გიენოსი

გიენოსი (ბერძ.

გიენოსს ამავე სახელწოდების მდინარესთან ერთად იხსენიებს ბერძენი ავტორი ფსევდო-სკილაქს კარიანდელი (ძვ. წ. IV ს.). როგორც ვარაუდობენ, გიენოსს შეესატყვისება პომპონიუს მელას (ძვ. წ. I ს.) მიერ მოხსენიებული ქ. კიკნოსი, სტეფანე ბიზანტიელის (VI ს.) ლექსიკონში დასახელებული ქ. პიენისი და ქ. ტიენისი.

ოჩამჩირის მიდამოების არქეოლოგიური შესწავლის შედეგად დადგენილია, რომ აქ ჯერ კიდევ ქალაქის წარმოქმნამდე არსებობდა ადგილობრივი დიდი დასახლება და განვითარებული იყო ხელოსნური წარმოება. გიენოსის დაწინაურება და საქალაქო ცენტრად გადაქცევა ემთხვევა ახლანდელი ოჩამჩირის მახლობლად, მდინარე ჯიკუმურის შესართავთან ბერძენთა, საფიქრებელია, ათენელთა, სავაჭრო სამოსახლოს დაარსებას (ძვ. წ. V ს. II ნახ.). გიენოსში ბერძენთა გვერდით ცხოვრობდა მკვიდრი კოლხური მოსახლეობა.

ადრინდელ ანტიკურ ხანაში (ძვ. წ. V-IV სს.) გიენოსს მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობა ჰქონდა საბერძნეთის უმსხვილეს ცენტრებთან, განსაკუთრებით ათენთან, რომელსაც უხვად აწვდიდა გემთმშენებლობისათვის საჭირო მასალას — ძვირფას ხეს (ბზა და სხვა). შემდეგში გიენოსის საგარეო ვაჭრობაში ათენის ადგილს იკავებენ მცირე აზიის ცენტრები, განსაკუთრებით სინოპი. ძვ. წ. I საუკუნეში გიენოსი დაკნინდა, მისი შემდგომი გამოცოცხლება ემთხვევა ეგრისის სამეფოს გაძლიერებასა და საქალაქო ცხოვრების ახალ აღმავლობას (IV-V სს.).

ლიტერატურა

  • ინაძე მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 616.
  • ლორთქიფანიძე ო., ანტიკური სამყარო და ძველი კოლხეთი, თბ., 1966.

Tags:

ბერძნული ენაკოლხეთიოჩამჩირეშავი ზღვა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ნაციონალ-სოციალიზმიმარსიგიორგი I (საქართველოს მეფე)არგონავტებიმეტაფორასათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალიალტრუიზმისაქართველოს დამოუკიდებლობის აქტიმიწისძვრარაჭარომან ფიფიაელვაგერგეტის სამების ეკლესიაალიტერაციაყინწვისის მონასტერიძილის პარალიზიადამიანის ჩონჩხიდისკრიმინაციაიგავ-არაკიშაშვისვეტიცხოველიბრაზილიადოფამინიცადამაყვანაორალური სექსიმონა ლიზათემურლენგილიბერალიზმიგორიაბო თბილელის წამებაგიორგი ლეონიძებასიანის ბრძოლამურა დათვიებრაული დღესასწაულები (2000-2050)გიორგი IV ლაშაუინსტონ ჩერჩილიმთლიანი შიდა პროდუქტივერსალის საზავო ხელშეკრულება (1919)ევროპასასწორი (ასტროლოგია)იმანუელ კანტისაქართველოს სახელმწიფო გერბიირემიბუდიზმიბათუმიარასამთავრობო ორგანიზაციაკონტინენტიფსორიაზიკუბიზმიფოცხვერიგაზაფხულიზამთარიმცხეთის ჯვრის მონასტერინიკოლოზ ბარათაშვილიწითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობააჭარაბეთ არენალეკიანობაპროპაგანდაფერების სიმბოლიზმი და ფსიქოლოგიაშოთა რუსთაველიმუსიკამთავარი გვერდიდავით კაჭარავამყინვარწვერიფოთილუი XVIპუნიკური ომებირუსეთ-საქართველოს ომი (2008)ალაზანიამბროსი (კათოლიკოს-პატრიარქი)ფოლკლორიაბას I (ირანი)იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები საქართველოშიკახეთითბილისის ზღვათემურლენგის ლაშქრობები საქართველოში🡆 More