Skyrim

The Elder Scrolls V: Skyrim — მოქმედებითი როლური ვიდეო თამაში შემუშავებული Bethesda Game Studios-სა და გამოშვებული Bethesda Softworks-ის მიერ.

იგი არის მეხუთე ნაწილი სერია The Elder Scrolls-იდან. თამაში გამოვიდა 2011 წლის 11 ნოემბერს, Microsoft Windows, PlayStation 3-ისა Xbox 360 პლატფორმებისთვის.

The Elder Scrolls V: Skyrim
Skyrim
დეველოპერ(ებ)ი Bethesda Game Studios
გამომცემელი Bethesda Softworks
სერია The Elder Scrolls
ძრავა Creation Engine
პლატფორმ(ებ)ი Microsoft Windows
Xbox 360
PlayStation 3
გამოსვლის თარიღი 11 ნოემბერი 2011
ლეგენდარული გამოცემა
ჩრ 4 ივნისი, 2011
ევრ 7 ივნისი, 2013
ჟანრ(ებ)ი ARPG
რეჟიმ(ებ)ი ერთმოთამაშიანი
რეჟისორ(ებ)ი ტოდ ჰაუარდი
პროდიუსერ(ებ)ი კრეიგ ლაფერტი
ეშლი ჩენი
დიზაინერ(ებ)ი ბრიუს ნესმიტი
კურტ კულმანი
ემილ პალიარულო
პროგრამისტ(ებ)ი გაი კარვერი
სცენარისტი ემილ პალიარულო
კომპოზიტორი ჯერემი სოული
საიტი ElderScrolls.com

სკაირიმის ისტორია მიმდინარეობს პერსონაჟის გარშემო, რომელიც ცდილობს დაამარცხოს დრაკონი სახელწოდებით ალდუინი, რომლის მიზანი არის სამყაროს განადგურება. თამაშის ისტორია მიმდინარეობს ობლივიონის მოვლენებიდან 200 წლის შემდეგ, გამოგონილ სკაირიმის პროვინციაში. თამაშის პროცესის განმავლობაში მოთამაშე ასრულებს კუესტებს (დავალებებს), ქმნის პერსონაჟებს და ავითარებს მათ უნარ-ჩვევებს. სკაირიმი არის ღია სამყაროს ვიდეო თამაში, რომელიც მოთამაშეებს აძლევს საშუალებას იმოგზაურონ თამაშში ნებისმიერ ადგილას ნებისმიერ დროს და, ასევე უგულებელყონ ან გადადონ ძირითადი დავალებები განუსაზღვრელი ვადით.

თამაში აგებული არის Creation Engine-ის ძრავაზე, იგი გადაკეთებული იქნა სპეციალურად ამ თამაშისთვის. მან მიიღო უმაღლესი შეფასებები კრიტიკოსების მხრიდან. სკაირიმი მიჩნეულია ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ვიდეო თამაშად. მსოფლიოს მასშტაბით, სკაირიმი გაყიდული იქნა 22.7 მილიონი ეგზემპლიარის ოდენობით. მოგვიანებით გამოვიდა სამი დამატება: Dawnguard, Hearthfire და Dragonborn. 2013 წლის 2 ივლის შემქმნელებმა გამოუშვესThe Elder Scrolls V: Skyrim Legendary Edition, რომელიც თავის თავში მოიცავს სრულ თამაშსა და სამივე დამატებას, ასევე გამოსწორებული არის შეცდომები.

გეიმპლეი

თამაშის ეს ნაწილი მოიცავს დიდ და გახსნილ ტერიტორიას. მოთამაშეს შეუძლია თავისუფლად იმოგზაუროს სკაირიმის (Skyrim) პროვინციის ყველა ტერიტორიაზე, აქ წარმოდგენილი არის დიდ ქალაქები, სოფლები პატარა დასახლებები, ასევე გარეულ მიწები და მაღალ გორები. დასახლებაში (მაგალითად ქალაქში, სოფელში და სხვა) მოთამაშეს შეუძლია დაკავდეს კულინარიით, ფერმერობით, მჭედლობით ან მადანზე მუშაობით.

Skyrim 
ერთ-ერთი ბრძოლის სცენა თამაშიდან.

