ვალერიან კანდელაკი

ვალერიან ანტონის ძე კანდელაკი (დ.

ვალერიან კანდელაკი სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კანდელაკი.

22 აგვისტო, 1881, გამოჩინებული, ქუთაისის გუბერნია — გ. 4 მარტი, 1944, თბილისი) — ქართველი მეღვინე.

ვალერიან კანდელაკი
ვალერიან კანდელაკი

ბიოგრაფია

ვალერიან კანდელაკი იყო ქართული მეღვინეობის ერთ-ერთი ფუძემდებელი, რომელმაც მიმართულება მისცა მეღვინეობის განვითარებას საქართველოში. იგი დაიბადა წვრილშვილიანი მღვდლის ოჯახში. ვალერიანი 1891 წლიდადნ 1892 წლამდე სწავლობდა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში. 1892 წელს იგი გადაჰყავთ ქუთაისის სასწავლებელში სადაც დაამთავრა 4 კლასი. ამის შემდეგ ვალერიანს გზავნიან ყირიმში და სწავლას აგრძელებს იალტის ნიკიტის მებაღეობა-მევენახეობის სასწავლებელში, რომელიც დაამთავრა 1903 წელს. ამავე წელს იწყებს პრაქტიკას იალტის სკოლის ირგვლივ არსებულ სხვადასხვა სარდაფში. შემდეგ ეწყობა მეღვინედ „მაგარაჩის“ მახლობლად მდებარე „სულთამ“ მამულის სარდაფში, სადაც იმ დროს მუშაობდა მისი ძმა ევგენი, რომელსაც ასევე დამთავრებული ჰქონდა ნიკიტის სასწავლებელი. როგორც ეტყობა ძმამ დიდი გავლენა მოახდინა ვალერიანზე გზის არჩევანში.

სულთამ მამულის სარდაფში, ვალერიან და ევეგენი კანდელაკებთან ერთად, იმ დროს ცდებს ატარებდა სახელგანთქმული მეღვინე, შემდეგში პროფესორი მ. ა. ხოვრენკო მათ ერთად დაამზადეს წითელი ღვინო დურდოს გაცხელების გზით. 1907 წელს ძმები კანდელაკები იწყებენ სამეურნეო საქმიანობას. იჯარით იღებენ ყირიმში ”შარანის” მამულებში მევენახეობა-მეღვინეობის საწარმოს, სადაც პირველად რუსეთის იმპერიაში ქარხნული წესით დაამზადეს პასტერიზებული ყურძნის წვენი.

1916 წელს ვალერიან კანდდელაკი, ევგენი კანდელაკი და ნიკოლოზ სმირნოვი ერთად აარსებენ ღვინის კომპანია ”ვ.ა. კანდელაკი და კომპანიას”, სადაც ღვინოსთან ერთად მზადდებოდა საფირმო შამპანური სახელწოდებით ”ზანდო” ("Zando" - asti spymante - V.A. Kandelaki).

ვალერიან კანდელაკი არის ავტორი მრავალი ქართული ღვინისა მათ შორის სუფრის სამარკო ღვინოების: ”მანავის მწვანე”, ”ყვარელი 50”, იკემის ტიპის - ”მჭკნარა”, ”მოტკბო”. ვალერიანი იყო ორდინალური თეთრი და წითელი N1, N2, N8 კახური, N18 და N22 ღვინოების დამზადების ინიციატორი დიდი ქართველი, იმჟამად პირველი ღვინის ქარხნის მთავარ მეღვინის, იორამ თარხნიშვილის მონაწილეობით. აგრეთვე შექმნა პორტვეინის ტიპის ღვინოები ”საამო”, ”კარდანახი”, მადერის ტიპის ღვინო ”ანაგა”, ლიქიორის ტიპის ღვინო ”სალხინო”, უნგრული ტოკაის ტიპის ღვინო ”ხიხვი”(იგივე ჯანანური),სადესერტო ”აფხაზეთის თაიგული” და სხვ.

ვალერიან კანდელაკის შექმნილ ღვინოებს მსოფლიო დეგუსტაციებზე მიღებული აქვთ მრავალი ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები. ვალერიან კანდელაკის ინიციატივით გადაშენებას გადაურჩა ვაზის ჯიში ”ხიხვი”, რომელსაც იმ დროისთვის აღარავინ აშენებდა, რადგანაც იგი მგძნობიარეა გარემო ფაქტორებისა და ნაკლებგამძლე დაავადებების მიმართ.

”მანავის” მეურნეობას მინიჭებული აქვს ვალერიან კანდელაკის სახელი.

ლიტერატურა

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 364.
  • კალანდაძ ბ., „სამტრესტი და სამტრესტელები, 1929-2014“, თბილისი, პეტიტი, 2014
  • ნაცვლიშვილი დ., ქართული მეღვინეობის პატრიარქი.
  • კალანდაძე ბ., ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მატიანე.
  • გ.ბერიძე, თ. ღლონტი, ”ქართველი მეღვინეები”

რესურსები ინტერნეტში

Tags:

1881194422 აგვისტო4 მარტიგამოჩინებულითბილისიქართველებიქუთაისის გუბერნია

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ბენიტო მუსოლინიპუნიკური ომებიმღრღნელებიგერმანიის ქალაქების სიამუნისაქართველოს ფრინველთა სიასაქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობამამუკა მდინარაძესაქართველო XVII საუკუნეშისაქართველოს ტერიტორიული მოწყობამდგრადი განვითარებაიოსებ სტალინიბახტრიონის ბრძოლარუსთავიისლამიქართლისოკოებიდედამიწის დღერუსული დამწერლობაფეხბურთიორალური სექსიჰიმალაიპოლონეთივარდიაპენდიციტინიკო ნიკოლაძეკვადრატიენცეფალოპათიაინგლისიუფლისციხეგიორგი I (საქართველოს მეფე)დავით VII ულუსტუმარ-მასპინძელიაკაკი წერეთელინაღვლის ბუშტიევროპაძალაარაბობა საქართველოშირესპუბლიკაბალეტიასურეთიიგიჩინგიზ-ყაენითბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტითბილისის ისტორიაპაკისტანისაქართველოს პრეზიდენტიედუარდ შევარდნაძევახტანგ I გორგასალიდედამიწის სტრუქტურადაუნის სინდრომისაბერძნეთიძუძუმწოვრებიდიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენაევროპის ჰიმნირუმინეთიოგანესონიბასიანის ბრძოლაევროპის მდინარეების სიალონდონიჩაბი ალონსოდემარშიენდომეტრიოზიცივი ომინიუეკილომეტრიამასიის ზავიბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონიმიუზიკლითემურლენგის ლაშქრობები საქართველოშიატომიიმერეთიმზის დაბნელებაქართული სამზარეულოსტამბოლიუილიამ შექსპირითბილისის კურორტების ჯგუფიჩერნობილის კატასტროფაქართველები რუსეთში🡆 More