ჰით ლეჯერი

ჰით ენდრიუ ლეჯერი (ინგლ.

Heath Andrew Ledger; დ. 4 აპრილი, 1979 — გ. 22 იანვარი, 2008) — ავსტრალიელი მსახიობი, რომელიც თამაშობდა როგორც ფილმებში, ასევე სატელევიზიო სერიალებში.

ჰით ლეჯერი
ჰით ლეჯერი
ლეჯერი 2006 წლის ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე.
დაბადების სახელი ჰით ენდრიუ ლეჯერი
დაბადების თარიღი 4 აპრილი, 1979
პერთი, დასავლეთი ავსტრალია
გარდაცვალების თარიღი 22 იანვარი, 2008 (28 წლის)
ნიუ-იორკი, აშშ
საქმიანობა მსახიობი, მუსიკალური პროდიუსერი
მეუღლე(ები) მიშელ უილიამსი
(2004–2007, 1 შვილი)
ოსკარი

საუკეთესო მსახიობი კაცი მეორეხარისხოვან როლში

2008 — ბნელი რაინდი
ოქროს გლობუსი

საუკეთესო მსახიობი კაცი მეორეხარისხოვან როლში

2008 — ბნელი რაინდი
BAFTA

საუკეთესო მსახიობი კაცი მეორეხარისხოვან როლში

2008 — ბნელი რაინდი

ბიოგრაფია

მას შემდეგ, რაც ითამაშა როლები ავსტრალიის ტელევიზიასა და ფილმებში 1990-იანების განმავლობაში, 1998 წელს ლეჯერი საცხოვრებლად გადავიდა აშშ-ში საკუთარი საფილმო კარიერის გასავითარებლად. მისი კარიერა მოიცავს ცხრამეტ ფილმს, მათ შორის: „ჩემი სიძულვილის ათი მიზეზი“ (1999), „პატრიოტი“ (2000), „მონსტრების წვეულება“ (2001), „რაინდის ისტორია“ (2001), „ნედ კელი“ (2003), „კუზიანი მთა“ (2005) და „ბნელი რაინდი“ (2008). მსახიობობასთან ერთად იყო მუსიკალური ვიდეოების პროდიუსერი და რეჟისორი და ესწრაფოდა, გამხდარიყო კინორეჟისორი.

ენის დელ მარის განსახიერებით ფილმში „კუზიანი მთა“, 2005 წელს ლეჯერმა მიიღო ნიუ-იორკის ფილმის კრიტიკოსთა წრეების ჯილდო კატეგორიაში „საუკეთესო მსახიობი“, ხოლო 2006 წელს - „საუკეთესო მსახიობის“ ჯილდო ავსტრალიური ფილმების ინსტიტუტისგან და ნომინირებული იყო 2005 წლის ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე კატეგორიაში „ოსკარი საუკეთესო მსახიობი მამაკაცისთვის“, ასევე ბრიტანული აკადემიის ფილმების დაჯილდოებაზე კატეგორიაში „საუკეთესო მსახიობი მთავარ როლში“. სიკვდილის შემდეგ მან მიიღო „დამოუკიდებელი სულის რობერტ ალტმანის პრემია“ მსახიობთა დანარჩენ შემადგენლობასთან ერთად, მისი მიერ ჩატარებული სამუშაოსთვის რეჟისორის და კასტინგის რეჟისორის აპლუაში ფილმზე „მე იქ არ ვარ“, რომელიც შთაგონებული იყო ამერიკელი მომღერლისა და სიმღერების ავტორის ბობ დილანის ცხოვრებითა და სიმღერებით. ფილმში ლეჯერი განასახიერებს გამოგონილ მსახიობს სახელად რობი კლარკი, ერთ-ერთ პერსონაჟს იმ ექვსიდან, რომლებიც ასახავენ დილანის ცხოვრებისა და პერსონის ასპექტებს. ლეჯერმა მიიღო არაერთი ჯილდო მის მიერ განსახიერებული ჯოკერის როლისთვის ფილმში „ბნელი რაინდი“, მათ შორის ოსკარი მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისათვის, საუკეთესო მსახიობის საერთაშორისო ჯილდო 2008 წლის ავსტრალიური ფილმების ინსტიტუტის დაჯილდოებაზე, რითაც ის გახდა პირველი მსახიობი, რომელმაც მიიღო ჯილდო სიკვდილის შემდეგ, ლოს-ანჯელესის ფილმის კრიტიკოსთა ასოციაციის ჯილდო მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისათვის, 2009 წლის ოქროს გლობუსი მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისათვის და 2009 წლის ბრიტანული აკადემიის ფილმების ჯილდო მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისათვის.

