ჰაერის დაბინძურება

ჰაერის დაბინძურება აღნიშნავს ჰაერის დაბინძურებას, რომელიც ატმოსფეროში ადამიანებისა და სხვა ცოცხალი ორგანიზმების ჯანმრთელობისთვის სახიფათო ან კლიმატისთვის საზიანო ნივთიერებებითაა გამოწვეული.

ჰაერის დამაბინძურებლების ბევრი ტიპი არსებობს, როგორებიცაა: აირები (მათ შორის: ამიაკი, ნახშირბადის მონოოქსიდი, გოგირდის დიოქსიდი, მეთანი, ნახშირორჟანგი და სხვ.), აეროზოლები (როგორც ორგანული, ისე არაორგანული) და ბიოლოგიური მოლეკულები. ჰაერის დაბინძურებამ შეიძლია გამოიწვიოს ადამიანთა დაავადებები, ალერგიები და სიკვდილიც. ასევე, შეუძლია ზიანი მიაყენოს სხვა ცოცხალ ორგანიზმებსა და სურსათს, ბუნებრივ გარემოს (მაგალითად, გლობალური დათბობა, ოზონის ხვრელი ან ჰაბიტატის განადგურება) ან ანთროპოგენურ გარემოს (მაგალითად, მჟავური წვიმა). ჰაერის დაბინძურება შეიძლება გამოიწვიოს როგორც ადამიანთა საქმიანობამ, ისე ბუნებრივმა პროცესებმა.

ჰაერის დაბინძურება
ჰაერის დაბინძურება კოქსის ქურისგან
ჰაერის დაბინძურება
ჰაერის ხარისხის ინდიკატორი (2016) – ღია ფერის სახელმწიფოებს ჰაერის დაბალი ხარისხი და შესაბამისად, ჰაერის დაბინძურების მაღალი ხარისხი აქვთ

ჰაერის დაბინძურება მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორია დაბინძურებით გამოწვეული ბევრი დაავადებებისთვის, მათ შორის: სასუნთქი ინფექციების, გულ-სისხლძარღვთა დაავადებათა, ფილტვების ქრონიკული დაავადებების, ინსულტისა და ფილტვის კიბოსთვის. კვლევები ცხადყოფს, რომ ჰაერის დაბინძურება შეიძლება დაკავშირებული იყოს IQ-ის შემცირებასთან, შემეცნების დაქვეითებასთან, ფსიქიატრიული დარღვევების (როგორიცაა დეპრესია) რისკის ზრდასთან და სხვ. ჰაერის დაბალი ხარისხი დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე, მაგრამ განსაკუთრებით, სასუნთქ სისტემასა და სისხლის მიმოქცევის სისტემაზე. ჰაერის დამაბინძურებლებზე ინდივიდუალური რეაქციები დამოკიდებულია დამაბინძურებლებლებთან კონტაქტის ხასიათსა და ტიპზე, ინდივიდების ჯანმრთელობასა და გენეტიკაზე. ჰაერის გარე დაბინძურება ყოველწლიურად 2.1-4.2 მილიონამდე ადამიანს სიკვდილს იწვევს, რაც სიკვდილიანობის გამომწვევ მიზეზებს შორის ერთ-ერთი პირველია. საერთო ჯამში, ჰაერის დაბინძურება მსოფლიო მასშტაბით ყოველწლიურად 7 მილიონი ადამიანის სიკვდილს, სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის 2.9 წლით შემცირებას და მსოფლიოში ყველაზე დიდი ეკოლოგიური რისკია ჯანმრთელობისთვის. 2008 წელს ბლექსმიტის ინსტიტუტის მსოფლიოს ყველაზე დაბინძურებული ადგილების მოხსენების თანახმად, ჰაერის შიდა დაბინძურება და ურბანული ჰაერის ცუდი ხარისხი მსოფლიო მასშტაბით ტოქსიკური დაბინძურების ყველაზე დიდი პრობლემებია. ჰაერის დაბინძურების კრიზისის სამოქმედო სივრცე ძალიან დიდია: მსოფლიოს მოსახლეობის 90% სხვადასხვა ხარისხით დაბინძურებულ ჰაერს სუნთქავს.

პროდუქტიულობის დანაკარგები და სიცოცხლის გაუარესებული ხარისხი, რომელიც ჰაერის დაბინძურებითაა გამოწვეული, მსოფლიო ეკონომიკისთვის ყოველწლიურად 5 ტრილიონ დოლარ დანაკარგს უტოლდება. ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად სხვადასხვა საკონტროლო ტექნოლოგია და სტრატეგიაა შემუშავებული. ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული გავლენის შესამცირებლად როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნულ საკანონმდებლო დონეზე რეგულაციებია შემუშავებული. ადგილობრივი კანონები საზოგადოებრივი ჯანდაცვის განვითარებას უწყობს ხელს. საერთაშორისო დონეზე შემუშავებული მაგალითებია მონრეალის ოქმი, ჰელსინკის ოქმი გოგირდის ემისიის შემცირების შესახებ (1985) და სხვ.