მოთამაშეს შუძლია გამოიყენოს იარაღი, როგორც ერთი ხელით ასევე ორი ხელით., ასევე ორი ხელით შესაძლებელი არის შელოცვის გაკეთება. ემატება დონეები (ინგლ. Levels), ამით კი იმატებს შესაძლებლობებს (ორხელიანი ხმლების ხმარება, ალქიმია, მსუბუქი აბჯარის ტარება, მიპარვა და სხვა). თამაშში არის დონეების სისტემა, ყველა არსებას, რომელსაც ებრძოლება მოთამაშე (უფრო სწორედ, შეუძლია რომ შეებრძოლოს) გააჩნია მისთვის დამახასიათებელი შესაძლებლობები და დონეები.

HUD-ინტერფეისი ეკრანზე მხოლოდ მაშინ ჩნდება, თუ მოთამაშის სიცოცხლე, ენერგია ან მაგია იხარჯება (როცა აღდგება ისევ ქრება ინტერფეისი). კომპასი — ერთადერთი ინტერფეისის ელემენტი რომელიც სულ ეკრანზეა. ნივთების დამახსოვრება შესაძლებელია ფავორიტების სიაში, ინვენტარის მენიუში კი შეიძლება დავატრიალოთ, მივაახლოვოთ და დავათვალიეროთ ნივთები 3D-ში.

მოთამაშეს შუძლია ირბინოს და იხტუნოს, რის შემდეგაც ის ხარჯავს ენერგიას. ასევე მოთამაშეს შეუძლიაა მიპარვა, თუ მიპარვის დროს მას NPC (პერსონაჟი რომელსაც კომპიუტერი მართავს) დაინახავს, ის დაეჭვდება და მის შემდეგ მოძრაობებს ყურადღებით დააკვირდება. დანები მიპარვის რეჟიმში ძალიან ეფექტიანად მოქმედებს და შეუძლია დიდი ზარალის მიყენება, ასევე ეს შეიძლება მოხვდეს მშვილდ-ისრის შემთხვევაში, ეფექტი არის დამოკიდებული მიპარვის გამოცდილებაზე.

თამაშში არის ბევრი ლითონი, რომელიც გამოიყენება სამჭედლო სამუშაოებში, ასევე ბევრი რეცეპტი და ინდერგრედიენტი, რომელიც ძირითადად ბუნებაში იპოვება, ზოგიერთის პოვნა კი სანახებში და თაროებზე შეიძლება ალქიმიური ხსნარის დასამზადებლად.

სიუჟეტი

თამაშის მოქმედება ხდება Oblivion-ის ღონისძიებებიდან 200 წლის შემდეგ, 201 წელს. დიდებული ომი იმპერიასა და ალდმერული დომინონს (ტალმორი) შორის დამთავრდა 30 წლის წინ დამამცირებელი თეთრი ოქროს კონკონდარტით, რომელიც იმპერიას ართმევდა უამრავ უფლებას, მათ შორის ტალოსის თაყვანისცემა. ნორდების ჯგუფმა, სთორმქლოაქებმა, ომის ვეტერან ულფრიკ სთორმქლოაქის ხელმძღვანელობით მოაწყვეს ამბოხება იმპერიის სამწინააღდეგოდ, რის გამოც სკაირიმში დაიწყო სამოქალაქო ომი. იმ მიზნით რომ მთელი სკაირიმი დაეკავებინა, ულფრიკი კლავს სკაირიმის მეფე ტორუგს, მაგრამ მალე ეხვევა იმპერიელების ბადეში. თუმცა ვერავინ ვერ ხვდება უძველესი საშიშროების შესახებ, რომელიც მათ წინ მოელით.

დრაკონი უტევს ჰელგენს, მოთამაშეს შეუძლია აირჩიოს, გაიქცეს იმპერიული ჯარისკაც ჰადვართან ერთად, ან სტორმის" მეამბოხე რაოლფთან ერთად, ", რის შემდეგადაც მოთამაშე გაემგზავრება პატარა სოფელ რივერვუდში, მოთამაშეს თხოვენ, რომ გაემგზავროს ქალაქ ვაიტრანში იარლთან და თხოვოს მას რივერვუდში პატრულის გამოგზავნა დრაკონების საფრთხის ასარიდებლად. იარლი ეთანხმება მოთამაშეს პატრულის გასაგზავნად, მაგრამ თხოვს რომ მოიტანოს ნივთი, რომელსაც ეწოდება დრაკონის ქვა, ქვის ძიების დროს მოთამაშე შეისწავლის ერთ-ერთ დრაკონის სიტყვას.

