დიოგენე სინოპელი

დიოგენე სინოპელი (ძვ.

ბერძნ. Διογένης ὁ Σινωπεύς; დ. ძვ. წ. 412, სინოპი — 10 ივლისი ძვ. წ. 323, კორინთო) — ბერძენი ფილოსოფოსი, ცინიკოსი. აცხადებდა, რომ არაფერი ესაჭიროებოდა, მთელ საბერძნეთში მოგზაურობდა ყველაფრისაგან თავისი განდგომის თვალნათლივ საჩვენებლად; ცხოვრობდა ღვინის ცარიელ კასრში და აბუჩად იგდებდა ბერძნულ ცივილიზაციას. ამის გამო მას „შეშლილი სოკრატე“ უწოდეს. დიოგენე „მსოფლიოს მოქალაქედ“ თვლიდა თავს. დიოგენეს ძირითადი მოთხოვნილებები აუცილებელ მინიმუმამდე იყო დაყვანილი: მოსასხამს სამოსელად და საწოლად იყენებდა, საკვებისთვის ერთი ჯამი ჰქონდა, სასმელისთვის კი თასი. ერთ დღეს პატარა ბიჭი ნახა, რომელსაც ოსპის მარცვლები პირდაპირ პურზე ედო და თავისი ჯამი გადააგდო, ხოლო როდესაც დაინახა, იგივე ბიჭი როგორ სვამდა წყალს ხელიგულიდან, თასიც გადააგდო. 90 წლის ასაკში დიოგენემ სუნთქვა შეაჩერა და ამგვარად მოიკლა თავი. თავისი ცხედრის შესახებ ასეთი რამ დაიბარა: „დაუმარხავად გადააგდეთ ის ცხოველთა საჯიჯგნად, ანდა ორმოში ჩააგდეთ და ცოტა მტვერი მიაყარეთ ზემოდან“.

დიოგენე სინოპელი
დიოგენე დადიოდა ქალაქში სანთლით და ამბობდა — „ვეძებ ადამიანს“.

გალერეა

რესურსები ინტერნეტში

Tags:

10 ივლისიკორინთოსაბერძნეთისინოპიფილოსოფოსიძვ. წ. 323ძვ. წ. 412ძველი ბერძნული ენა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

გულიალბერტ აინშტაინიძაღლიამერიკის შეერთებული შტატებიმარკო პოლოქუნთრუშააშშ-ის პრეზიდენტების სიათბოგამტარობასაქართველოს პრეზიდენტიმთავარი გვერდინარიყალაიუპიტერიმცხეთაარსებითი სახელიწითელაბაგრატ IV (საქართველოს მეფე)საქართველოს მმართველთა სიავნების კვირასაფრანგეთის რევოლუციატონაწითელი წიგნიფრანკთა სახელმწიფობოლნისის სიონიარაპენეტრაციული სექსიაზიის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითალუდა ქეთელაური (მომღერალი)მამა გაბრიელიპარიზიზღარბისებრნიენდომეტრიოზისულეიმან Iკლიმატიდავით კლდიაშვილიაკა მორჩილაძეყვავილიკურო (ასტროლოგია)გიორგი VIIIკოსმოპოლიტიზმიოპერაგურამ დოჩანაშვილიივანე ჯავახიშვილიფემინიზმიასი ათასი მოწამესუვერენიტეტივეშაპისნაირნითვითმმართველობამარტივი რიცხვიდედამიწის ისტორიასახარებამონღოლთა იმპერიამუშთაიდის ბაღიალტრუიზმივეფხისტყაოსანიბუდედამიწის დღელომი (ასტროლოგია)Facebookთრიასაქართველოს სახელმწიფო გერბიფულის ისტორიაღამურადავით სარაჯიშვილითეატრიუდაბნოგველის-მჭამელისანქტ-პეტერბურგიტუბერკულოზიმტირალას ეროვნული პარკიფარავანიმიხეილ ლომონოსოვიამეთვისტოსომხური სამოციქულო ეკლესიაეგზისტენციალიზმინახშირწყლებიეპითეტინიკო ფიროსმანიმთაწმინდაალბანეთი🡆 More