Valeriana Officianalis

მიეკუთვნება კატაბალახასებრთა ოჯახს, Valerianaceae. გამოიყენება: გამშრალი, დაახლოებით 5 სმ სიგრძის და 2–3 სმ სისქის ფესურა. სასაქონლო სახელწოდება: Valerianae Radix - კატაბალახას ფესვი. გამრავლება: კულტურიდან; ძირითადად მწარმოებელ ქვეყნებს განეკუთვნებიან ინდოეთი, მექსიკა და პოლონეთი. შემცველი ნივთიერებები და გამოყენება. კატაბალახას გააჩნია დამამშვიდებელი ზემოქმედების უნარი. კონცენტრაციის გადიდებით ფუნქციონალური უნარი მატულობს. რომელ შემადგენელ ნივთიერებას აქვს დამამშვიდებელი ზემოქმედება. საკამათოა. ადრე ამ უნარს ეთეროვან ზეთებს მიაწერდნენ, მოგვიანებით კი ე.წ. ვალერიატებს. რადგანაც ეს უკანასკნელნი სააფთიაქო კატაბალახაში შედარებით ცოტა რაოდენობითაა. ბოლო დროს კი დაინტერესება ისევ ეთეროვან ზეთზეა, განსაკუთრებით კი მის შემადგენელ ნაწილებზე – ვალერანონზე, ვალერანალსა და ვალრიანის მჟავაზე. შესაძლებელია იმის დამტკიცება, რომ გაყიდვაში არსებულ სამკურნალო საშუალებებში (ნაყენებში, ექსტრაქტებში და ა.შ.) ვალერიატები სწრაფად იშლება. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერთა შორის კამათი ჯერ დასრულებული არ არის, შეიძლება ითქვას, რომ V. Officinalis-ის ისევ დიდმნიშვნელობა აქვს იმის გამო, რომ ერთადერთს მას გააჩნია ეთეროვანი ზეთი გამოსადეგი რაოდენობით.

ეთეროვანი ზეთი ფესურასა და ფესვის ქერქში იყრის თავს. შემცველობა შეიძლება მერყეობდეს 0,5%–სა და 1,5% შორის. წვრილფესვა ფორმებს უფრო გრძელი ფესვები აქვს სქელფესვასთან შედარებით (თუმცა, წვრილფესვა ფორმების გაწმენდა მიწისგან უფრო ძნელია).

ეთეროვანი ზეთის ზემოთდასახელებული შემადგენელი ნაწილების გარდა გვხვდება იზოვალერიანის მჟავაც, რომელიც გამშრალ კატაბალახას დამახასიათებელ სუნს აძლევს. ჩაის სახით დამზადებული კატაბალახა ხსნის კრუნჩხვებსა და მოქმედებს დამამშვიდებლად. იგი უამრავი წამლის შემადგენლობაში შედის (ექსტრაქტები, ნაყენები). ზრდა–განვითარების ადგილი. მიუხედავად იმისა, რომ კატაბალახას ფართო ეკოლოგიური პლასტიკურობა გააჩნია, ყველაზე მეტად ჯანმრთელ, მსუბუქ, ღრმ ა და სტრუქტურულ ნიადაგზე ხარობს. ძლიერ ნეშომპალიანი ნიადაგები ფესვების გასუფთავების პრობლემურობის გამო რეკომენდებული არ არის. კატაბალახა ძალიან კარგად უძლებს ყინვას.