ვაიტრანში დაბრუნების შემდეგ მოთამაშეს სთხოვენ, რომ ის დაეხმაროს დრაკონის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელიც უტევს ვაიტრანის გვერდზე კოშკს, დრაკონის დამარცხების შემდეგ, მოთამაშე შემთხვევით ითვისებს დრაკონის სულს, რის შემდეგაც, ერთ-ერთი ჯარისკაცი იტყვის, რომ ის შეიძლება იყოს დრაკონდაბანდებული, და მას შეუძლია ილაპარაკოს დრაკონების ენაზე, ამის დასამტკიცებლად, მოთამაშეს უშვებენ ნაცრისფერწვერებიანებთან. ნაცრისფერწვერებიანები მას შეასწავლიან დრაკონთა ენას და დავალებად აძლევენ, რომ ერთ-ერთი გამოქვაბულიდან მოიტანოს ლეგენდარული რქა, რის შემდეგადაც ის აღმოაჩენს, რომ ის რქა წაიღო ვიღაცამ ვინც ელოდება რივერვუდში რქის გადასაცემად.ეს ვიღაც აღმოჩნდება დელფინა, რივერვუდის სასტუმროს მფლობელი და დრაკონთან მებრძოლი. (მებრძოლები რომლებიც დრაკონთდაბადებულს ეხმარებოდნენ დრაკონთან ბრძოლაში ძველ დროში). დელფინას ეჭვი აქვს, რომ დრაკონების გაცოცხლებაში გარეულია ელფების ალდმერის დომინიონი, და ის გაუშვებს მას წვეულებაში, საიდუმლო ინფორმაციის მოსაპოვებლად, თუმცა იქ არაფერი აღმოჩნდება.

საინტერესო ფაქტები

  • თამაშში არის "ისტორიული" წიგნი სახელად "ობილივიონის კრიზისი", რომელშიც მოთხრობილია წინა ნაწილის — The Elder Scrolls IV: Oblivion-ის სიუჟეტი.
  • შესაძლებელია ქალაქებში სახლების ყიდვა (დამატება Heartfire კი საშუალებას იძლევა მოთამაშემ დამოუკიდებლად ააშენოს სახლი და შექმნას ოჯახი).
  • თამაშში არის მაღალი ადგილი, საიდანაც შეიძლება გადმოხტომა და დაუზიანებლად წყალში ჩახტომა (მიგვანიშნებს Assassin's Creed-ზე).
  • თამაშში ხშირად შეიძლება გავიგოთ საუბარი რაღაც რულეტზე, რომელიც მოთამაშეს წაართვეს/მოპარეს, ის კი მიგვანიშნებს სერიის წინა თამაშებზე.
  • თამაშში არის 3 კატეგორიის უნარები: ქურდის უნარები, ჯადოქრის და მეომრის, ასევე არსებობს მათი ქვეკატეგორიები, როგორიცაა ერთხელიანი ხმლები, განადგურების სკოლა, ჯიბის ქურდობა და სხვა.

Creation Kit

2012 წლის 5 თებერვალს ბეთესდამ გამოუშვა Creation Kit - პროგრამის პაკეტი, რომელიც საშუალებას აძლევს მოთამაშეებს შექმნან საკუთარი მოდიფიკაციები Windows ვერსიისთვის. მსგავსი პროგრამები სახელწოდებით Construction Set გამოდიოდა წინა სერიებისთვისაც. Creation Kit-ის დახმარებით, მესამე მხარის დეველოპერებს შესაძლებლობა ეძლევათ შეცვალონ თამაშში არსებული ობიექტები და მახასიათებლები და ასევე დაამატონ ახალი.

