ჰერეთის სამთავრო

ჰერეთის სამთავრო — ფეოდალური ხანის პოლიტიკური ერთეული საქართველოში, რომელიც VIII საუკუნის II ნახევარში გამოეყო ქართლის საერისმთავროს.

ჰერეთის დამოუკიდებელი ფეოდალური სამთავროს შექმნა განაპირობა ქართლის საერისმთავროს სოციალური-ეკონომიკური განვითარების მაღალმა დონემ და ფეოდალური ურთიერთობის შემდგომმა გაღრმავებამ. სამთავროს ჩამოყალიბების პროცესი მიმდინარეობდა VIII საუკუნის I ნახევარში არაბი დამპყრობლების წინააღმდეგ ქართლის საერისმთავროს შეუპოვარი ბრძოლის პირობებში. VIII საუკუნის 40-50-იან წლებში ქართლის ერისმთავრის არჩილის შემწეობითა და ნებართვით ჰერეთში დამკვიდრდნენ ბაგრატიონთა საგვარეულოს ერთ-ერთი შტოს წარმომადგენლები. ქართლის უკანასკნელი ერისმთავრების იოვანესა და ჯუანშერის გარდაცვალების შემდეგ ამ ბაგრატიონებმა დაიპყრეს მთელი ჰერეთი შაკიხიდან (ე. ი. შაქიდან) გულგულამდე (დაახლოებით თელავამდე) და საფუძველი ჩაუყარეს ჰერეთის ფეოდალურ სამთავროს.

ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, ეს მოხდა 787. ახლადშექმნილი ჰერეთის სამთავროს ტერიტორია მოიცავდა გაღმამხარს, საინგილოს, შიგნიკახეთს, კამბეჩანსა და შაქს. ჰერეთის მთავარს ემორჩილებოდა აგრეთვე დაღესტნის მთიანეთის ნაწილი: ხუნძახი და დიდოეთი. პოლიტიკური-ადმინისტრაციული ცენტრი იყო ქ. შაქი.

განსაკუთრებით ძლიერი იყო ჰერეთის სამთავრო IX საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში. ამ ხანაში ჰერეთის მთავარმა ჰამამმა 893 წელს მეფის ტიტული მიიღო. ასე შეიქმნა ჰერეთის სამეფო.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

Tags:

არჩილ სტეფანოზის ძებაგრატიონებიიოვანე (ერისმთავარი)საქართველოქართლის საერისმთავროჯუანშერი (ერისთავი)

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

აზიასაქართველოს ბუნების ძეგლებისიურრეალიზმიიოჰან სებასტიან ბახიჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაალპებისაინგილოერთა ლიგამდინარეტბასანტიმეტრიგივი სიხარულიძეყვავილივიტამინებიკვადრატიფსორიაზიგრენლანდიათეიმურაზ IIჯულიანო მედიჩიდადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიკაპიტალიზმისაქართველოს დემოგრაფიაFacebookთავისუფლება (ფილოსოფია)დანიაუილიამ შექსპირიხელოვნური ინტელექტიჩერნობილის კატასტროფაალეგორიაგიორგი ანწუხელიძერადიაციანოდარ გურაბანიძეოცდაათწლიანი ომირიწაჰოლოკოსტისიჩქარეპარიზიკათოლიციზმიიმერეთიპითაგორას თეორემაასურეთიშენ ხარ ვენახიიერუსალიმის სამეფოაშშ-ის შტატებისა და ტერიტორიების სიაანრი მატისიკრიშტიანუ რონალდუიგისათბურის ეფექტირესპუბლიკალიბერალიზმიჭინჭარიგიორგი I (საქართველოს მეფე)კანადატოტალიტარიზმიკონორ მაკგრეგორინაპოლეონ ბონაპარტივაჟა აზარაშვილიპალიასტომიმცხეთაკილომეტრიათენიგიორგი II (საქართველოს მეფე)რელიეფიენცეფალოპათიამსოფლიოს უდიდესი ქალაქებიეპითეტიგეორგიევსკის ტრაქტატიგარემოს დაცვაკახა კალაძებაში-აჩუკიანემიაანა კალანდაძესაფუარი სოკოებიადიშის ოთხთავიზედსართავი სახელიალექსანდრიის შუქურაფილიპინებილუქსემბურგიბახტრიონი (პოემა)🡆 More