ჰაერის დაბინძურების წყაროები

ანთროპოგენური წყაროები

  • ტრადიციული ბიომასის წვის შედეგად გამოყოფილი კვამლი, როგორიცაა ხე, მარცვლეული ნარჩენები და ექსკრემენტები.(განვითარებად და ღარიბ ქვეყნებში ტრადიციული ბიომასის წვა ჰაერის მთავარი დამაბინძურებელია. ის ასევე დაბინძურების მთავარი წყაროა განვითარებულ ქვეყნებშიც, მათ შორის, გაერთიანებულ სამეფოსა და ახალ სამხრეთ უელსში. ამ კატეგორიაშია პოლიარომატული ნახშირწყალბადებიც.
  • 2014 წლის კვლევის თანახმად, ჩინეთის აღჭურვილობის, მანქანებისა და მოწყობილობების მწარმოებელი და მშენებელი სექტორების მიერ ჰაერის დამაბინძურებლების ემისიის 50%-ზე მეტი მოდის.
  • საყოფაცხოვრებო ნარჩენები
  • სატრანსპორტო საშუალებები: მატარებლები, ავტომობილები, საზღაო და საჰაერო ტრანსპორტი.
  • საღებავების, თმის სპრეის, აეროზოლების, ლაქისა და სხვა გამხსნელების ორთქლი.
  • სამხედრო რესურსები, როგორიცაა ატომური იარაღი, ტოქსიკური აირები, რაკეტები და სხვ.
  • სასოფლო-სამეურნეო ემისიები
  • ფერმის ფერტილიზებული მიწები აზოტის ოქსიდების მნიშვნელოვანი წყაროა.

ბუნებრივი წყაროები

  • მტვერი ბუნებრივი წყაროებიდან, ჩვეულებრივ მიწის დიდი ფართობები მცირე ვეგეტაციით
  • ცხოველების, მაგალითად, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მიერ საკვების მონელების შემდეგ გამოყოფილი მეთანი
  • დედამიწის ქერქის რადიოაქტიურობის შედეგად გამოყოფილი რადონი. რადონი უფერო, უსუნო, ბუნებრივი, რადიოაქტიური ინერტული აირია, რომელიც რადიუმის გარდაქმნით ყალიბდება. ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. ბუნებრივი წყაროებიდან მიღებული რადონის აირი შეიძლება დაგროვდეს შენობებში. სიგარეტის მოწევის შემდეგ რადონი მეორეა ფილტვის კიბოს გამომწვევ მიზეზებს შორის.
  • ხანძრების შედეგად გამოყოფილი კვამლი და ნახშირბადის მონოოქსიდი. ხანძრების დროს, ბიომასის უკონტროლო წვის შედეგად გამოყოფილი კვამლი კონცენტრაციით ჰაერის დაბინძურების 75%-ს შეადგენს.
  • ვულკანური აქტივობა, რომლის შედეგადაც ატმოსფეროში გოგირდი, ქლორი და ფერფლი გამოიყოფა.

ამერიკის შეერთებული შტატების გარემოს დაცვის სააგენტოს გამოქვეყნებული აქვს ჰაერის დამაბინძურებელი ფაქტორების კრებული ინდუსტრიული წყაროებისთვის. მსგავსი კრებულები გამოქვეყნებული აქვთ გაერთიანებულ სამეფოს, ავსტრალიას, კანადასა და სხვა ქვეყნებსაც, ისევე, როგორც ევროპის გარემოსდაცვით სააგენტოს.