ზოგიერთი მოდიფიკაციას გააჩნია ფართო მასშტაბიანი ახალი ტერიტორიები, პერსონაჟები და დავალებები. ერთ-ერთი მოდიფიკაცია სახელწოდებით Falskaar, სადაც დამატებულია ახალი რეგიონი, იქმნებოდა ერთი წლის განმავლობაში, ენთუზიასტის ალექსანდრ ველიკის მიერ, მოგვიანებით - კომპანია Bungie-სთან თანამშრომლობით. მოდიფიკაცია Enderal სრულიად ცვლის თამაშის სამყაროს, სადაც მიმდინარეობა ვითარდება განსხვავებულ სამყაროში, სხვა პერსონაჟებსა და საშინელ სიუჟეტურ ხაზთან ერთად.

Creation Kit-ის გამოჩენისთანავე, სკაირიმი წარმოდგენილ იქნა Steam-ის სახელოსნოში, აქედან გამომდინარე, მესამე პირის დევეოპერებმა მიიღეს უფლება გამოექვეყნებინათ საკუთარი მოდიფიკაციები Steam- ის ციფრული დისტრიბუციის ქსელში. 2015 წლის აპრილს Steam-ის ფლობელმა კომპანია Valve Corporation-მა დეველოპერებს მისცა საშუალება გაეყიდათ მათ მიერ შექმუშავებული მოდიფიკაციები მათ მიერვე დაწესებული თანხის ოდენობით Steam-ის სახელოსნოს მეშვეობით. თუმცა, მხოლო 25 % გადაეცემოდა მოდიფიკაციის დეველოპერს, ხოლო დანარჩენი Valve-სა და Betheseda Softworks. ამან გამოიწვია უამრავი მითქმა-მოთქმა და სკანდალი, რამდენადაც ბევრი პუპულარული მოდიფიკაცია მოულოდნელად გხდა ფასიანი. ერთ-ერთი ფასიანი მოდიფიკაცია რამდენიმე საათში მოხსნილი იქნა გაყიდვებიდან პლაგიატიზმში დადანაშაულების გამო. საიტ Change.org-ზე პეტიციაზე ხელი მოაწერა 130 000-მა მონაწილემ, მოთხოვნით აეღოთ ფასიანი შიგთავსი Steam-ის სახელოსნოდან. Steam Workshop-ზე, არა უგვიანეს ერთ კვირაში შეწყდა მოდიფიკაციების გაყიდვა.

აუდიო

The Elder Scrolls V: Skyrim Original Game Soundtrack
კინომუსიკა —
გამოცემის თარიღი 11 ნოემბერი, 2011
ხანგრძლივობა

218:19 (მთლიანი საუნდტრეკი)
63:00 (დისკი 1)
56:04 (დისკი 2)
56:41 (დისკი 3)

42:35 (დისკი 4)
პროდიუსერი ჯერემი სოული,
ტოდ ჰაუარდი
მარკ ლამბერტი

თამაშის მუსიკის შექმნაზე მუშაობდა კომპოზიტორი ჯერემი სოული. იგი , ასევე დაკავებული იყო წინა სერიების Morrowind-სა და Oblivion-ის მუსიკის შემუშავებით. ერთ-ერთი კომპიზიცია სახელწოდებით "Dragonborn" ჩაწერილი იქნა 30 კაციანი მუსიკოსთა გუნდის მიერ, რომლის ტექსტი არის გამოგონილი დრაკონის ენა. საუნდტრეკი გამოშვებული იქნა 2011 წლის 11 ნოემბერს, ხოლო 2013 წლის 31 იანვარს iTunes-ზე გამოვიდა ციფრული ვერსია.

შექმნის ისტორია

Oblivion-შემუშავების დასრულების შემდგომ, Bethesda Game Studios-მა დაიწყო მუშაობა Fallout 3-ზე. სწორედ ამ პერიდოდში შემქმნელთა ჯგუფა დაგეგმა The Elder Scrolls-ის მომდევნო ნაწილის შექმნა, რომლის მთავარი თემა იქნებოდა დრაკონები. თამაშის შემუშავება დაიწყო Fallout 3-ის გამოსვლის შემდეგ, 2008 წელს. მაგრამ აღნიშნულ ფაქტს არ ადასტურებდნენ შემქმნელები. QuakeCon-ის 2009 წლის კონფერენციაზე ტოდ ჰაუარდმა, Bethesda Softworks-დან განაცხადა, რომ "ამ მომენტისთვის სტუდიას არ აქვს დაგეგმილი ახალი სერიის გამოშვება". თუმცა, გარკვეული ხნის შემდეგ, ამის საპირისპიროდ, ბეთესდას სხვა თანამშრომელმა განაცხადა, რომ აუცილებლად გამოვიდოდა სერიის გაგრძელება, თუმცა ზუსტი თარიღი არ დაუზუსტებია..

