სიქსტეს კაპელა (იტალ.
Cappella Sistina) — მდებარეობს მოციქულეობრივ სასახლეში, ვატიკანი, რომელიც რომის პაპის ოფიციალური რეზიდენციაა.
მართკუთხა ფორმის კაპელა ზომით სოლომონის ტაძრის ტოლია (40.93 X 13.41 მ), როგორც მოცემულია ძველ აღთქმაში. მისი სიმაღლეა 20.70 მ. არქიტექტურული პროექტი ეკუთვნის ბაკიო პონტელის, ხოლო სამშენებლო სამუშაოებს ხელმძღვანელობდა ჯოვანი დე დოლჩი 1473-84 წლებში, სიქსტუს IV-ის მითითებებით.
პირველი მესა სიქსტეს კაპელაში ჩატარდა 1483 წლის 9 აგვისტოს, რომლის დროსაც ის კურთხეულ იქნა და ქალწული მარიამის ამაღლებას მიეძღვნა.
2022 წლის 26 ივნისს სიქსტის კაპელაში თბილისის სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდმა კონცერტი გამართა. კონცერტი საქართველოს პრეზიდენტსა და რომის პაპს შორის 2021 წელს, წმინდა საყდარში ოფიციალური ვიზიტისას მიღწეული შეთანხმების საფუძველზე გაიმართა. სიქსტის კაპელაში ქართველებმა პირველად იგალობეს. საქართველოს საპატრიარქო გუნდის კონცერტი ვატიკანის ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: სიქსტეს კაპელა
This article uses material from the Wikipedia ქართული article სიქსტეს კაპელა, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.