიოსმალეთის იმპერიაქრისტიანობაიმპრესიონიზმიმუშთაიდის ბაღიკლიმატიგიორგი ნიკოლაძერითმააფხაზეთი🡆 More