2010 წლის QuakeCon-ზე Bethesda Game Studios აღმასრულებელმა დირექტორმა საზოგადოებას აცნობა, რომ კომპანია მუშაობს კიდევ ერთ ახალ პროექტზე და თამაშში იქნება გამოყენებული ახალი თამაშის ძრავა.

2010 წლის ნოემბერს Eurogamer-ის რწმუნებით გახდა ცნობილი, რომ კომპანია დაკავებული არის თამაშის მეხუთე ნაწილის შემუშავებით. ჟურნალისტის სიტყვებით, მან არა მარტო დაადასტურა წყარო, არამედ აღნიშნა თამაშის მოკლე შინაარსი და დასძინა, რომ იგი იქნება Oblivion-ის პირდაპირი გაგრძელება.

2010 წლის დეკემბერს Spike TV Video Games Awards-ზე ტოდ ჰაუარდის მიერ ოფიციალურად დაანონსდა თამაში და, ასევე ნაჩვენები იქნა პირველი ტრეილერი. თამაშმა მიიღო ქვესათაური "Skyrim" და ასევე გახდა ცნობილი თამაშის გამოსვლის თარიღი -2011 წლის 11 ნოემბერი. სკაირიმის მუსიკის შექმნაზე მოწვეული იქნა კომპოზიტორი ჯერემი სოული, რომელიც შეუდგა სოუდტრეკის შემუშავებას..

2011 წლის ნოემბერში გახდა ცნობილი, რომ თამაში იქნება Creation Engine-ის ძრავაზე. მოგვიანებით დაანონსდა ინსტრუმენტ Creation Kit-ის გამოსვლა. იგი მოთამაშეებს საშუალებას აძლევს შექმნან საკუთარი მოდიფიკაციები.

დეველოპერები სკაირიმს თვლიან Fallout 3-ისა და The Elder Scroll სერიების სულიერ მემკვიდრედ. თამაშის შექმნაზე მუშაობდა დაახლოებით 100 ადამიანი, მათ შორის იყვნენ, როგორც ახალი, ასევე ვეტერანი თანამშრომლები, რომლებმაც შეიმუშავეს თამაშის წინა სერიები. სკაირიმის შემქმნელთა ჯგუფის ზედამხედველი იყო ტოდ ჰაუარდი, იგი ასევე არის Bethesda Softworks-ის მიერ შექმნილი რამდენიმე თამაშის რეჟისორი.

დამატებები

Skyrim High Resolution Texture Pack

2012 წლის 8 თებერვალს Bethesda Softworks-მა გამოუშვა Skyrim: High Resolution Texture Pack. აღნიშნული პაკეტი შეიცავს მთლიანად ახალ ტექსტურებს მაღალი გარჩევადობით. Skyrim: High Resolution Texture Pack-ის გადმოწერა შესაძლებელია უფასოდ Steam-დან. განახლებული იქნა 2013 წლის 6 თებერვალს. დამატებულია ტექსტურები და გამოსწორებულია შეცდომები.

Dawnguard

ამ დამატებაში (DLC) მოთამაშეს ეძლევა საშუალება ითამაშოს სკაირიმის ვამპირების კლანის მხარეზე და გახდეს ლორდ-ვამპირი ან ითამაშოს ვამპირებზე მონადირეების მხარეზე - "განთიადის მცველები" (ინგლ. Dawnguard).მასში დამატებულია სხვადასხვა შესაძლებლობები, აბჯარი და შეიარაღება, მათ შორის დრაკონის ჩონჩხისგან შექმნილი იარაღი, განთიადის მცველებისა და ვამპირების კლანის აბჯარი, სხვადასხვა არსებები, ახალი ლოკაციები და ყვირილის ახალი შესაძლებლობა. ასევე დაემატა დამხმარეები: ჰასკი, ჯავშნიანი ტროლი და ჯოჯოხეთის მეძებრები.

