Nlaw

NLAW (ინგლ.

Next Generation Light Anti-tank Weapon, „შემდეგი თაობის მსუბუქი ტანკსაწინააღმდეგო იარაღი“, კომერციული დასახელება ინგლ. Main Battle Tank and Light Anti-tank Weapon (MBT LAW),, „ძირითადი საბრძოლო და მსუბუქი ტანკსაწინააღმდეგო იარაღი“) — შვედური მოკლე დისტანციის „გაისროლე–დაივიწყე“ ტიპის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა. შეიქმნა Saab Bofors Dynamics-ის მიერ შვედეთში, ესკილსტუნას და კარლსკუგას დაწესებულებებში და იწარმოება გაერთიანებულ სამეფოში. განსაზღვრულია ქვეითი ჯარისკაცებისთვის და წარმოადგენს მხრიდან სასროლ, ერთჯერად გამშვებს. ამჟამად გამოიყენება გაერთიანებული სამეფოს, ფინეთის, ლუქსემბურგის, უკრაინისა და შვედეთის სამხედრო ძალების მიერ.

NLAW (ინგლ. Next Generation Light Anti-tank Weapon, „შემდეგი თაობის მსუბუქი ტანკსაწინააღმდეგო იარაღი“)
[[ფაილი:Nlaw|300პქ]]
ტიპი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა
წარმომავლობის ქვეყანა შვედეთი / გაერთიანებული სამეფო
სამსახურის ისტორია
შეიარაღებაშია 31 მარტი, 1983 — დღემდე
ომები და კონფლიქტები იემენის სამოქალაქო ომი (2015-დღემდე)
საუდის არაბეთის ინტერვენცია იემენში
რუსეთის შეჭრა უკრაინაში (2022)
წარმოების ისტორია
კონსტრუქტორი Saab Bofors Dynamics
შექმნის თარიღი მაისი, 2002
მწარმოებელი Thales Air Defence
ეგზემპლარის ღირებულება ₤20,000
წარმოების პერიოდი 2009
მახასიათებლები
წონა 12.5 კგ
სიგრძე 1,016 მმ
გათვლა / ჯგუფეული 1

კალიბრი 150 მმ
დამიზნების მანძილი 20 — 800 მ
მაქსიმალური მანძილი ≈ 1000 მ
ქობინი ჯავშანგამტან-კუმულაციური ტანკსაწინააღმდეგო ქობინი
აფეთქების სიმძლავრე >500 მმ ჯავშანი

მიმოხილვა

NLAW, რომელიც დიდი ბრიტანეთის და შვედეთის ერთობლივი პროექტია, შეიქმნა 2002 წელს, შვედური Saab Bofors Dynamics-ის და ბრიტანული Thales Air Defence-ის მიერ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით. დიზაინი ეყრდნობოდა Bofors-ის BILL 2 (ქობინი და მიზანჩვენება) და AT4 (შეზღუდულ სივრცეში ოპერირება) სისტემებს. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს თავდაცვითი შესყიდვების სააგენტომ სისტემები შეიძინა როგორც ბრიტანეთის, ისე შვედეთისთვისაც, რომელმაც NLAW-ს შეიარაღებაში მიღებაზე კონტრაქტს ხელი 2005 წლის დეკემბერში მოაწერა სახელწოდებით RB (Robot) 57.

სხვადასხვა გათვლით, გაერთიანებულმა სამეფომ თავისი შეიარაღებული ძალებისთვის 20,000 სისტემა შეიძინა. ჯერ 2007 წლის დეკემბერში, ხოლო შემდეგ, 2008 წლის დეკემბერში, უცნობი რაოდენობის სისტემები შეუკვეთა ფინეთმა. სისტემის შენახვის პერიოდი 20 წლამდეა.

NLAW ე.წ. მსუბუქი გაშვების სისტემაა, რაც ნიშნავს, რომ მსროლელს მისი გამოყენება დახურულ სივრცეშიც შეუძლია. რაკეტა გამშვებიდან მცირე სიმძლავრის აფეთქებით გამოიტყორცნება. რამდენიმე მეტრის გაფრენის შემდეგ წვას იწყებს მყარი საწვავის მთავარი მარაგი, რასაც რაკეტა მიზანთან მიჰყავს. მიზანჩვენებას პროგნოზირებული ხედვის ხაზი (predicted line of sight, PLOS) უზრუნველყოფს.