იხილეთ აგრეთვე

დამატებითი ლიტერატურა

  • Brimblecombe, Peter. The Big Smoke: A History of Air Pollution in London Since Medieval Times (Methuen, 1987)
  • Brimblecombe, Peter. "History of air pollution." in Composition, Chemistry and Climate of the Atmosphere (Van Nostrand Reinhold (1995): 1–18
  • Brimblecombe, Peter; Makra, László (2005). „Selections from the history of environmental pollution, with special attention to air pollution. Part 2*: From medieval times to the 19th century“. International Journal of Environment and Pollution. 23 (4): 351–67. doi:10.1504/ijep.2005.007599.
  • Cherni, Judith A. Economic Growth versus the Environment: The Politics of Wealth, Health and Air Pollution (2002) online დაარქივებული 2020-12-15 საიტზე Wayback Machine.
  • Corton, Christine L. London Fog: The Biography (2015)
  • Currie, Donya. "WHO: Air Pollution a Continuing Health Threat in World's Cities," The Nation's Health (February 2012) 42#1 online დაარქივებული 2015-04-02 საიტზე Wayback Machine.
  • Dewey, Scott Hamilton. Don't Breathe the Air: Air Pollution and US Environmental Politics, 1945–1970 (Texas A & M University Press, 2000)
  • Gonzalez, George A. The politics of air pollution: Urban growth, ecological modernization, and symbolic inclusion (SUNY Press, 2012)
  • Grinder, Robert Dale (1978). „From Insurgency to Efficiency: The Smoke Abatement Campaign in Pittsburgh before World War I.“. Western Pennsylvania Historical Magazine. 61 (3): 187–202.
  • Grinder, Robert Dale. "The Battle for Clean Air: The Smoke Problem in Post-Civil War America" in Martin V. Melosi, ed., Pollution & Reform in American Cities, 1870–1930 (1980), pp. 83–103.
  • Mingle, Jonathan, "Our Lethal Air" [review of Gary Fuller, The Invisible Killer...; Beth Gardiner, Choked...; Tim Smedley, Clearing the Air...; U.S. Environmental Protection Agency, Integrated Science Assessment for Particulate Matter (External Review Draft, 2018); and Chartered Clean Air Scientific Advisory Committee, Letter to EPA Administrator on the EPA's Integrated Science Assessment for Particulate Matter, 11 April 2019], The New York Review of Books, vol. LXVI, no. 14 (26 September 2019), pp. 64–66, 68. "Today, 91 percent of people worldwide live in areas where air pollution levels exceed the World Health Organization's recommended limits. ... [T]here is no safe level of exposure to fine particulate matter. ... Most of these fine particles are a by-product of ... burning ... coal, gasoline, diesel, wood, trash ... These particles can get past the defenses of our upper airways to penetrate deep into our lungs and reach the alveoli ... From there, they cross into the bloodstream and spread throughout the body. They can travel through the nose, up the olfactory nerve, and lodge ... in the brain. They can form deposits on the lining of arteries, constricting blood vessels and raising the likelihood of ... strokes and heart attacks. [T]hey exacerbate respiratory illnesses like asthma and chronic obstructive pulmonary disease ... There's ... evidence linking air pollution exposure to an increased risk of Alzheimer's and other forms of dementia." (p. 64.)
  • Mosley, Stephen. The chimney of the world: a history of smoke pollution in Victorian and Edwardian Manchester. Routledge, 2013.
  • Schreurs, Miranda A. Environmental Politics in Japan, Germany, and the United States (Cambridge University Press, 2002) online დაარქივებული 2020-12-15 საიტზე Wayback Machine.
  • Thorsheim, Peter. Inventing Pollution: Coal, Smoke, and Culture in Britain since 1800 (2009)

რესურსები ინტერნეტში

ჰაერის დაბინძურება 
არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

Tags:

ჰაერის დაბინძურება ჰაერის დაბინძურების წყაროებიჰაერის დაბინძურება იხილეთ აგრეთვეჰაერის დაბინძურება დამატებითი ლიტერატურაჰაერის დაბინძურება რესურსები ინტერნეტშიჰაერის დაბინძურება სქოლიოჰაერის დაბინძურებაამიაკიატმოსფერობუნებრივი გარემოგლობალური დათბობაგოგირდის დიოქსიდიმეთანიმჟავური წვიმანახშირბადის მონოოქსიდინახშირორჟანგიოზონის ხვრელი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

კლიმატის ცვლილებაბაქტერიებიპირველი მსოფლიო ომისოფლის მეურნეობამერკურიზაქარია ფალიაშვილიზმნააპენდიციტიგანმანათლებლობადელფინებიმსოფლიოს ქვეყნების ეროვნული დროშები ფერების მიხედვითბრუნებაქართული საბჭოთა ენციკლოპედიაჯიქიიუსტინიანე Iმამუკა მდინარაძეშამქორის ბრძოლა (1195)კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდაარაგვისაქართველოს ისტორიააფრიკის ქვეყნების სიაგიორგი მაზნიაშვილითემურლენგის ლაშქრობები საქართველოშიმეიოზირომან ფიფიაგაზაფხულიუჯრედიქრისტეფორე კოლუმბიალეგორიაჟანრი ლოლაშვილისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასაათი (ერთეული)ბუდაპეშტიმსოფლიოს მოსახლეობასინონიმებიბაბუაწვერასანქტ-პეტერბურგიავსტრალიამსოფლიოს ქვეყნები და ტერიტორიები მოსახლეობის მიხედვითნიადაგისაქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2024ბასიანის ბრძოლაფარავანიმილიმეტრინაპოლეონის ომებიგალაკტიონ ტაბიძესომხეთიპორტუგალიახეოფსის პირამიდათამბაქოლეიკემიამერწყულიდისკრიმინაციაგიორგი I (საქართველოს მეფე)საქართველო XIII საუკუნეშიევერესტიეთიკაშუა საუკუნეებიწითელასამეგრელოდემოკრატიაკარტოფილიკულტურაქართვლის დედაპედაგოგიკაკვიპროსიბათუმის ბოტანიკური ბაღიებრაელებიყირიმის ომიკანადაგულიმორალიამეთვისტოკოსმოპოლიტიზმილეიკოციტოზინატრიუმი🡆 More