დამატება გამოვიდა 2012 წლის 26 ივნისს Xbox 360-ისთვის, ხოლო 2012 წლის 3 აგვისტოს PC-ისთვის, რომლის ყიდვა შესაძლებია Steam-ზე. PS3 ვერსიისთვის გარკვეული ხნით, შეფერხდა გამოშვება. გამოვიდა 2013 წლის 27 თებერვალს.

Hearthfire

2012 წლის 28 აგვისტოს დაანონსდა თამაშის რიგით მეორე დამატება სახელწოდებით Hearthfire. Xbox 360-ისთვის DLC გამოვიდა 2012 სექტემბერს, 2012 წლის 4 ოქტომბერს PC-ზე, ხოლო 2013 წლის 19 თებერვალს PS3-ზე.

დამატება მოთამაშეს აძლევს საშუალებას შეისყიდოს მიწის ნაკვეთი და ააშენოს საკუთარი სახლი - ეს შეიძლება იყოს, როგორც პატარა ერთსართულიანი სახლი, ასევე დიდი მოცულობის სახლი, სადაც განთავსებულია: სამჭედლო, ალქიმიური ლაბორატორია და ა.შ. მოთამაშეს შეუძლია დაკავდეს თევზჭერით, ფერმაში მუშაობით და სხვა. ასევე დამატებული იქნა ახალი სახის საკვები. გაჩნდა ბავშვების შვილად აყვანის შესაძლებლობა.

Dragonborn

მესამე დამატება, რომლის პირველი ტრეილერის ჩვენება შედგა 2012 წლის 5 ნოემბერს არის Dragonborn. დამატება გამოვიდა 2012 წლის 4 დეკემბერს Xbox 360-ზე, ხოლო PC-სა და PS3 პლატფორმისთვის 2013 წლის 5 თებერვალს.

Dragonborn-ის სიუჟეტი ეხება პლანეტაზე პირველ დრაკონდაბადებულს, მირაკს. დამატებაში შესაძლებელი არის დრაკონების მეშვეობით ჰაერში ფრენა. ასევე დამატებულია რამდენიმე ახალი სახის ჯავშანი. მიმდინარეობა ხდება კუნძულ სოლტჰეიმზე - მოროვინდის კოლონია.

საკოლექციო გამოცემა

საკოლექციო გამოცემა თვისთავში მოიცავს;

  • The Elder Scrolls V: Skyrim-ის სათამაშო დისკს;
  • ალდუინის ფიგურას;
  • 200 გვერდიან წიგნს, რომელშიც არის თამაშის ილუსტრაციები და დეველოპერების სხვადასხვა კომენტარები;
  • DVD დისკი "The Making of The Elder Scrolls V: Skyrim", რომელშიც წარმოდგენილია ინტერვიუები შემქმნელებთან;
  • სკაირიმის რუკა;
  • თამაშის გზამკვლევი.

ლეგენდარული გამოცემა

აღნიშნული გამოცემა ოფიციალურად დაანონსდა Bethesda Softworks-ის მიერ 2013 წლის 25 აპრილს. ლეგენდარული გამოცემა გამოვიდა სპეციალურად სერიის ერთგული გულშემატკივრებისთვის. ის არა მხოლოდ მოთამაშეებს სთავაზობს სრულ თამაშსა და 3 დამატებას, არამედ სხვადასხვა გაუმჯობესებებს, მათ შორის ცხენზე ბრძოლას, სირთულის ახალი დონეებს, ასევე "ლეგენდარულ" უნარებს, რომელიც საშუალებას იძლევა პერსონაჟის უნარ-ჩვევების გაზრდას დაუსრულებლად.

აშშ-ში გამოცემა გამოვიდა 2013 წლის ივნისს, ხოლო ევროპის ქვეყნებში 7 ივნისს.

