სპირტი (ალკოჰოლი) — ნახშირწყალბადთა ნაწარმი, რომელიც შეიცავს ნაჯერ ნახშირბადატომთან მიერთებულ ერთ ან რამდენიმე ჰიდროქსილის ჯგუფს (− ОН).
ნაერთებს, რომლებშიც ОН-ჯგუფი დაკავშირებულია არომატულ რგოლთან, უწოდებენ ფენოლებს, ხოლო თუ ნახშირბად-ნახშირბადის ორმაგ ბმასთან — ენოლებს. ნახშირწყალბადის რადიკალის მიხედვით სპირტი შეიძლება იყოს აციკლური, ანუ ალიფატური, ალიციკლური, ცხიმოვან-არომატული და ჰეტეროციკლური.
მოლეკულაში ОН-ჯგუფების რაოდენობის მიხედვით სპირტი შეიძლება იყოს ერთატომიანი (ალკოჰოლი), ორატომიანი (გლიკოლები), სამატომიანი (გლიცერინი), ოთხატომიანი (პენტაერითრიტი) და მრავალატომიანი (ქსილიტი, ჰექსიტი და სხვა). ОН-ჯგუფები შეიძლება იყოს დაკავშირებული პირველად (− СН2ОН), მეორეულ (>CHOH) და მესამეულ (>COH) ნახშირბადატომიანთან, რის მიხედვითაც განასხვავებენ პირველად, მეორეულ და მესამეულ სპირტს. სპირტის სახელწოდება ჩვეულებრივ დაკავშირებულია ნახშირწყალბადური რადიკალის სახელწოდებასთან, მაგალითად, მეთილის სპირტი, ეთილის სპირტი, პროპილის სპირტი და ა.შ. ზოგჯერ იხმარება სპირტის ტრივიალური სახელწოდება, მაგალითად, ხის სპირტი (მეთანოლი), ღვინის სპირტი (ეთანოლი) და სხვა.
This article uses material from the Wikipedia ქართული article სპირტი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.