ქვევრი

ქვევრი — კვერცხისებური ფორმის, კონუსური (იშვიათად ბრტყელი) ძირის მქონე თიხის ჭურჭელი, ვიწრო ყელითა და დისკოსებური თავით.

ქვევრი სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ქვევრი (მრავალმნიშვნელოვანი).

გამოიყენება ღვინის დასაყენებლად ან მარცვლეულის შესანახად. ქვევრის მოხმარება სპეციფიურია - მას მიწაში ფლავენ და ჰერმეტიულად ხურავენ. საქართველოში ქვევრისებური ჭურჭელი ადრეული ბრინჯაოს ხაინდანაა ცნობილი, თუმცა ბევრი მათგანის კონკრეტული დანიშნულება უცნობია. ქვევრი მრავლადაა გამოვლენილი ანტიკური ხანის ნამოსახლარებსა და სამაროვნებზე.

ქვევრი
ქვევრის ფოტოსურათი
ქვევრი
ქვევრები გორის სიახლოვეს

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უძველესი დროიდან დღემდე გავრცელებულ, ღვინის დასაყენებელ და შესანახ თიხის უნიკალურ ჭურჭელს - ქვევრს, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. იგივე სტატუსი ქვევრს, საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 8 თებერვალის № 91 ბრძანებულებით, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისადაც მიენიჭა.

იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-8 სესიაზე (ქ. ბაქო, 2-7 დეკემბერი, 2013) მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოს მიერ წარდგენილი ნომინაციის „ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდის“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შეტანის თაობაზე.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • ე. გოგაძე, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 510.
  • «ქვევრის ჰერმეტიზაციის ძველი წესები» / გ. ცინცაძე, ხ. წიქარიშვილი, მ. ცინცაძე, რ. ჩაგუნავა // საქართველოს ქიმიური ჟურნალი. - თბ., 2007. - ISSN: 1512-0686. - N2. - გვ.233-235. - რეზიუმე ინგლისურ და რუსულ ენაზე;
  • «ქვევრის გამოყენის განსაკუთრებული შემთხვევები» / გ. ცინცაძე, ხ. წიქარიშვილი, მ. ცინცაძე, რ. ჩაგუნავა // საქართველოს ქიმიური ჟურნალი. - თბ., 2007. - ISSN: 1512-0686. - N2. - გვ.236-238. - რეზიუმე ინგლისურ და რუსულ ენაზე;
  • «ქვევრის სარქველი : [ჰერმეტულად დახურვის წესი]» // მოსავალი / რედაქტორ-გამომცემელი ვ.ი. რცხილაძე. - 1909. - N12. - გვ.9-10

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

ქვევრი იხილეთ აგრეთვექვევრი ლიტერატურაქვევრი რესურსები ინტერნეტშიქვევრი სქოლიოქვევრიდისკოთიხაკვერცხიკონუსიღვინო

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

მღრღნელებილანა როუდსიმიქელანჯელო ბუონაროტიგიორგი XIIქეთო და კოტე (ოპერა)გიორგი ანწუხელიძეემპათიავილი სანიოლითბილისის ზღვააბრაამ ლინკოლნისაქართველოს სამეფოფანდურიოგანესონიდანიაკონსერვატიზმიბახტრიონი (პოემა)ბეთანიის მონასტერიარგონავტებიპარალელოგრამივოლფგანგ ამადეუს მოცარტინატვრის ხე (ფილმი)გლობალური დათბობაეროზიამიწისძვრანახშირწყლებიმორალიდედამიწის დღეთემურლენგის ლაშქრობები საქართველოშიპაბლო პიკასოავტომობილითრომბოციტებინათლია (ფილმი)ნიამორითბილისიზებულონიაია-სოფიას ტაძარითემურლენგინიუტონის კანონებირითმაფესახილიტრიკუბური მეტრიძალა ერთობაშიაქუთაისიბაბუაწვერაკილიმანჯარომინერალების სიახორვატიასომხეთიმდინარეფარსმან II ქველიქართვლის დედაანა კალანდაძეძაღლიმონღოლებიქაშვეთის ეკლესიაკავკასიაბარსელონა21 აპრილიევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითანალური სექსისაქართველო VI საუკუნეშიტერორიზმილუდვიგ ვან ბეთჰოვენიათეიზმიყაზახეთითავის ტვინიჰიპერბოლა (ენა)სათბურის ეფექტიმენსტრუაციამაგნიუმისაუდის არაბეთიბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკინიკო ბაგრატიონითეთნულდიმარსიგაერთიანებული ერების ორგანიზაციასაფრანგეთის რევოლუცია🡆 More