პაულო კოელიო

პაულო კოელიო (Paulo Coelho; დ.

24 აგვისტო, 1947) — ბრაზილიელი მწერალი, ლირიკოსი.

პაულო კოელიო
პორტ. Paulo Coelho
პაულო კოელიო
დაბადების თარიღი 24 აგვისტო, 1947(1947-08-24)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11](76 წლის)
დაბადების ადგილი რიო-დე-ჟანეირო, რიო-დე-ჟანეიროს შტატი, ბრაზილია[1] [7]
საქმიანობა მწერალი, რომანისტი, ბლოგერი, მსახიობი, კომპოზიტორი, პოეტი ადვოკატი, სამეცნიერო ფანტასტიკოსი მწერალი, ლირიკოსი, სიმღერების ავტორი და მკვლევარი
ენა პორტუგალიური ენა
მოქალაქეობა პაულო კოელიო ბრაზილია
ალმა-მატერი St. Ignatius College
ჟანრი რომანი და music of Brazil[12]
Magnum opus ალქიმიკოსი, მეხუთე მთა, ვერონიკამ სიკვდილი გადაწყვიტა, თერთმეტი წუთი, ბრიდა, რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი, ეშმაკი და ქალბატონი პრიმი, ზაჰირი და პორტობელოელი ჯადოქარი
ჯილდოები ოქროს ბუმბული, საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი, ხელოვნებისა და ლიტერატურის ოფიცრის ორდენი, ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კავალერი და ჰანს კრისტიან ანდერსენის ლიტერატურული პრემია
მეუღლე კრისტინა ოიტისიკა
პარტნიორ(ებ)ი კრისტინა ოიტისიკა
საიტი paulocoelhoblog.com[13]

დაიბადა რიო-დე-ჟანეიროში. სწავლობდა იურიდიულ ფაკულტეტზე, თუმცა 1970 წელს სწავლა მიატოვა და სამოგზაუროდ გაემართა ცენტრალურ ამერიკაში, შემდგომში კი ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. ორი წლის შემდეგ ბრაზილიაში ბრუნდება და პოპულარული მუსიკისთვის ლექსების წერას იწყებს მუსიკოს რაულ სეიხასთან ერთად.

მოგვიანებით ჰოლანდიაში ხვდება ადამიანს, რომელსაც მოიხსენიებს „ჟ“-თი, და რომელმაც, როგორც თავად ამტკიცებს, მისი ცხოვრება პოლარულად შეცვალა და ქრისტიანობის თავდადებული მიმდევარი გახდა. ამ დროიდან ის კათოლიკური ჯგუფის „რამ“-ის (Regnus Agnus Mundi) წევრი ხდება, სადაც „ჟ“ მისი მასწავლებელია.

ამჟამად მეუღლე ქრისტინასთან ერთად ცხოვრობს რიო-დე-ჟანეიროსა და ტარბში (საფრანგეთი).

ბიოგრაფია

პაულო კოელიო 
მევიოლინე ლორდი მენუჰინი და კოელიო ყოველწლიურ საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე, შვეიცარია, 1999 წ

დაიბადა რიო-დე-ჟანეიროში ინჟინერ პედროსა და ლიჟია კოელიოების შეძლებულ ოჯახში. შვიდი წლისა წმინდა ეგნატე ლოიოლას იეზუიტთა სკოლაში გაგზავნეს, სადაც წიგნების წერის სიყვარული პირველად გამოავლინა. მწერლად გახდომის სურვილს ოჯახმა მხარი არ აუბა და ახალგაზრდა პაულოს იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარებინა რიო-დე-ჟანიეროს უნივერსიტეტში, თუმცაღა, პაოლომ სწავლა მალევე მიატოვა და ჟურნალისტიკას მიჰყო ხელი. საბოლოო ჯამში 17 წლის პაოლოს ოჯახთან ურთიერთობა იმდენად დაეძაბა, რომ ის კერძო ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსეს სამკურნალო კურსის გასავლელად. ვერც ელექტროშოკით მკურნალობამ, ვერც განმეორებითმა კურსმა პაოლოს საკუთარი თავისადმი რწმენა ვერ შეურყია - ამიტომაც, კლინიკადან გაიქცა, ცოტა ხანს იხეტიალა და შინ დაბრუნდა. ერთ წელიწადში სამოყვარულო თეატრალურ მოძრაობაში ჩაება, 60-იან წლებში აგრე რიგად პოპულარული იყო ბრაზილიაში არა მხოლოდ ხელოვნების თვალსაზრისით, არამედ პროტესტის გამოხატვის კუთხითაც. თეატრალურ-საპროტესტო აქტივობა კოელიოს კვლავ ფსიქიატრიული კლინიკით დაუგვირგვინდა, საიდანაც ისევ გაიქცა, მაგრამ უფულობამ მაინც შინ დააბრუნა. საბოლოოდ, მესამე ფსიქიატრიული მკურნალობის შემდეგ მისი ოჯახი შეეგუა, რომ პაოლო „ნორმალურ“ სამუშაოს არასოდეს მოჰკიდებდა ხელს. პაოლო კოელიო ისევ და ისევ თეატრალურ და ჟურნალისტურ მოღვაწეობას განაგრძობდა.

