Xbox One — რიგით მესამე სათამაშო კონსოლი Microsoft-სგან, Xbox 360-ის მომდევნო ვერსია.
Xbox One-ის კონკურენტებად მერვე თაობის სათამაშო კონსოლებს შორის ითვლებიან PlayStation 4 და Wii U.
Wiki ქართული | |
---|---|
შემქმნელი | Microsoft |
მწარმოებელი | Flextronics, Foxconn |
პროდუქტის ოჯახი | Xbox |
ტიპი | სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი |
თაობა | მერვე |
გამოშვების თარიღი |
|
თავდაპირველი ფასი | 499 აშშ დოლარი/499 ევრო/429 გირვანქა სტერლინგი/49,980 იენი |
გაიყიდა | 36.2 მილიონი (ივნისი, 2017) |
დაიგზავნა | 10 მილიონი (აშშ, 2014 წლის 2 ნოემბრისთვის) |
მედია | Blu-ray, DVD, CD |
ოპერაციული სისტემა | Xbox One-ის სისტემური პროგრამული უზრუნველყოფა |
პროცესორი | სპეციალური 1.75 გჰც AMD 8-ბირთვიანი APU (2 კვად-ბირთვიანი Jaguar-ის მოდული) |
მეხსიერება | 8 გბ DDR3 (5 გბ თამაშებისთვის) |
მეხსიერების საცავი | საცავი
|
მონიტორი | 4K, 1080p და 720p |
გრაფიკა | 853 მჰც AMD Radeon GCN architecture (inside of APU) |
ხმა | 7.1 მოცულობითი ჟღერადობა |
შეტანა | HDMI |
კონტროლერის შეტანა | Xbox One-ის კონტროლერი, Kinect Xbox One-ისთვის, SmartGlass, Xbox One Media Remote |
კამერა | 1080p Kinect-ის კამერა |
კავშირი | Wi-Fi IEEE 802.11n, Ethernet, 3× USB 3.0, HDMI 1.4 შეტანა/გამოტანა, S/PDIF გამოტანა, IR-გამოტანა, Kinect-ის პორტი |
ონლაინ სერვისები | Xbox Live |
უკუთავსებადობა | Xbox 360-ის რამდენიმე თამაში |
წინა | Xbox 360 |
საიტი | xbox.com |
კონსოლი დაანონსდა 2013 წლის 21 მაისს. ოფიციალურად პირველი გაყიდვები კი დაიწყო 2013 წლის 22 ნოემბერს მსოლფიოს შემდეგ 13 სახელმწიფოში: აშშ, კანადა, მექსიკა, ბრაზილია, ავსტრალია, ახალი ზელანდია, დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, გერმანია, საფრანგეთი, ავსტრია, იტალია და ესპანეთი. ოფიციალური გაყიდვები სხვა ქვეყნებში (რუსეთი, ბელგია, ნიდერლანდები, შვეიცარია, ნორვეგია, დანია, შვედეთი და ფინეთი) გადაიდო 2014 წლამდე. ახალი სათამაშო კონსოლის ფასია $499 აშშ-ში, €499 ევროპაში და £429 დიდ ბრიტანეთში.
სათამაშო ინდუსტრიის განახლებისთვის მზადება დაიწყო ჯერ კიდევ 2008 წელს, როდესაც Microsoft-ი შეუდგა მენეჯერის ძიებას, შემდეგი სათამაშო კონსოლის განვითრებისთვის. ანონსამდე, კონსოლი ატარებდა კოდურ სახელწოდებას „Durango“. მრავალი ავტორიტეტული გამომცემლობა, მათ შორის Forbes-ი, ვარაუდობდა, რომ ახალ კონსოლს „Xbox Infinity“ ეწოდებოდა, თუმცა პრეზენტაციაზე გაცხადდა, რომ ეს იყო Xbox One (All-in-One ინგ. ყველაფერი ერთში). 2013 წლის 21 მაისს გარდა კონსოლის ანონსისა დაანონსდა შემდეგი ექსკლუზიური თამაშები: Forza Motosport 5, Quantum Break და NBA Live 14.
გასულ მოდელებთან შედარებით, Xbox One-ის დიზაინი გამარტივებულია. კონსოლი მოთავსდა შავ კორპუსში, რომელსაც აქვს დატანილი თეთრი ლოგოტიპი(მწვანე ნათების გარეშე), კონსოლის საფარი შესრულებულია ნახევრად ნაცრისფერი პრიალა და ნახევრად შავი მქრქალი მასალისგან. Xbox One-ის ლოგოტიპი ანათებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კონსოლი ჩართულია.
გარდა კონსოლისა, სახე შეიცვალა ასევე Kinect-ის სენსორმა, გეიმპადმა და უშუალოდ კონსოლის ინტერფეისმა. კონსოლს შეემატა ის შესაძლებლობები, რომლებიც უკვე რეალიზებულია Windows 8-ში (მაგ. ეკრანის დაყოფა).
Xbox One-ს აქვს 4K გაფართოების ვიდეო და 7.1 აუდიო მხარდაჭერა. Microsoft-ის სტრატეგიის და მარკეტინგის ვიცე-პრეზიდენტმა, იუსუფ მეჰდიმ განაცხადა, რომ კონსოლზე არანაირი აპარატული შეზღუვა არაა, რომელიც შეუშლის ხელს თამაშების 4K-გაფართოებაში თამაშს. Xbox One-ს აქვს HDMI 1.4-ის შემავალი და გამავალი პორტის მხარდაჭერა. თუმცა Xbox One-ს არ აქვს კომპოზიტური ან კომპონენტური ვიდეოს გამავალი არხი.
Xbox One-ის პროგრამულ უზრუნველყოფაში ისევე, როგორც Windows 8-ში შესაძლებელია აპლიკაციების (მაგ. Skype, Internet Explorer და ა.შ) ეკრანის გვერდებზე გახსნა. Xbox One ასევე შეიძლება გამოიყენებულ იქნეს როგორც ტელეტუნერის და ტელევიზორის დამაკავშირებელი HDMI-ის დახმარებით.
This article uses material from the Wikipedia ქართული article Xbox One, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.