ჰიროჰიტო

ჰიროჰიტო (იაპონ.

裕仁; დ. 29 აპრილი, 1901, ტოკიო — გ. 7 იანვარი, 1989, იქვე) — იაპონიის 124-ე იმპერატორი. 1908–1914 წლებში სწავლობდა უმაღლესი არისტოკრატიის (კაძოკუ) ბავშვებისათვის განკუთვნილ სკოლაში, 1914–1921 წლებში — მემკვიდრე უფლისწულის სპეციალურ ინსტიტუტში ტოკიოს უნივერსიტეტის პროფესორებისა და უმაღლესი სამხედრო მოხელეების ხელმძღვანელობით. 1921 წლიდან, მამამისის (იმპერატორ იოშიჰიტოს) ავადმყოფობის გამო, პრინც-რეგენტი იყო. 1926 წლის დეკემბერში ავიდა ტახტზე. თავისი მმართველობის პერიოდს მიანიჭა დევიზი „შოვა“ („განათლებული მსოფლიოს ეპოქა“). 1936 წელს ჩაახშო რადიკალი ოფიცრების ამბოხი, რომლებიც პარლამენტიდან მემარცხენე პარტიების კანდიდატების გაყრას მოითხოვდნენ. ამავდროულად გაზარდა სამხედრო ასიგნებები. სამხედრო ექსპანსიის ფორმალური მოწინააღმდეგე იყო და არ ერეოდა პრემიერ-მინისტრ ტოჯო ჰიდეკის კაბინეტის აგრესიულ პოლიტიკაში. 1945 წლის 15 აგვისტოს ხელი მოაწერა იაპონიის უსიტყვო კაპიტულაციას. ამერიკული სამხედრო ხელისუფლების ინიციატივით, საიმპერატორო ოჯახის სხვა წევრებთან ერთად გათავისუფლდა პასუხისმგებლობისგან (იხ. ტოკიოს პროცესი). 1946 წელს გამოსცა რესკრიპტი „ნინგენ-სენგენი“, რომელიც ბევრმა მის მიერ ღვთაებრივი ბუნებისა და წარმოშობის უარყოფად აღიქვა.

ჰიროჰიტო
裕仁
ჰიროჰიტო
იაპონიის იმპერატორი
მმართ. დასაწყისი: 25 დეკემბერი, 1926
მმართ. დასასრული: 7 იანვარი, 1989
წინამორბედი: ტაისიო
მემკვიდრე: აკიჰიტო
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 29 აპრილი, 1901
დაბ. ადგილი: ტოკიო, იაპონია
გარდ. თარიღი: 7 იანვარი, 1989 (87 წლის)
გარდ. ადგილი: ტოკიო, იაპონია
მეუღლე: კიოძუნი
მამა: ტაისიო
დედა: ტეიმეი
ხელმოწერა: ჰიროჰიტო

სქოლიო

Tags:

1901198929 აპრილი7 იანვარიაშშიაპონიაიაპონური ენაიმპერატორიტაისიოტოკიოტოკიოს პროცესი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

სუფრის მარილიდიდი პანდათხის რქა (ასტროლოგია)ქვეწარმავლები17 აპრილიკრავაი ჯაყელირომის რესპუბლიკატოლგვერდა სამკუთხედინიკორწმინდის ტაძარიიმპრესიონიზმიაშშ-ის შტატებისა და ტერიტორიების სიაგონიოს ციხეგველის-მჭამელისამეგრელორუსეთის იმპერიაკრიშტიანუ რონალდუსაფრანგეთის რევოლუციაბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისოციალიზმიაბრეშუმის ჭიასასანიანთა იმპერიაგავრილოვის ღამენიუ-იორკიქართული ვაზის ჯიშებიგნეუს პომპეუს მაგნუსინატრიუმიფარავანიგოგა ხაინდრავაუკრაინადეზოქსირიბონუკლეინის მჟავაFacebookვეფხისტყაოსანიდემაგოგიაძველი თბილისიასტრიდ ლინდგრენიალეგორიაანბანიგოდერძი ჩოხელილითიუმივულკანიგოგირდიმთვარის დაბნელებადედა ენაბიპოლარული აშლილობანიადაგიმიტოზიუდაბნოთორნიკე ოქრიაშვილიტყეჯანსუღ ჩარკვიანისიტყვაალექსანდრე მაკედონელიმინერალებისაიდუმლო სერობა (ლეონარდო და ვინჩი)სანტიმეტრიკევინ დე ბრეინეკახა კალაძენიკოლოზ ბარათაშვილიდედაენამეორე მსოფლიო ომისასწორი (ასტროლოგია)ნიჰილიზმიალექსანდრე დუგინიგულიანანურის ციხენაწლავებიუქმე დღეები საქართველოშიცენტრალური პროცესორილუკა მოდრიჩინერვული სისტემაგიორგი მამარდაშვილიკანონი (ნორმატიული აქტი)კუებივახტანგ VI🡆 More