მოძრავი სამიზნის შემთხვევაში მსროლელი მიზანზე მიდევნებას 3 წამის განმავლობაში ახორციელებს, რის შედეგადაც რაკეტის მიზანჩვენების ელექტრონული სისტემა მიზნის კუთხურ სიხშირეს ანგარიშობს. გაშვების შემდეგ რაკეტა ავტონომიურ რეჟიმში აღწევს მიზანს, რისთვისაც საჭირო შესწორებებს თავადვე, მიდევნების დროს მიღებული მონაცემების საშუალებით ახორციელებს. მსროლელს მიზნამდე მანძილის ცოდნა და გათვალისწინება არ სჭირდება, რადგან გაშვების შემდეგ რაკეტის პოზიცია, მანძილის მიუხედავად, მიზნის პოზიციას აუცილებლად დაემთხვევა.

ეს გადასატანი, მოკლე დისტანციის, „გაისროლე-დაივიწყე“ ტიპის სისტემა შეიარაღებაში 2009 წელს მიიღეს, დასახელებით „Next Generation Light Anti-tank Weapon (NLAW)“. მან ბრიტანეთის არმიაში მოძველებული LAW 80 და შუალედური AT4 სისტემები ჩაანაცვლა. პირველი სისტემები ბრიტანეთმა იმავე წლის დეკემბერში მიიღო.

შექმნის პროცესი

Nlaw 
NLAW-ს გამშვები

როგორც გამშვების, ისე რაკეტის შექმნის პროცესი შვედეთში, ესკილსტუნასა და კალსკუგაში განლაგებულ Saab Bofors Dynamics-ის დაწესებულებებში მიმდინარეობს. მისი შექმნის დროს გამოყენებული იყო სხვადასხვა ტანკსაწინააღმდეგო სისტემის, მათ შორის, 84 მმ Carl Gustav-ის, შეზღუდულ სივრცეში მოქმედი AT4 CS-ის და Bill-ის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტის შექმნისას მიღებული ცოდნა და გამოცდილება. ბრიტანეთის მხრიდან მთავარი პარტნიორია Thales Air Defence. იარაღის და მისი კომპონენტების შექმნაში Thales-ის 14 ბრიტანელი ქვეკონტრაქტორი მონაწილეობს.

საბოლოო აწყობა და გამოცდა Thales-ის ბაზაზე, ბელფასტში მიმდინარეობს. რაკეტის გიროსტაბილიზატორს პლიმუთში არსებული Collins Aerospace აწარმოებს. Eaton Ltd, რომელიც საუთ მოლტონში მდებარეობს, პასუხისმგებელია მასტაბილიზებელი ფრთების და აქტივატორების წარმოებაზე. გლენროთისში ბაზირებული Raytheon Systems და ბეიზინგსტოკში მდებარე Thales Missile Electronics აწარმოებენ ელექტრონულ მოწყობილობებს და დისტანციურ ამფეთქს.

კოვენტრიში მდებარე National Plastics Aerospace პასუხისმგებელია პლასტმასის და კომპოზიტური ყალიბების წარმოებაზე. სისტემის სპეციალური დანიშნულების ზამბარებს სმეთუიკში მდებარე კომპანია Skeldings აწარმოებს. NLAW-ს წარმოებაში ჩართული კონსორციუმის წევრები არიან, აგრეთვე, გეითსჰედში მდებარე Express Engineering, Portsmouth Aviation, EPS Logistics Technology, ბრისტოლის Leafield Engineering და ბირმინგემის Metalweb.

საბრძოლო ისტორია

რუსეთ–უკრაინის ომი

რუსეთ-უკრაინის ომის წინა პერიოდში არსებული ესკალაციის დროს გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინას შეიარაღებული ძალების გასაძლიერებლად 2,000 ერთეული NLAW გადასცა. რუსული საბრძოლო მანქანების წინააღმდეგ მათი მაღალი ეფექტურობიდან გამომდინარე, უკრაინამ სისტემების დამატებითი რაოდენობა ითხოვა, რასაც მოჰყვა სულ მცირე 100 ერთეულის მიწოდება ლუქსემბურგის მხრიდან. მოსალოდნელი კონფლიქტის დაწყებამდე გადაცემული FGM-148 Javelin-ების მსგავსად, უკრაინულმა ძალებმა დაადასტურეს, რომ NLAW რუსული ჯავშანტექნიკის წინააღმდეგ გაცილებით ეფექტურია, ვიდრე საბჭოთა წარმოების მსგავსი სისტემები.