 მიღებული
საერთო შეფასება
აგრეგატორი შეფასება
GameRankings (X360) 95.15%
(PC) 94.42%,
(PS3) 88.00%,
Metacritic (X360) 96/100,
(PC) 94/100,
(PS3) 92/100
ქულები
წყარო რეიტინგი
Allgame Skyrim Skyrim Skyrim Skyrim Skyrim 
Famitsu 40/40
Game Informer 9.5/10
GameSpot 9/10
GameTrailers 9.3/10
Giant Bomb Skyrim Skyrim Skyrim Skyrim Skyrim 
IGN 9.5/10
Official PlayStation Magazine (UK) 7/10
PC Gamer (UK) 94%
Play 9.3/10
X-Play Skyrim Skyrim Skyrim Skyrim Skyrim 
Metro (UK) 9/10
Wired 10/10

კრიტიკოსების შეფასება

თამაშმა მიიღო უმაღლესი შეფასებები კრიტიკოსების მხრიდან. Metacritic-მა PS3-ის ვერსიას მიანიჭა 92/100,, Xbox 360-ის ვერსიას - 96/100, ხოლო PC-ის - 94/100.. რაც შეეხება GameRankings-ს, X360-ის ვერსიას - 100-დან 95.15%, PS3 - 88.00%, ხოლო PC - 94.42%. 11 დეკემბერს Video Game Awards 2011-ის ცერემონიაზე მიიღო "წლის თამაშის" წოდება. მიუხედავად ამისა, IGN-ის მიმმოხილველმა ნეთან გრეისონმა გააკრიტიკა თამაში და განაცხადა, რომ "იგი შორს არის როლური თამაშების პრინციპებისგან, რადგანაც მასში არის სუსტი საბრძოლო სისტემა და უუნარობა იმისა, რომ მოთამაშემ ზეგავლენა მოახდინოს ან შეცვალოს თამაშის სამყარო".

მიმმოხილველები მიესალმნენ ორი იარაღისა და ორი ხელით მაგიის გამოყენების შესაძლებლობას. PC PowerPlay-ის ერთ-ერთმა რედაქტორმა განაცხადა, რომ იარაღის ორი ხელით ტარების შესაძლებლობა "ყოველ საბრძოლო შერკინებას გარდაქმნის ტაქტიკურ მასშტაბად", ასევე დასძინა, რომ ორმაგი ტარების შესაძლებლობა მოთამაშეს აძლევს მეტ თავისუფლებას ექსპერიმენტები ჩაატაროს ბრძოლის დროს. თუმცა ბევრი მიმმოხილველი კრიტიკულად განეწყო ხელჩართული ბრძოლის შესაძლებლობის მიმართ, რაგდანაც, მათი განცხადებით იგი იმდენად არ გაუმჯობესებულა წინა სერიებთან შედარებით. ასევე ბევრმა კრიტიკოსმა განაცხადა, რომ თამაშის მიმდინარეობისას გადააწყდნენ უამრავ შეცდომას.

შემოსავალი

გამოსვლიდან პირველ დღეს, Steam-ზე თამაში ითამაშა 230,000-მა ადამიანიმა. ორი დღის განმავლობაში გაიყიდა 4.4 მილიონი ეგზემპლიარი. აქედან 59 % გაიყიდა Xbox 360-ზე, 27 % - PS3, 14 % - PC. გამოსვლიდან ერთი კვირის შემდეგ, Bethesda Softworks-მა განაცხადა, რომ თამაშის გაყიდვების სრულმა რაოდენობამ შეადგინა 7 მილიონი ასლი და მოლოდინი იყო, რომ სრული შემოსავალი მომავალი ოთხშაბათისთვის $450 მილიონს მიაღწევდა. 2011 წლის 16 დეკემბრის მონაცემით გაყიდვებმა 10 მილიონ ასლს გადააჭარბა და შემოსავალმა $620 მილიონს მიაღწია. იმდროინდელი მონაცემებით, კომპანია Valve Corporation-ის თქმით, სკაირიმი გახდა ყველაზე სწრაფად გაყიდვადი თამაში Steam-ზე. 2012 წლის 2 იანვარს Steam-ის სტატისტიკის ვებგვერდმა დააფიქსირა 5 მილიონი დარეგისტრირებული მომხმარებელი. PC პლატფორმაზე თამაშის სრული გაყიდვების რაოდენობის დადგენა რთულია, რადგანაც Valve არ აქვეყნებს ციფრული გაყიდვების რაოდენობას. 2013 წლის ივნისს Bethesda ოფიციალურად მოახსენა საზოგადოებას, რომ გაყიდული იქნა 20 მილიონი ეგზემპლიარი. ბაზრის კვლევის ფირმა Electronic Entertainment Design and Research-ზე დაყრდობით, ბოლო მონაცემებით, სკაირიმის გაყიდვების სრული რაოდენობა შეადგენს 22.7 მილიონ ეგზემპლიარს..