1970 წელს მომავალმა მწერალმა მექსიკაში, პერუში, ბოლივიაში, ჩილეში, ჩრდილოეთ აფრიკასა და ევროპაში დაიწყო მოგზაურობა. ორიოდე წლის თავზე პაოლო სამშობლოში დაბრუნდა და სიმღერებისთვის ლექსების წერას შეუდგა იმხანად უკვე პოპულარული ბრაზილიელი მომღერლების კონცერტებისთვის; მან არაერთი სასიმღერო ტექსტი დაუწერა მომღერალ რაულ სეიშასს.

შემოქმედება

პაულო კოელიოს ეკუთვნის ისეთი ცნობილი რომანები, როგორებიცაა:

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

-1'>↑ 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #115703101 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  • Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
  • Itaú Cultural Enciclopédia Itaú CulturalSão Paulo: Itaú Cultural, 2001. — ISBN 978-85-7979-060-7
  • Internet Speculative Fiction Database — 1995.
  • NooSFere — 1999.
  • ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
  • 7.0 7.1 Czech National Authority Database
  • The Fine Art Archive — 2003.
  • Babelio — 2007.
  • Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  • Munzinger Personen
  • Montreux Jazz Festival Database
  • Google Knowledge Graph — 2012.
  • Tags:

    პაულო კოელიო ბიოგრაფიაპაულო კოელიო შემოქმედებაპაულო კოელიო რესურსები ინტერნეტშიპაულო კოელიო სქოლიოპაულო კოელიო194724 აგვისტო

    🔥 Trending searches on Wiki ქართული:

    ბუნებრივი რესურსებიამერიკის შეერთებული შტატებიკანადამასტურბაციავენდეტადიოკლეტიანეწრეწირიძირითადი საშუალების ცვეთაინგლისის რევოლუციაბულბულიენერგიაგველებიორალური სექსიეიფელის კოშკინიადაგისაქართველოს დემოგრაფიაბერძნები საქართველოშიგამზრდელი (პოემა)დაუნის სინდრომიბურთი და მოედანინონა გაფრინდაშვილიმოსახლეობის სიმჭიდროვემერცხლისებრნიმამა გაბრიელიშხარაორგაზმიხეოფსის პირამიდაასურელი მამებიმთვარის დაბნელებაგიორგი ცაბაძექეთევან დედოფალიავსტრიასაქართველოს სოფლებიწმინდა ქრისტინეგვირილაკათოლიციზმიბერიკაობატურიზმიფეხბურთის წესებიერეკლე IIმსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიაფხაზებიმართლმადიდებლობათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიტუპაკ ამარუ შაკურიიულიუს კეისარიგეოგრაფიული გარემოსაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიარსებითი სახელიმეგრული ენაპოსტიმპრესიონიზმიმიხეილ მესხის სტადიონიპირველი მსოფლიო ომიაშშ-ის ისტორიაიოსებ სტალინიკრწანისის ბრძოლანაცვალსახელიკახეთიდიმიტრი ყიფიანიThe Beatlesერთა ლიგაჯანსუღ კახიძემცხეთის ჯვრის მონასტერიჯადოსნური ფლეიტალითოსფეროქვეწარმავლებიდემეტრე II თავდადებულიცხოველებიდავით მუჯირი (უფროსი)იტალიასაქართველოს მუნიციპალიტეტებინარიყალანიკო ფიროსმანისანტიაგო ბერნაბეუ (სტადიონი)კილიან მბაპემიხეილ ხერგიანიხელისუფლების დანაწილება🡆 More