ლილე

ლილე — მზე ან მზის ღვთაება სვანურ მითოლოგიაში.

რაიმე ჩამოყალიბებული მითი ამ ბუნდოვან სახეზე არ შემონახულა, მაგრამ სასიმღერო ჰიმნის ფრაგმენტებიდანაც და სიმღერის ხასიათითაც აშკარაა, რომ ესაა უძველესი წარმართული ღვთაება სინათლისა, შუმერთა ენლილეს და ეგვიპტელთა რას, ბერძენთა ფებოსის მსგავსი. უფრო სავარაუდოა, რომ სვანთა ლილე შუმერთა ენლილეს შემონახული სახეა. ეს ჰიმნი ძალზე პოპულარულია საქართველოში. ფრაგმენტებიდან დამუშავებული და გადმოქართულებული ჩვენი ტექსტი სიმღერის შესატყვისია და დაახლოებით იძლევა ამ მრავალათასწლიანი ჰიმნის სიტყვიერ, ინტონაციურ, აზრობრივ სურათს:

ლილეო-და დიდება შენდა!
სინათლის დედავ, ნუ ჩახვალ დარჩი!

ო, თეთრო მზეო, დიდება შენდა!
შენ ხარ იმედი პირმშოთა შენთა!
სინათლის დედავ, ნუ ჩახვალ დარჩი!
მსხვერპლად შეგწიროთ ჯიხვი და არჩვი
სამთის ფერხულით გაგიძღვეთ წინ და
ფიქალის კოშკი აგიგოთ წმინდა,
რომ მისი მსგავსი არ იყოს არსად,
ქორ-შევარდენი უვლიდეს გარსა,
არწივი კრავდეს კამარას მაღლა,
შუნი და ჯიხვი წვებოდეს დაბლა!

ოქროს სასახლე გიდგას, ლილეო,
ოქროს გალავნით თვალს გაგიხარებს.
მთა საბუღრაოდ ეცოტავებათ
ოქროსრქებიან შენს საღმრთო ხარებს.
იალაღებზე რომ ბუღრაობენ,
იდრიკებიან თეთრი ქედები.
საღვთო ვერძებიც არყევენ ბურჯებს
შავი საუფლო რქების კვეთებით.
ჯახი მთაგრეხილს ხერხემალს ურყევს
და აქანავებს ცათა სწორ მურყვნებს.
ო, თეთრო მზეო!
ჩვენდა იმედად რონინობ ცაზე,
ათასი წელი გადიდებთ ასე:

დიდება შენდა! დიდება შენდა!
გვარიდე სუსხი, სენი და სევდა,
ნუ მიგვატოვებ პირმშოთა შენთა!
იმედით სავსე,
შენ კი ჩადიხარ...
დიდება შენდა!

ლიტერატურა

  • აკაკი გელოვანი, მითოლოგიური ლექსიკონი — გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბ., 1983.

Tags:

ენლილიმითირასაქართველოსვანებისვანური მითოლოგიასინათლეფებოსიშუმერებიჰიმნი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

გიორგი ჩაკვეტაძეოპტიმიზმილეიკოციტოზისაქართველოს სოფლებიგერმანიის ქალაქების სიატიფლისი (ტელესერიალი)ბუდიზმირომის იმპერატორების სიაამერიკის შეერთებული შტატებიდეივიდ კრამერიპორტუგალიასოდომი და გომორიჯვაროსნული ლაშქრობებიბორჯომიკვადრატული მეტრიუკრაინაწმინდა გიორგიგიორგი მარგველაშვილილელო საქართველოსთვისგაერთიანებული სამეფოხორუმიგრიგოლ რობაქიძემორიელებიდიდი ოთხშაბათითბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრიფობიების სიარამაზ ნოზაძეარსენას ლექსიევროპის საბჭოზურაბ ჟვანიაჩემი ცოლის დაქალებიორგაზმიჯაბა იოსელიანიარტანუჯის ციხეთავის ტვინიაკერმანის კონვენციამსოფლიოს შვიდი საოცრებასაქართველოს პრემიერ-მინისტრიმაცხოვრის საფლავიქართლის გაქრისტიანებაქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოთათული დოლიძექართული მითოლოგიაპაბლო პიკასოსაქართველოს სამოქალაქო ომიბაგრატ IV (საქართველოს მეფე)არაპენეტრაციული სექსიადამიანის ჩონჩხიჟანრი ლოლაშვილიიერუსალიმიგაერთიანებული ერების ორგანიზაციაგიორგი III (საქართველოს მეფე)სოკოებიალა პუგაჩოვაქართული დამწერლობაქართული საბჭოთა ენციკლოპედიანათლია (ფილმი)ქუთაისობასულხან-საბა ორბელიანიშუა ქალაქშიემი უაინჰაუსიტუბერკულოზიარჩილ თალაკვაძეილია ჭავჭავაძერეპრესიადემოკრატიათამარ მეფეწმინდა სამების საკათედრო ტაძარიმსოფლიოს ქვეყნების დედაქალაქების სიაალავერდიფარსმან II ქველივერძი (ასტროლოგია)იოზეფ გებელსილეო ანთაძესიტყვაქართული სამზარეულო🡆 More