თამადა

თამადა — ქართული პურობის, სუფრის გამძღოლი.

ჩვეულებრივ, მასპინძელი ან თანამეინახენი თამადად ირჩევენ ჭარმაგ პატივსაცემ მამაკაცს, რომელიც სუფრის თადარიგის მცოდნედ და მჭევრმეტყველად ითვლება. სუფრის დანიშნულების (ქორწილი, ძეობა, დღეობა, ქელეხი და სხვა) მიხედვით, თამადას ევალება ტრადიციული სადღეგრძელოების წარმოთქმა, სმის წესების, სუფრის წესრიგის, ცეკვა-სიმღერისა და ლხინის მთელი მსვლელობის რეგულირება. ეთნოგრაფიული მონაცემებით, ძველად ოჯახებში თამადობას ბავშვობიდანვე აჩვევდნენ. საქართველოს მთიანეთის საკულტო დღეობა-წვეულებებზე თამადას არ ირჩევდნენ - მის მოვალეობას ხევისბერი ან გვარ-ხატის რომელიმე მსახური ასრულებდა, საოჯახო სარიტუალო პურობას კი ოჯახის უფროსი მამაკაცი უძღვებოდა. ზემო სვანეთში „თამადა“, „თამათა“ ერქვა თიბვის მესვეურს, წინამძღოლს, რომელიც მუშაობისას სიმღერას იწყებდა. „თამადის“ ნაცვლად ზოგჯერ თურქულიდან შემოსულ სიტყვას „ტოლუმბაშსაც“ (თურქ. toplum başı – თავყრილობის/შეკრების უფროსი/თავი/ მეთაური) ხმარობენ. ალ. ჯამბაკურ-ორბელიანის ცნობით, „ტოლუმბაში“ „ამხანაგების თავს“ ნიშნავს. თანამედროვე ფასეულობების მიმართება ქართულ ტრადიციებთან და ფასეულებათა ევოლუცია.

თამადა
ო. შმერლინგის ნამუშევარი „თქვენი სადღეგრძელო იყოს!“

ლიტერატურა

  • ჯანაშია ს., შრომები, ტ. 4, თბ., 1968;

რესურსები ინტერნეტში

Tags:

სადღეგრძელო

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

იმერეთიმინერალებიქალწული (ასტროლოგია)პოლონეთიFacebookირაკლი კობახიძეადმირალი (პეპელა)ლადო გუდიაშვილისაქართველოს სატელეფონო კოდებიადამიანის უფლებებიმონანიება (ფილმი)ეროზიაკეთილშობილი ირემიქართული საბჭოთა ენციკლოპედიარითმაერთიანი ნაციონალური მოძრაობარუსეთის იმპერიაბაგრატის ტაძარიაღმოსავლეთი საქართველოკრწანისის ბრძოლაკახა კალაძეკვადრატირუსთავინოე სულაბერიძეკონტინენტიგანათლება საქართველოშითირკმელიისრაელიფილტვებიდასავლეთ რომის იმპერიის დაცემაშინაური ძაღლიპარიზიებრაელებირეფერენდუმინარიყალა26 აპრილიმსოფლიოს მოსახლეობაშვედეთიხევისბერი გოჩაადამიანიბაბილონითამბაქორევაზ ინანიშვილითებულოსმთაკახეთის აჯანყება (1659)კაცია-ადამიანი?!მცხეთის ჯვრის მონასტერიხევსურეთიხორვატიაალცჰაიმერის დაავადებაქართული ხალხური ცეკვებისეკულარიზმიკახეთიაფრიკაინგლისინიკოლოზ ბარათაშვილიალკოჰოლური სასმელისალომე ზურაბიშვილისაქართველო XII-XIII საუკუნეებშიამერიკის შეერთებული შტატებირუსეთ-საქართველოს ომი (2008)ალავერდიხაშურიქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოარაგვიჟან-მიშელ ბასკიავნების კვირაარგონავტებისკოლაზევსიბაგრატ III (საქართველოს მეფე)ჰემანგიომაებრაული დღესასწაულებიფუტითორნიკე ერისთავიტელეფონების ნომრები საქართველოშიეკატერინე II🡆 More