ჰიბისკუსი

ჰიბისკუსი (ლათ.

Hibiscus) — მცენარეთა გვარი ბალბისებრთა ოჯახისა. ბალახები, ბუჩქები და მცირე ზომის ხეებია. ფოთლები მორიგეობით განლაგებული, ოვალური, ზოგჯერ დაკბილული ან დანაკვთული, შიშველი და მბზინვარეა. ყვავილები ორსქესიანი, მარტოული (ფოთლის იღლიაში), გრძელყუნწიანია, იშვიათად შეკრებილია მტევანში ან საგველაში, ფერად შეიძლება იყოს ყვითელი, წითელი, თეთრი ან მოცისფრო, ყავისფერი ლაქებით. ნაყოფი ხუთბუდიანი კოლოფია. ცნობილია 250–300 სახეობა. გავრცელებული არიან ტროპიკებში, სუბტროპიკებსა და ნაწილობრივ ზომიერ სარტყლებში. საქართველოში ორი სახეობაა — H. ponticus, რომელიც ქვეყნის ენდემია, და საათა (H. trionum), ერთწლოვანი მცენარე ყვითელი ყვავილებით; იზრდება ველების კლდეებზე, მდინარეებისა და ტბების ნაპირებზე, კენჭნარზე და ნათესებში (როგორც სარეველა). გვარის წარმომადგენლებს შორისაა ბოჭკოვანი მცენარეები (კენაფი, H. cannabinus), რომლებიც სატომრის, ბრეზენტისა და ჭილოფის დასამზადებელ უხეშ ბოჭკოს იძლევა. ადრე ამ გვარში შედიოდა ბამი (H. esculentus), რომლის ნაყოფი მოუმწიფებელ მდგომარეობაშია საჭმელად ვარგისი, გაშენებულია სამხრეთ აზიაში. როზელას (H. sabdariffa) ყვავილების გამხმარი ჯამები, რომლებიც ვიტამინებისა და მიკროელემენტების კომპლექსს შეიცავს, გამოიყენება წითელი ფერის მქონე მომჟავო სასმელის („წითელი ჩაი“) მისაღებად, ის ამაღლებს ორგანიზმის სასიცოცხლო ძალებს. მრავალი ჰიბისკუსი დეკორატიული მცენარეა (ჩინური ტუხტი, H. rosa-sinensis; ხეტუხტი, Н. syriacus; აგრეთვე მათი მრავალი ჰიბრიდული ჯიში).

ჰიბისკუსი
ჰიბისკუსი
ჩინური ტუხტი (Hibiscus rosa-sinensis)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  ბალბისნაირნი
ოჯახი:  ბალბისებრნი
გვარი:  ჰიბისკუსი
ლათინური სახელი
Hibiscus L., 1753

სქოლიო

Tags:

ბალახოვანი მცენარებალბისებრნიბამი (მცენარე)ბოჭკოვანი მცენარეებიბუჩქიგვარი (ბიოლოგია)დეკორატიული მცენარეებიზომიერი სარტყლებიკენაფიკოლოფილათინური ენამტევანინაყოფი (მცენარე)საგველასარეველა მცენარეებისაქართველოსუბტროპიკული სარტყლებიტროპიკებიფოთლებიყვავილიხეჯამი (ბოტანიკა)

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

დავით სარაჯიშვილიდედამიწის სტრუქტურაგონიოს ციხესაფრანგეთის ქალაქებისაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკათრიამტკვარისაუდის არაბეთიჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაბიბლიაძველი ეგვიპტერუსეთ-საქართველოს ომი (1921)ქართველი მწერლების სიასისხლიშიდსიიგავ-არაკილომი (ასტროლოგია)ხეოფსის პირამიდაცისარტყელაგალაკტიონ ტაბიძეზებრებიალჟირიზღარბისებრნი22 აპრილითბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრიმსოფლიოს ვალუტებიმელანაპოლეონ ბონაპარტიუინსტონ ჩერჩილიწმინდა ნინომარკ ტვენიალავერდიზაფხულილევან საგინაშვილითურქეთ-საქართველოს ურთიერთობებიოლიმპიური თამაშებისხალთის ტაძარიელენე ხოშტარიაქაქუცა ჩოლოყაშვილიბეთანიის მონასტერიმიუზიკლიავსტრიაბიძინა ივანიშვილიდაუნის სინდრომიანჩისხატიექვთიმე თაყაიშვილიშამქორის ბრძოლა (1195)აბანოთუბანიალპებიჭადრაკიქართვლის დედასტერეოტიპიბუნებრივი გადარჩევაამირანი (მითოლოგია)ფულის ისტორიასიმკვრივეინდოეთიაბრაამ ლინკოლნიქართლის გაქრისტიანებამთათავისუფლების ქანდაკება9 აპრილის ტრაგედიადავით VII ულუMemento moriია ფარულავარუმინეთიმსოფლიოს ქვეყნები ფართობის მიხედვითალაზანისალომე ზურაბიშვილიჩერნობილის კატასტროფავენერაქართული ენამთაწმინდაისლამიმთავარი გვერდისტოიციზმისაქართველოს ქალაქებივეშაპისნაირნიუდაბნო🡆 More