ბიზანტია ჰერაკლე

ფლავიუს ჰერაკლე ავგუსტუსი (ბერძ.

575 — გ. 11 თებერვალი, 641) — ბიზანტიის იმპერატორი 610–641.

ჰერაკლე
Flavius Heraclius Augustus
ბიზანტია ჰერაკლე
ჰერაკლე და მისი შვილი კონსტანტინე III მონეტაზე.
ბიზანტიის იმპერიის იმპერატორი
მმართ. დასაწყისი: 610
მმართ. დასასრული: 641
წინამორბედი: ფოკა
მემკვიდრე: კონსტანტინე III
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: დაახლ. 575
დაბ. ადგილი: კაპადოკია
გარდ. თარიღი: 11 თებერვალი 641
გარდ. ადგილი: კონსტანტინოპოლი
მეუღლე: ევდოკია
მარტინა
შვილები: კონსტანტინე III
ჰერაკლონასი
დინასტია: ჰერაკლეს
მამა: ჰერაკლე უფროსი
დედა: ეპიფანია
რელიგია: მართლმადიდებლობა

ტახტზე 610 წელს ავიდა. მას დიდი წვილილი მიუძღვის იმპერიის ძლიერების განმტკიცებაში. ჰერაკლე კეისარმა, რომეების იმპერია, როგორც ბიზანტიელები უწოდებდნენ თავიანთ ქვეყანას, ბერძნულ სახელმწიფოდ შეცვალა. ამ პერიოდიდან იმპერატორები ბერძნული ტერმინით, ბასილევსებად იწოდებიან. თანდათან ლათინურის ნაცვლად მკვიდრდებოდა ბერძნული ენა.

614 წელს გაძლიერებულმა ირანელებმა იერუსალიმი აიღეს და სასტიკად დაარბიეს. შაჰმა გაიტაცა ჯვარი, რომელზედაც მაცხოვარი ევნო. ჰერაკლე კეისარმა, რომელსაც დაბეჩავებული იმპერია ერგო სამმართველოდ, დახმარებისთვის ეკლესიას მიმართა. კონსტანტინეპოლის პატრიარქმა ეკლესიიდან საგანძური გამოიტანა და გადასცა ჰერაკლეს. თან დიდი თანადგომა გამოუცხადა ირანელების წინააღმდეგ ბრძოლაში. ჰერაკლემ ეკლესიისგან მიღებული განძით შეკრიბა ჯარი და ირანელების წინააღმდეგ შეტევაზე გადავიდა. მას მოკავშირედ ჰყავდა ხაზარები და აღმოსავლეთის ქრისტიანული ხალხები.
ჰერაკლემ ხაზარებთან ერთად 627 წელს ალყა შემოარტყა თბილისს, სადაც გამაგრებული იყო ირანული გარნიზონი. თბილისის მოსახლეობა თავს გმირულად იცავდა და ჰერაკლემ ვერ შეძლო ქალაქის აღება. 627 წელს 12 დეკემბერს ქალაქ ნინევიის ნანგრევებთან ირანელებზე ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს. ეს ბრძოლა ცნობილია ნინევიის ბრძოლის სახელით.

ჰერაკლეს სახელთანაა დაკავშირებული ზარათუშტრას დაბადების ადგილზე მარადიული ცეცხლის ჩაქრობა. ჰერაკლემ ირანიდან ჩამოიტანა იქ გატაცებული ჯვარი და 629 წელს დიდი ზარზეიმით თვითონ ჩაიტანა იერუსალიმში.

ადრეული ცხოვრება

წარმოშობა

ჰერაკლე კეისარი იყო ჰერაკლე უფროსისა და ეპიფანიას უფროსი ვაჟი. მისი ოჯახი წარმოშობით კაპადოკიიდან იყო და ივარაუდება მათი სომხური წარმომავლობა, სპეკულაციურად — არშაკიდების შთამომავლობა. ამის მიუხედავად, მხოლოდ მცირე ინფორმაცია მოიპოვება ჰერაკლეს წარმომავლობის დასადასტურებლად. მამამისი 590 სასანიდების უზურპატორ მაჰრამ ჩუბინთან ომის დროს იმპერატორ მავრიკიოსის გენერალი იყო. ომის შემდეგ იმპერატორმა იგი აფრიკის ეგზარქოსად დანიშნა.

აჯანყება ფოკას წინააღმდეგ და ტახტის ხელში ჩაგდება

608 წელს ჰერაკლე უფროსმა უარი განაცხადა იმპერატორ ფოკასადმი ერთგულებაზე, რომელმაც 6 წლით ადრე დაამხო მავრიკის მმართველობა. აჯანყებულებმა გამოუშვეს მონეტები, რომლებზეც ორივე ჰერაკლე იყო გამოსახული კონსულის ტანსაცმელში, თუმცა არც ერთი მათგანი არ ფლობდა რაიმე იმპერიულ ტიტულს ამ პერიოდში. ჰერაკლეს ნათესავმა, ნიკიტამ დაიწყო ეგვიპტის კამპანია, 609 წელს დაამარცხა ფოკას გენერალი ბონოსი და მთლიანად დაიპყრო პროვინცია. ამავდროულად, ახალგაზრდა ჰერაკლე სხვა არმიით აღმოსავლეთისაკენ გაცურა სიცილიისა და კვიპროსის გავლით.

რესურსები ინტერნეტში

ბიზანტია ჰერაკლე 
არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

წინამორბედი:
ფოკა
ბიზანტიის იმპერატორი
610 - 641
შემდეგი:
კონსტანტინე III

Tags:

ბიზანტია ჰერაკლე ადრეული ცხოვრებაბიზანტია ჰერაკლე რესურსები ინტერნეტშიბიზანტია ჰერაკლე სქოლიობიზანტია ჰერაკლე11 თებერვალი575610641ბერძნული ენაბიზანტიალათინური ენა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

კვარცირთველიმგელითამარ გვერდწითელიბარსელონაპოლონეთილადო ასათიანიკახეთის აჯანყება (1659)კალიებიუქმე დღეები საქართველოში69 (სექსუალური პოზა)თორნიკე ერისთავიფესახიმიწისძვრაალბერტ აინშტაინიადამიანის ჩონჩხიჟანრი ლოლაშვილისეკულარიზმინიანგებირაჭამთვარის დაბნელებაარჩვიბახტრიონის ბრძოლაანანურის ციხედემოკრატიაამბროსი (კათოლიკოს-პატრიარქი)კაცხის სვეტივარძიავენაფილოსოფიაძველი საბერძნეთიაგნოსტიციზმიკონტინენტიგისტოლაფარავანიენდომეტრიოზინაღვლის ბუშტისტამბოლიოშკიგიორგი ანწუხელიძემარჩბივი (ასტროლოგია)მერკურიირაკლი კობახიძეკლიმატის ცვლილებაგამარჯვების დღექრისტეფორე კოლუმბიშინაური ძაღლიპომპეიცხელი ძაღლიიესო ქრისტემცხეთაეთიოპიალაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალიშვედეთიეგრისის დიდი ომიილია ჭავჭავაძედიდგორის ბრძოლათამარ ჩერგოლეიშვილიკუთრი თბოტევადობამყინვარწვერიგულიქუთაისიდონ კიხოტისარკაზმინიკო ბაგრატიონიმზეაქემენიანთა იმპერიაგურიაკეთილშობილი ირემიმაროკოირაკლი აბაშიძესომხეთიალექსანდრე მაკედონელიიუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები საქართველოში🡆 More