ლეჯერი დაიღუპა ოცდარვა წლის ასაკში „გამოწერილი წამლების მომწავლელი კომბინაციის“ შემთხვევითი მიღების გამო. სიკვდილამდე მხოლოდ რამდენიმე თვით ადრე დაასრულა ლეჯერმა გადაღებები მისი ბოლო, ჯოკერის როლისთვის ფილმში „ბნელი რაინდი“. სიკვდილის მომენტისათვის, 2008 წლის 22 იანვრისთვის, მას გადაღებების დაახლოებით ნახევარი ჰქონდა დასრულებული ტონის როლზე, ტერი გილიამის ფილმისთვის „დოქტორ პარნასის წარმოსახვა“.

ფილმოგრაფია

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1999 ჩემი სიძულვილის 10 მიზეზი 10 Things I Hate About You პატრიკ ვერონა
2000 პატრიოტი The Patriot გაბრიელ მარტინი
2003 ნედ კელი Ned Kelly ნედ კელი
2005 კუზიანი მთა Brokeback Mountain ენის დელ-მარი
2006 კენდი Candy დონ კარტერი
2007 მე იქ არ ვარ I'm Not There ბობ დილანი
2008 ბნელი რაინდი The Dark Knight ჯოკერი
2009 დოქტორ პარნასის წარმოსახვა The Imaginarium of Doctor Parnassus ტონი შეპარდი

რესურსები ინტერნეტში

ჰით ლეჯერი 
არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

Tags:

ჰით ლეჯერი ბიოგრაფიაჰით ლეჯერი ფილმოგრაფიაჰით ლეჯერი რესურსები ინტერნეტშიჰით ლეჯერი სქოლიოჰით ლეჯერი1979200822 იანვარი4 აპრილიავსტრალიაინგლისური ენამსახიობი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ნაღვლის ბუშტიმენსტრუაციასანტიაგო ბერნაბეუ (სტადიონი)გველებისოლიკო ვირსალაძებუნებრივი რესურსებირომბიმალდივის რესპუბლიკარუსუდანისაქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშიაშშ-ის ისტორიააღდგომაქართლის გაქრისტიანებასიღნაღინილოსიათეიზმიალავერდირუსეთ-საქართველოს ომი (1921)ვიკისაწყობიიუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები საქართველოშინორვეგიავერის უბნის მელოდიებირაინიანემიაილია თოფურიასაქართველოს კლიმატიპირველი მსოფლიო ომიხეოფსის პირამიდაგულინესტან-დარეჯანი (ლიტერატურული გმირი)ივანე ჯავახიშვილისაქართველოს პარლამენტიტაილანდიასომთავრულიტიტანიკიმონღოლთა ბატონობა საქართველოშიდემოკრატიაიმერეთისანტიმეტრიგარემოს დაბინძურებამირზა გელოვანიმურვან ყრუს შემოსევა საქართველოშიაღა-მაჰმად-ხანიმონღოლებიგიორგი მიქაუტაძეჰეკლაკაცია-ადამიანი?!ეკვატორული კლიმატური სარტყელისტამბოლიილია ჭავჭავაძეაბო თბილელის წამებადისკრიმინაციაწითელი წიგნიდედამიწასაქართველოს ოქროს ხანალარიმალტაქეთევან დედოფალიშენგენის ზონადედამიწის სტრუქტურამარიხუანამოწამეთავეფხვიდედა ენასაიდუმლო სერობა (ლეონარდო და ვინჩი)იუდაიზმისაქართველოს დაცული ტერიტორიებისოლომონ დოდაშვილიხელოვნებაზოლებიანი აფთარიანანურის ციხენაცვალსახელიწმინდა გიორგიბუნებავაჟა-ფშაველაქრისტიანობა🡆 More