განოყიერება. ნეშომპალით ღარიბ ნიადაგზე მიზანშეწონილია 200–300 ც/ჰა ნაკელის შეტანა. საკვები ნივთიერებების საჭიროება ჰექტარზე შეადგენს – დაახლოებით N 60 კგ–ს, 60 კგ P2O5-ს და 100 კგ K2O. აზოტის შეტანა ნაწილ–ნაწილ უნდა მოხდეს, ან შესაძლოა, საგაზაფხულო რგვის შემთხვევაში მითითებულ რაოდენობაზე მიზანშეწონილია დარჩეს. ფოსფორი კარგად მოქმედებს უაზოტო ექსტრაქციულ ნივთირებათა შემცველობაზე. ფესვებში არსებული სხვა სამკურნალო ნედლეულის მსგავსად, ყურადღება უნდა მიექცეს კალიუმის საკმარისი რაოდენობით უზრუნველყოფას. განოყიერების ზემოქმედება ეთეროვანი ზეთებისა და ვალერიატის შემცველობაზე არ არის შესწავლილი. ჯიშები. არსებობს, უპირველეს ყოვლისა, აღმოსავლეთევროპული ჯიშები და პოპულაციები. ზომიერი მოსავლიანობა, მაგრამ ვალერიატი სა და ეთეროვანი ზეთების მაღალი შემცველობა ახასიათებს აღმოსავლეთ გერმანულ ჯიშ “Anthos“–ს, ბულგარულ „Samokov 48“–სა და „Schipka“–ს, პოლონურ „Polka“-სა და დასავლეთგერმანულ „Marau“–ს. „Schipka“–ს თესლის მაღალი მოსავალი აქვს, მაგრამ ფესვის ძლიერი ამონაყარი ნედლეული ხარისხს ამცირებს. მოყვანა. მოყვანა შეიძლება პირდაპირ, წინასწარი გამოყვანით ან სადედეს გაყოფით. წინასწარი კულტურა სათესლე კვალში: მიღებულ თესლს მიწაში მსუბუქად ტკეპნიან და თხელი მიწის ფენით გადაფარავენ, სინოტივეს უნარჩუნებენ და შეძლებისამებრ ჩრდილს უქმნიან. 1მ2 სათესლე კვალზე შეიძლება 250–500 მცენარის მოყვანა. თესვა მიმდინარეობს ჯერ ჯერ კიდევ მოუმწიფებელი ნაყოფის აღებისთანავე, როდესაც ნაყოფი გაყივთლებას დაიწყებს. კარგად დამწიფებულ ნაყოფს გაღივების უფრო ნაკლები უნარი აქვს.

ფესვების ამოღებამდე ბალახოვანი ნაწილი უნდა მოშოორდეს, მშრალი ნიადაგის პირობებში მოსავლის აღება ცხავის ტიპის კარტოფილის სათხრელით ან კარტოფილის ასაღები კომბაინით უნდა მოხდეს. ამ უკანასკნელით მოსავლის აღება უფრო სწრაფად და სუფთად ხდება, მაგრამ დაახლოებით 10% იკარგება. ჰექტარზე 100–150 ცენტნერი ქორფა ფესვის აღება სრულიად საკმარისია. აღების შემდეგ ფესურები უნდა დაიყოს და საფუძვლიანად გაირეცხოს (მაგ. ძირხვენა ბოსტნეულის სარეცხი მანქანით). რეცხვა უნდა მიმდინარეობდეს მაქსიმუმ 20 წუთი, რადგან ხანგრძლივი რეცხვის პროცესში შემადგენელი ნივთიერებები იკარგება. გაშრობა მიმდინარეობს 30–40 °C ტემპერატურაზე. სრულყოფილად გაშრობისათვის (დაიწყებს თუ არა ფესვები მსხვრევას) საჭიროა რამდენიმე დღე. უფრო მაღალ ტემპერატურაზე ბილოგიურად აქტიური ნივთიერებები იკარგება. გაშრობის პროპორცია შეადგენს 3:1.

Tags:

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ახალციხედაღესტანიადიშის ოთხთავიკურო (ასტროლოგია)ნოე ჟორდანიამერაბ კოსტავაფარსმან Iსიღნაღიწიგნი სიბრძნე სიცრუისაძალარუმინეთილომი (ასტროლოგია)ათეროსკლეროზივარძიარევაზ ინანიშვილიგოგირდიბალეტირეალ მადრიდი (საფეხბურთო კლუბი)ჯიხვიგაერთიანებული ერების ორგანიზაციაავსტრიასაქართველოს სატელეფონო კოდებიორგაზმიდუნაიღვიძლისაქართველო IX-X საუკუნეებშიბაყაყიმილიმეტრიმერკურირაჭაFacebookდუბაიმეგრული ენატოტალიტარიზმიაშშ-ის შტატებისა და ტერიტორიების სიაეპითეტიტაილანდიწინადადებანარიყალაფონეტიკადაუნის სინდრომიდადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმისაქართველოს გეოგრაფიამედეა (მითოლოგია)მიგრაციამიხეილ სააკაშვილილეონარდო და ვინჩიმეტაფორაგიორგი XIნიკო ბაგრატიონიასტრიდ ლინდგრენიათონის მთის სამონასტრო რესპუბლიკაგიორგი III (საქართველოს მეფე)დავით კლდიაშვილიექვთიმე თაყაიშვილიდავით სარაჯიშვილირუსთავიგრიგოლ ხანძთელიფუტკრებისაიდუმლო სერობა (ლეონარდო და ვინჩი)ალავერდიინდოეთიქართლიცილებისოფლის მეურნეობამექსიკაკვების ჯაჭვივლადიმერ ლენინიბიზანტიის იმპერიალონდონიტერენტი გრანელიმცენარეებიმართკუთხედიევროკავშირიბორჯომი (წყალი)არსებითი სახელიმედუზებიალპები🡆 More