დამბაჩა

დამბაჩა, პისტოლეტი — ინდივიდუალური ცეცხლსასროლი იარაღი.

განკუთვნილია მოკლე მანძილზე (50-70 მ-მდე) მოწინააღმდეგის დასაზიანებლად. ცნობილია საბრძოლო, სასიგნალო და სპორტული დამბაჩები. საბრძოლო დამბაჩის წონა 0,7-1,0 კჰ., კალიბრი 5,35-11,43 მმ, სავაზნე კოლოფის ტევადობა 5-8 და მეტი ვაზნა. დამბაჩა შეიძლება იყოს ავტომატური და არაავტომატური. უმეტესობის მოწობილობა დაფუძნებულია თავისუფალი საკეტის უკუცემის ენერგიის გამოყენებაზე. დამბაჩის ძირითადი ნაწილები — ჩარჩო ლულითა და სასხლეტი კავით, საკეტი დამცემითურთ, ამომყრელი და საფრთხილო, დამცემსასხლეტი მექანიზმის უკუმომქცევი ზამბარა, სახელურის ლოყები ხრახნითურთ, სასხლეტის საკავებელი და სავაზნე კოლოფი — მექანიზებულია. დამბაჩით შეიარაღებული არიან ოფიცრები, აგრეთვე ზოგი სპეციალური ნაწილის სერჟანტები და ჯარისკაცები.

დამბაჩა

დამბაჩა ეწოდება აგრეთვე ხელის ძველებურ ცეცხლსასროლ მოგრძოლულიან (იყო ორ-, იშვიათად სამლულიანი) იარაღს. მოგრძოლულიანი პატარა ცეცხლსასროლი იარაღი, ძველებურად "ხელმეხი" (გურულად – "ფიშტო"). მოწინააღმდეგეს აზიანებდა მოკლე მანძილზე. დამბაჩის ჩახმახს კაჟს უკეთებდნენ — „ხრეისის ქვეით, ითხრების კაჟი ჩახმახისა ფრიად კარგი“ (ვახუშტი ბატონიშვილი). საქართველოში დამბაჩას ამზადებდნენ ერეკლე I-ის მიერ დაარსებულ თოფხანაში (არსენალში) და სოფ. ტყვიავში — ქართლის მეფეთა თოფხანაში. მაჭახელაში (აჭარა) დამზადებულმა საუკეთესო დამბაჩამ სახელი გაითქვა მთელ საქართველოსა და თურქეთში. რევოლვერის გამოგონებისთანავე დამბაჩა ჩოხა-ახალუხისა და ოჯახის სამკაულად იქცა.

ლიტერატურა

Tags:

ვაზნაკალიბრი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

მურა დათვირომის იმპერიაჟანრი ლოლაშვილიადამიანის უფლებებიფუტკრებილურჯი ვეშაპიშიზოფრენიახარისძირანეაპოლინეიმარიესპანეთიზღვის დონეიასამანიფერების სიმბოლიზმი და ფსიქოლოგიადემეტრე II თავდადებულიკრიშტიანუ რონალდუსაქართველოს ეროვნული მუზეუმირიწის დაცული ტერიტორია1924 წლის აგვისტოს აჯანყებავახტანგ I გორგასალიჯაბა კანკავაუზბეკეთიჭოტიზედა ჩხუტუნეთის მარანიწყალინაპოლი (საფეხბურთო კლუბი)YouTubeნატურალური რიცხვიმიქელანჯელო ბუონაროტიმერწყულიასწლიანი ომიბრაზილიადედამიწის ისტორიაგურიაორგაზმივნების კვირაკურდღელიმარქსიზმისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისაქართველოკორნელი კეკელიძეთავისუფლება (ფილოსოფია)ანანურის ციხეგერმანიის ქალაქების სიაევერესტინიდერლანდებირუსეთ-საქართველოს ომი (2008)ეპილეფსიასეკულარიზმივინსენტ ვან გოგისაფრანგეთ-რუსეთის ომი (1812)ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკივარსკვლავიქუთაისიეკოსისტემასაშომთვარეფარნავაზ Iთავისუფლების მოედანი (თბილისი)თორნიკე ოქრიაშვილისალადინიილია თოფურიააშშ-ის ისტორიაქართული ფილმების სიაგაერთიანებული ერების ორგანიზაციავეფხვიფედერაციული სახელმწიფოკაპიტალიზმიტაივანიძუძუმწოვრებიალექსანდრე ჭავჭავაძეჭიანჭველასებრნირუსეთ-საქართველოს ურთიერთობებიცხელი ძაღლიიტალიავერძი (ასტროლოგია)🡆 More