ზაქარია გაბაშვილი

ზაქარია გაბაშვილი (დ.

ზაქარია გაბაშვილი სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გაბაშვილი.

დაახლოებით 1705 ― გ. დაახლოებით 1780) — ქართველი საეკლესიო მოღვაწე და მწერალი. მამა ბესიკ გაბაშვილისა.

ბიოგრაფია

გაბაშვილი ქართლის მეფის თეიმურაზ II-ის კარის მოძღვარი იყო. როგორც ქართული ეკლესიის ორთოდოქსული ფრთის მეთაური, კათოლიკოს ანტონ I-ს დაუპირისპირდა. კონფლიქტის საბაბად ანტონის კათოლიკობისადმი მისწრაფება იქცა. გაბაშვილის თაოსნობით საეკლესიო კრებამ (1755) ანტონი თანამდებობიდან გადააყენა და 1756 წელს იგი რუსეთში გააძევეს. თეიმურაზ II-ის გარდაცვალების (1762) შემდეგ სამეფო კარზე გაბაშვილის გავლენა შემცირდა. ერეკლე II-მ ანტონი საქართველოს ეკლესიის მეთაურად აღადგინა (1764). გაბაშვილმა ანტონ I-ისა და ერეკლე II-ის წინააღმდეგ ბრძოლა გააჩაღა, რის გამოც იგი დააპატიმრეს. საეკლესიო კრებამ გაბაშვილი სარწმუნოების „გამრყვნელად“ გამოაცხადა, შეაჩვენა და მღვდლობიდან განკვეთა. გაბაშვილი პატიმრობიდან გაიპარა და 1767 ჩავიდა ყიზლარში. 1768-1770 წლებში გაბაშვილი მოსკოვსა და პეტერბურგში იმყოფებოდა. აქ ის ბრალს სდებდა ანტონ I-ს სარწმუნოების ღალატში, მაგრამ სინოდმა მას მხარი არ დაუჭირა. იმედგაცრუებული გაბაშვილი 1771 წელს იმერეთში დაბრუნდა. მალე გაბაშვილის მთელმა ოჯახმა სოლომონ I-ის კარზე მოიყარა თავი. გაბაშვილი ქუთაისსა და გელათში ცხოვრობდა.

გაბაშვილი განათლებული და ძველ ქართულ მწერლობაში განსწავლული პიროვნება იყო. მას ეკუთვნის პოეტური თხზულება, ვახტანგ VI-ის ძის, გიორგი ბატონიშვილის შესხმა „ლექსი ეტლზე, რომელ არიან ზოდიაქნი ბურჯნი“ და სხვა. არსებობს მოსაზრება, რომ მასვე ეკუთვნის სატირული პოემა „კატისა და თაგვების ომი“. გაბაშვილი 1750-1751 წლებში მიუწვევიათ ერეკლე II-ის სტამბაში, სადაც მან ლიტერატურულად გამართა „კონდაკის“ ტექსტი. გაბაშვილი გელათის კალიგრაფიული სკოლის ფუძემდებელი იყო.

ლიტერატურა

  • ბარამიძე ა., ბესარიონ გაბაშვილი, წგნ.: ბესიკი, თხზულებანი, თბ., 1962;
  • კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 2, თბ., 1958;
  • ლეონიძე გ., გამოკვლევები და წერილები, თბ., 1959;
  • მისივე, ძიებანი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან ტ. 1, თბ., 1949;
  • ცაიშვილი ს., ბესარიონ გაბაშვილი, წგნ.: ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 2, თბ., 1966;
  • მაჭარაძე ვ., ქსე, ტ. 2, გვ. 603, თბ., 1977

Tags:

17051780ბესიკიქართველები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ანა კალანდაძელომი (ასტროლოგია)ჭინჭარიოგანესონისაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკახელისუფლების დანაწილებალითოსფერო24 აპრილიწმინდა სამების საკათედრო ტაძარიალაზანიევერესტიფოცხვერიდომენტი მშვენიერაძეჰეკლათორნიკე ერისთავისაქართველოს დამოუკიდებლობის აქტიირლანდიაცივი ომინეპტუნისვანეთიერთა ლიგაქართული დამწერლობაბუნებრივი რესურსებიიტალიაილია თოფურიამიწისძვრაგურამ დოჩანაშვილითევდორე კველთელიფოტოსინთეზიოლიმპიური თამაშებიალავერდიიმერეთიეკოლოგიაიაპონიადემაგოგიასაქართველოს პრეზიდენტიგამარჯვების დღემსოფლიოს უდიდესი ქალაქებიკურო (ასტროლოგია)ოპერაგულისაქართველოს სახელმწიფო გერბისაქართველოს სახელმწიფო დროშაუცხოური აგენტების კანონიკეთილშობილი ირემივანდალიზმიგიორგი II (საქართველოს მეფე)პაბლო პიკასოპარტიკულარიზმიკანონი (ნორმატიული აქტი)ცილებიმსოფლიოს შვიდი საოცრებაგეორგიევსკის ტრაქტატიეთერ ჭელიძეგურამ პეტრიაშვილი (მწერალი)სათბურის ეფექტიგურიაამერიკაპოლიტიკური გეოგრაფიაანტონიმიგაერთიანებული სამეფოთევზებიენდომეტრიოზიმსოფლიოს ქვეყნები და ტერიტორიები მოსახლეობის მიხედვითბენიტო მუსოლინიეპითეტიხარებასანქტ-პეტერბურგილარითეატრიშინაური კატაიურიდიული პირინარკომანიალობიკუნილინგუსიოქსიდიგიორგი ლეონიძე🡆 More