კოშკი წარმოიდგინეთ მშვიდობა

21°51′34″ დ. გ. / 64.1632389° ჩ. გ.

21.8594667° დ. გ. / 64.1632389; -21.8594667

წარმოიდგინეთ მშვიდობის კოშკი (ისლ: Friðarsúlan, „მშვიდობის სვეტი“) არის მემორიალი, რომელიც ჯონ ლენონს მიუძღვნა თავისმა ქვრივმა იოკო ონომ. მდებარეობს ქოთლაფიორზურის (Kollafjörður) ყურეში, ვიზეის (Viðey) კუნძულზე რეიკიავიკთან ახლოს, ისლანდიაში. შედგება თეთრი ქვის მონუმენტისგან დაპროექტებული მაღალი „შუქურისგან“, რომელზეც წაწერილია სიტყვები „წარმოიდგინეთ მშვიდობა“, 24 ენაზე. სახელი დაერქვა ჯონ ლენონის მშვიდობის ჰიმნ „Imagine“-ის მიხედვით.

კოშკი წარმოიდგინეთ მშვიდობა
გზავნილი „წარმოიდგინეთ მშვიდობა“.

დამატებით პანელზე წერია:

I dedicate this light tower to John Lennon


my love for you is forever

yoko ono

October 9th 2007

ამ შუქურას ვუძღვნი ჯონ ლენონს


ჩემი შენდამი სიყვარული მარადიულია

იოკო ონო

9 ოქტომბერი 2007

კოშკი შედგება 15 პროჟექტორისგან, პრიზმებით, რომლებიც სარკეების როლს ასრულებენ. შუქი ზოგჯერ ღრუბლებსაც აღწევს. მოწმენდილი ღამით 4000 მ სიმაღლეზე აღწევს. შუქურის ქვეშ ჩამარხულია 500 000-ზე მეტი დაწერილი სურვილები, რომელიც იოკო ონომ პროექტ „სურვილის ხეებით“ („Wish Trees“) წლების განმავლობაში შეაგროვა. იოკო გეგმავს, რომ შუქურა იყოს განათებული ყოველ წელს 9 ოქტომბრიდან (ჯონის დაბადების დღე) 8 დეკემბრამდე (ჯონის მკვლელობის დღე). ისლანდია მისი სილამაზისა და გეოთერმული ენერგიის ეკო-მეგობრული მოხმარების გამო შეირჩა.

კოშკის შენება დაიწყო 9 ოქტომბრიდან 2006-ში და ოფიციალურად გაიხსნა 2007-ის იგივე რიცხვში. ცერემონია მსოფლიოს მრავალი ტელევიზიით გადაიცა. ონოსთან ერთად ესწრებოდნენ ვაჟი შონ ლენონი, ჯგუფის წევრი რინგო სტარი, ჯორჯ ჰარისონის ქვრივი ოლივია ჰარისონი და მისი ვაჟი დჰანი ჰარისონი. პოლ მაკ-კარტნი მოიწვიეს, თუმცა სასამართლოს გამო ვერ შეძლო დასწრება. ინაუგურაციაზე იოკომ თქვა, რომ კოშკი საუკეთესო რამ იყო, რაც კი ოდსმე მას და ჯონს გაუკეთებიათ.

კოშკის ენები

კოშკი წარმოიდგინეთ მშვიდობა 
„წარმოიდგინეთ მშვიდობა“ ისლანდიურად: „Hugsaðu þér frið“

კოშკზე სიტყვები 24 ენაზე წერია:

ინგლისური: IMAGINE PEACE სუაჰილი: TUFIRIENI AMANI
იაპონური: 平和な世界を想像してごらん ისლანდიური: HUGSA SÉR FRIÐ
კორეული: 평화를 꿈꾸자 თურქული: BARIŞI DÜŞLE
მანდარინი: 想像世界有了和平 სპარსული: به صلح بیندیش
არაბული: احلم سلام ფილიპინური: ILARAWAN ANG MUNDONG MAPAYAPA
ებრაული: חלום שלום ტამილური: சமாதானத்தை நினையுங்கள்
რუსული: ПРЕДСТАВЬТЕ СЕБЕ МИР უნგრული: KÉPZELD EL A BÉKÉT
ჰინდი: शान्ति की कल्पना करें ფინური: KUVITTELE RAUHA
გერმანული: STELL DIR VOR ES IST FRIEDEN ქართული: წარმოიდგინეთ მშვიდობა
იტალიური: IMMAGINA LA PACE ტიბეტური: ཞི་བ་སྒོམས་
ფრანგული: IMAGINEZ LA PAIX პორტუგალიური: IMAGINA A PAZ
ესპანური: IMAGINA LA PAZ ინუკტიტუტი: ᓴᐃᒪᖃᑎᒌᑦᑕ

პანელის ფოტოები ნახეთ ვიკისაწყობში.

სქოლიო

რესურსები ინტერნეტში

Tags:

გეოგრაფიული კოორდინატები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიახალი აღთქმაადამიანიკონსტანტინე გამსახურდიაგიორგი ჩაკვეტაძეიბერიის მეფეთა სიაჩაქაფულიქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემასამებაეკატერინე IIსაფრანგეთის რევოლუციაზენონი (იარაჯული)ქართული ფილმების სიააბრეშუმის ჭიაიეჰოვას მოწმეებისვანური ენალარიგიორგი ლეონიძეჰეტეროსექსუალობაარაგვისახარებაიმერული ესკიზებინორვეგიადარეჯან ხარშილაძეშუშანიკის წამებაკუნილინგუსიფელაციაკალისტრატე (კათოლიკოს-პატრიარქი)ღანძილიდიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენადიდი შაბათიბათუმიქიზიყიალბანეთიგიორგი V ბრწყინვალერუსეთიჰოჯკინის ლიმფომაალუჩაჩაკრულოვახტანგ I გორგასალითომა მოციქულითემურლენგიწმინდა ნინოიერუსალიმისაქართველოს სოფლებიღვიძლიუცხოური აგენტების კანონიკონფედერაციაქართული მითოლოგიასპირიდონ ტრიმიფუნტელიტიფლისი (ტელესერიალი)ბარსელონა (საფეხბურთო კლუბი)დოდო აბაშიძეგიორგი მიქაუტაძეილია IIსოდომი და გომორისაქართველოს ეპარქიებიპლებისციტიბაბუაწვერაორალური სექსიაზერბაიჯანისალადინისავიზო მოთხოვნები საქართველოს მოქალაქეებისთვისთინათინ ბოკუჩავავერძი (ასტროლოგია)ემი უაინჰაუსიდედამიწაზოდიაქოასტრიდ ლინდგრენიეპილეფსიამიქელანჯელო ბუონაროტიევრომაიდანიმედეა (მითოლოგია)საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრორაბათის ციხეკვიპროსიერთიანი ნაციონალური მოძრაობაგიორგი კობახიძე🡆 More