ამედეო კლემენტ მოდილიანი (იტალ.
Amedeo Clemente Modigliani; დ. 12 ივლისი, 1884, ლივორნო, იტალია — გ. 24 იანვარი, 1920, პარიზი, საფრანგეთი) — იტალიელი მხატვარი და მოქანდაკე. XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისის ერთ-ერთი ცნობილი მხატვარი, ექსპრესიონიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელი.
ამედეო მოდილიანი | |
---|---|
დაიბადა | 12 ივლისი, 1884[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [12] [13] [14] [15] [16] [17] [18] |
დაბადების ადგილი | ლივორნო[1] [19] [20] |
გარდაიცვალა | 24 იანვარი, 1920[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [13] [14] [15] [16] [18] (35 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | პარიზი[1] [19] [20] |
ჟანრი | საპორტრეტო ფერწერა[19] , ფიგურა[21] , genre art[21] , პეიზაჟი[21] , პორტრეტი[21] და ნიუ[21] |
ამედეო (იედიდია) მოდილიანი დაიბადა ებრაელ-სეფარდების — ფლამინიო მოდილიანისა და ევგენია გარსენის ოჯახში, ლივორნოში (ტოსკანა, იტალია). იგი ოჯახში მეოთხე და ყველაზე უმცროსი შვილი იყო. ამედეოს დაბადებისთვის, ოჯახის საქმიანობას (შეშითა და ნახშირით ვაჭრობა) შემოსავალი უკვე თითქმის აღარ მოქონდა; ამედეოს დედას, რომელიც საფრანგეთიდან ჩამოვიდა — საარსებო ფულის მოპოვება ფრანგული ენის სწავლებითა და თარგმანებით უწევდა, მათ შორის გაბრიელე დ’ანუნციოს ნაწარმოებთა თარგმნით. ევგენია წარმოშობით მარსელიდან იყო, შესაბამისად, ფრანგული ენის შესწავლა მოდილიანიმ ადრეული ბავშვობიდანვე დაიწყო. ენის ცოდნა მას მნიშვნელოვნად დაეხმარა პარიზში ადაპტაციის თვალსაზრისით. ითვლება, რომ სწორედ დედის რომანტიკულმა ბუნებამ იქონია უდიდესი ზეგავლენა ახალგაზრდა მოდილიანის მსოფლმხედველობაზე. დედამისის დღიური, რომელსაც იგი ამედეოს დაბადების შემდეგ აწარმოებდა, მხატვრის ცხოვრების ამსახველ ერთ-ერთ მცირერიცხოვან დოკუმენტურ წყაროს წარმოადგენს.
11 წლის ასაკში მოდილიანი პლევრიტით დაავადდა, ხოლო 1908 წელს — ტიფით, რომელიც იმ დროისათვის განუკურნებელი სენი იყო. ამ ფაქტმა გადამწყვეტი როლი ითამაშა მის ცხოვრებაში. მისი დედის მონათხრობით, ციებ-ცხელებისას მას აბოდებდა იტალიელი ოსტატების შედევრები, ამასთან, საბოლოოდ მიაგნო თავის მოწოდებას — გამხდარიყო მხატვარი. გამოჯანმრთელების შემდეგ მშობლებმა ნება დართეს ამედეოს მიეტოვებინა სკოლა, რათა ლივორნოს ხელოვნების აკადემიაში ხატვა და ფერწერა შეესწავლა.
მოდილიანი აღიზარდა იტალიაში, სადაც შეისწავლა ანტიკური ხელოვნება და აღორძინების ეპოქის ხელოვანთა შემოქმედება. 1906 წლიდან კი გადავიდა პარიზში, სადაც გაიცნო ისეთი ცნობილი მხატვრები, როგორებიც იყვნენ პაბლო პიკასო და კონსტანტინ ბრინკუში, მათ დიდი გავლენა მოახდინეს მოდილიანის შემოქმედებაზე.
მოდილიანის მთავარი მემკვიდრეობა ძირითადად მოიცავს ნახატებს და ესკიზებს, მხოლოდ 1909–1914 წლებში მის ძირითად საქმიანობას სკულპტურა წარმოადგენდა. მისი ყველა ნაწარმოების მთავარი აზრი ადამიანია. ჩვენამდე მოაღწია მისმა რამდენიმე პეიზაჟმა. ხშირად მოდილიანი დროს უთმობდა რენესანსის მიმდინარეობის წარმომადგენლებს და იმ დროისთვის პოპულარულ აფრიკულ ხელოვნებას. მის შემოქმედებაში აღსანიშნავია ისეთი თანამედროვე მიმდინარეობები, როგორიცაა კუბიზმი და ფოვიზმი. მოდილიანის ცხოვრების პერიოდში მისი შემოქმედება არ გახდა პოპულარული, მისმა ნამუშევრებმა მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ მოიპოვა წარმატება.
მოდილიანის სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა და ხშირად ავადმყოფობდა, რის შედეგად, 1920 წლის 24 იანვარს, 35 წლის ასაკში გარდაიცვალა ტუბერკულოზით.
2004 წელს რეჟისორმა მიკ დეივისმა გადაიღო ფილმი „მოდილიანი“, სადაც მხატვრის როლს ენდი გარსია ასრულებს.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ამედეო მოდილიანი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.