მახასიათებლები

Nlaw 
ჯარისკაცი სასწავლო NLAW-ს დამიზნების პროცესში
  • წონა: 12.5 კგ
  • სიგრძე: 1.016 მ
  • კალიბრი: 150 მმ
  • სიჩქარე:
    • საწყისი: 40 მ/წმ
    • მაქსიმალური: მაღალი ქვებგერითი: 200 მ/წმ (0.7 მახი)
  • დამიზნების მანძილი: 20–800 მ
  • მიზანჩვენება: პროგნოზირებული ხედვის ხაზი / ინერციული მიზანჩვენება
  • სამიზნე მოწყობილობა: Trijicon TA41 NLAW 2.5×20, V-სებური სამიზნით (ACOG-ის Ʌ სამიზნის შებრუნება)
  • ქობინი: კომბინირებული გადამფრენი ზემოდან თავდასხმის / პირდაპირი ჯავშანგამტან-კუმულაციური
  • ღირებულება: დაახლოებით £20,000 (2008) ან $67,700 (კვლევისა და განვითარების ხარჯების ჩათვლით)
  • მოქმედების ტემპერატურა: −38 – +63 °C

მომხმარებლები

Nlaw 
NLAW-ს ოპერატორების რუკა
Nlaw 
ბრიტანელი ჯარისკაცი NLAW-თი
  • Nlaw  ფინეთი: 2007 წელს ფინეთმა €38 მილიონის ღირებულების შეკვეთის შესახებ განაცხადა. ფინეთის შეიარაღებულ ძალებში სისტემა RSLPSTOHJ NLAW სახელითაა ცნობილი.
  • Nlaw  ინდონეზია: შეიარაღებაშია 600 ერთეული გამშვები.
  • Nlaw  ლუქსემბურგი:
  • Nlaw  მალაიზია:
  • Nlaw  საუდის არაბეთი: გამოიყენება საუდის არაბეთის სამეფო სახმელეთო ძალების მიერ.
  • Nlaw  შვედეთი: შვედეთში სისტემის დასახელებაა RB-57.
  • Nlaw  შვეიცარია: შეუკვეთა 2017 წელს ჩამოწერილი M47 Dragon-ის ჩასანაცვლებლად. სისტემების მიწოდება 2018 წელს დაიწყო.
  • Nlaw  უკრაინა: 2022 წლის 19 იანვარს უკრაინას დიდმა ბრიტანეთმა 2,000 ერთეული NLAW გადასცა, რუსეთის მოსალოდნელი აგრესიის ფონზე. დამატებით 100 ერთეული უკრაინას რუსეთის შეჭრის შემდეგ ლუქსემბურგმა გადასცა.
  • Nlaw  დიდი ბრიტანეთი: შეირჩა 2002 წელს მოძველებული ILAW და LAW 80 სისტემების ჩანაცვლების მიზნით.

იხილეთ აგრეთვე

სქოლიო

Tags:

Nlaw მიმოხილვაNlaw შექმნის პროცესიNlaw საბრძოლო ისტორიაNlaw მახასიათებლებიNlaw მომხმარებლებიNlaw იხილეთ აგრეთვეNlaw სქოლიოNlawგაერთიანებული სამეფოესკილსტუნაინგლისური ენაკარლსკუგალუქსემბურგიუკრაინაფინეთიშვედეთი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ნაციონალიზმისაქართველოს წითელი ნუსხაღეროვანი უჯრედივენერააკონკაგუაარგონავტებიდათა თუთაშხიავახტანგ I გორგასალიქრისტიანობაბალისტიკური რაკეტასოლომონ Iეთერ ჭელიძეაბსცესისაქართველოს ფაუნაზოდიაქოლადო ასათიანისტამბოლირაფაელისასმელი წყალიმოქალაქეებიილარიონ ტალახაძეტუბერკულოზისაქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშიბაყაყიჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციათემურლენგის ლაშქრობები საქართველოშიატომიილია ჭავჭავაძეკუებიკონსტიტუციაენცეფალოპათიაჯვაროსნული ლაშქრობებიქართული ღვინოტალღასანქტ-პეტერბურგიბორჯომიზმნიზედაინფორმაციაშალვა პაპუაშვილილუი XIVსახელმწიფოელექტრული დენისაფრანგეთის რევოლუციაეიფელის კოშკიიალბუზიაპოლონ ჯინჭარაძეადიშის ოთხთავიმთვარერუსუდანისაფრანგეთივიქტორ გოცირიძეტონააია-სოფიას ტაძარიპტოლემებუთაშმიჯაბისოციალიზმინარკოტიკიცივი ომიპატარა უფლისწულინეიტროფილებიდემაგოგიაალეგორიათურქეთ-საქართველოს ურთიერთობებინერვული სისტემაგიორგი III (საქართველოს მეფე)იორდანიაგიორგი V ბრწყინვალეპოლონეთიფერნანდო მაგელანისაქართველოს ტბებიაზერბაიჯანიშრი-ლანკამიხეილ ხერგიანიშავი ზღვაბიზანტიის იმპერიაპარტიკულარიზმიზვიად გამსახურდია🡆 More