 მიღებული
ქულები
წყარო რეიტინგი
ჯილდოები
ობიექტი ჯილდო
IGN, GameSpot
GameSpot Readers' Choice
PC-ის წლის თამაში
Spike TV, IGN,
IGN Readers' Choice, X-Play, GameSpot, GameSpy
წლის RPG
Spike TV, X-Play,
Machinima.com, GameSpot,
GameSpot Readers' Choice,
1UP.com Favorite Game, Game Revolution, GameSpy
Joystiq, Interactive Achievement Awards
წლის თამაში

ჯილდოები

სკაირიმმა მიიღო უამრავი ჯილდო სხვადასხვა გამოცემებისა და ინტერნეტ-საიტების მხრიდან. IGN და GameSpot-მა სკაირიმი დაასახელა PC-ის "წლის თამაშად" ასევე IGN-ისგან მიიღო "მკითხველთა რჩეულის" ჯილდო. თამაშმა მიიღო "წლის RPG"-ის ჯილდო Spike TV, IGN, X-Play, GameSpot-სა და GameSpy-სგან. წლის თამაშის" ჯილდო მიიღო შემდეგი გამოცემებისაგან:Spike TV,, Giant Bomb, X-Play, Machinima.com,GameSpot, 1UP.com, Game Revolution, GameSpy GameSpy, Joystiq და ინტერაქტიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემია. იგი Good Game-ის მიერ დასახელებული 100 ყველა დროის საუკეთესო თამაშს შორის პირველ ადგილას და, ასევე PC Gamer-ის მიერ - 100 ყველა დროის საუკეთესო PC თამაში - პირველ ადგილი.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Skyrim 
არის გვერდი თემაზე:

Tags:

Skyrim გეიმპლეიSkyrim სიუჟეტიSkyrim Creation KitSkyrim აუდიოSkyrim შექმნის ისტორიაSkyrim დამატებებიSkyrim კრიტიკოსების შეფასებაSkyrim შემოსავალიSkyrim რესურსები ინტერნეტშიSkyrim სქოლიოSkyrimBethesda Game StudiosBethesda SoftworksMicrosoft WindowsPlayStation 3The Elder ScrollsXbox 360მოქმედებითი როლური ვიდეო თამაში

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ავტომობილიპორტუგალიაანჩისხატიენდომეტრიოზისაჭმლის მომნელებელი სისტემამცენარეებისაიათნოვასაფრანგეთის რევოლუციაგიორგი ანწუხელიძევეშაპისნაირნიქართლის ცხოვრებაზმნავიქტორ გოცირიძემუსიკაკურო (ასტროლოგია)გველის-მჭამელიფოცხვერიბუღა თურქის შემოსევაშვედეთიავსტრალია (კონტინენტი)ხელოვნური ინტელექტიმურა დათვილადო ასათიანიდასავლეთ რომის იმპერიის დაცემატალღავიტამინებირითმაჩარლი ჩაპლინიამერიკასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეკორუფციაკომუნიზმიქვეწარმავლებითამარ მეფედედა ენაყინწვისის მონასტერისტამბოლიდემეტრე Iიუპიტერიფაშიზმითბოგამტარობახევისბერი გოჩამონარქიასამასი არაგველიტბანერვული სისტემაგიორგი სააკაძეასურელი მამებიშალვა პაპუაშვილიკახა კალაძემონღოლეთიენგურის ჰიდროელექტროსადგურისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებითემურლენგის ლაშქრობები საქართველოშიასომთავრულიალკოჰოლიზმიოგანესონიდედამიწის სტრუქტურამურვან ყრუს შემოსევა საქართველოშიგურიაწინადადებაინფორმაციასამეგრელოევოლუციარუსეთ-საქართველოს ომი (2008)ფარსმან II ქველიძველი ეგვიპტეანტონიმისაქართველოს პარლამენტიმუნივლადიმერ ლენინისატურნიკონსერვატიზმიიასამანიარისტოტელე🡆 More